მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე სასარგებლო მწვანილეული
ყველაზე სასარგებლო მწვანილეული

ყვე­ლამ ვი­ცით, რომ მწვა­ნე ფე­რის ბოსტნე­უ­ლი, მათ შო­რის კი მწვა­ნი­ლე­უ­ლი და სა­ლა­თე­ბი ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა და ორ­გა­ნიზ­მის­თვის სა­ჭი­რო უამ­რავ ნივ­თი­ე­რე­ბას შე­ი­ცავს. მაგ­რამ მათ შო­რი­საც არი­ან ე.წ. ფა­ვო­რი­ტე­ბი - არო­მა­ტით ან შე­მად­გენ­ლო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბი.

სიის სა­თა­ვე­ში ის­პა­ნა­ხია - დი­ე­ტო­ლო­გე­ბის საყ­ვა­რე­ლი პრო­დუქ­ტი. ის­პა­ნახ­ში შე­მა­ვა­ლი ქლორო­ფი­ლი სის­ხლის წი­თე­ლი ბურ­თუ­ლე­ბის ხა­რისხს აუმ­ჯო­ბე­სებს და ორ­გა­ნიზ­მის თავ­დაც­ვით ფუნ­ქცი­ებ­საც აძ­ლი­ე­რებს. მისი მი­ღე­ბა ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე­თათ­ვის. იცავს ორ­გა­ნიზმს გა­რე­მოს მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან. უმ­ჯო­ბე­სია, ის­პა­ნა­ხი უმად მი­ირ­თვათ, ან მსუ­ბუ­ქად მო­შუ­შოთ. ხან­გრძლი­ვი თერ­მუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბა სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბას ანად­გუ­რებს. ნე­იტ­რა­ლუ­რი გე­მოს გამო, შე­გიძ­ლი­ათ უმად ჩა­ა­მა­ტოთ სა­ლა­თებ­ში, გა­მო­ი­ყე­ნოთ გარ­ნი­რად ხორცთან, თევზთან თუ ფრინ­ველ­თან.

ასე­ვე ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა მჟა­უ­ნა. ის ადრე გა­ზა­ფხულ­ზე მო­დის, როცა ჩვენს ორ­გა­ნიზმს გან­სა­კუთ­რე­ბით სჭირ­დე­ბა ვი­ტა­მი­ნე­ბი. მჟა­უ­ნას­გან უამ­რა­ვი რამ შე­იძ­ლე­ბა მო­ამ­ზა­დოთ: წვნი­ა­ნი, კვერ­ცხი­ა­ნი შჩი, გულ­სარ­თი ღვე­ზე­ლე­ბის­თის. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ მჟა­უ­ნა სწრა­ფად იხარ­შე­ბა და კერძს ბო­ლოს უნდა და­ა­მა­ტოთ. შე­გიძ­ლი­ათ უმი ფოთ­ლე­ბი და­ა­მა­ტოთ სა­ლათ­ში, ან კარ­ტო­ფი­ლის პი­უ­რეს მწვა­ნე ფერი და სა­სი­ა­მოვ­ნო, პი­კან­ტუ­რი არო­მა­ტი შეს­ძი­ნოთ. სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ექი­მე­ბის რჩე­ვაა, კვი­რა­ში მხო­ლოდ 2-3-ჯერ მი­ვი­ღოთ ეს ბოსტნე­უ­ლი, რად­გან შე­საძ­ლოა, თირკმე­ლებს შე­უქ­მნას პრობ­ლე­მე­ბი.

ტარ­ხუ­ნა­ში შე­მა­ვა­ლი ეთერ­ზე­თე­ბი მე­ტის­მე­ტად არო­მა­ტუ­ლია, ამი­ტომ თა­მა­მად და­ა­მა­ტეთ წვნი­ა­ნებ­ში, სა­ლა­თებ­ში, ხორ­ცი­სა და ბოსტნე­უ­ლის კერ­ძებ­ში. რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მისი და­მა­ტე­ბა სუბპ­რო­დუქ­ტე­ბის­გან მომ­ზა­დე­ბულ კერ­ძებ­ში. ტარ­ხუ­ნა ხელს უწყობს საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბას, ორ­გა­ნიზმს კი მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი­თა და სა­ჭი­რო მჟა­ვე­ბით ამა­რა­გებს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

ყველაზე სასარგებლო მწვანილეული

ყველაზე სასარგებლო მწვანილეული

ყველამ ვიცით, რომ მწვანე ფერის ბოსტნეული, მათ შორის კი მწვანილეული და სალათები ძალიან სასარგებლოა და ორგანიზმისთვის საჭირო უამრავ ნივთიერებას შეიცავს. მაგრამ მათ შორისაც არიან ე.წ. ფავორიტები - არომატით ან შემადგენლობით გამორჩეული სახეობები.

სიის სათავეში ისპანახია - დიეტოლოგების საყვარელი პროდუქტი. ისპანახში შემავალი ქლოროფილი სისხლის წითელი ბურთულების ხარისხს აუმჯობესებს და ორგანიზმის თავდაცვით ფუნქციებსაც აძლიერებს. მისი მიღება ძალიან სასარგებლოა ონკოლოგიური დაავადებების მქონეთათვის. იცავს ორგანიზმს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. უმჯობესია, ისპანახი უმად მიირთვათ, ან მსუბუქად მოშუშოთ. ხანგრძლივი თერმული დამუშავება სასარგებლო ნივთიერებების უმეტესობას ანადგურებს. ნეიტრალური გემოს გამო, შეგიძლიათ უმად ჩაამატოთ სალათებში, გამოიყენოთ გარნირად ხორცთან, თევზთან თუ ფრინველთან.

ასევე ძალიან სასარგებლოა მჟაუნა. ის ადრე გაზაფხულზე მოდის, როცა ჩვენს ორგანიზმს განსაკუთრებით სჭირდება ვიტამინები. მჟაუნასგან უამრავი რამ შეიძლება მოამზადოთ: წვნიანი, კვერცხიანი შჩი, გულსართი ღვეზელებისთის. გაითვალისწინეთ, რომ მჟაუნა სწრაფად იხარშება და კერძს ბოლოს უნდა დაამატოთ. შეგიძლიათ უმი ფოთლები დაამატოთ სალათში, ან კარტოფილის პიურეს მწვანე ფერი და სასიამოვნო, პიკანტური არომატი შესძინოთ. სასარგებლო თვისებების მიუხედავად, ექიმების რჩევაა, კვირაში მხოლოდ 2-3-ჯერ მივიღოთ ეს ბოსტნეული, რადგან შესაძლოა, თირკმელებს შეუქმნას პრობლემები.

ტარხუნაში შემავალი ეთერზეთები მეტისმეტად არომატულია, ამიტომ თამამად დაამატეთ წვნიანებში, სალათებში, ხორცისა და ბოსტნეულის კერძებში. რეკომენდებულია მისი დამატება სუბპროდუქტებისგან მომზადებულ კერძებში. ტარხუნა ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ორგანიზმს კი მიკროელემენტებითა და საჭირო მჟავებით ამარაგებს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს