სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამოკითხვა: საქართველოში 10-დან 7 ადამიანს რაღაც სახის ვალი აქვს
გამოკითხვა: საქართველოში 10-დან 7 ადამიანს რაღაც სახის ვალი აქვს

ბოლო 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის მიერ ფი­ზი­კურ პი­რებ­ზე გა­ცე­მუ­ლი სეს­ხის მო­ცუ­ლო­ბა 6,5%-ით გა­ი­ზარ­და, მო­ვა­ლე­თა რე­ესტრში ჩა­ნა­წერ­თა რი­ცხვმა უკვე 113 ათასს გა­და­ა­ჭარ­ბა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, "ბიზ­ნეს-რე­ზო­ნან­სმა" მცი­რე გა­მო­კი­თხვა ჩა­ა­ტა­რა. კი­თხვა­ზე – გაქვთ თუ არა ამა თუ იმ სა­ხის ვალი (სა­მომ­ხმა­რებ­ლო თუ იპო­თე­კუ­რი სეს­ხი, გან­ვა­დე­ბა, საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თი) - 100 გა­მო­კი­თხუ­ლი­დან 74-მა და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი გას­ცა. და­ნარ­ჩენ 26-ს ან სა­ერ­თოდ არ აუ­ღია ვალი, ან ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი უკვე და­ფა­რუ­ლი აქვს.

ექ­სპერ­ტუ­ლი გათ­ვლე­ბით კი, დღეს ვალი მო­ქა­ლა­ქე­თა და­ახ­ლო­ე­ბით 40-50%-ს აქვს. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში იშ­ვი­ა­თია ადა­მი­ა­ნი რო­მელ­საც ბან­კის, მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ან კერ­ძო მე­ვახ­შის ვალი არ აქვს. ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით კერ­ძო იპო­თე­კა­რე­ბი აქ­ტი­უ­რო­ბენ, რომ­ლე­ბიც ფუ­ლის მა­ძი­ებ­ლებს, ქო­ნე­ბის სა­ნაც­ვლოდ, თან­ხას საკ­მა­ოდ მა­ღალ პრო­ცენ­ტად აძ­ლე­ვენ და ასე­თი მო­ვა­ლე­ე­ბი ხში­რად ქო­ნე­ბის და­კარ­გვის­თვის არი­ან გან­წი­რუ­ლე­ბი.

ამა­ზე მე­ტყვე­ლებს აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბიც. ბი­უ­რომ 2013 წელს 1 171 უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია მო­ახ­დი­ნა. ეს ყვე­ლა­ფე­რი, ერთი მხრივ, იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ ქვე­ყა­ნა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს რა­ღაც ტი­პის ვალი აქვს.

ბოლო 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს მიერ აუქ­ცი­ონ­ზე რე­ა­ლი­ზე­ბულ­მა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბამ 3 671 ერ­თე­უ­ლი შე­ად­გი­ნა. აქე­დან 2011 წელს იძუ­ლე­ბი­თი აუქ­ცი­ო­ნის წე­სით გას­ხვის­და 1 272 უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, 2012 წელს - 1 228, 2013 წელს კი ამ ციფრ­მა 1 171 შე­ად­გი­ნა.

მარ­თა­ლია, აუქ­ცი­ონ­ზე რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­და, თუმ­ცა პერ­მა­ნენ­ტუ­ლად იზ­რდე­ბა მო­ვა­ლე­თა რე­ესტრში ჩა­ნა­წერ­თა რა­ო­დე­ნო­ბა. ამ დრო­ის­თვის ბა­ზა­ში სულ 113 383 მო­ვა­ლეა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. აღ­სრუ­ლე­ბა კი ეხე­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც გა­აჩ­ნია სა­გა­და­სა­ხა­დო და­ვა­ლი­ა­ნე­ბა, სხვა­დას­ხვა ჯა­რი­მა, არ იხ­დის ალი­მენტს და ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი სა­კი­თხი - აქვს ბან­კი­სა და კერ­ძო იპო­თე­კა­რე­ბის ვალი.

რაც შე­ე­ხე­ბა კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის მიერ ფი­ზი­კურ პი­რებ­ზე გა­ცე­მუ­ლი სეს­ხის მო­ცუ­ლო­ბას, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2014 წლის თე­ბერ­ვალ­ში 10,128, 808 ათა­სი ლარი შე­ად­გი­ნა, რაც 2013 წლის დე­კემ­ბერ­თან შე­და­რე­ბით და­ახ­ლო­ე­ბით 6,5%-ით მე­ტია. 2013 წლის დე­კემ­ბერ­ში ფი­ზი­კურ პი­რებ­ზე გა­ცე­მუ­ლი სეს­ხის მო­ცუ­ლო­ბამ 9,514,570 ათა­სი ლარი შე­ად­გი­ნა.

ზო­გა­დად სეს­ხის მო­ცუ­ლო­ბის ზრდა­ში სა­გან­გა­შოს ვე­რა­ფერს ხე­და­ვენ ექ­სპერ­ტე­ბი, თუმ­ცა თვლი­ან, რომ ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში სესხს მო­სახ­ლე­ო­ბა იმის გამო იღებს, რათა ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, თავი თვი­დან თვემ­დე გა­ი­ტა­ნოს. თუკი ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­რო­ში ხალ­ხი სეს­ხის აღე­ბით მა­ტე­რი­ა­ლურ კე­ით­ლდღე­ო­ბას იღებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა და აქ მო­სახ­ლე­ო­ბა ღა­რიბ­დე­ბა.

ექ­სპერ­ტი სა­ბან­კო-სა­ფი­ნან­სო სა­კი­თხებ­ში ლია ელი­ა­ვა ამ­ბობს, რომ ყვე­ლა ცი­ვი­ლურ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც კრე­დიტ­ზე პრო­ცენ­ტი არის და­ბა­ლი, მო­სახ­ლე­ო­ბა ყო­ველ­თვის ცდი­ლობს, ესა თუ ის დიდი ხარ­ჯი, სეს­ხის მეშ­ვე­ო­ბით გას­წი­ოს. ეს ნა­წი­ლობ­რივ გა­მარ­თლე­ბუ­ლია, რად­გან უცებ დიდი ფუ­ლის ერ­თად თავ­მოყ­რა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნის­თვის საკ­მა­ოდ ძნე­ლია.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი რომ სხვა­დას­ხვა სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სეს­ხით სარ­გებ­ლობს, ამა­ში ცუდი არა­ფე­რი იქ­ნე­ბო­და ეს სეს­ხი რომ მსეს­ხებ­ლის ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შერ­ყე­ვის სა­ფუძ­ვე­ლი არ იყოს. თუ ცი­ვი­ლურ სამ­ყა­რო­ში სეს­ხი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, ჩვენ­თან ამას ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა ახ­ლავს. სა­ქარ­თვე­ლო­ში, გან­სხვა­ვე­ბით სხვა ქვეყ­ნე­ბის­გან, კო­მერ­ცი­ულ სტრუქ­ტუ­რებს სეს­ხებ­ზე საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი აქვთ და­წე­სე­ბუ­ლი.

ჩვე­ნი ღა­რი­ბი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას, რო­მელ­თაც ათე­უ­ლო­ბით წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი აკ­ლდა, ახლა ივ­სებს და­ნაკ­ლისს, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ეს იწ­ვევს მათ გა­ღა­რი­ბე­ბას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ისი­ნი იძე­ნენ გარ­კვე­უ­ლი სა­ხის ნივთს, მა­ინც ღა­რიბ­დე­ბი­ან.

სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რი მუ­შა­ობს სა­კუ­თა­რი თა­ვის გამ­დიდ­რე­ბა­ზე და არა ეკო­ნო­მი­კა­ზე. სხვა­დას­ხვა ტი­პის სეს­ხით, რო­მე­ლიც გა­ცე­მუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე, აფი­ნან­სებს იმ­პორ­ტს და არა ად­გი­ლობ­რივ ეკო­ნო­მი­კას", - გა­ნუ­ცხა­და "ბიზ­ნეს რე­ზო­ნანსს" ელი­ა­ვამ.

ექ­სპერ­ტი ეკო­ნო­მი­კის სა­კი­თხებ­ში გი­ორ­გი აბა­შიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სახ­ლე­ო­ბა სესხს, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, უკი­დუ­რე­სი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გამო იღებს.

"მთლი­ა­ნო­ბა­ში სეს­ხი, რო­მე­ლიც მი­ე­მარ­თე­ბა ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ინ­ვეს­ტი­რე­ბა­ზე, თა­ვის­თა­ვად ცუდი არ არის, მაგ­რამ აქ ხალ­ხი რე­ა­ლუ­რად სესხს იმის გამო იღებს, რომ აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა სეს­ხის წი­ლის ზრდას, ეს არის ბან­კე­ბის საკ­მა­ოდ აგ­რე­სი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც თუნ­დაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია იგი­ვე გან­ვა­დე­ბებ­თან. პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლა მა­ღა­ზი­ა­ში ვხვდე­ბით გან­ვა­დე­ბის ოფიც­რებს, რომ­ლე­ბიც გთა­ვა­ზო­ბენ ამა თუ იმ ნივთს დღე­ში 1 ლა­რი­დან. ხალ­ხიც ამ შე­თა­ვა­ზე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მა­ხე­ში ებ­მე­ბა, თა­ნაც ისე, რომ ვერ იაზ­რე­ბენ სა­მო­მავ­ლოდ დამ­დგარ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში ცუ­დად სრულ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და აბა­შიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ მოს­ხა­ლე­ო­ბის რა პრო­ცენ­ტი შე­იძ­ლე­ბა სარ­გებ­ლობ­დეს ამა თუ იმ ტი­პის სეს­ხით, კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხი აბა­შიშ­ვილს არ აქვს.

"რთუ­ლია იმის თქმა მო­სახ­ლე­ო­ბის რა ნა­წილს აქვს სეს­ხი აღე­ბუ­ლი, ანუ რამ­დენ ადა­მი­ანს გა­აჩ­ნია სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მი­მართ ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. ექ­სპერ­ტუ­ლი გათ­ვა­ლე­ბით, შე­იძ­ლე­ბა თა­მა­მად ით­ქვას, რომ დღეს ყო­ველ მე­ო­რეს ბან­კის ან სხვა კო­მერ­ცი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის ვალი გა­აჩ­ნია", - დას­ძი­ნა აბა­შიშ­ვილ­მა.

ლია ელი­ა­ვას გათ­ვლე­ბით კი, ეს ციფ­რი 40%-ის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს. "იმის გამო, რომ სა­ხელ­მწი­ფოს არ გაგ­ვაჩ­ნია საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რი­ე­ბის სტა­ტის­ტი­კა (ეს მხო­ლოდ კერ­ძო სტრუქ­ტუ­რებს აქვთ), რთუ­ლია სა­უ­ბა­რი მო­სახ­ლე­ო­ბის რა პრო­ცენტს გა­აჩ­ნია ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მი­მართ და­ვა­ლი­ა­ნე­ბა. ამ სტა­ტის­ტი­კას მსოფ­ლი­ოს თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა აწარ­მო­ებს. ჩემი გათ­ვლე­ბით, მო­ვა­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა, შე­საძ­ლოა, მო­სახ­ლე­ო­ბის 30-40%-ს შე­ად­გენ­დეს," - აცხა­დებს ელი­ა­ვა.

ელზა წიკ­ლა­უ­რი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

გამოკითხვა: საქართველოში 10-დან 7 ადამიანს რაღაც სახის ვალი აქვს

გამოკითხვა: საქართველოში 10-დან 7 ადამიანს რაღაც სახის ვალი აქვს

ბოლო 2 თვის განმავლობაში კომერციული ბანკების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხის მოცულობა 6,5%-ით გაიზარდა, მოვალეთა რეესტრში ჩანაწერთა რიცხვმა უკვე 113 ათასს გადააჭარბა. ამასთან დაკავშირებით, "ბიზნეს-რეზონანსმა" მცირე გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე – გაქვთ თუ არა ამა თუ იმ სახის ვალი (სამომხმარებლო თუ იპოთეკური სესხი, განვადება, საკრედიტო ბარათი) - 100 გამოკითხულიდან 74-მა დადებითი პასუხი გასცა. დანარჩენ 26-ს ან საერთოდ არ აუღია ვალი, ან ფინანსური ვალდებულებები უკვე დაფარული აქვს.

ექსპერტული გათვლებით კი, დღეს ვალი მოქალაქეთა დაახლოებით 40-50%-ს აქვს. დღეს საქართველოში იშვიათია ადამიანი რომელსაც ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან კერძო მევახშის ვალი არ აქვს. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით კერძო იპოთეკარები აქტიურობენ, რომლებიც ფულის მაძიებლებს, ქონების სანაცვლოდ, თანხას საკმაოდ მაღალ პროცენტად აძლევენ და ასეთი მოვალეები ხშირად ქონების დაკარგვისთვის არიან განწირულები.

ამაზე მეტყველებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სტატისტიკური მონაცემებიც. ბიურომ 2013 წელს 1 171 უძრავი ქონების რეალიზაცია მოახდინა. ეს ყველაფერი, ერთი მხრივ, იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს რაღაც ტიპის ვალი აქვს.

ბოლო 3 წლის განმავლობაში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აუქციონზე რეალიზებულმა უძრავი ქონების საერთო რაოდენობამ 3 671 ერთეული შეადგინა. აქედან 2011 წელს იძულებითი აუქციონის წესით გასხვისდა 1 272 უძრავი ქონება, 2012 წელს - 1 228, 2013 წელს კი ამ ციფრმა 1 171 შეადგინა.

მართალია, აუქციონზე რეალიზებული ქონების რაოდენობა შემცირდა, თუმცა პერმანენტულად იზრდება მოვალეთა რეესტრში ჩანაწერთა რაოდენობა. ამ დროისთვის ბაზაში სულ 113 383 მოვალეა რეგისტრირებული. აღსრულება კი ეხება ყველა იმ ადამიანს, რომელსაც გააჩნია საგადასახადო დავალიანება, სხვადასხვა ჯარიმა, არ იხდის ალიმენტს და ყველაზე მტკივნეული საკითხი - აქვს ბანკისა და კერძო იპოთეკარების ვალი.

რაც შეეხება კომერციული ბანკების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხის მოცულობას, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2014 წლის თებერვალში 10,128, 808 ათასი ლარი შეადგინა, რაც 2013 წლის დეკემბერთან შედარებით დაახლოებით 6,5%-ით მეტია. 2013 წლის დეკემბერში ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხის მოცულობამ 9,514,570 ათასი ლარი შეადგინა.

ზოგადად სესხის მოცულობის ზრდაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ ექსპერტები, თუმცა თვლიან, რომ ქართულ რეალობაში სესხს მოსახლეობა იმის გამო იღებს, რათა ხშირ შემთხვევაში, თავი თვიდან თვემდე გაიტანოს. თუკი ცივილიზებულ სამყაროში ხალხი სესხის აღებით მატერიალურ კეითლდღეობას იღებს, საქართველოში განსხვავებული სიტუაციაა და აქ მოსახლეობა ღარიბდება.

ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში ლია ელიავა ამბობს, რომ ყველა ცივილურ ქვეყანაში, სადაც კრედიტზე პროცენტი არის დაბალი, მოსახლეობა ყოველთვის ცდილობს, ესა თუ ის დიდი ხარჯი, სესხის მეშვეობით გასწიოს. ეს ნაწილობრივ გამართლებულია, რადგან უცებ დიდი ფულის ერთად თავმოყრა ჩვეულებრივი ადამიანისთვის საკმაოდ ძნელია.

"საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი რომ სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციის სესხით სარგებლობს, ამაში ცუდი არაფერი იქნებოდა ეს სესხი რომ მსესხებლის ფინანსური მდგომარეობის შერყევის საფუძველი არ იყოს. თუ ცივილურ სამყაროში სესხი მატერიალური მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის გამოიყენება, ჩვენთან ამას ფინანსური მდგომარეობის გაუარესება ახლავს. საქართველოში, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, კომერციულ სტრუქტურებს სესხებზე საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვთ დაწესებული.

ჩვენი ღარიბი ქვეყნის მოსახლეობას, რომელთაც ათეულობით წლების განმავლობაში ყველაფერი აკლდა, ახლა ივსებს დანაკლისს, მაგრამ რეალურად ეს იწვევს მათ გაღარიბებას. მიუხედავად იმისა, რომ ისინი იძენენ გარკვეული სახის ნივთს, მაინც ღარიბდებიან.

საფინანსო სექტორი მუშაობს საკუთარი თავის გამდიდრებაზე და არა ეკონომიკაზე. სხვადასხვა ტიპის სესხით, რომელიც გაცემულია მოსახლეობაზე, აფინანსებს იმპორტს და არა ადგილობრივ ეკონომიკას", - განუცხადა "ბიზნეს რეზონანსს" ელიავამ.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ საქართველოში მოსახლეობა სესხს, ხშირ შემთხვევაში, უკიდურესი აუცილებლობის გამო იღებს.

"მთლიანობაში სესხი, რომელიც მიემართება ეკონომიკის განვითარებაზე, ინვესტირებაზე, თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ აქ ხალხი რეალურად სესხს იმის გამო იღებს, რომ აუცილებლად სჭირდება.

რაც შეეხება სესხის წილის ზრდას, ეს არის ბანკების საკმაოდ აგრესიული პოლიტიკის ნაწილი, რომელიც თუნდაც დაკავშირებულია იგივე განვადებებთან. პრაქტიკულად, ყველა მაღაზიაში ვხვდებით განვადების ოფიცრებს, რომლებიც გთავაზობენ ამა თუ იმ ნივთს დღეში 1 ლარიდან. ხალხიც ამ შეთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მახეში ებმება, თანაც ისე, რომ ვერ იაზრებენ სამომავლოდ დამდგარ პასუხისმგებლობას, რომელიც, სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევაში ცუდად სრულდება", - განაცხადა აბაშიშვილმა.

რაც შეეხება იმას, თუ მოსხალეობის რა პროცენტი შეიძლება სარგებლობდეს ამა თუ იმ ტიპის სესხით, კონკრეტული პასუხი აბაშიშვილს არ აქვს.

"რთულია იმის თქმა მოსახლეობის რა ნაწილს აქვს სესხი აღებული, ანუ რამდენ ადამიანს გააჩნია საფინანსო ორგანიზაციების მიმართ ფინანსური ვალდებულება. ექსპერტული გათვალებით, შეიძლება თამამად ითქვას, რომ დღეს ყოველ მეორეს ბანკის ან სხვა კომერციული ინსტიტუტის ვალი გააჩნია", - დასძინა აბაშიშვილმა.

ლია ელიავას გათვლებით კი, ეს ციფრი 40%-ის ფარგლებში მერყეობს. "იმის გამო, რომ სახელმწიფოს არ გაგვაჩნია საკრედიტო ისტორიების სტატისტიკა (ეს მხოლოდ კერძო სტრუქტურებს აქვთ), რთულია საუბარი მოსახლეობის რა პროცენტს გააჩნია ფინანსური ინსტიტუტების მიმართ დავალიანება. ამ სტატისტიკას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა აწარმოებს. ჩემი გათვლებით, მოვალეთა რაოდენობა, შესაძლოა, მოსახლეობის 30-40%-ს შეადგენდეს," - აცხადებს ელიავა.

ელზა წიკლაური

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია