მსოფლიო
მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ქალებს ვერ იტანს ბორის ბედია
როგორ ქალებს ვერ იტანს ბორის ბედია

მომ­ღე­რა­ლი ბო­რის ბე­დია თურ­მე, საკ­მა­ოდ პრე­ტენ­ზი­უ­ლი "სა­სი­ძოა". აქვს სა­კუ­თა­რი პრინ­ცი­პე­ბი და მი­იჩ­ნევს, რომ მო­მა­ვალ­მა მე­უღ­ლემ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შეძ­ლოს მისი გა­გე­ბა. უყ­ვარს, როცა მან­დი­ლოს­ნე­ბი ანე­ბივ­რე­ბენ, მაგ­რამ ქა­ლის პა­ტი­ვის­ცე­მა და ყუ­რა­დღე­ბა თა­ვა­დაც არ ეშ­ლე­ბა. ბო­რისს, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავს, მაგ­რამ ის ერ­თა­დერ­თი, ვი­საც ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რად აირ­ჩევს, ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ იპო­ვა.

- ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ ოჯახ­ში და­ვი­ბა­დე. 21 წლის ვი­ყა­ვი, როცა მამა გარ­და­მეც­ვა­ლა. მისი და­კარ­გა მტკივ­ნე­უ­ლად გა­და­ვი­ტა­ნე. ეს ის პე­რი­ო­დი იყო, როცა მამა ყვე­ლა­ზე მე­ტად მჭირ­დე­ბო­და. მაგ­რამ დრო მარ­თლაც, ყვე­ლაფ­რის მკურ­ნა­ლი ყო­ფი­ლა.

- მამა რით გარ­და­იც­ვა­ლა?

- გული აწუ­ხებ­და. ის თბი­ლი­სე­ლი, კო­ლო­რი­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო. სა­უ­კე­თე­სოდ მღე­რო­და და ცეკ­ვავ­და. სხვა­თა შო­რის, "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის სტუ­დია" ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იუ­მო­რით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ასე­თი კარ­გი მა­მის შვი­ლი ვარ... დედა - ნანა შავ­გუ­ლი­ძე პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია, მაგ­რამ არ­სად მუ­შა­ობს.

- შენი და - სოფო შენ­ზე უმ­ცრო­სია, არა?

- კი, ჩემ­ზე 1 წლით პა­ტა­რაა. უკვე 30 წლის ვარ.

- ზო­დი­ა­ქოს მი­ხედ­ვით ვინ ხარ?

- მო­რი­ე­ლი. 22 ნო­ემ­ბერს ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი. მი­მაჩ­ნია, რომ მო­რი­ე­ლი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ნი­შა­ნია, თა­ვი­სი და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბე­ბით. სხვა­თა შო­რის, "მო­რი­ელ­ში" უფრო მეტი და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი ჭარ­ბობს, ვიდ­რე - უარ­ყო­ფი­თი. მა­გა­ლი­თად, არ იცის გულ­ში წყე­ნი­სა და ბოღ­მის ჩა­დე­ბა.

- წყე­ნას მალე ივი­წყებ?

- გა­აჩ­ნია, ადა­მი­ა­ნი რას და­მი­შა­ვებს. როცა ჩემს ღირ­სე­ბას ცუ­დად ეხე­ბი­ან, წო­ნას­წო­რო­ბას ვკარ­გავ.

- როცა გაკ­რი­ტი­კე­ბენ, ბრაზ­დე­ბი?

- მინ­და გი­თხრათ, რომ ბევ­რი მტე­რი მყავს. როცა უსა­მარ­თლოდ გაკ­რი­ტი­კე­ბენ, ეს სა­წყე­ნია. სიმ­ღე­რის ნიჭი - ჩემ­თვის ღვთის სა­ჩუ­ქა­რია. ამ­ქვეყ­ნად არა­ვინ მძულს, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბას ცუ­დად ახ­სე­ნე­ბენ, ვფიქ­რობ, ბო­რო­ტე­ბი არი­ან.

- უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბე­ბი გაქვს?

- რო­გორ არ მაქვს! ჩემი ყვე­ლა­ზე ცუდი თვი­სე­ბა იცით, რა არის? - შიმ­ში­ლით რომ ვკვდე­ბო­დე, ვე­რა­ფერს მო­ვამ­ზა­დებ.

- მა­მა­კა­ცებს ეს უარ­ყო­ფით თვი­სე­ბად არ ეთ­ვლე­ბათ.

- მაგ­რამ მე სა­ერ­თოდ არაფ­რის მომ­ზა­დე­ბა არ მე­ხერ­ხე­ბა, კვერ­ცხსაც ვერ შე­ვიწ­ვავ.

- ანუ მში­ე­რი ხარ მა­ნამ, ვიდ­რე ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რი რა­მეს არ მო­გარ­თმევს?

- არა, გა­რეთ გავ­დი­ვარ და სად­მე გემ­რი­ე­ლად მი­ვირ­თმევ ხოლ­მე. სა­ღა­მო­ო­ბით ვცდი­ლობ, არ ვჭა­მო. უკ­რა­ი­ნი­დან ახ­ლა­ხან დავ­ბრუნ­დი. იქ წო­ნა­ში ცო­ტა­თი მო­ვი­მა­ტე და ახლა დი­ე­ტა­ზე ვარ, თან - ვვარ­ჯი­შობ. მინ­და, ჩვე­ულ ფორ­მა­ში ჩავ­დგე. კარ­გია, როცა ადა­მი­ა­ნი ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას.

- უკ­რა­ი­ნა­ში რის­თვის იყა­ვი?

- იქ ძა­ლი­ან ბევ­რი ახ­ლო­ბე­ლი მყავს. ისი­ნი კორ­პო­რა­ცი­ულ სა­ღა­მო­ებს აწყო­ბენ ხოლ­მე და პე­რი­ო­დუ­ლად მეც მიწ­ვე­ვენ.

- რა მავ­ნე ჩვე­ვე­ბი გაქვს?

- მავ­ნე ჩვე­ვე­ბი არ მაქვს. სი­გა­რეტს არ ვე­წე­ვი (შე­იძ­ლე­ბა გა­გიკ­ვირ­დეთ, მაგ­რამ "ნა­ფა­ზიც" კი არ მაქვს დარ­ტყმუ­ლი), ნარ­კო­ტიკ­ზე ხომ ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია; ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლიც არ მიყ­ვარს. არ ვიცი, არაყს ან ლუდს რო­გო­რი გემო აქვს. ხან­და­ხან, როცა გა­სარ­თო­ბად სად­მე მივ­დი­ვარ, კო­ნი­აკს მი­ვირ­თმევ. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან მალე ვთვრე­ბი. ხომ მო­გის­მე­ნი­ათ სიმ­ღე­რა - "სამი და­ლიე"? ჰოდა, მგო­ნი, ჩემ­ზე მღე­რი­ან (იცი­ნის).

- რო­გო­რი სიმ­თვრა­ლე გაქვს?

- ასეთ დროს სულ ვმღე­რი, ყვე­ლას ვე­სიყ­ვა­რუ­ლე­ბი და გო­გო­ნებ­ში ფლირ­ტა­ო­ბაც მინ­დე­ბა ხოლ­მე. ვა­ღი­ა­რებ, დღეს ნამ­დვი­ლი მა­მა­კა­ცე­ბის დე­ფი­ცი­ტია და ქალს სურ­ვი­ლი თუ აქვს, კაცს ამის სა­ხალ­ხოდ თქმა სირ­ცხვი­ლად არ ეთ­ვლე­ბა. მთა­ვა­რია, კაცი არ მო­გინ­დეს (იცი­ნის). ბევ­რმა ქარ­თველ­მა მა­მა­კაც­მა და­კარ­გა ღირ­სე­ბა.

- რო­გო­რი გო­გო­ნე­ბი მოგ­წონს?

- ღირ­სე­უ­ლი, ნამ­დვი­ლი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნე­ბი მომ­წონს, რი­თაც ბევ­რი ნამ­დვი­ლად ვერ და­იკ­ვეხ­ნის. ქალი თა­ვი­სი სი­ნა­ზი­თა და ქა­ლუ­რო­ბით უნდა გა­მო­ირ­ჩე­ო­დეს.

- რა არ მოგ­წონს დღე­ვან­დელ გო­გო­ნებ­ში?

- ძა­ლი­ან არ მომ­წონს, სი­გა­რეტს რომ ეწე­ვი­ან. თუმ­ცა, ამის გამო ქალს ვერ შე­ვი­ძუ­ლებ.

- მგო­ნია, რომ აზი­ა­ტი ხარ. ასეა?

- აზი­ა­ტო­ბა არა­ფერ შუ­ა­შია. ევ­რო­პელ მა­მა­კა­ცებ­საც არ მოს­წონთ, ქალი რომ ეწე­ვა.

- ე.ი. მწე­ველ გო­გო­ნას ცო­ლად არ მო­იყ­ვან?

- როცა ადა­მი­ანს უყ­ვარ­ხარ, ის შენ გამო ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს. სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა არ არის ისე­თი მავ­ნე ჩვე­ვა, რომ შენ­თვის ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნის გამო მისი გა­დაგ­დე­ბა ვერ შეძ­ლო.

- კი­დევ, რო­გო­რი გო­გო­ნე­ბი არ მოგ­წონს?

- თა­ნა­მედ­რო­ვე გო­გო­ნე­ბი კარ­გი მსა­ხი­ო­ბე­ბი არი­ან. ვფიქ­რობ, ნე­ბის­მი­ერ მათ­განს თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უგა­მოც­დოდ მი­ი­ღე­ბენ (იცი­ნის).

- ვფიქ­რობ, ვი­ღა­ცამ ძა­ლი­ან გა­გაბ­რა­ზა...

- არა, უბ­რა­ლოდ, ვერ ვი­ტან "ფო­კუზ­ნიკ" ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც თვა­ლებ­ში გი­ყუ­რე­ბენ და ცდი­ლო­ბენ, მო­გა­ტყუ­ონ. ისე, ჩემი მო­ტყუ­ე­ბა იშ­ვი­ა­თად გა­მოს­დით; ბო­ლოს და ბო­ლოს, მეგ­რე­ლი ვარ და ვინ უნდა მო­მა­ტყუ­ოს? უბ­რა­ლოდ, ყვე­ლა­ფერს არ ვიმ­ჩნევ.

- ოდეს­მე ერთი ნახ­ვით შეგ­ყვა­რე­ბია?

- ერთი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბის არ მჯე­რა. ერთი ნახ­ვით შე­იძ­ლე­ბა, მო­გე­წო­ნოს, მოგ­ხიბ­ლოს, მი­გი­ზი­დოს...

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ბევ­რჯერ ყო­ფილ­ხარ?

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ გა­ტა­ცე­ბა, ფლირ­ტი ბევ­რჯერ მქო­ნია. ხში­რად ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა მი­ფიქ­რია, რომ ვი­ღაც კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა მიყ­ვარ­და, მაგ­რამ რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ ვხვდე­ბო­დი, რომ შევ­ცდი.

- ახლა თუ ეფ­ლირ­ტა­ვე­ბი ვინ­მეს?

- ამ ეტაპ­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი, მხო­ლოდ სა­კუ­თარ საქ­მე­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი კაცი ვარ.

- შენს თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­ზე რას გვე­ტყვი?

- უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი მყავს. ისი­ნი "ფე­ის­ბუ­კით" მე­კონ­ტაქ­ტე­ბი­ან, რა­ღა­ცებს მე­კი­თხე­ბი­ან. მათ უყუ­რა­დღე­ბოდ არა­სო­დეს ვტო­ვებ.

- სახ­ლში ჯუ­ჯღუ­ნა ხარ თუ მხი­ა­რუ­ლი?

- სი­მარ­თლე გი­თხრა, ჩემი ატა­ნა ძნე­ლია, რა­ღაც კაპ­რი­ზე­ბი მაქვს.

- მა­ინც, რა კაპ­რი­ზე­ბი გაქვს?

- ჩვენ - ბე­დი­ე­ბი თა­ვა­დე­ბი ვართ... მბრძა­ნებ­ლო­ბა არ მიყ­ვარს, მაგ­რამ მომ­წონს, როცა ჩემს სურ­ვი­ლებს ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ. დე­დაც და ბე­ბი­აც ცდი­ლო­ბენ, გა­მა­ნე­ბივ­რონ.

- მე­უღ­ლემ რომ გთხო­ვოს, - ყავა მო­მიმ­ზა­დეო, რას ეტყვი?

- ყავა ჩემ­თვის არას­დროს მო­მიმ­ზა­დე­ბია, მაგ­რამ არა იმი­ტომ, რომ ამას ვერ შევ­ძლებ, უბ­რა­ლოდ მინ­და, რომ მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბით გვერ­დით მყოფ­მა ქალ­ბა­ტონ­მა გა­მა­ნე­ბივ­როს.

- სა­კუ­თა­რი ნივ­თე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა თუ შე­გიძ­ლია?

- გა­უ­თო­ე­ბა და და­ლა­გე­ბა არა­სო­დეს მიც­დია. შე­მიძ­ლია, სა­კუ­თა­რი ფე­ხაც­მე­ლი გავ­წმინ­დო. ზო­გა­დად, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. მიყ­ვარს ფორ­მა­ში ყოფ­ნა, კარ­გად ჩაც­მა...

- ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი თუ მოგ­წონს?

- ქარ­თვე­ლებს ძა­ლი­ან კარ­გი ტრა­დი­ცი­ე­ბი გვაქვს. აბა, ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ ქორ­წილს რა შე­ედ­რე­ბა?!

- სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში უპი­რა­ტე­სო­ბას ჩოხა-ახა­ლუხს მი­ა­ნი­ჭებ თუ კოს­ტი­უმს?

- გა­აჩ­ნია, ქორ­წილს სად და რო­გორ გა­და­ვიხ­დი. ქარ­თუ­ლი ჩო­ხაც მომ­წონს და კლა­სი­კუ­რი კოს­ტი­უ­მიც. ჯერ გა­მოჩ­ნდეს ის, ვი­საც ვე­ძებ და ამ დე­ტა­ლებ­ზე მერე ვი­ფიქ­რებ (იცი­ნის). გა­და­წყვე­ტი­ლი მაქვს, ჩემი პი­რა­დი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე გა­ვა­სა­ი­დუმ­ლოო.

- საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის ხე­ლის სა­თხოვ­ნე­ლად მის მშობ­ლებ­თან თუ მიხ­ვალ?

- ეს ტრა­დი­ცია ძა­ლი­ან მომ­წონს. როცა სა­ბო­ლო­ოდ დავ­რწმუნ­დე­ბი, რომ ვი­პო­ვე ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ცხოვ­რე­ბის გა­ტა­რე­ბის სურ­ვი­ლი მაქვს, აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვალ მის ოჯახ­ში და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მშობ­ლებს შვი­ლის ხელს ვთხოვ.

- რჩე­ულ­თან ერ­თად თაფ­ლო­ბის თვეს სად გა­ა­ტა­რებ­დი?

- ბევ­რი ად­გი­ლია, სა­დაც საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ვი­დო­დი. მე გე­ტყვით, მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს­თან სად არ წა­ვალ. მა­გა­ლი­თად, მას­თან ერ­თად არ გა­ვემ­გზავ­რე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში.

- რა­ტომ?

- იმი­ტომ კი არა, რომ იქ ცდუ­ნე­ბას ვერ გა­ვუძ­ლებ და ვუ­ღა­ლა­ტებ. უბ­რა­ლოდ, როცა იქ ვარ, ყვე­ლა ქალი მეპ­რან­ჭე­ბა, თვა­ლე­ბით "მა­ბა­მენ". სცე­ნა­ზე რომ ავ­დი­ვარ და ვმღე­რი, მერე სა­ერ­თოდ გიჟ­დე­ბი­ან. ჰოდა, ამი­ტო­მაც, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად უკ­რა­ი­ნა­ში წას­ვლა შარი იქ­ნე­ბა.

- და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ ისევ დე­დას­თან იცხოვ­რებ?

- და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ, მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, სა­ცხოვ­რებ­ლად ალ­ბათ ცალ­კე გა­და­ვალ, მაგ­რამ დე­და­საც არ დავ­ტო­ვებ უყუ­რა­დღე­ბოდ. დედა ერ­თა­დერ­თი და შე­უც­ვლე­ლია!

- წი­ნას­წარ თუ და­ინ­ტე­რეს­დე­ბი იმით, თუ რო­გო­რი დი­ა­სახ­ლი­სია შენი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე?

- უნაკ­ლო ადა­მი­ა­ნი არ არ­სე­ბობს! მთა­ვა­რია, სხვა რა­ღა­ცებ­ში ვუ­გებ­დეთ ერ­თმა­ნეთს და ვფიქ­რობ, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბას, კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბას და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დე­გაც ის­წავ­ლის... ერთი რამ ზუს­ტად ვიცი: ცო­ლად არ მო­ვიყ­ვან მო­დელს და იცით, რა­ტომ? - იმი­ტომ, რომ ისიც სცე­ნა­ზე დგას და ისიც - ხე­ლო­ვა­ნია. ხე­ლო­ვან ადა­მი­ა­ნებს კი თა­ვი­სე­ბუ­რი კაპ­რი­ზე­ბი აქვთ.

- ეჭ­ვი­ა­ნი ხარ?

- ავად­მყო­ფუ­რად ეჭ­ვი­ა­ნი - არა, მაგ­რამ მე­სა­კუთ­რე ვარ. თუ სა­ბა­ბი არ მაქვს, უაზ­როდ არ ვი­ეჭ­ვი­ა­ნებ. ვერ ვი­ტან ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც თვა­ლებ­ში გი­ყუ­რე­ბენ, - აბა, ვის უყუ­რებ­სო? ბოლო დროს ერთ ლა­მაზ გო­გო­ნას დავ­შორ­დი, რად­გან სა­შინ­ლად ეჭ­ვი­ა­ნობ­და და იმის გამო მე­ჩხუ­ბე­ბო­და: ჩემ­ზე თა­ვად რა­ტომ არ ეჭ­ვი­ა­ნო­ბო? მოკ­ლედ, ენერ­გო­ვამ­პი­რი იყო, რა.

- შენი რჩე­უ­ლის მზი­თე­ვით თუ და­ინ­ტე­რეს­დე­ბი?

- არ მინ­და მისი არც ლე­ი­ბი და არც - სა­ბა­ნი. მთა­ვა­რია, კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყოს და ჩემი გა­გე­ბა შეძ­ლოს!

- სო­ფომ და მიშა მეს­ხმა ჯვა­რი უკვე და­ი­წე­რეს?

- ჯერ არა. იმე­დია, მალე "გემ­რი­ელ" ქორ­წილ­ში ვი­ქე­ი­ფებ.

- სა­სი­ძო მოგ­წონს?

- მიშა ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია... მაგ­რამ აქვე გე­ტყვით, სო­ფოს ოჯა­ხის დან­გრე­ვა ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე. უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ყა­ვი, როცა დე­დამ და­მი­რე­კა და ეს ამ­ბა­ვი შე­მა­ტყო­ბი­ნა. სო­ფოს პირ­ვე­ლი ქმა­რი ჩემი მე­გო­ბა­რია. ის ყო­ველ­თვის მეყ­ვა­რე­ბა თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ნი­კუ­შას მა­მაა. რა უნდა მთხო­ვოს, რომ მხარ­ში არ ამო­ვუდ­გე...

- როცა სო­ფომ ოჯა­ხის დან­გრე­ვა გა­და­წყვი­ტა, მის­თვის რჩე­ვის სა­ხით მა­ინც, არა­ფე­რი გით­ქვამს?

- რო­გორ არა! ვუ­თხა­რი, რომ ოჯა­ხი არ და­ენგრია, მაგ­რამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ შეც­ვა­ლა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მათი და­შო­რე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი არ ვიცი. ვფიქ­რობ, სო­ფოს ცხოვ­რე­ბა­ში ჩა­რე­ვის უფ­ლე­ბა არ მაქვს.

სოფო ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

როგორ ქალებს ვერ იტანს ბორის ბედია

როგორ ქალებს ვერ იტანს ბორის ბედია

მომღერალი ბორის ბედია თურმე, საკმაოდ პრეტენზიული "სასიძოა". აქვს საკუთარი პრინციპები და მიიჩნევს, რომ მომავალმა მეუღლემ აუცილებლად უნდა შეძლოს მისი გაგება. უყვარს, როცა მანდილოსნები ანებივრებენ, მაგრამ ქალის პატივისცემა და ყურადღება თავადაც არ ეშლება. ბორისს, როგორც თავად ამბობს, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, მაგრამ ის ერთადერთი, ვისაც ცხოვრების მეგზურად აირჩევს, ჯერჯერობით ვერ იპოვა.

- ქართულ ტრადიციულ ოჯახში დავიბადე. 21 წლის ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა. მისი დაკარგა მტკივნეულად გადავიტანე. ეს ის პერიოდი იყო, როცა მამა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. მაგრამ დრო მართლაც, ყველაფრის მკურნალი ყოფილა.

- მამა რით გარდაიცვალა?

- გული აწუხებდა. ის თბილისელი, კოლორიტული პიროვნება იყო. საუკეთესოდ მღეროდა და ცეკვავდა. სხვათა შორის, "სუხიშვილების სტუდია" ჰქონდა დამთავრებული. არაჩვეულებრივი იუმორით გამოირჩეოდა. მეამაყება, რომ ასეთი კარგი მამის შვილი ვარ... დედა - ნანა შავგულიძე პროფესიით იურისტია, მაგრამ არსად მუშაობს.

- შენი და - სოფო შენზე უმცროსია, არა?

- კი, ჩემზე 1 წლით პატარაა. უკვე 30 წლის ვარ.

- ზოდიაქოს მიხედვით ვინ ხარ?

- მორიელი. 22 ნოემბერს ვარ დაბადებული. მიმაჩნია, რომ მორიელი ყველაზე ძლიერი ნიშანია, თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. სხვათა შორის, "მორიელში" უფრო მეტი დადებითი თვისებები ჭარბობს, ვიდრე - უარყოფითი. მაგალითად, არ იცის გულში წყენისა და ბოღმის ჩადება.

- წყენას მალე ივიწყებ?

- გააჩნია, ადამიანი რას დამიშავებს. როცა ჩემს ღირსებას ცუდად ეხებიან, წონასწორობას ვკარგავ.

- როცა გაკრიტიკებენ, ბრაზდები?

- მინდა გითხრათ, რომ ბევრი მტერი მყავს. როცა უსამართლოდ გაკრიტიკებენ, ეს საწყენია. სიმღერის ნიჭი - ჩემთვის ღვთის საჩუქარია. ამქვეყნად არავინ მძულს, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ჩემს შემოქმედებას ცუდად ახსენებენ, ვფიქრობ, ბოროტები არიან.

- უარყოფითი თვისებები გაქვს?

- როგორ არ მაქვს! ჩემი ყველაზე ცუდი თვისება იცით, რა არის? - შიმშილით რომ ვკვდებოდე, ვერაფერს მოვამზადებ.

- მამაკაცებს ეს უარყოფით თვისებად არ ეთვლებათ.

- მაგრამ მე საერთოდ არაფრის მომზადება არ მეხერხება, კვერცხსაც ვერ შევიწვავ.

- ანუ მშიერი ხარ მანამ, ვიდრე ოჯახის რომელიმე წევრი რამეს არ მოგართმევს?

- არა, გარეთ გავდივარ და სადმე გემრიელად მივირთმევ ხოლმე. საღამოობით ვცდილობ, არ ვჭამო. უკრაინიდან ახლახან დავბრუნდი. იქ წონაში ცოტათი მოვიმატე და ახლა დიეტაზე ვარ, თან - ვვარჯიშობ. მინდა, ჩვეულ ფორმაში ჩავდგე. კარგია, როცა ადამიანი ჯანსაღი ცხოვრების წესს ანიჭებს უპირატესობას.

- უკრაინაში რისთვის იყავი?

- იქ ძალიან ბევრი ახლობელი მყავს. ისინი კორპორაციულ საღამოებს აწყობენ ხოლმე და პერიოდულად მეც მიწვევენ.

- რა მავნე ჩვევები გაქვს?

- მავნე ჩვევები არ მაქვს. სიგარეტს არ ვეწევი (შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ "ნაფაზიც" კი არ მაქვს დარტყმული), ნარკოტიკზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია; ალკოჰოლური სასმელიც არ მიყვარს. არ ვიცი, არაყს ან ლუდს როგორი გემო აქვს. ხანდახან, როცა გასართობად სადმე მივდივარ, კონიაკს მივირთმევ. სხვათა შორის, ძალიან მალე ვთვრები. ხომ მოგისმენიათ სიმღერა - "სამი დალიე"? ჰოდა, მგონი, ჩემზე მღერიან (იცინის).

- როგორი სიმთვრალე გაქვს?

- ასეთ დროს სულ ვმღერი, ყველას ვესიყვარულები და გოგონებში ფლირტაობაც მინდება ხოლმე. ვაღიარებ, დღეს ნამდვილი მამაკაცების დეფიციტია და ქალს სურვილი თუ აქვს, კაცს ამის სახალხოდ თქმა სირცხვილად არ ეთვლება. მთავარია, კაცი არ მოგინდეს (იცინის). ბევრმა ქართველმა მამაკაცმა დაკარგა ღირსება.

- როგორი გოგონები მოგწონს?

- ღირსეული, ნამდვილი ქართველი გოგონები მომწონს, რითაც ბევრი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. ქალი თავისი სინაზითა და ქალურობით უნდა გამოირჩეოდეს.

- რა არ მოგწონს დღევანდელ გოგონებში?

- ძალიან არ მომწონს, სიგარეტს რომ ეწევიან. თუმცა, ამის გამო ქალს ვერ შევიძულებ.

- მგონია, რომ აზიატი ხარ. ასეა?

- აზიატობა არაფერ შუაშია. ევროპელ მამაკაცებსაც არ მოსწონთ, ქალი რომ ეწევა.

- ე.ი. მწეველ გოგონას ცოლად არ მოიყვან?

- როცა ადამიანს უყვარხარ, ის შენ გამო ყველაფერს გააკეთებს. სიგარეტის მოწევა არ არის ისეთი მავნე ჩვევა, რომ შენთვის ძვირფასი ადამიანის გამო მისი გადაგდება ვერ შეძლო.

- კიდევ, როგორი გოგონები არ მოგწონს?

- თანამედროვე გოგონები კარგი მსახიობები არიან. ვფიქრობ, ნებისმიერ მათგანს თეატრალურ უნივერსიტეტში უგამოცდოდ მიიღებენ (იცინის).

- ვფიქრობ, ვიღაცამ ძალიან გაგაბრაზა...

- არა, უბრალოდ, ვერ ვიტან "ფოკუზნიკ" ქალებს, რომლებიც თვალებში გიყურებენ და ცდილობენ, მოგატყუონ. ისე, ჩემი მოტყუება იშვიათად გამოსდით; ბოლოს და ბოლოს, მეგრელი ვარ და ვინ უნდა მომატყუოს? უბრალოდ, ყველაფერს არ ვიმჩნევ.

- ოდესმე ერთი ნახვით შეგყვარებია?

- ერთი ნახვით შეყვარების არ მჯერა. ერთი ნახვით შეიძლება, მოგეწონოს, მოგხიბლოს, მიგიზიდოს...

- შეყვარებული ბევრჯერ ყოფილხარ?

- შეყვარებული არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ გატაცება, ფლირტი ბევრჯერ მქონია. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა მიფიქრია, რომ ვიღაც კონკრეტული პიროვნება მიყვარდა, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ვხვდებოდი, რომ შევცდი.

- ახლა თუ ეფლირტავები ვინმეს?

- ამ ეტაპზე თავისუფალი, მხოლოდ საკუთარ საქმეზე შეყვარებული კაცი ვარ.

- შენს თაყვანისმცემლებზე რას გვეტყვი?

- უამრავი თაყვანისმცემელი მყავს. ისინი ,,ფეისბუკით" მეკონტაქტებიან, რაღაცებს მეკითხებიან. მათ უყურადღებოდ არასოდეს ვტოვებ.

- სახლში ჯუჯღუნა ხარ თუ მხიარული?

- სიმართლე გითხრა, ჩემი ატანა ძნელია, რაღაც კაპრიზები მაქვს.

- მაინც, რა კაპრიზები გაქვს?

- ჩვენ - ბედიები თავადები ვართ... მბრძანებლობა არ მიყვარს, მაგრამ მომწონს, როცა ჩემს სურვილებს ითვალისწინებენ. დედაც და ბებიაც ცდილობენ, გამანებივრონ.

- მეუღლემ რომ გთხოვოს, - ყავა მომიმზადეო, რას ეტყვი?

- ყავა ჩემთვის არასდროს მომიმზადებია, მაგრამ არა იმიტომ, რომ ამას ვერ შევძლებ, უბრალოდ მინდა, რომ მსგავსი რაღაცებით გვერდით მყოფმა ქალბატონმა გამანებივროს.

- საკუთარი ნივთების მოწესრიგება თუ შეგიძლია?

- გაუთოება და დალაგება არასოდეს მიცდია. შემიძლია, საკუთარი ფეხაცმელი გავწმინდო. ზოგადად, მოწესრიგებული ადამიანი ვარ. მიყვარს ფორმაში ყოფნა, კარგად ჩაცმა...

- ქართული ტრადიციები თუ მოგწონს?

- ქართველებს ძალიან კარგი ტრადიციები გვაქვს. აბა, ქართულ ტრადიციულ ქორწილს რა შეედრება?!

- საკუთარ ქორწილში უპირატესობას ჩოხა-ახალუხს მიანიჭებ თუ კოსტიუმს?

- გააჩნია, ქორწილს სად და როგორ გადავიხდი. ქართული ჩოხაც მომწონს და კლასიკური კოსტიუმიც. ჯერ გამოჩნდეს ის, ვისაც ვეძებ და ამ დეტალებზე მერე ვიფიქრებ (იცინის). გადაწყვეტილი მაქვს, ჩემი პირადი სასიყვარულო ურთიერთობები დაქორწინებამდე გავასაიდუმლოო.

- საყვარელი ადამიანის ხელის სათხოვნელად მის მშობლებთან თუ მიხვალ?

- ეს ტრადიცია ძალიან მომწონს. როცა საბოლოოდ დავრწმუნდები, რომ ვიპოვე ადამიანი, რომელთან ერთადაც ცხოვრების გატარების სურვილი მაქვს, აუცილებლად მივალ მის ოჯახში და საყვარელი ადამიანის მშობლებს შვილის ხელს ვთხოვ.

- რჩეულთან ერთად თაფლობის თვეს სად გაატარებდი?

- ბევრი ადგილია, სადაც საყვარელ ადამიანთან ერთად სიამოვნებით წავიდოდი. მე გეტყვით, მომავალ მეუღლესთან სად არ წავალ. მაგალითად, მასთან ერთად არ გავემგზავრები უკრაინაში.

- რატომ?

- იმიტომ კი არა, რომ იქ ცდუნებას ვერ გავუძლებ და ვუღალატებ. უბრალოდ, როცა იქ ვარ, ყველა ქალი მეპრანჭება, თვალებით "მაბამენ". სცენაზე რომ ავდივარ და ვმღერი, მერე საერთოდ გიჟდებიან. ჰოდა, ამიტომაც, მეუღლესთან ერთად უკრაინაში წასვლა შარი იქნება.

- დაოჯახების შემდეგ ისევ დედასთან იცხოვრებ?

- დაოჯახების შემდეგ, მომავალ მეუღლესთან ერთად, საცხოვრებლად ალბათ ცალკე გადავალ, მაგრამ დედასაც არ დავტოვებ უყურადღებოდ. დედა ერთადერთი და შეუცვლელია!

- წინასწარ თუ დაინტერესდები იმით, თუ როგორი დიასახლისია შენი მომავალი მეუღლე?

- უნაკლო ადამიანი არ არსებობს! მთავარია, სხვა რაღაცებში ვუგებდეთ ერთმანეთს და ვფიქრობ, საოჯახო საქმეების კეთებას, კერძების მომზადებას დაოჯახების შემდეგაც ისწავლის... ერთი რამ ზუსტად ვიცი: ცოლად არ მოვიყვან მოდელს და იცით, რატომ? - იმიტომ, რომ ისიც სცენაზე დგას და ისიც - ხელოვანია. ხელოვან ადამიანებს კი თავისებური კაპრიზები აქვთ.

- ეჭვიანი ხარ?

- ავადმყოფურად ეჭვიანი - არა, მაგრამ მესაკუთრე ვარ. თუ საბაბი არ მაქვს, უაზროდ არ ვიეჭვიანებ. ვერ ვიტან ქალებს, რომლებიც თვალებში გიყურებენ, - აბა, ვის უყურებსო? ბოლო დროს ერთ ლამაზ გოგონას დავშორდი, რადგან საშინლად ეჭვიანობდა და იმის გამო მეჩხუბებოდა: ჩემზე თავად რატომ არ ეჭვიანობო? მოკლედ, ენერგოვამპირი იყო, რა.

- შენი რჩეულის მზითევით თუ დაინტერესდები?

- არ მინდა მისი არც ლეიბი და არც - საბანი. მთავარია, კარგი ადამიანი იყოს და ჩემი გაგება შეძლოს!

- სოფომ და მიშა მესხმა ჯვარი უკვე დაიწერეს?

- ჯერ არა. იმედია, მალე "გემრიელ" ქორწილში ვიქეიფებ.

- სასიძო მოგწონს?

- მიშა ძალიან კარგი ადამიანია... მაგრამ აქვე გეტყვით, სოფოს ოჯახის დანგრევა ძალიან განვიცადე. უკრაინაში ვიყავი, როცა დედამ დამირეკა და ეს ამბავი შემატყობინა. სოფოს პირველი ქმარი ჩემი მეგობარია. ის ყოველთვის მეყვარება თუნდაც იმიტომ, რომ ნიკუშას მამაა. რა უნდა მთხოვოს, რომ მხარში არ ამოვუდგე...

- როცა სოფომ ოჯახის დანგრევა გადაწყვიტა, მისთვის რჩევის სახით მაინც, არაფერი გითქვამს?

- როგორ არა! ვუთხარი, რომ ოჯახი არ დაენგრია, მაგრამ გადაწყვეტილება არ შეცვალა. სიმართლე გითხრათ, მათი დაშორების რეალური მიზეზი არ ვიცი. ვფიქრობ, სოფოს ცხოვრებაში ჩარევის უფლება არ მაქვს.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება