ვერძი
საქმეებიდან ძირითადები გამოარჩიეთ და მთელი დღე მათ მოგვარებაზე იზრუნეთ. მოემზადეთ იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები, სპონტანურად და გააზრებულად მიღება მოგიწევთ. იმპროვიზაციის უფლებაც გექნებათ.
კურო
სხვების კრიტიკას, გირჩევნიათ, მეტი კრიტიკულობით საკუთარ საქმეებს შეხედოთ, გამოასწოროთ ის მცირე ხარვეზები, რაც წარმატებისთვის გიშლით ხელს.
ტყუპი
პირად საკითხებს დღეს საუკეთესოდ მოაგვარებთ. აი, რაც შეეხება სამსახურის საქმეებს განსაკუთრებულ მიღწევებს ნუ ელით, მაგრამ ნურც გულხელდაკრეფილი დაჯდებით.
კირჩხიბი
დღეს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. გარშემო მყოფებისგან შექება და კომპლიმენტები გელით. ბედნიერებისგან მეშვიდე ცაზე იქნებით. ამასთანავე, თქვენს შექებას თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანები მოისმენენ.
ლომი
ცხოვრების სტილის, გასართობის, ჰობის შეცვლის სურვილი გაგიჩნდებათ. რადიკალური ცვლილებები გარშემო მყოფებში კიდევ უფრო აგიმაღლებთ ავტორიტეტს და მათ მხარდაჭერასაც იგრძნობთ.
ქალწული
სამსახურებრივ საქმეებში წარმატება გელით. ეცადეთ, ეს სასიხარულო ამბავი იმ ადამიანებს გაუზიაროთ, ვისაც თქვენი გამარჯვება გულით გაუხარდება.