პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ნინო ქადაგიძე დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავს
ნინო ქადაგიძე დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავს

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მე­უღ­ლე ნინო ქა­და­გი­ძე ყო­ფილ პრე­ზი­დენტს მი­ხე­ილ სა­კა­აშ­ვილს სიც­რუ­ე­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

სა­ა­კაშ­ვილ­თან გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლე­ბის და­კონ­კრე­ტე­ბის­გან "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას ქა­და­გი­ძემ თავი შე­ი­კა­ვა და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ თე­მა­ზე დღეს სპე­ცი­ა­ლურ ბრი­ფინგზე ისა­უბ­რებს.

თუმ­ცა, რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლი პრე­მი­ე­რის მე­უღ­ლე აცხა­დებს, სა­ა­კაშ­ვილ­მა იც­რუა, რად­გან შეხ­ვედ­რა­ზე ისე არ იყო, რო­გორც ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა ილა­პა­რა­კა.

"რა შუ­ა­ში იყო 10 წლის წინ მე რა ვუ­თხა­რი სა­ა­კაშ­ვილს?! რა კავ­შირ­შია სა­ერ­თოდ?! სულ სხვა კონ­ტექ­სტში იყო ყვე­ლა­ფე­რი. გახ­სოვთ, ოდეს­მე, მე ტყუ­ი­ლი მით­ქვამს?! ყვე­ლა­ფერ­ზე ხვალ ვი­სა­უბ­რებ!", - აღ­ნიშ­ნა გუ­შინ ქა­და­გი­ძემ.

ასე­ვე იხი­ლეთ: სა­ა­კაშ­ვი­ლი - ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მის­მა მე­უღ­ლემ მი­თხრა, თან­ხის ამო­ღე­ბა მინ­დაო

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ამ­ჟა­მად არ­სე­ბუ­ლი აჟი­ო­ტა­ჟი არის ზე­წო­ლა გა­მო­ძი­ე­ბა­ზე და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა ექ­სპერ­ტი­ზამ სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ას­რუ­ლოს და დას­კვნა და­დოს.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მე­უღ­ლე ნინო ქა­და­გი­ძეს­თან შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს.

ამ შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს იყო მი­ზე­ზი, რის გა­მოც იგი ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას დე­დას აღარ ნა­ხუ­ლობ­და.

"როცა ზუ­რა­ბი გარ­და­იც­ვა­ლა, რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ უც­ნა­უ­რი რა­ღა­ცე­ე­ბის ლა­პა­რა­კი და­ი­წყეს მის­მა ოჯა­ხის წევ­რებ­მა - მის­მა ძმამ, მე­უღ­ლემ. მე­უღ­ლეს ვთხო­ვე, რომ ჩემ­თან მო­სუ­ლი­ყო, მო­ვი­და. მე ვუ­თხა­რი, რა­ზეა ლა­პა­რა­კი, ნინო, შენ ხომ იყა­ვი ად­გილ­ზე, სა­დაც ეს მოხ­და, ნახე ყვე­ლა­ფე­რი, რაც მოხ­და, ყვე­ლა­ფერს ეს­წრე­ბო­დი, შენ გგო­ნია, რომ ვინ­მე რა­მეს მა­ლავს ან სხვა­ნა­ი­რად არის თუ..., არა, არა მგო­ნი­აო - თქვა, შენ­თან რა პრე­ტენ­ზია შე­იძ­ლე­ბა მქონ­დე­სო. მაგ­რამ არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა რაც მი­თხრა: ხომ იცი, ზუ­რას რო­გორც ყვე­ლა პო­ლი­ტი­კოსს, ბევ­რი ფული ჰქონ­დაო, მე ვუ­თხა­რი, მე ვარ პო­ლი­ტი­კო­სი და ნამ­დვი­ლად არ მაქვს ფული და არა მგო­ნია ზუ­რას ჰქო­ნო­და ფული და სა­ი­დან მო­ი­ტა­ნე-მეთ­ქი. ერთ-ერ­თმა მი­თხრა, რომ ორი დღით ადრე მის­ცა მას ძა­ლი­ან დიდი თან­ხაო და ამ თან­ხის ნა­წი­ლი მინ­და ამო­ვი­ღოო, ალ­ბათ იმ დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სა­ნამ ჩვენ მივ­დი­ო­დით, ხომ არ წა­ი­ღეს ეს თან­ხა შემ­თხვე­ვი­თო. მე ვუ­თხა­რი - ახლა გა­მო­დის, რომ აქ ფულ­ზე ვლა­პა­რა­კობთ ხომ ჩვენ, ფულ­ზე ვერ შევ­თან­ხმდე­ბით ჩვენ-თქო. მერე გა­ირ­კვა, რომ პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა, რო­გორც ჩანს ორი დღით ადრე უთხრა, რომ ჟვა­ნი­ას მის­ცა ბევ­რი ფული და ეს გა­ა­კე­თა შეგ­ნე­ბუ­ლად იმი­ტომ, რომ პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი მერე ამუ­შა­ვებ­და ჟვა­ნი­ას ძმას, მას­თან ოფის­ში, ისე, რო­გორც ყვე­ლა ოლი­გარ­ქს უნ­დო­და ამ თე­მის აგო­რე­ბა. ახალ­მაც - ივა­ნიშ­ვილ­მაც იგი­ვე გა­ა­კე­თა. როცა ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა იყო მე­უღ­ლეს­თან და ძმას­თან, მე რა თქმა უნდა ვე­ღარ მივ­დი­ო­დი ზუ­რას დე­დას­თან", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ იგი მარ­თლა შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი იყო.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ნინო ქადაგიძე დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავს

ნინო ქადაგიძე დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ საკააშვილს სიცრუეში ადანაშაულებს.

სააკაშვილთან გამართული შეხვედრის დეტალების დაკონკრეტებისგან "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ქადაგიძემ თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრებს.

თუმცა, როგორც გარდაცვლილი პრემიერის მეუღლე აცხადებს, სააკაშვილმა იცრუა, რადგან შეხვედრაზე ისე არ იყო, როგორც ექსპრეზიდენტმა ილაპარაკა.

"რა შუაში იყო 10 წლის წინ მე რა ვუთხარი სააკაშვილს?! რა კავშირშია საერთოდ?! სულ სხვა კონტექსტში იყო ყველაფერი. გახსოვთ, ოდესმე, მე ტყუილი მითქვამს?! ყველაფერზე ხვალ ვისაუბრებ!", - აღნიშნა გუშინ ქადაგიძემ.

ასევე იხილეთ: სააკაშვილი - ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ მისმა მეუღლემ მითხრა, თანხის ამოღება მინდაო

მისივე შეფასებით, ამჟამად არსებული აჟიოტაჟი არის ზეწოლა გამოძიებაზე და მნიშვნელოვანია დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ სამუშაოები შეასრულოს და დასკვნა დადოს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძესთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს.

ამ შეხვედრის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იყო მიზეზი, რის გამოც იგი ზურაბ ჟვანიას დედას აღარ ნახულობდა.

"როცა ზურაბი გარდაიცვალა, რამდენიმე ხნის შემდეგ უცნაური რაღაცეების ლაპარაკი დაიწყეს მისმა ოჯახის წევრებმა - მისმა ძმამ, მეუღლემ. მეუღლეს ვთხოვე, რომ ჩემთან მოსულიყო, მოვიდა. მე ვუთხარი, რაზეა ლაპარაკი, ნინო, შენ ხომ იყავი ადგილზე, სადაც ეს მოხდა, ნახე ყველაფერი, რაც მოხდა, ყველაფერს ესწრებოდი, შენ გგონია, რომ ვინმე რამეს მალავს ან სხვანაირად არის თუ..., არა, არა მგონიაო - თქვა, შენთან რა პრეტენზია შეიძლება მქონდესო. მაგრამ არასოდეს დამავიწყდება რაც მითხრა: ხომ იცი, ზურას როგორც ყველა პოლიტიკოსს, ბევრი ფული ჰქონდაო, მე ვუთხარი, მე ვარ პოლიტიკოსი და ნამდვილად არ მაქვს ფული და არა მგონია ზურას ჰქონოდა ფული და საიდან მოიტანე-მეთქი. ერთ-ერთმა მითხრა, რომ ორი დღით ადრე მისცა მას ძალიან დიდი თანხაო და ამ თანხის ნაწილი მინდა ამოვიღოო, ალბათ იმ დაცვის თანამშრომლებმა, სანამ ჩვენ მივდიოდით, ხომ არ წაიღეს ეს თანხა შემთხვევითო. მე ვუთხარი - ახლა გამოდის, რომ აქ ფულზე ვლაპარაკობთ ხომ ჩვენ, ფულზე ვერ შევთანხმდებით ჩვენ-თქო. მერე გაირკვა, რომ პატარკაციშვილმა, როგორც ჩანს ორი დღით ადრე უთხრა, რომ ჟვანიას მისცა ბევრი ფული და ეს გააკეთა შეგნებულად იმიტომ, რომ პატარკაციშვილი მერე ამუშავებდა ჟვანიას ძმას, მასთან ოფისში, ისე, როგორც ყველა ოლიგარქს უნდოდა ამ თემის აგორება. ახალმაც - ივანიშვილმაც იგივე გააკეთა. როცა ასეთი ურთიერთობა იყო მეუღლესთან და ძმასთან, მე რა თქმა უნდა ვეღარ მივდიოდი ზურას დედასთან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ იგი მართლა შეურაცხყოფილი იყო.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია