მსოფლიო
სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სამხედრო
სამართალი
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეცდომები ყველას მოსდის... ვიცი გიორგის რა შეუძლია და ერთი შეცდომით არ უნდა განესაზღვრათ მისი შესაძლებლობები" - ინტერვიუ ელენე ეპიტაშვილთან
"შეცდომები ყველას მოსდის... ვიცი გიორგის რა შეუძლია და ერთი შეცდომით არ უნდა განესაზღვრათ მისი შესაძლებლობები" - ინტერვიუ ელენე ეპიტაშვილთან

რა შე­იძ­ლე­ბა იყოს იმა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის, ვიდ­რე ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის გმი­რის ოჯა­ხის წევრთან სა­უ­ბა­რი? - წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა ემო­ცი­ე­ბი ტრი­ა­ლებს სახ­ლში, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის შე­უ­და­რე­ბე­ლი მე­კა­რე, გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი ცხოვ­რობს. ამ­ჯე­რად სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს, ახ­ლოს გა­ვიც­ნოთ მისი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი, მომ­ხიბ­ვლე­ლი ელე­ნე ეპი­ტაშ­ვი­ლი.

"სი­თის" ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ბაია გა­და­ბა­ძემ და ნინი გო­გო­ლა­ძემ ელე­ნეს­თან სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რეს.

მზად ხართ, შე­ი­ჭყი­ტოთ ელე­ნე ეპი­ტაშ­ვი­ლის სამ­ყა­რო­ში? - მა­შინ წარ­მო­გიდ­გენთ "სი­თის"ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­დან რამ­დე­ნი­მე მო­ნაკ­ვეთს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მე­კა­რის მე­უღ­ლეს­თან:

– თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ მო­ექ­ცა. ვნა­ხეთ რო­გორ გთხო­ვა გი­ორ­გიმ ხელი. ეს იყო ორი წლის წინ. ვნა­ხეთ „ჯენ­დერ რი­ვი­ალ“ ფარ­თი და ქორ­წი­ლი. რო­გორ მი­ი­ღეთ დიდი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მელ­საც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში კრი­ტი­კაც ახ­ლავს ხოლ­მე?

– ეს იყო პე­რი­ო­დი, როცა გი­ორ­გის ცოტა ხნით ჰქონ­და დას­ვე­ნე­ბა და ვე­ცა­დეთ ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა დრო­უ­ლად გან­გვე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა. ხალ­ხის­გან ბევ­რი სიყ­ვა­რუ­ლი წა­მო­ვი­და. კრი­ტი­კაც, თუმ­ცა მეს­მის, რომ ყვე­ლას­თვის ყვე­ლა­ფე­რი მო­სა­წო­ნი არ იქ­ნე­ბა და ვცდი­ლობ გულ­თან ახ­ლოს არ მი­ვი­ტა­ნო ნე­გა­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი.

– გი­ორ­გის ინ­ტერ­ვი­უ­ებს რო­დე­საც ვუს­მენთ, ყვე­ლა ვხვდე­ბით მის ძა­ლი­ან მტკი­ცე ხა­სი­ათს, მო­ტი­ვა­ცი­ას, ფეხ­ბურ­თის სიყ­ვა­რულს, ცხა­დია. საკ­მა­ოდ რთუ­ლია ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა. შენ თუ ახერ­ხებ, რომ მას ეს რე­ჟი­მი შე­უმ­სუ­ბუ­ქო?

– ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ გი­ორ­გის სტა­ბი­ლუ­რო­ბა და სიმ­შვი­დე ჰქონ­დეს. ფეხ­ბურ­თე­ლის ცხოვ­რე­ბა მარ­თლაც რთუ­ლია, მუდ­მი­ვი წნე­ხი, დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი, ნაკ­ლე­ბი დას­ვე­ნე­ბა, წარ­მა­ტე­ბე­ბი­სა და მარ­ცხის ცვა­ლე­ბა­დო­ბა. ჩემი როლი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ მის­თვის სახ­ლი ყო­ველ­თვის იყოს ის ად­გი­ლი, სა­დაც შე­უძ­ლია და­ის­ვე­ნოს, იყოს უბ­რა­ლოდ გი­ორ­გი და არა მხო­ლოდ ფეხ­ბურ­თე­ლი. ვცდი­ლობ მის­თვის ემო­ცი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რი ვიყო და მისი მო­ტი­ვა­ცია გა­ვაძ­ლი­ე­რო.

– გვახ­სოვს შენი კო­მენ­ტა­რი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ეს­პა­ნეთ­თან თა­მა­შის წინ „გა­უ­ჭირ­დე­ბათ მა­მარ­დას­თვის გო­ლის გა­ტა­ნა“ – რო­გორ ამ­ხნე­ვებ მას თა­მა­შის წინ?

– მე ვიცი გი­ორ­გის რა შე­უძ­ლია და შე­სა­ბა­მი­სად, ვამ­ხნე­ვებ იმით, რომ ვარ­წმუ­ნებ, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­უ­ვა და კარ­გად იქ­ნე­ბა. თა­მა­შის წინ ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ გი­ორ­გის სიმ­შვი­დე შე­ვუ­ნარ­ჩუ­ნო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის სა­ერ­თოდ არ ნერ­ვი­უ­ლობს და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლია. ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ერ­თმა­ნეთს ყო­ველ­თვის ვუ­გულ­შე­მატ­კივ­როთ, რო­გორც პარტნი­ო­რებ­მა, რომ­ლე­ბიც ამ გზას ერ­თად გა­დი­ან.

– რა ხდე­ბა მო­გე­ბუ­ლი თა­მა­შის შემ­დეგ? და რა ხდე­ბა მარ­ცხის შემ­თხვე­ვა­ში?

– მო­გე­ბუ­ლი თა­მა­ში რა თქმა უნდა სა­სი­ხა­რუ­ლოა. ვუ­ლო­ცავ, ვწერ „გი­ლო­ცავ,ვი­ცო­დი!“ იმ მო­მენ­ტში, უბ­რა­ლოდ, ვცდი­ლობ გა­ვი­ზი­ა­რო მისი სი­ხა­რუ­ლი. წი­ნას­წარ ვუ­თან­ხმდე­ბი რა კერ­ძი უნდა რომ სახ­ლში და­ვახ­ვედ­რო. რო­დე­საც ბრუნ­დე­ბა, თა­მაშს ერ­თად გან­ვი­ხი­ლავთ.

მარ­ცხის შემ­თხვე­ვა­ში, დიდი გან­სხვა­ვე­ბა არაა. ვი­ცით, რომ ზოგ­ჯერ ასეც ხდე­ბა და სა­ჭი­როა გაკ­ვე­თი­ლის მი­ღე­ბა,რო­მე­ლიც ბევრ რა­მეს გას­წავ­ლის, გა­მოც­დი­ლე­ბას გაძ­ლევს. სამ­წუ­ხა­როა,მაგ­რამ ვცდი­ლობთ ამის გამო ხა­სი­ა­თი არ გა­ვი­ფუ­ჭოთ.

– სად და რო­დის შეხ­ვდით ერ­თმა­ნეთს?

⁃ 2021 წლის ბო­ლოს გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი. ჩვე­ნი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა თბი­ლი­სის ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში იყო. ცოტა ხნით იყო ჩა­მო­სუ­ლი და მა­შინ ვნა­ხეთ ერ­თმა­ნე­თი პირ­ვე­ლად.

– გახ­სოვს ის დღე, როცა პირ­ვე­ლად გი­ორ­გის სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ მიხ­ვე­დი მო­ე­დან­ზე?

– კი, ეს დღე ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს. მა­ში­ნაც ვი­ცო­დი, რომ გი­ორ­გი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო. იმ დღეს პირ­ვე­ლად ვიგ­რძე­ნი, რას ნიშ­ნავს გულ­წრფე­ლად გა­დარ­დებ­დეს თი­თო­ე­უ­ლი ბურ­თი, თი­თო­ე­უ­ლი სე­ი­ვი. გულ­შე­მატ­კი­ვარს შო­რის ყოფ­ნა სულ სხვა გან­ცდა იყო – ად­რე­ნა­ლი­ნი, მო­ლო­დი­ნი, ის უც­ნა­უ­რი ნერ­ვი­უ­ლო­ბა, როცა გინ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რად გა­მო­უ­ვი­დეს.

– თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა ვა­ლენ­სი­ა­ში – რა ხდე­ბა ფეხ­ბურ­თის მიღ­მა?

– მი­უ­ხე­და­ვად დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი­სა, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობთ დრო ერ­თად გა­ვა­ტა­როთ. თა­ვი­სუ­ფალ დროს ქა­ლაქ­ში ვსე­ირ­ნობთ, ვგეგ­მავთ სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბას. თუ ცოტა დიდი ხნით გვაქვს დას­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, ვმოგ­ზა­უ­რობთ.

– ელე­ნე, ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო შენი პოს­ტი ინ­სტაგ­რამ­ზე, გი­ორ­გი გა­ამ­ხნე­ვე. რო­გორ გა­და­ლა­ხეთ ეს პე­რი­ო­დი? ვიცი, რომ ეს ერ­თად გა­და­სა­ლა­ხი იქ­ნე­ბო­და.

⁃ შეც­დო­მე­ბი ყვე­ლას მოს­დის და ყვე­ლას აქვს ცუდი პე­რი­ო­დე­ბი. მე ჩავ­თვა­ლე სა­ჭი­როდ, რომ ეს უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რად­გან ვიცი გი­ორ­გის რა შე­უძ­ლია და ერთი შეც­დო­მით არ უნდა გა­ნე­სა­ზღვრათ მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. უბ­რა­ლოდ, ხალ­ხს შე­ვახ­სე­ნე, რომ აქამ­დე გი­ორ­გიმ ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა, არა­ერ­თი სა­ა­მა­ყო მო­მენ­ტი ჰქონ­და და მარ­ცხის შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ზე სწო­რი იქ­ნე­ბო­და მისი გამ­ხნე­ვე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"შეცდომები ყველას მოსდის... ვიცი გიორგის რა შეუძლია და ერთი შეცდომით არ უნდა განესაზღვრათ მისი შესაძლებლობები" - ინტერვიუ ელენე ეპიტაშვილთან

"შეცდომები ყველას მოსდის... ვიცი გიორგის რა შეუძლია და ერთი შეცდომით არ უნდა განესაზღვრათ მისი შესაძლებლობები" - ინტერვიუ ელენე ეპიტაშვილთან

რა შეიძლება იყოს იმაზე საინტერესო ჟურნალისტისთვის, ვიდრე ეროვნული ნაკრების გმირის ოჯახის წევრთან საუბარი? - წარმოიდგინეთ, რა ემოციები ტრიალებს სახლში, სადაც საქართველოს ნაკრების შეუდარებელი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ცხოვრობს. ამჯერად საშუალება გვაქვს, ახლოს გავიცნოთ მისი მეორე ნახევარი, მომხიბვლელი ელენე ეპიტაშვილი.

"სითის" ჟურნალისტებმა ბაია გადაბაძემ და ნინი გოგოლაძემ ელენესთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერეს.

მზად ხართ, შეიჭყიტოთ ელენე ეპიტაშვილის სამყაროში? - მაშინ წარმოგიდგენთ "სითის" ექსკლუზიურ ინტერვიუდან რამდენიმე მონაკვეთს საქართველოს ნაკრების მეკარის მეუღლესთან:

– თქვენი ცხოვრება განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. ვნახეთ როგორ გთხოვა გიორგიმ ხელი. ეს იყო ორი წლის წინ. ვნახეთ „ჯენდერ რივიალ“ ფართი და ქორწილი. როგორ მიიღეთ დიდი სიყვარული, რომელსაც ხშირ შემთხვევაში კრიტიკაც ახლავს ხოლმე?

– ეს იყო პერიოდი, როცა გიორგის ცოტა ხნით ჰქონდა დასვენება და ვეცადეთ ყველა ღონისძიება დროულად განგვეხორციელებინა. ხალხისგან ბევრი სიყვარული წამოვიდა. კრიტიკაც, თუმცა მესმის, რომ ყველასთვის ყველაფერი მოსაწონი არ იქნება და ვცდილობ გულთან ახლოს არ მივიტანო ნეგატიური გამოხმაურებები.

– გიორგის ინტერვიუებს როდესაც ვუსმენთ, ყველა ვხვდებით მის ძალიან მტკიცე ხასიათს, მოტივაციას, ფეხბურთის სიყვარულს, ცხადია. საკმაოდ რთულია ფეხბურთელების ცხოვრება. შენ თუ ახერხებ, რომ მას ეს რეჟიმი შეუმსუბუქო?

– ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გიორგის სტაბილურობა და სიმშვიდე ჰქონდეს. ფეხბურთელის ცხოვრება მართლაც რთულია, მუდმივი წნეხი, დატვირთული გრაფიკი, ნაკლები დასვენება, წარმატებებისა და მარცხის ცვალებადობა. ჩემი როლი იმაში მდგომარეობს, რომ მისთვის სახლი ყოველთვის იყოს ის ადგილი, სადაც შეუძლია დაისვენოს, იყოს უბრალოდ გიორგი და არა მხოლოდ ფეხბურთელი. ვცდილობ მისთვის ემოციური მხარდამჭერი ვიყო და მისი მოტივაცია გავაძლიერო.

– გვახსოვს შენი კომენტარი ევროპის ჩემპიონატზე, ესპანეთთან თამაშის წინ „გაუჭირდებათ მამარდასთვის გოლის გატანა“ – როგორ ამხნევებ მას თამაშის წინ?

– მე ვიცი გიორგის რა შეუძლია და შესაბამისად, ვამხნევებ იმით, რომ ვარწმუნებ, რომ ყველაფერი გამოუვა და კარგად იქნება. თამაშის წინ ყოველთვის ვცდილობ გიორგის სიმშვიდე შევუნარჩუნო, მიუხედავად იმისა, რომ ის საერთოდ არ ნერვიულობს და თავდაჯერებულია. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს ყოველთვის ვუგულშემატკივროთ, როგორც პარტნიორებმა, რომლებიც ამ გზას ერთად გადიან.

– რა ხდება მოგებული თამაშის შემდეგ? და რა ხდება მარცხის შემთხვევაში?

– მოგებული თამაში რა თქმა უნდა სასიხარულოა. ვულოცავ, ვწერ „გილოცავ,ვიცოდი!“ იმ მომენტში, უბრალოდ, ვცდილობ გავიზიარო მისი სიხარული. წინასწარ ვუთანხმდები რა კერძი უნდა რომ სახლში დავახვედრო. როდესაც ბრუნდება, თამაშს ერთად განვიხილავთ.

მარცხის შემთხვევაში, დიდი განსხვავება არაა. ვიცით, რომ ზოგჯერ ასეც ხდება და საჭიროა გაკვეთილის მიღება,რომელიც ბევრ რამეს გასწავლის, გამოცდილებას გაძლევს. სამწუხაროა,მაგრამ ვცდილობთ ამის გამო ხასიათი არ გავიფუჭოთ.

– სად და როდის შეხვდით ერთმანეთს?

⁃ 2021 წლის ბოლოს გავიცანით ერთმანეთი. ჩვენი პირველი შეხვედრა თბილისის ერთ-ერთ რესტორანში იყო. ცოტა ხნით იყო ჩამოსული და მაშინ ვნახეთ ერთმანეთი პირველად.

– გახსოვს ის დღე, როცა პირველად გიორგის საგულშემატკივროდ მიხვედი მოედანზე?

– კი, ეს დღე ძალიან კარგად მახსოვს. მაშინაც ვიცოდი, რომ გიორგი განსაკუთრებული იყო. იმ დღეს პირველად ვიგრძენი, რას ნიშნავს გულწრფელად გადარდებდეს თითოეული ბურთი, თითოეული სეივი. გულშემატკივარს შორის ყოფნა სულ სხვა განცდა იყო – ადრენალინი, მოლოდინი, ის უცნაური ნერვიულობა, როცა გინდა, რომ ყველაფერი იდეალურად გამოუვიდეს.

– თქვენი ცხოვრება ვალენსიაში – რა ხდება ფეხბურთის მიღმა?

– მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ყოველთვის ვცდილობთ დრო ერთად გავატაროთ. თავისუფალ დროს ქალაქში ვსეირნობთ, ვგეგმავთ სხვადასხვა აქტივობას. თუ ცოტა დიდი ხნით გვაქვს დასვენების საშუალება, ვმოგზაურობთ.

– ელენე, ძალიან ემოციური იყო შენი პოსტი ინსტაგრამზე, გიორგი გაამხნევე. როგორ გადალახეთ ეს პერიოდი? ვიცი, რომ ეს ერთად გადასალახი იქნებოდა.

⁃ შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები. მე ჩავთვალე საჭიროდ, რომ ეს უნდა გამეკეთებინა, რადგან ვიცი გიორგის რა შეუძლია და ერთი შეცდომით არ უნდა განესაზღვრათ მისი შესაძლებლობები. უბრალოდ, ხალხს შევახსენე, რომ აქამდე გიორგიმ ბევრი რამ გააკეთა, არაერთი საამაყო მომენტი ჰქონდა და მარცხის შემთხვევაში ყველაზე სწორი იქნებოდა მისი გამხნევება.