პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კურო ქალი
კურო ქალი

თუმ­ცა კაც­მა რომ თქვას, სას­წო­რი­სე­უ­ლი ჰა­ე­როვ­ნე­ბა და სი­ნარ­ნა­რე, კურო ქალს არც არა­ფერ­ში სჭირ­დე­ბა. ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი მან­დი­ლოს­ნე­ბი, რო­გორც წესი, კარ­გი აღ­ნა­გო­ბით, გრა­ცი­ო­ზუ­ლო­ბით და სი­ზან­ტით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. თუ სად­მე ის­ტე­რი­კე­ბი­ან კურო ქალს გა­და­ეყ­რე­ბით, და­ი­მახ­სოვ­რეთ, რომ მის პი­რად რუ­კა­ში ტყუ­პის, ვერ­ძის ან ლო­მის დიდი გავ­ლე­ნაა სა­ძებ­ნე­ლი, სხვა შემ­თხვე­ვა­ში კურო - ეს თვით სიმ­შვი­დის გან­სა­ხი­ე­რე­ბაა. "გემ­რი­ე­ლი ქალი" - აი, ეპი­თე­ტი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ჭეშ­მა­რიტ კურო ქალს მი­უ­სა­და­გო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­საკ­ვი­რი არაა ის ფაქ­ტი, რა­ტომ იზი­და­ვენ ეს ქალ­ბა­ტო­ნე­ბი სა­პი­რის­პი­რო სქესს ასე ინ­ტენ­სი­უ­რად. რო­გორც ამ­ბო­ბენ, "მა­მა­კა­ცე­ბი ძაღ­ლე­ბი არ არი­ან, ძვლებ­ზე იგე­შე­ბოდ­ნენ". კურო ქალს კი ზუს­ტად რომ არ აწუ­ხებს ზედ­მე­ტი ძვლე­ბის პრობ­ლე­მა.

ტი­პუ­რი კურო, უზო­მოდ მომთმე­ნი და მშვი­დია. მას შე­უძ­ლია იყოს შე­სა­ნიშ­ნა­ვი, გუ­ლის­ხმი­ე­რი მსმე­ნე­ლი მა­მა­კა­ცის­თვის, ისე რომ ამ უკა­ნას­კნელს ამით თავი ზე­აღ­მა­ტე­ბუ­ლად აგ­რძნო­ბი­ნოს. თან­და­ყო­ლი­ლი, ვე­ნე­რი­სე­უ­ლი გავ­ლე­ნით, მას შე­სა­ნიშ­ნა­ვად ეხერ­ხე­ბა კოს­მე­ტი­კის, სუ­ნა­მოს და თა­ვის მოვ­ლის სხვა ნივ­თე­ბის შერ­ჩე­ვა. რა­საც ვერ ვი­ტყვით სა­მოს­ზე. რო­გორც წესი, კურო ქალი, თუ მის ჰო­როს­კოპ­ში სას­წო­რის დიდ გავ­ლე­ნას არ აქვს ად­გი­ლი, ჩაც­მის მხრივ კონ­სერ­ვა­ტო­რია. იგი აღ­მერ­თებს მა­სი­ურ სამ­კა­უ­ლებს, მყვი­რა­ლა ფე­რის ლაკს და სხვა­დას­ხვა სა­ხის შარფ-მო­სას­ხა­მებს. თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად, ჩაც­მუ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მცი­რე­ო­დე­ნი ლაფ­სუ­სე­ბი­სა, კურო ქალი მა­ინც შე­სა­ნიშ­ნა­ვად ახერ­ხებს მა­მა­კა­ცის გუ­ლის­კენ მი­სას­ვლე­ლი გზა ოს­ტა­ტუ­რად იპოვ­ნოს - ნა­ცა­დი მე­თო­დით, რო­მე­ლიც კუ­ჭზე გა­დის და რო­გორც წესი, ამ მხრივ კურო ქა­ლებს ბა­და­ლი არ ჰყავთ. იშ­ვი­ა­თო­ბას წარ­მო­ად­გენს ქალი კურო, რო­მელ­საც სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სი და კერ­ძე­ბის ოს­ტა­ტუ­რად მზა­დე­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბას არ ანი­ჭებს ან არ გა­მოს­დის. გემ­რი­ე­ლად ჭა­მას­თან ერ­თად, ამ ქალ­ბა­ტო­ნებს კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბიც ბავ­შვო­ბი­დან აქვთ თან­და­ყო­ლი­ლი, ხა­სი­ა­თის სხვა გა­მოკ­ვე­თილ თვი­სე­ბებ­თან ერ­თად.

ტი­პუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი - მსა­ხი­ო­ბი უმა თურ­მა­ნი

Astrologia

გარ­და ამი­სა, პრაქ­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის და კარ­გი ფი­ნან­სუ­რი ალ­ღოს გამო, ბევ­რი კურო შე­სა­ნიშ­ნა­ვად ახერ­ხებს სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი იქო­ნი­ოს და სო­ლი­დუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი ჰქონ­დეს. თუმ­ცა, თუკი საქ­მე არ­ჩე­ვან­ზე მიდ­გა, კურო ქალს უყოყ­მა­ნოდ შე­უძ­ლია ოჯა­ხის დე­დის როლი მო­ირ­გოს და საყ­ვა­რელ მა­მა­კაცს გვერ­დში ღირ­სე­უ­ლად ამო­უდ­გეს.

ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ქა­ლებს, გემ­რი­ე­ლი სა­დი­ლე­ბის კე­თე­ბას­თან ერ­თად, მე­ბა­ღე­ო­ბის და ზო­გა­დად მი­წის დიდი სიყ­ვა­რუ­ლიც გა­მო­არ­ჩევთ სხვე­ბის­გან. ამი­ტომ კურო ქალი, რო­მელ­საც ჯერ ქა­ლაქ­გა­რეთ მდე­ბა­რე სა­კუ­თა­რი აგა­რა­კი არ გა­აჩ­ნია, სა­დაც ე.წ "მი­წის ყი­ვილს" და­იკ­მა­ყო­ფი­ლებს, კორ­პუ­სის ბი­ნა­ში, ოთა­ხე­ბის გამ­წვა­ნე­ბის სა­კი­თხით იქ­ნე­ბა აქ­ტი­უ­რად და­კა­ვე­ბუ­ლი. ფი­ნან­სე­ბის მი­მართ, გორ­ნივ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო, ეს ქალი ბევ­რი მა­მა­კა­ცის­თვის შე­უც­ვლელ თა­ნა­შემ­წეს წარ­მო­ად­გენს სა­ო­ჯა­ხო ბი­უ­ჯე­ტის და­გეგ­მვის სა­კით­ში, ამი­ტომ თა­მა­მად შე­გიძ­ლი­ათ ან­დოთ მას თქვე­ნი საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თი. მერ­წმუ­ნეთ იგი, ზო­გი­ერ­თი მატ­რაკ­ვე­ცა ქა­ლი­ვით, ბრენ­დულ მა­ღა­ზი­ებ­სა და სპა-სა­ლო­ნებ­ში არ გა­ა­ნი­ა­ვებს თქვენს ნაშ­რომ-ნა­ა­მა­გარს.

კურო ქა­ლის ცხოვ­რე­ბა­ში, მე­უღ­ლის შემ­დეგ, ყვე­ლა­ზე დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა შვი­ლებს უკა­ვი­ათ. კუ­რო­ე­ბი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, მზრუნ­ვე­ლი დე­დე­ბი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე მშობ­ლე­ბი არი­ან, თუმ­ცა ხში­რად სიმ­კაც­რეც ახა­სი­ა­თებთ სა­კუ­თა­რი, ზედ­მე­ტად მო­უს­ვე­ნა­რი ნა­ში­ე­რე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც მის მიერ დად­გე­ნილ ოჯა­ხურ წეს­რიგს არ ემორ­ჩი­ლე­ბი­ან.

მო­უ­ხე­და­ვად გა­მოკ­ვე­თი­ლი, ქა­ლუ­რი გა­რეგ­ნო­ბი­სა, კურო ქალს სა­თუთ და სუსტ ქმნი­ლე­ბას ვე­რაფ­რის დი­დე­ბით ვერ უწო­დებ. მე­ტიც, ამ ადა­მი­ა­ნებს გა­მორ­ჩე­უ­ლად მტკი­ცე ხა­სი­ა­თი, სი­ჯი­უ­ტე და გამ­ძლე­ო­ბა გა­აჩ­ნი­ათ. რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ყო­ველ­გვა­რი ზედ­მე­ტი წუ­წუნ-ჩი­ვი­ლის გა­რე­შე შე­უძ­ლი­ათ აი­ტა­ნონ ნე­ბის­მი­ე­რი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გან­საც­დე­ლი, გა­და­ლა­ხონ ფი­ზი­კუ­რი თუ მო­რა­ლუ­რი ტკი­ვი­ლი.

სა­ი­მი­სოდ, რომ მა­მა­კა­ცი მო­ე­წო­ნოს, ქალი კურო მის სა­ი­მე­დო­ო­ბა­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ში უნდა იყოს დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის მა­მა­კა­ცი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მსგავ­სად, კურო ქალ­საც არ ახა­სი­ა­თებს ნაჩ­ქა­რე­ვად და სპონ­ტა­ნუ­რად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმის­თვის, რომ მისი გული მო­ი­გოთ, ხან­გრძლი­ვი მცდე­ლო­ბა დაგ­ჭირ­დე­ბათ. სა­მა­გი­ე­როდ, თუკი მან თქვენ გვერ­დით თავი უსაფრ­თხოდ და­ი­გუ­ლა, მისი გრძნო­ბე­ბის სიმ­ყა­რო­ში შე­გიძ­ლი­ათ ეჭვი არა ერთი ან ორი დღით, მთე­ლი ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე აღარ შე­ი­ტა­ნოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

კურო ქალი

კურო ქალი

თუმცა კაცმა რომ თქვას, სასწორისეული ჰაეროვნება და სინარნარე, კურო ქალს არც არაფერში სჭირდება. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მანდილოსნები, როგორც წესი, კარგი აღნაგობით, გრაციოზულობით და სიზანტით გამოირჩევიან. თუ სადმე ისტერიკებიან კურო ქალს გადაეყრებით, დაიმახსოვრეთ, რომ მის პირად რუკაში ტყუპის, ვერძის ან ლომის დიდი გავლენაა საძებნელი, სხვა შემთხვევაში კურო - ეს თვით სიმშვიდის განსახიერებაა. "გემრიელი ქალი" - აი, ეპითეტი, რომელიც შეიძლება ჭეშმარიტ კურო ქალს მიუსადაგო. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა ის ფაქტი, რატომ იზიდავენ ეს ქალბატონები საპირისპირო სქესს ასე ინტენსიურად. როგორც ამბობენ, "მამაკაცები ძაღლები არ არიან, ძვლებზე იგეშებოდნენ". კურო ქალს კი ზუსტად რომ არ აწუხებს ზედმეტი ძვლების პრობლემა.

ტიპური კურო, უზომოდ მომთმენი და მშვიდია. მას შეუძლია იყოს შესანიშნავი, გულისხმიერი მსმენელი მამაკაცისთვის, ისე რომ ამ უკანასკნელს ამით თავი ზეაღმატებულად აგრძნობინოს. თანდაყოლილი, ვენერისეული გავლენით, მას შესანიშნავად ეხერხება კოსმეტიკის, სუნამოს და თავის მოვლის სხვა ნივთების შერჩევა. რასაც ვერ ვიტყვით სამოსზე. როგორც წესი, კურო ქალი, თუ მის ჰოროსკოპში სასწორის დიდ გავლენას არ აქვს ადგილი, ჩაცმის მხრივ კონსერვატორია. იგი აღმერთებს მასიურ სამკაულებს, მყვირალა ფერის ლაკს და სხვადასხვა სახის შარფ-მოსასხამებს. თუმცა მიუხედავად, ჩაცმულობაში არსებული მცირეოდენი ლაფსუსებისა, კურო ქალი მაინც შესანიშნავად ახერხებს მამაკაცის გულისკენ მისასვლელი გზა ოსტატურად იპოვნოს - ნაცადი მეთოდით, რომელიც კუჭზე გადის და როგორც წესი, ამ მხრივ კურო ქალებს ბადალი არ ჰყავთ. იშვიათობას წარმოადგენს ქალი კურო, რომელსაც სამზარეულოში ფუსფუსი და კერძების ოსტატურად მზადება სიამოვნებას არ ანიჭებს ან არ გამოსდის. გემრიელად ჭამასთან ერთად, ამ ქალბატონებს კულინარიული მონაცემებიც ბავშვობიდან აქვთ თანდაყოლილი, ხასიათის სხვა გამოკვეთილ თვისებებთან ერთად.

ტიპური წარმომადგენელი - მსახიობი უმა თურმანი

Astrologia

გარდა ამისა, პრაქტიკული აზროვნების და კარგი ფინანსური ალღოს გამო, ბევრი კურო შესანიშნავად ახერხებს საკუთარი ბიზნესი იქონიოს და სოლიდური შემოსავალი ჰქონდეს. თუმცა, თუკი საქმე არჩევანზე მიდგა, კურო ქალს უყოყმანოდ შეუძლია ოჯახის დედის როლი მოირგოს და საყვარელ მამაკაცს გვერდში ღირსეულად ამოუდგეს.

ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს, გემრიელი სადილების კეთებასთან ერთად, მებაღეობის და ზოგადად მიწის დიდი სიყვარულიც გამოარჩევთ სხვებისგან. ამიტომ კურო ქალი, რომელსაც ჯერ ქალაქგარეთ მდებარე საკუთარი აგარაკი არ გააჩნია, სადაც ე.წ „მიწის ყივილს“ დაიკმაყოფილებს, კორპუსის ბინაში, ოთახების გამწვანების საკითხით იქნება აქტიურად დაკავებული. ფინანსების მიმართ, გორნივრული დამოკიდებულების გამო, ეს ქალი ბევრი მამაკაცისთვის შეუცვლელ თანაშემწეს წარმოადგენს საოჯახო ბიუჯეტის დაგეგმვის საკითში, ამიტომ თამამად შეგიძლიათ ანდოთ მას თქვენი საკრედიტო ბარათი. მერწმუნეთ იგი, ზოგიერთი მატრაკვეცა ქალივით, ბრენდულ მაღაზიებსა და სპა-სალონებში არ გაანიავებს თქვენს ნაშრომ-ნაამაგარს.

კურო ქალის ცხოვრებაში, მეუღლის შემდეგ, ყველაზე დიდი მნიშვნელობა შვილებს უკავიათ. კუროები არაჩვეულებრივი, მზრუნველი დედები და მოსიყვარულე მშობლები არიან, თუმცა ხშირად სიმკაცრეც ახასიათებთ საკუთარი, ზედმეტად მოუსვენარი ნაშიერების მიმართ, რომლებიც მის მიერ დადგენილ ოჯახურ წესრიგს არ ემორჩილებიან.

მოუხედავად გამოკვეთილი, ქალური გარეგნობისა, კურო ქალს სათუთ და სუსტ ქმნილებას ვერაფრის დიდებით ვერ უწოდებ. მეტიც, ამ ადამიანებს გამორჩეულად მტკიცე ხასიათი, სიჯიუტე და გამძლეობა გააჩნიათ. რომლის მეშვეობითაც ყოველგვარი ზედმეტი წუწუნ-ჩივილის გარეშე შეუძლიათ აიტანონ ნებისმიერი ცხოვრებისეული განსაცდელი, გადალახონ ფიზიკური თუ მორალური ტკივილი.

საიმისოდ, რომ მამაკაცი მოეწონოს, ქალი კურო მის საიმედოობასა და სტაბილურობაში უნდა იყოს დარწმუნებული, ზოდიაქოს ამ ნიშნის მამაკაცი წარმომადგენლების მსგავსად, კურო ქალსაც არ ახასიათებს ნაჩქარევად და სპონტანურად გადაწყვეტილებების მიღება. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ მისი გული მოიგოთ, ხანგრძლივი მცდელობა დაგჭირდებათ. სამაგიეროდ, თუკი მან თქვენ გვერდით თავი უსაფრთხოდ დაიგულა, მისი გრძნობების სიმყაროში შეგიძლიათ ეჭვი არა ერთი ან ორი დღით, მთელი ცხოვრების ბოლომდე აღარ შეიტანოთ.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?