სამართალი
პოლიტიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაცი ბალზამირებისას გაცოცხლდა
კაცი ბალზამირებისას გაცოცხლდა

მი­სი­სი­პი­ში მცხოვ­რე­ბი 78 წლის ვოლ­ტერ უი­ლი­ამ­სი გარ­დაც­ვლი­ლად ჩათ­ვა­ლეს, მაგ­რამ ბალ­ზა­მი­რე­ბი­სას ამო­ი­სუნ­თქა.

სა­ვა­რა­უ­დოდ, პენ­სი­ო­ნე­რის პულ­სის დრო­ე­ბით შე­ჩე­რე­ბის მი­ზე­ზი კარ­დი­ოს­ტი­მუ­ლა­ტო­რის მწყობ­რი­დან გა­მოს­ვლა გახ­და. მო­ხუც­თა თავ­შე­საფ­რის თა­ნამ­შრო­მელ­მა ლეკ­სინგტო­ნის დამ­კრძა­ლავ ბი­უ­რო­ში და­რე­კა და გა­ნა­ცხა­და, რომ ვოლ­ტე­რი გარ­და­იც­ვა­ლა. მათ მა­მა­კა­ცი გა­სინ­ჯეს, პულ­სი არ ისინ­ჯე­ბო­და და გარ­დაც­ვლი­ლად ჩათ­ვა­ლეს.

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ, რო­დე­საც ბი­უ­როს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მა­მა­კა­ცის გვა­მის და­საფ­ლა­ვე­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბას აპი­რებ­დნენ, შე­ამ­ჩნი­ეს, რომ უი­ლი­ამ­სი მოძ­რა­ობ­და. გარ­დაც­ვლილ­მა მო­ხუც­მა ბალ­ზა­მი­რე­ბის წინ "გა­იღ­ვი­ძა".

"გა­დას­ვე­ნე­ბი­სას უც­ნა­უ­რი რამ მოხ­და. შე­ვამ­ჩნი­ეთ, რომ ნა­ჭე­რი მოძ­რა­ობ­და. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ? ბალ­ზა­მი­რე­ბის ოთახ­ში გარ­დაც­ვლილ­მა კაც­მა ფე­ხე­ბი აა­მოძ­რა­ვა და სუნ­თქვა და­ი­წყო", - იხ­სე­ნე­ბენ შე­ში­ნე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

მათ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა გა­მო­ი­ძა­ხეს და კაცი, რო­მელ­საც დაკ­რძალ­ვის­თვის ამ­ზა­დებ­დნენ, ად­გი­ლობ­რივ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. უი­ლი­ამ­სი თავს სუს­ტად გრძნობს, მაგ­რამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­შია. რო­გორც მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, "ჯერ მა­მა­მი­სის დრო არ მო­სუ­ლა".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია CNN-ის მი­ხედ­ვით.

კაცი ბალზამირებისას გაცოცხლდა

კაცი ბალზამირებისას გაცოცხლდა

მისისიპიში მცხოვრები 78 წლის ვოლტერ უილიამსი გარდაცვლილად ჩათვალეს, მაგრამ ბალზამირებისას ამოისუნთქა.

სავარაუდოდ, პენსიონერის პულსის დროებით შეჩერების მიზეზი კარდიოსტიმულატორის მწყობრიდან გამოსვლა გახდა. მოხუცთა თავშესაფრის თანამშრომელმა ლეკსინგტონის დამკრძალავ ბიუროში დარეკა და განაცხადა, რომ ვოლტერი გარდაიცვალა. მათ მამაკაცი გასინჯეს, პულსი არ ისინჯებოდა და გარდაცვლილად ჩათვალეს.

რამდენიმე საათის შემდეგ, როდესაც ბიუროს თანამშრომლები მამაკაცის გვამის დასაფლავებისთვის მომზადებას აპირებდნენ, შეამჩნიეს, რომ უილიამსი მოძრაობდა. გარდაცვლილმა მოხუცმა ბალზამირების წინ "გაიღვიძა".

"გადასვენებისას უცნაური რამ მოხდა. შევამჩნიეთ, რომ ნაჭერი მოძრაობდა. წარმოგიდგენიათ? ბალზამირების ოთახში გარდაცვლილმა კაცმა ფეხები აამოძრავა და სუნთქვა დაიწყო", - იხსენებენ შეშინებული თანამშრომლები.

მათ სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და კაცი, რომელსაც დაკრძალვისთვის ამზადებდნენ, ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. უილიამსი თავს სუსტად გრძნობს, მაგრამ საავადმყოფოში ოჯახის წევრების გარემოცვაშია. როგორც მისი ქალიშვილი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, "ჯერ მამამისის დრო არ მოსულა".

მომზადებულია CNN-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს