პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარტოობა (გი დე მოპასანი)
მარტოობა (გი დე მოპასანი)

ეს იყო ნა­სა­დი­ლევს, მა­მა­კა­ცებ­მა მშვე­ნივ­რად მო­ვილ­ხი­ნეთ.

- გინ­და, ელი­სეს მინ­დვ­რებ­ზე ფე­ხით გა­ვი­სე­ირ­ნოთ? - მე­უბ­ნე­ბა მათ­გან ერთ-ერთი, ჩემი ძვე­ლი მე­გო­ბა­რი.

ჰოდა, ჩვენც გა­ვე­შუ­რეთ, ნელა მი­ვუყ­ვე­ბით გრძელ ხე­ი­ვანს, ჯერ კი­დევ ფოთ­ლებ­შერ­ჩე­ნილ ხე­ებ­ქვეშ მი­ვა­ბი­ჯებთ, მყუდ­რო­ე­ბას ოდ­ნა­ვი ხმა­უ­რიც კი არ არ­ღვევს, მხო­ლოდ პა­რი­ზის შო­რე­უ­ლი გუ­გუ­ნი აღ­წევს ჩვე­ნამ­დე, გრი­ლი სიო გვე­ლა­მუ­ნე­ბა სა­ხე­ზე და ჩა­შა­ვე­ბულ ცაზე ოქ­როს ქვი­შად მი­მობ­ნე­უ­ლა ვარ­სკვლავ­თა მი­რი­ა­დე­ბი.

- არ ვიცი რა­ტომ, - მე­უბ­ნე­ბა ჩემი თა­ნამ­გზავ­რი, - მაგ­რამ აქ უფრო ლა­ღად ვსუნ­თქავ ღა­მით, ვიდ­რე სად­მე სხვა­გან, თით­ქოს აქ უფრო ვუღ­რმავ­დე­ბი ყვე­ლა­ფერს, სი­ნათ­ლის სხი­ვე­ბი მი­ნა­თებს გო­ნე­ბას და წა­მი­ე­რად მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ სა­გან­თა იდუ­მალ, ღვთა­ებ­რივ არსს ჩავ­წვდი. მერე სარ­კმე­ლი იხუ­რე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი მთავ­რდე­ბა.

დრო­დად­რო ჩრდი­ლე­ბი დას­რი­ა­ლე­ბენ ხეთა რი­გებ­ში; ძელსკამს ჩა­ვუ­ა­რეთ, ორნი, გვერ­დიგ­ვერდ მსხდომ­ნი, ერთ შავ ლა­ქად ქცე­უ­ლიყ­ვნენ.

- სა­ცო­და­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი! - ჩა­ი­ბუტ­ბუ­ტა ჩემ­მა თა­ნამ­გზავ­რმა, - ზი­ზღსაც კი არ იწ­ვე­ვენ, უსას­რუ­ლო სიბ­რა­ლუ­ლით თუ გა­ნიმსჭვა­ლე­ბი მათ მი­მართ. კაც­თა მოდ­გმის ყო­ფი­ე­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა­თა შო­რის არის ერთი რამ, რა­საც ჩემ­თვის ფარ­და აე­ხა­და: მთე­ლი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი შფოთ­ვა ჩვე­ნი უსას­რუ­ლო მარ­ტო­ო­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, ყვე­ლა ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვა, ყვე­ლა ჩვე­ნი ცდა ამ მარ­ტო­ო­ბის­გან გაქ­ცე­ვის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი. აი, ეს შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბიც, ძელსკამ­ზე, ღია ცის ქვეშ, ჩვენ­სა­ვით, ყვე­ლა სულ­დგმუ­ლი­ვით ცდი­ლო­ბენ, თუნ­დაც წუ­თით და­ი­ვი­წყონ თა­ვი­ან­თი მარ­ტო­სუ­ლო­ბა, მაგ­რამ მარ­ტო იყ­ვნენ და ყო­ველ­თვის მარ­ტო იქ­ნე­ბი­ან, ისე­ვე, რო­გორც ჩვენ.

ზოგი მწვა­ვედ გრძნობს ამას, ზო­გიც ნაკ­ლე­ბად, სულ ეს არის. კარ­გა ხა­ნია, მტან­ჯავს ამ სა­ზა­რე­ლი წა­მე­ბის შეგ­ნე­ბა, ამაზ­რზე­ნი მარ­ტო­ო­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობ, თან ვგრძნობ, რომ არა­ფერს შე­უძ­ლია მისი შე­ჩე­რე­ბა, არა­ფერს, გეს­მის შენ?! რო­გო­რი ნდო­მი­თაც არ უნდა ვი­ყოთ ან­თე­ბუ­ლე­ბი, რო­გორც არ უნდა მი­ი­ზი­დე­ბოდ­ნენ ჩვე­ნი ტუ­ჩე­ბი, და რო­გო­რი ვნე­ბი­თაც არ უნდა ვეხ­ვე­ო­დეთ ერ­თმა­ნეთს, მა­ინც მარ­ტო ვართ.

ამ სა­ღა­მოს შინ რომ არ დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი, სა­სე­ირ­ნოდ წა­მო­გიყ­ვა­ნე, რად­გან ახლა სა­შინ­ლად მთრგუ­ნავს ჩემი უკა­ცუ­რი სახ­ლი, თუმ­ცა რა გა­მო­დის? გე­ლა­პა­რა­კე­ბი, შენ მის­მენ, მაგ­რამ ორი­ვე­ნი მა­ინც მარ­ტო ვართ, გვერ­დიგ­ვერდ, მაგ­რამ მა­ინც მარ­ტო, გეს­მის ჩემი?

"ნე­ტარ არი­ან ღა­ტაკ­ნი სუ­ლი­თა," - ამ­ბობს წმინ­და წე­რი­ლი, მათ ბედ­ნი­ე­რე­ბის ილუ­ზია აქვთ, ვერ გრძნო­ბენ სუ­ლით ღა­ტა­კე­ბი ჩვენს ყრუ ტკი­ვილს, ჩემ­სა­ვით არ და­ე­ხე­ტე­ბი­ან ცხოვ­რე­ბის გზა­ზე, შემ­თხვე­ვი­თი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გარ­და სხვაგ­ვა­რი სი­ახ­ლო­ვი­სა არა­ფე­რი გა­ე­გე­ბათ, მხო­ლოდ ეგო­ის­ტუ­რი კმა­ყო­ფი­ლე­ბით გა­მოწ­ვე­ულ სი­ხა­რულს გრძნო­ბენ, ჩვე­ნი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი მარ­ტო­სუ­ლო­ბის აღ­მო­ჩე­ნის, წვდო­მის სი­ა­მოვ­ნე­ბას კი - ვერა.

ალ­ბათ, გიჟი გგო­ნი­ვარ, არა?

ყური მიგ­დე. რაც სა­კუ­თა­რი მარ­ტო­ო­ბა შე­ვი­ცა­ნი, მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ყო­ველ­დღე უფრო და უფრო ვი­ძი­რე­ბი ბნელ მი­წის­ქვე­შეთ­ში, სა­დაც ვერ ვპო­უ­ლობ ნა­პირს, ვერ ვპო­უ­ლობ და­სას­რულს და იქ­ნებ ამ ჯურღმულს მარ­თლაც არა აქვს ბოლო! ჩემ გვერ­დით, ჩემ­თან ერ­თად არა­ვი­ნაა, არც ერთი სუ­ლი­ე­რი არ გა­დის ბუ­რუ­სით მო­ცულ იმა­ვე გზას, რო­მელ­საც მე. მი­წის­ქვე­შე­თი - ეს ცხოვ­რე­ბაა. ხან­და­ხან ხმა­უ­რი, ყვი­რი­ლი და ადა­მი­ან­თა ხმე­ბი მეს­მის... ხე­ლის ცე­ცე­ბით მი­ვიკ­ვლევ გზას ამ ქა­ო­სუ­რი ხმე­ბის­კენ, რომ­ლე­ბიც ზუს­ტად არა­სო­დეს ვიცი, სა­ი­დან მო­დის; მე ხომ არა­სო­დეს არა­ვინ შემ­ხვედ­რია, არა­სო­დეს და­მი­ნა­ხავს სხვი­სი ხელი ამ წკვა­რამ­ში, ირ­გვლივ რომ მახ­ვე­ვია. გეს­მის ჩემი?

თუმც ზოგი გრძნობს ამ სას­ტიკ ტან­ჯვას ხან­და­ხან. მი­უ­სე წერ­და:

"მე­ძა­ხის ვინ­მე? მიხ­მობს ვინ­მე?

არა­ვინ. მხო­ლოდ სა­ა­თი რე­კავს.

არა­ვის ხმა არ ახა­რებს სმე­ნას,

მე, სი­ღა­რი­ბე და სი­მარ­ტო­ვე

მარ­ტო ვართ ისევ."

მაგ­რამ მას მხო­ლოდ დრო­ე­ბი­თი ეჭვი ჰქონ­და და გა­და­უ­ლა­ხავ მარ­ტო­ო­ბა­ში ჩემ­სა­ვით სა­ბო­ლო­ოდ არ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლა; მი­უ­სე პო­ე­ტი იყო, სამ­ყა­რო ფან­ტო­მე­ბი­თა და ოც­ნე­ბე­ბით ჰქონ­და და­სახ­ლე­ბუ­ლი. ის სრუ­ლი­ად მარ­ტო არა­სო­დეს ყო­ფი­ლა - აი, მე კი ნამ­დვი­ლი მარ­ტო­სუ­ლი ვარ.

ცის­ქვე­შეთ­ში ყვე­ლა­ზე უბე­დუ­რი ადა­მი­ა­ნი, გუს­ტავ ფლო­ბე­რი, რო­მე­ლიც უდი­დე­სი ნა­თელ­მხილ­ვე­ლი იყო, მე­გო­ბარ ქალს ამ სა­სო­წარმკვეთ სი­ტყვებს სწერ­და: "ჩვენ, ყვე­ლა­ნი, უდაბ­ნო­ში ვართ, სა­დაც ერ­თმა­ნე­თის არა­ფე­რი ეს­მით."

ჰო, არა­ვის არა­ვი­სი ეს­მის, რამ­დე­ნიც უნდა იფიქ­რონ, რაც უნდა თქვან, რაც უნდა მო­ი­წა­დი­ნონ. განა დე­და­მი­წამ იცის, რა ხდე­ბა უსას­რუ­ლო სივ­რცე­ში ცე­ცხლო­ვა­ნი მარ­ცვლე­ბი­ვით გაბ­ნე­ულ ვარ­სკვლა­ვებ­ზე? შორს, სა­ი­დან­ღაც ჩვე­ნამ­დე მხო­ლოდ ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნის ციმ­ცი­მი თუ აღ­წევს, იქ­ნებ უსას­რუ­ლო­ბა­ში გაბ­ნე­უ­ლი ეს ნა­წი­ლა­კე­ბი სუ­ლაც ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის მო­ლე­კუ­ლე­ბი­ვით ერთი მთლი­ა­ნო­ბის ნა­წი­ლია?

ასე რომ, ადა­მი­ან­მა კი­დევ უფრო მე­ტად არ იცის, რა ხდე­ბა მე­ო­რე ადა­მი­ა­ნის სულ­ში. ჩვენ ამ ვარ­სკვლა­ვებ­ზე უფრო შორ­სა ვართ ერ­თმა­ნე­თის­გან, მე­ტად გა­თი­შუ­ლე­ბი, რად­გან სხვი­სი ფიქ­რი ყოვ­ლად შე­უღ­წე­ვა­დი რამ არის.

მუდ­მი­ვად მათ­კენ მი­ვის­წრაფ­ვით, ვინც ვე­რა­სო­დეს ჩას­წვდე­ბა ჩვენს არსს, არ­სე­ბობს რა­ი­მე ამა­ზე უა­რე­სი გრძნო­ბა ქვეყ­ნად? გვიყ­ვარს ერ­თმა­ნე­თი, თით­ქოს სულ ახ­ლოს ვი­ყოთ მი­ჯაჭ­ვუ­ლე­ბი, ხე­ლებს ვიწ­ვდით და მა­ინც ვე­რა­სო­დეს შე­ვიყ­რე­ბით ერ­თად. ერ­თმა­ნეთ­ში გათ­ქვე­ფის მწვე­ლი სურ­ვი­ლი გვტან­ჯავს, თუმ­ცა ყვე­ლა ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვა ამა­ოა, ჩვე­ნი თავ­და­ვი­წყე­ბა - უსარ­გებ­ლო, ჩვე­ნი გულ­წრფე­ლო­ბა - უნა­ყო­ფო, ჩვე­ნი გა­დახ­ვე­ვა - უძ­ლუ­რი, ჩვე­ნი ალერ­სი - ფუჭი. ერთ არ­სე­ბად ქცე­ვა გვსურს და ერ­თმა­ნე­თის­კენ ვილ­ტვით, სა­ბო­ლო­ოდ კი მხო­ლოდ უხე­შად ვეხ­ლე­ბით ერ­თმა­ნეთს.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

მარტოობა (გი დე მოპასანი)

მარტოობა (გი დე მოპასანი)

ეს იყო ნასადილევს, მამაკაცებმა მშვენივრად მოვილხინეთ.

- გინდა, ელისეს მინდვრებზე ფეხით გავისეირნოთ? - მეუბნება მათგან ერთ-ერთი, ჩემი ძველი მეგობარი.

ჰოდა, ჩვენც გავეშურეთ, ნელა მივუყვებით გრძელ ხეივანს, ჯერ კიდევ ფოთლებშერჩენილ ხეებქვეშ მივაბიჯებთ, მყუდროებას ოდნავი ხმაურიც კი არ არღვევს, მხოლოდ პარიზის შორეული გუგუნი აღწევს ჩვენამდე, გრილი სიო გველამუნება სახეზე და ჩაშავებულ ცაზე ოქროს ქვიშად მიმობნეულა ვარსკვლავთა მირიადები.

- არ ვიცი რატომ, - მეუბნება ჩემი თანამგზავრი, - მაგრამ აქ უფრო ლაღად ვსუნთქავ ღამით, ვიდრე სადმე სხვაგან, თითქოს აქ უფრო ვუღრმავდები ყველაფერს, სინათლის სხივები მინათებს გონებას და წამიერად მეჩვენება, რომ საგანთა იდუმალ, ღვთაებრივ არსს ჩავწვდი. მერე სარკმელი იხურება და ყველაფერი მთავრდება.

დროდადრო ჩრდილები დასრიალებენ ხეთა რიგებში; ძელსკამს ჩავუარეთ, ორნი, გვერდიგვერდ მსხდომნი, ერთ შავ ლაქად ქცეულიყვნენ.

- საცოდავი ადამიანები! - ჩაიბუტბუტა ჩემმა თანამგზავრმა, - ზიზღსაც კი არ იწვევენ, უსასრულო სიბრალულით თუ განიმსჭვალები მათ მიმართ. კაცთა მოდგმის ყოფიერების საიდუმლოებათა შორის არის ერთი რამ, რასაც ჩემთვის ფარდა აეხადა: მთელი ცხოვრებისეული შფოთვა ჩვენი უსასრულო მარტოობით არის გამოწვეული, ყველა ჩვენი ძალისხმევა, ყველა ჩვენი ცდა ამ მარტოობისგან გაქცევისკენაა მიმართული. აი, ეს შეყვარებულებიც, ძელსკამზე, ღია ცის ქვეშ, ჩვენსავით, ყველა სულდგმულივით ცდილობენ, თუნდაც წუთით დაივიწყონ თავიანთი მარტოსულობა, მაგრამ მარტო იყვნენ და ყოველთვის მარტო იქნებიან, ისევე, როგორც ჩვენ.

ზოგი მწვავედ გრძნობს ამას, ზოგიც ნაკლებად, სულ ეს არის. კარგა ხანია, მტანჯავს ამ საზარელი წამების შეგნება, ამაზრზენი მარტოობის გაცნობიერება, რომელშიც ვცხოვრობ, თან ვგრძნობ, რომ არაფერს შეუძლია მისი შეჩერება, არაფერს, გესმის შენ?! როგორი ნდომითაც არ უნდა ვიყოთ ანთებულები, როგორც არ უნდა მიიზიდებოდნენ ჩვენი ტუჩები, და როგორი ვნებითაც არ უნდა ვეხვეოდეთ ერთმანეთს, მაინც მარტო ვართ.

ამ საღამოს შინ რომ არ დავბრუნებულიყავი, სასეირნოდ წამოგიყვანე, რადგან ახლა საშინლად მთრგუნავს ჩემი უკაცური სახლი, თუმცა რა გამოდის? გელაპარაკები, შენ მისმენ, მაგრამ ორივენი მაინც მარტო ვართ, გვერდიგვერდ, მაგრამ მაინც მარტო, გესმის ჩემი?

"ნეტარ არიან ღატაკნი სულითა," - ამბობს წმინდა წერილი, მათ ბედნიერების ილუზია აქვთ, ვერ გრძნობენ სულით ღატაკები ჩვენს ყრუ ტკივილს, ჩემსავით არ დაეხეტებიან ცხოვრების გზაზე, შემთხვევითი ურთიერთობების გარდა სხვაგვარი სიახლოვისა არაფერი გაეგებათ, მხოლოდ ეგოისტური კმაყოფილებით გამოწვეულ სიხარულს გრძნობენ, ჩვენი დაუსრულებელი მარტოსულობის აღმოჩენის, წვდომის სიამოვნებას კი - ვერა.

ალბათ, გიჟი გგონივარ, არა?

ყური მიგდე. რაც საკუთარი მარტოობა შევიცანი, მეჩვენება, რომ ყოველდღე უფრო და უფრო ვიძირები ბნელ მიწისქვეშეთში, სადაც ვერ ვპოულობ ნაპირს, ვერ ვპოულობ დასასრულს და იქნებ ამ ჯურღმულს მართლაც არა აქვს ბოლო! ჩემ გვერდით, ჩემთან ერთად არავინაა, არც ერთი სულიერი არ გადის ბურუსით მოცულ იმავე გზას, რომელსაც მე. მიწისქვეშეთი - ეს ცხოვრებაა. ხანდახან ხმაური, ყვირილი და ადამიანთა ხმები მესმის... ხელის ცეცებით მივიკვლევ გზას ამ ქაოსური ხმებისკენ, რომლებიც ზუსტად არასოდეს ვიცი, საიდან მოდის; მე ხომ არასოდეს არავინ შემხვედრია, არასოდეს დამინახავს სხვისი ხელი ამ წკვარამში, ირგვლივ რომ მახვევია. გესმის ჩემი?

თუმც ზოგი გრძნობს ამ სასტიკ ტანჯვას ხანდახან. მიუსე წერდა:

"მეძახის ვინმე? მიხმობს ვინმე?

არავინ. მხოლოდ საათი რეკავს.

არავის ხმა არ ახარებს სმენას,

მე, სიღარიბე და სიმარტოვე

მარტო ვართ ისევ."

მაგრამ მას მხოლოდ დროებითი ეჭვი ჰქონდა და გადაულახავ მარტოობაში ჩემსავით საბოლოოდ არ დარწმუნებულა; მიუსე პოეტი იყო, სამყარო ფანტომებითა და ოცნებებით ჰქონდა დასახლებული. ის სრულიად მარტო არასოდეს ყოფილა - აი, მე კი ნამდვილი მარტოსული ვარ.

ცისქვეშეთში ყველაზე უბედური ადამიანი, გუსტავ ფლობერი, რომელიც უდიდესი ნათელმხილველი იყო, მეგობარ ქალს ამ სასოწარმკვეთ სიტყვებს სწერდა: "ჩვენ, ყველანი, უდაბნოში ვართ, სადაც ერთმანეთის არაფერი ესმით."

ჰო, არავის არავისი ესმის, რამდენიც უნდა იფიქრონ, რაც უნდა თქვან, რაც უნდა მოიწადინონ. განა დედამიწამ იცის, რა ხდება უსასრულო სივრცეში ცეცხლოვანი მარცვლებივით გაბნეულ ვარსკვლავებზე? შორს, საიდანღაც ჩვენამდე მხოლოდ ზოგიერთი მათგანის ციმციმი თუ აღწევს, იქნებ უსასრულობაში გაბნეული ეს ნაწილაკები სულაც ადამიანის სხეულის მოლეკულებივით ერთი მთლიანობის ნაწილია?

ასე რომ, ადამიანმა კიდევ უფრო მეტად არ იცის, რა ხდება მეორე ადამიანის სულში. ჩვენ ამ ვარსკვლავებზე უფრო შორსა ვართ ერთმანეთისგან, მეტად გათიშულები, რადგან სხვისი ფიქრი ყოვლად შეუღწევადი რამ არის.

მუდმივად მათკენ მივისწრაფვით, ვინც ვერასოდეს ჩასწვდება ჩვენს არსს, არსებობს რაიმე ამაზე უარესი გრძნობა ქვეყნად? გვიყვარს ერთმანეთი, თითქოს სულ ახლოს ვიყოთ მიჯაჭვულები, ხელებს ვიწვდით და მაინც ვერასოდეს შევიყრებით ერთად. ერთმანეთში გათქვეფის მწველი სურვილი გვტანჯავს, თუმცა ყველა ჩვენი ძალისხმევა ამაოა, ჩვენი თავდავიწყება - უსარგებლო, ჩვენი გულწრფელობა - უნაყოფო, ჩვენი გადახვევა - უძლური, ჩვენი ალერსი - ფუჭი. ერთ არსებად ქცევა გვსურს და ერთმანეთისკენ ვილტვით, საბოლოოდ კი მხოლოდ უხეშად ვეხლებით ერთმანეთს.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს