მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დუდუ დადიანის მკვლელობის ვერსიები
დუდუ დადიანის მკვლელობის ვერსიები

"არ­სე­ბობს შემ­დგა­რი ადა­მი­ა­ნის ფე­ნო­მე­ნი და დუდუ იყო ასე­თი", - ამ­ბობს დუ­დუს უფ­რო­სი ძმა, ლე­ვან და­დი­ა­ნი, რომ­ლის ცხოვ­რე­ბა­საც თა­ვი­სე­ბუ­რი დაღი და­ას­ვა სა­ში­ნელ­მა ტრა­გე­დი­ამ.

დუდუ (და­ვით) და­დი­ა­ნი 2002 წლის 22 იან­ვარს სპორ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის კი­ბე­ზე მოკ­ლეს. წარ­სულ­ში ცნო­ბი­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ხუთგზის ჩემ­პი­ო­ნი, "ვი­თას" და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი იმ­ხა­ნად კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი იყო. დუ­დუს ბო­როტ­მოქ­მედ­მა ოთხი ტყვია ეს­რო­ლა, 3 ხელ­ში მოხ­ვდა, 1 - გულ­ში. ამ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი მკვლე­ლო­ბის გა­მო­ძი­ე­ბა ორ­ჯერ და­ი­წყო, მაგ­რამ ახა­ლი არა­ფე­რი თქმუ­ლა, არც დუ­დუს მკვლე­ლი დას­ჯი­ლა. მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ დღემ­დე უამ­რა­ვი ვერ­სი­აა.

ლე­ვან და­დი­ა­ნი: - ათა­სი ჭორი გავ­რცელ­და: კა­ზი­ნო­ში ფული წა­ა­გოო, რა­ღაც წი­ლებს ემსხვერ­პლაო... ეს ვერ­სი­ე­ბი გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი სიც­რუე და ჭო­რია.

- თქვენ მიგ­ვიყ­ვა­ნეთ სი­მარ­თლეს­თან ახ­ლოს...

- ჭო­რა­ო­ბას ვერ და­ვი­წყებ, ვერც ვერ­სი­ე­ბით და ვა­რა­უ­დე­ბით ვი­ლა­პა­რა­კებ. ჩამ­დენ­მა ერთი ცოდ­ვა ქნა, დამ­ბრა­ლე­ბელ­მა ათა­სიო. რო­გორც მკვლე­ლო­ბის პირ­ველ დღეს არა­ფე­რი იყო ნა­თე­ლი, დღე­საც ასე­ვეა.

- მას შემ­დეგ 12 წელი გა­ვი­და. დამ­ნა­შა­ვე არ დას­ჯი­ლა... რო­გორც ამ­ბო­ბენ, საქ­მე­ში იყო მკვლე­ლის ქუდი, ია­რა­ღი და მას­რე­ბი. ასე რთუ­ლი იყო ამ საქ­მის გახ­სნა? თა­ვის დრო­ზე მა­მათ­ქვენ­მა გვი­თხრა, ამ საქ­მეს ვი­ღაც მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ბლო­კავ­სო.

- საქ­მე­ში ტყვი­ის მას­რე­ბი და ქუდი თუ იყო, ესეც არ ვი­ცით. ოჯა­ხის წევ­რებს პო­ლი­ცია გვაწ­ვდი­და ინ­ფორ­მა­ცი­ას... მკვლე­ლო­ბის მე­ო­რე დღეს ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მო­ვი­და მა­შინ­დე­ლი პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი კახა ბა­კუ­რა­ძე და რი­ხი­ა­ნად თქვა, - ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცით, ნივთმტკი­ცე­ბე­ბი გვაქვს, მოწ­მე­ე­ბი გვყავს. და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნა ჩვე­ნი პრეს­ტი­ჟის საქ­მე­აო. მაგ­რამ რა? მერე

აღ­მოჩ­ნდა, რომ გა­მო­ძი­ე­ბას ხელთ აღარც ქუდი ჰქონ­და და არც არა­ფე­რი.

ვისი მო­გო­ნი­ლი იყო და რა­ტომ, ან ვინ ბლო­კავ­და ამ საქ­მეს, ჩემ­თვის უც­ნო­ბია...

- ორი წლის წინ ით­ქვა, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გა­ყალ­ბე­ბის­თვის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ზვი­ად უზ­ნა­ძე და­ა­კა­ვე­სო. ეს თუ იცო­დით?

- ეს ამ­ბა­ვი პრე­სით შე­ვი­ტყვე...

- 2010 წელს, რო­დე­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყეს, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­კი­თხვა­ზე და­გი­ბა­რეს. მარ­თლა იყო ზე­წო­ლა და რას მო­ი­თხოვ­დნენ თქვენ­გან?

- მე და მა­მა­ჩე­მი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში დაგ­ვი­ბა­რეს - საქ­მე გაგ­ვახ­სნე­ვი­ნე­თო. წყალ­წა­ღე­ბუ­ლებს დახ­მა­რე­ბას გვთხოვ­დნენ. მა­შინ უბ­რა­ლოდ გა­მოგ­ვკი­თხეს... გაგ­ვი­ხარ­და, საქ­მე და­იძ­რაო. გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა კახა მა­ჭა­ვა­რი­ან­მა გვი­თხრა, იმე­დი გვაქვს, გვერ­დში დაგ­ვიდ­გე­ბი­თო. ამის შემ­დეგ გა­გი­გი­ათ რამე? მე სა­გა­ზე­თო ჭო­რე­ბის გარ­და, არა­ფე­რი მსმე­ნია. იმ მო­მენ­ტში ჩემ­ზე ზე­წო­ლა არ ყო­ფი­ლა (ზე­წო­ლა შემ­დეგ და­ი­წყო). და­კი­თხვის დროს აბ­სურ­დულ რა­ღა­ცებს მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, იმ სუ­ლე­ლურ ვერ­სი­ებს ვერც გა­ვი­მე­ო­რებ. მათ მიერ შე­თხზუ­ლი სცე­ნა­რი ასე­თი იყო: თით­ქოს ვატო ყი­ფი­ან­მა მოკ­ლა კახი ასა­თი­ა­ნი, რად­გან კა­ხიმ თა­ვის დრო­ზე შვი­ლის, მაკა ასა­თი­ა­ნის გამო იძია შური და მო­აკ­ვლე­ვი­ნა დუდუ... ეს იმ­დე­ნად აბ­სურ­დუ­ლია, ლა­პა­რა­კი არც მინ­და. სა­ნამ და­მი­ჭერ­დნენ, მა­ნამ­დე პრე­სით გავ­რცელ­და ეს სუ­ლე­ლუ­რი ვერ­სია...

- კახი ასა­თი­ა­ნის შუ­რის­ძი­ე­ბა თუ მი­გაჩ­ნი­ათ სარ­წმუ­ნოდ?

- გა­მო­რი­ცხუ­ლია... დუდუ ფე­დე­რა­ცი­ა­ში რომ მოხ­ვდა, კახი გვერ­დში და­უდ­გა. მათი ურ­თი­ერ­თო­ბა მე­გობ­რო­ბა­ზე მეტი იყო... რა­ტომ უნდა მო­ეკ­ლა დუდუ? ვერ და­ვი­ჯე­რებ...

- კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში ყვე­ლა­ფე­რი აწყო­ბი­ლი იყო?

- ფე­დე­რა­ცი­ა­ში არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ყო­ფი­ლა. დუდუ ამ­ბობ­და, და­ვი­ღა­ლე, დახ­მა­რე­ბა მინ­დაო და მე­გობ­რე­ბი მხარ­ში ამო­ი­ყე­ნა. ბესო ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნიც (კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი) მისი მე­გო­ბა­რი იყო. კონ­ფლიქ­ტის პა­ტა­რა სა­ბა­ბიც კი არას­დროს ყო­ფი­ლა.

- ის­მის კი­თხვა, იყო ეს დაკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბა, თუ პი­რა­დი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა? თქვენ და თქვე­ნი მე­გობ­რე­ბიც იძი­ებ­დით ალ­ბათ ამ საქ­მეს...

- კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის მე­ო­რე სარ­თულ­ზე შემ­თხვე­ვით, შე­ლა­პა­რა­კე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე რომ არ მოხ­დე­ბო­და მკვლე­ლო­ბა, თა­ნაც მა­ყუ­ჩი­ა­ნი ია­რა­ღით, ამას ბავ­შვიც მიხ­ვდე­ბა. მკვლე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იყო და დუ­დუს მოკ­ვლა გან­ზრა­ხუ­ლი ჰქონ­და. სა­ი­დან მო­ი­ტა­ნეს, თით­ქოს ვი­ღაც ბიჭი შე­ეს­წრო მკვლე­ლო­ბას და მერე ის კიკ­ვი­ძის ბაღ­ში მოკ­ლე­სო? ჩვენც ვე­ძებ­დით მკვლელს, ყვე­ლა ვნა­ხეთ და გა­მოვ­კი­თხეთ, ვის­ზეც კი რამე ით­ქვა - მა­ვანს ია­რა­ღი­ა­ნი მკვლე­ლი შე­ე­ფე­თაო, ვი­ღა­ცამ წაქ­ცე­უ­ლი ნა­ხაო... ვი­ღა­ცებ­მა მარ­თლაც და­ი­ნა­ხეს გაქ­ცე­უ­ლი კაცი, მაგ­რამ მკვლე­ლო­ბას ვინ­მე შეს­წრე­ბო­და, ასე­თი არც პო­ლი­ცი­ას და არც ჩვენ არ გვი­ნა­ხავს... მოკ­ლედ, ვე­რა­ნა­ირ კვალ­ზე ვერ გა­ვე­დით.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დუდუ დადიანის მკვლელობის ვერსიები

დუდუ დადიანის მკვლელობის ვერსიები

"არსებობს შემდგარი ადამიანის ფენომენი და დუდუ იყო ასეთი", - ამბობს დუდუს უფროსი ძმა, ლევან დადიანი, რომლის ცხოვრებასაც თავისებური დაღი დაასვა საშინელმა ტრაგედიამ.

დუდუ (დავით) დადიანი 2002 წლის 22 იანვარს სპორტის დეპარტამენტის კიბეზე მოკლეს. წარსულში ცნობილი კალათბურთელი, საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი, "ვითას" და საქართველოს ნაკრების კაპიტანი იმხანად კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო. დუდუს ბოროტმოქმედმა ოთხი ტყვია ესროლა, 3 ხელში მოხვდა, 1 - გულში. ამ გახმაურებული და ბურუსით მოცული მკვლელობის გამოძიება ორჯერ დაიწყო, მაგრამ ახალი არაფერი თქმულა, არც დუდუს მკვლელი დასჯილა. მკვლელობის შესახებ დღემდე უამრავი ვერსიაა.

ლევან დადიანი: - ათასი ჭორი გავრცელდა: კაზინოში ფული წააგოო, რაღაც წილებს ემსხვერპლაო... ეს ვერსიები გამაღიზიანებელი სიცრუე და ჭორია.

- თქვენ მიგვიყვანეთ სიმართლესთან ახლოს...

- ჭორაობას ვერ დავიწყებ, ვერც ვერსიებით და ვარაუდებით ვილაპარაკებ. ჩამდენმა ერთი ცოდვა ქნა, დამბრალებელმა ათასიო. როგორც მკვლელობის პირველ დღეს არაფერი იყო ნათელი, დღესაც ასევეა.

- მას შემდეგ 12 წელი გავიდა. დამნაშავე არ დასჯილა... როგორც ამბობენ, საქმეში იყო მკვლელის ქუდი, იარაღი და მასრები. ასე რთული იყო ამ საქმის გახსნა? თავის დროზე მამათქვენმა გვითხრა, ამ საქმეს ვიღაც მაღალჩინოსანი ბლოკავსო.

- საქმეში ტყვიის მასრები და ქუდი თუ იყო, ესეც არ ვიცით. ოჯახის წევრებს პოლიცია გვაწვდიდა ინფორმაციას... მკვლელობის მეორე დღეს ტელევიზიით გამოვიდა მაშინდელი პოლიციის სამმართველოს უფროსი კახა ბაკურაძე და რიხიანად თქვა, - ყველაფერი ვიცით, ნივთმტკიცებები გვაქვს, მოწმეები გვყავს. დანაშაულის გახსნა ჩვენი პრესტიჟის საქმეაო. მაგრამ რა? მერე

აღმოჩნდა, რომ გამოძიებას ხელთ აღარც ქუდი ჰქონდა და არც არაფერი.

ვისი მოგონილი იყო და რატომ, ან ვინ ბლოკავდა ამ საქმეს, ჩემთვის უცნობია...

- ორი წლის წინ ითქვა, მტკიცებულების გაყალბებისთვის გამომძიებელი ზვიად უზნაძე დააკავესო. ეს თუ იცოდით?

- ეს ამბავი პრესით შევიტყვე...

- 2010 წელს, როდესაც "ნაციონალებმა" ხელახალი გამოძიება დაიწყეს, პროკურატურაში დაკითხვაზე დაგიბარეს. მართლა იყო ზეწოლა და რას მოითხოვდნენ თქვენგან?

- მე და მამაჩემი პროკურატურაში დაგვიბარეს - საქმე გაგვახსნევინეთო. წყალწაღებულებს დახმარებას გვთხოვდნენ. მაშინ უბრალოდ გამოგვკითხეს... გაგვიხარდა, საქმე დაიძრაო. გამომძიებელმა კახა მაჭავარიანმა გვითხრა, იმედი გვაქვს, გვერდში დაგვიდგებითო. ამის შემდეგ გაგიგიათ რამე? მე საგაზეთო ჭორების გარდა, არაფერი მსმენია. იმ მომენტში ჩემზე ზეწოლა არ ყოფილა (ზეწოლა შემდეგ დაიწყო). დაკითხვის დროს აბსურდულ რაღაცებს მეკითხებოდნენ, იმ სულელურ ვერსიებს ვერც გავიმეორებ. მათ მიერ შეთხზული სცენარი ასეთი იყო: თითქოს ვატო ყიფიანმა მოკლა კახი ასათიანი, რადგან კახიმ თავის დროზე შვილის, მაკა ასათიანის გამო იძია შური და მოაკვლევინა დუდუ... ეს იმდენად აბსურდულია, ლაპარაკი არც მინდა. სანამ დამიჭერდნენ, მანამდე პრესით გავრცელდა ეს სულელური ვერსია...

- კახი ასათიანის შურისძიება თუ მიგაჩნიათ სარწმუნოდ?

- გამორიცხულია... დუდუ ფედერაციაში რომ მოხვდა, კახი გვერდში დაუდგა. მათი ურთიერთობა მეგობრობაზე მეტი იყო... რატომ უნდა მოეკლა დუდუ? ვერ დავიჯერებ...

- კალათბურთის ფედერაციაში ყველაფერი აწყობილი იყო?

- ფედერაციაში არანაირი პრობლემა არ ყოფილა. დუდუ ამბობდა, დავიღალე, დახმარება მინდაო და მეგობრები მხარში ამოიყენა. ბესო ლიპარტელიანიც (კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი) მისი მეგობარი იყო. კონფლიქტის პატარა საბაბიც კი არასდროს ყოფილა.

- ისმის კითხვა, იყო ეს დაკვეთილი მკვლელობა, თუ პირადი ანგარიშსწორება? თქვენ და თქვენი მეგობრებიც იძიებდით ალბათ ამ საქმეს...

- კალათბურთის ფედერაციის მეორე სართულზე შემთხვევით, შელაპარაკების საფუძველზე რომ არ მოხდებოდა მკვლელობა, თანაც მაყუჩიანი იარაღით, ამას ბავშვიც მიხვდება. მკვლელი პროფესიონალი იყო და დუდუს მოკვლა განზრახული ჰქონდა. საიდან მოიტანეს, თითქოს ვიღაც ბიჭი შეესწრო მკვლელობას და მერე ის კიკვიძის ბაღში მოკლესო? ჩვენც ვეძებდით მკვლელს, ყველა ვნახეთ და გამოვკითხეთ, ვისზეც კი რამე ითქვა - მავანს იარაღიანი მკვლელი შეეფეთაო, ვიღაცამ წაქცეული ნახაო... ვიღაცებმა მართლაც დაინახეს გაქცეული კაცი, მაგრამ მკვლელობას ვინმე შესწრებოდა, ასეთი არც პოლიციას და არც ჩვენ არ გვინახავს... მოკლედ, ვერანაირ კვალზე ვერ გავედით.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ