Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერეკლე კოდუას პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
ერეკლე კოდუას პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ შსს-ის ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნო­სან ერეკ­ლე კო­დუ­ას ბრა­ლი წა­უ­ყე­ნა. რო­გორც უწყე­ბა­ში გა­მარ­თულ სპე­ცი­ა­ლურ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე აღი­ნიშ­ნა, კო­დუ­ას­თვის ბრა­ლის წარ­დგე­ნა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბი­სა და სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით თაღ­ლი­თო­ბის ფაქ­ტზე მოხ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ: "სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, თაღ­ლი­თო­ბის ჩა­დე­ნის ფაქ­ტზე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფილ დი­რექ­ტორს ერეკ­ლე კო­დუ­ას ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2008 წლის 29 აგ­ვის­ტოს, სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი ერეკ­ლე კო­დუა თა­ვის სა­მუ­შაო ოთახ­ში შეხ­ვდა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნი­სა და შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ ბრალ­დე­ბულ მე­რაბ რო­ბა­ქი­ძეს, რო­მელ­საც შე­პირ­და არა­სა­პა­ტიმ­რო სას­ჯელ­ზე საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბას, რაც აშ­კა­რად სცილ­დე­ბო­და მისი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებს, სა­ნაც­ვლოდ კი მო­თხო­ვა ორი ავ­ტო­მან­ქა­ნის ყიდ­ვა სა­ხელ­წი­ფოს­თვის გა­და­სა­ცე­მად. მე­რაბ რო­ბა­ქი­ძე და­თან­ხმდა და მისი მე­გობ­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით შე­ი­ძი­ნა 90 000 აშშ დო­ლა­რის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბის ორი ავ­ტო­მან­ქა­ნა, რო­მელ­თა­გა­ნაც ერთ-ერთი "LEXUS GX 470" მო­დე­ლის 45 000 აშშ დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა, ერეკ­ლე კო­დუ­ამ ნაც­ვლად და­პი­რე­ბი­სა­მებრ სა­ხელ­მწი­ფო­ზე გა­და­ცე­მი­სა, თაღ­ლი­თუ­რი გზით, მო­ტყუ­ე­ბით გა­და­ა­ფორ­მა თა­ვი­სი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლის - ნო­დარ კო­დუ­ას სა­ხელ­ზე, რი­თაც სარ­გებ­ლობ­დნენ თვით ერეკ­ლე კო­დუა და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი. ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ა/მან­ქა­ნა 20 000 აშშ დო­ლა­რად გა­ას­ხვი­სეს სხვა პირ­ზე.

გარ­და ამი­სა, 2008 წლის 18 დე­კემ­ბერს ერეკ­ლე კო­დუ­ამ დე­დის, ლა­უ­რა ღა­ჭა­ვას­თვის შპს "ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი­დან", შემ­დგო­მი გა­დახ­დის პი­რო­ბით შე­ი­ძი­ნა 92 000 აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის "ლექ­სუ­სის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი.

ამის შემ­დეგ, 2009 წლის თე­ბერ­ვალ­ში, ერეკ­ლე კო­დუა თა­ვის სა­მუ­შაო ოთახ­ში შეხ­ვდა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნი­სა და შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი გურ­ჩი­ანს და მის ძმას შპს "ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სის" დი­რექ­ტორს ერეკ­ლე გურ­ჩი­ანს, რომ­ლებ­საც და­პირ­და არა­სა­პა­ტიმ­რო სას­ჯელ­ზე საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბას, რაც ასე­ვე, ამ შემ­თხვე­ვა­შიც აშ­კა­რად სცილ­დე­ბო­და მისი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებს, სა­ნაც­ვლოდ კი მო­ი­თხო­ვა თა­ვი­სი დე­დის ლა­უ­რა ღა­ჭა­ვას­თვის შპს "ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი­დან" გა­მოყ­ვა­ნი­ლი, 92 000 აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის "LEXUS"-ის მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ფა­სუ­რის გაქ­ვით­ვა და და­მა­ტე­ბით "ტო­ი­ო­ტა ჰაი-ლუქ­სის" ავ­ტო­მან­ქა­ნის ყიდ­ვა სა­ხელ­მწი­ფო­სათ­ვის გა­და­სა­ცე­მად, რა­ზეც ერეკ­ლე გურ­ჩი­ა­ნი და­თან­ხმდა და უარი თქვა 92.000 აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის "ლექ­სუ­სის" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ლა­უ­რა ღა­ჭა­ვას­თვის მო­თხოვ­ნა­ზე, რომ­ლის თან­ხა თვი­თონ შე­ი­ტა­ნა შპს "ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სის" ან­გა­რიშ­ზე და აგ­რეთ­ვე შე­ი­ძი­ნა 41 500 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის "ტო­ი­ო­ტა ჰაი-ლუქ­სის" ავ­ტო­მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც ნაც­ვლად და­პი­რე­ბი­სა­მებრ სა­ხელ­მწი­ფო­ზე გა­და­ცე­მი­სა, მო­ტყუ­ე­ბით და­რე­გის­ტრირ­და ერეკ­ლე კო­დუ­ას მიერ შერ­ჩე­ულ პირ­ზე, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით თა­ვის სა­ხელ­ზე, რო­მე­ლიც 2011 წლის 22 ივ­ნისს 27 000 აშშ დო­ლა­რად გა­ას­ხვი­სა სხვა პირ­ზე.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ერეკ­ლე კო­დუა ამ­ხი­ლა და წა­რუდ­გი­ნა ბრალ­დე­ბა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის და თაღ­ლი­თო­ბის ორ ეპი­ზოდ­ში. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ა" და "ბ" ქვე­პუნ­ქტე­ბით და 333-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ცხრა წლამ­დე ვა­დით.

ბრალ­დე­ბუ­ლის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თავს პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, რის შემ­დე­გაც გა­მო­ცხად­დე­ბა ერეკ­ლე კო­დუ­ას ძებ­ნა", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ნა­ხეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ერეკლე კოდუას პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

ერეკლე კოდუას პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შსს-ის ყოფილ მაღალჩინოსან ერეკლე კოდუას ბრალი წაუყენა. როგორც უწყებაში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, კოდუასთვის ბრალის წარდგენა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ფაქტზე მოხდა.

"ინტერპრესნიუსი" პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობის ჩადენის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს ერეკლე კოდუას ბრალი წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის 29 აგვისტოს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორი ერეკლე კოდუა თავის სამუშაო ოთახში შეხვდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე დაკავებულ ბრალდებულ მერაბ რობაქიძეს, რომელსაც შეპირდა არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, რაც აშკარად სცილდებოდა მისი უფლებამოსილების ფარგლებს, სანაცვლოდ კი მოთხოვა ორი ავტომანქანის ყიდვა სახელწიფოსთვის გადასაცემად. მერაბ რობაქიძე დათანხმდა და მისი მეგობრების მეშვეობით შეიძინა 90 000 აშშ დოლარის საერთო ღირებულების ორი ავტომანქანა, რომელთაგანაც ერთ-ერთი "LEXUS GX 470" მოდელის 45 000 აშშ დოლარად ღირებული ავტომანქანა, ერეკლე კოდუამ ნაცვლად დაპირებისამებრ სახელმწიფოზე გადაცემისა, თაღლითური გზით, მოტყუებით გადააფორმა თავისი არასრულწლოვანი შვილის - ნოდარ კოდუას სახელზე, რითაც სარგებლობდნენ თვით ერეკლე კოდუა და მისი ოჯახის წევრები. ხოლო მოგვიანებით, ა/მანქანა 20 000 აშშ დოლარად გაასხვისეს სხვა პირზე.

გარდა ამისა, 2008 წლის 18 დეკემბერს ერეკლე კოდუამ დედის, ლაურა ღაჭავასთვის შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისიდან", შემდგომი გადახდის პირობით შეიძინა 92 000 აშშ დოლარის ღირებულების "ლექსუსის" მარკის ავტომობილი.

ამის შემდეგ, 2009 წლის თებერვალში, ერეკლე კოდუა თავის სამუშაო ოთახში შეხვდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე დაკავებულ ბრალდებულ გიორგი გურჩიანს და მის ძმას შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისის" დირექტორს ერეკლე გურჩიანს, რომლებსაც დაპირდა არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, რაც ასევე, ამ შემთხვევაშიც აშკარად სცილდებოდა მისი უფლებამოსილების ფარგლებს, სანაცვლოდ კი მოითხოვა თავისი დედის ლაურა ღაჭავასთვის შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისიდან" გამოყვანილი, 92 000 აშშ დოლარის ღირებულების "LEXUS"-ის მარკის ავტომობილის საფასურის გაქვითვა და დამატებით "ტოიოტა ჰაი-ლუქსის" ავტომანქანის ყიდვა სახელმწიფოსათვის გადასაცემად, რაზეც ერეკლე გურჩიანი დათანხმდა და უარი თქვა 92.000 აშშ დოლარის ღირებულების "ლექსუსის" მარკის ავტომანქანის ღირებულების ლაურა ღაჭავასთვის მოთხოვნაზე, რომლის თანხა თვითონ შეიტანა შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისის" ანგარიშზე და აგრეთვე შეიძინა 41 500 ლარის ღირებულების "ტოიოტა ჰაი-ლუქსის" ავტომანქანა, რომელიც ნაცვლად დაპირებისამებრ სახელმწიფოზე გადაცემისა, მოტყუებით დარეგისტრირდა ერეკლე კოდუას მიერ შერჩეულ პირზე, ხოლო მოგვიანებით თავის სახელზე, რომელიც 2011 წლის 22 ივნისს 27 000 აშშ დოლარად გაასხვისა სხვა პირზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურამ ერეკლე კოდუა ამხილა და წარუდგინა ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და თაღლითობის ორ ეპიზოდში. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრა წლამდე ვადით.

ბრალდებულის საგამოძიებო ორგანოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურა სასამართლოს მიმართავს პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, რის შემდეგაც გამოცხადდება ერეკლე კოდუას ძებნა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ნახეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ