საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი შვილი საუნაში მუშაობს... მინდა, ყველა დედა დააფიქროს ამ წერილმა"
"ჩემი შვილი საუნაში მუშაობს... მინდა, ყველა დედა დააფიქროს ამ წერილმა"

Ambebi.ge გთა­ვა­ზობთ სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლებს "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" სხვა­დას­ხვა ბეჭ­დუ­რი გა­მო­ცე­მე­ბის არ­ქი­ვე­ბი­დან. წარ­მო­გიდ­გენთ ჟურ­ნალ "გზის" 2002 წლის პუბ­ლი­კა­ცი­ას.

***

ჩემს რეს­პონ­დენტს ზოგი გა­ამ­ტყუ­ნებს, ბევ­რი ალ­ბათ გა­ა­მარ­თლებს. ამ­გვარ შემ­თხვე­ვებ­ში, ადა­მი­ა­ნე­ბი უმე­ტეს­წი­ლად, ინ­კოგ­ნი­ტოდ დარ­ჩე­ნას ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ ხოლ­მე. ამ ქალ­მა კი გა­და­წყვი­ტა, სა­კუ­თა­რი თა­ვი­ცა და თა­ვი­სი ოჯა­ხის დიდი ტკი­ვი­ლიც სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­ე­ტა­ნა და არც ვი­ნა­ო­ბა და­ე­მა­ლა. დალი სეხ­ნი­აშ­ვი­ლი-მი­ქა­ვა, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, 7 ან­გე­ლო­ზი­სა და კი­დევ ერთი - ზნე­და­ცე­მუ­ლი ან­გე­ლო­ზის დე­დაა. ყვე­ლა­ზე პა­ტა­რე­ბი (ტყუ­პე­ბი) - 9 წლი­სა­ნი არი­ან, ხოლო უფ­რო­სი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ვი­სა­უბ­რეთ, 21 წლის გუ­ლია, იგი­ვე - ქეთი მი­ქა­ვაა. ის თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­უ­ნა­ში მუ­შა­ობს და რო­გორც ამ­ბო­ბენ, კლი­ენ­ტთა შო­რის საკ­მაო პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს...

- ქალ­ბა­ტო­ნო დალი, რამ გა­და­გა­წყვე­ტი­ნათ, თქვე­ნი სა­წუ­ხა­რი სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­გე­ტა­ნათ?

- ხომ გა­გი­გო­ნი­ათ: კაც­მა ჭირი მალა, მაგ­რამ ჭირ­მა თავი არ და­მა­ლაო? მე რაც არ უნდა ვმა­ლო და ვფა­რო, ქვეყ­ნად თავი უკვე მოჭ­რი­ლი მაქვს. ძა­ლი­ან მი­ჭირს ჩემს სა­კუ­თარ შვილ­ზე, ჩემს სის­ხლსა და ხორ­ცზე საქ­ვეყ­ნოდ ლა­პა­რა­კი; ისიც მი­ჭირს, მას მე­ძა­ვი რომ და­ვარ­ქვა, მაგ­რამ სი­მარ­თლეს სად და­ე­მა­ლე­ბი?! ცხოვ­რე­ბა ისეა მო­წყო­ბი­ლი, რომ ყვე­ლა ყვე­ლა­ფერს იგებს, სულ ბო­ლოს კი - ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მაგ­რამ მე უკვე კარ­გა ხა­ნია ვიცი, ჩემი შვი­ლი რო­გო­რი ცხოვ­რე­ბი­თაც ცხოვ­რობს, რით სუნ­თქავს...

- რა იცით ქე­თის შე­სა­ხებ?

- ვიცი, რომ სა­ბურ­თა­ლო­ზე, ერთ-ერთ სა­უ­ნა­ში მუ­შა­ობს; ვიცი, რომ ერთ ღა­მე­ში, სა­შუ­ა­ლოდ, 3-4 კლი­ენტს ის­ტუმ­რებს და ფულს ამით შო­უ­ლობს... მოვა გამ­თე­ნი­ი­სას, დაღ­ლილ-და­ქან­ცუ­ლი, ჭა­მის თა­ვიც აღარ აქვს; ლო­გინ­ზე მი­ეგ­დე­ბა და იძი­ნებს. შუ­ა­დღის 3-4 სა­ათ­ზე, ისევ გა­დის სახ­ლი­დან და ასე მე­ორ­დე­ბა ყო­ველ­დღე...

- რო­გო­რი ბავ­შვი იყო ქეთი?

- პა­ტა­რა­ო­ბი­სას, ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი და დამ­ჯე­რი იყო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 8 შვი­ლი მყავს. პა­ტა­რე­ბი სულ მა­გის გაზ­რდი­ლე­ბი არი­ან; ოჯა­ხის საქ­მე­შიც მეხ­მა­რე­ბო­და. ქეთი ყვე­ლა­ზე უფ­რო­სია და ყვე­ლა­ზე მეტი ჯაფა მას ად­გე­ბო­და. და­უ­ზა­რე­ლი და ცო­ცხა­ლი ბავ­შვი იყო... რომ წა­მო­ი­ზარ­და, ისე შე­იც­ვა­ლა, რომ ვე­ღარ ვცნობ­დი... 13 წლი­სა, პირ­ვე­ლად გაგ­ვექ­ცა სახ­ლი­დან. რამ­დე­ნი­მე დღე ვე­ძებ­დით, მერე ნა­თე­სავ­თან ვი­პო­ვეთ და უკან და­ვაბ­რუ­ნეთ... ბი­ჭი­ვით იც­ვამ­და, სვამ­და კი­დეც, კა­ცი­ვით იგი­ნე­ბო­და... 14 წლი­სა გა­თხოვ­და. ერთი სა­ა­თის გაც­ნო­ბილ, თა­ვის­ზე 14 წლით უფ­როს კაცს გაჰ­ყვა. თა­მა­მად ვი­ტყვი, რომ სუფ­თა და უმ­წიკ­ვლო ჩა­ბარ­და ქმარს. კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო ჩემი სიძე - გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, სა­ხე­ლო­ვა­ნი კაცი. ცოლს ხე­ლის­გულ­ზე ატა­რებ­და. ერთი წელი გაძ­ლო მას­თან, მაგ­რამ ვაი, იმ გაძ­ლე­ბას. ქმარს სცემ­და, ამ­წა­რებ­და. ამ ერთი წლის მან­ძილ­ზე, რამ­დენ­ჯერ­მე, პო­ლი­ცი­ა­ში ხელ­წე­რი­ლი და­ა­წე­რი­ნეს, რომ მე­უღ­ლეს ფი­ზი­კურ და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას აღარ მი­ა­ყე­ნებ­და, მაგ­რამ შე­ა­ყა­რე კე­დელს ცერ­ცვი... სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, იყო თუ არა მისი ერ­თგუ­ლი, ისიც არ ვიცი, მაგ­რამ მას რომ გა­შორ­და, მას შემ­დეგ უამ­რა­ვი საყ­ვა­რე­ლი გა­მო­იც­ვა­ლა. ნა­ხავ­და ვინ­მე ახალ "კუ­როს", მერე იმის ყვე­ლა ძმა­კაცს ლო­გინ­ში უწ­ვე­ბო­და...

- რო­გორ ფიქ­რობთ - რამ გა­მო­იწ­ვია ის, რომ ქეთი ასე ძლი­ერ შე­იც­ვა­ლა?

- არ ვიცი. ალ­ბათ მე­გობ­რებ­მა ან ცხოვ­რე­ბამ... პა­ტა­რა­ო­ბი­სას ქე­თიმ საკ­მა­ოდ ია­ვად­მყო­ფა; თუ რა­ი­მე ბა­ტო­ნე­ბი არ­სე­ბობს, ყვე­ლა თით­ქმის ერ­თბა­შად შეხ­ვდა. შე­იძ­ლე­ბა ამან მის ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე იმოქ­მე­და: ოდ­ნავ გაბ­რაზ­დე­ბა თუ არა, თავს ვე­ღარ აკონ­ტრო­ლებს, - შე­უძ­ლია ყვე­ლა­ფე­რი და­ლე­წოს და თავ­ზე დაგ­ვამ­ხოს.

- არ გიც­დი­ათ, რო­გორ­მე გე­მოქ­მე­დათ მას­ზე? ან მშვი­დად და­ლა­პა­რა­კე­ბო­დით, ან ეკ­ლე­სი­ა­ში წა­გეყ­ვა­ნათ...

- მე მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნი ვარ, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნი. ვლო­ცუ­ლობ იმის­თვის, რომ ჩემი ქეთი ჭა­ო­ბი­დან ამო­ვიყ­ვა­ნო, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით, არა­ფე­რი გა­მომ­დის. რაც შე­ე­ხე­ბა სა­უ­ბარს - მას­თან და­ლა­პა­რა­კე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა: არ მის­მენს, იგი­ნე­ბა, სახ­ლი­დან გარ­ბის. ერთხელ, წმინ­და გი­ორ­გის ხატ­თან მი­ვიყ­ვა­ნე, სან­თე­ლი და­ვან­თე და ვთხო­ვე, ელო­ცა. სულ გა­გიჟ­და: ხატს სულ ზედ აფურ­თხა და არა­ნორ­მა­ლუ­რი მე­ძა­ხა... ერთხელ, ახ­ლობ­ლე­ბი გვეს­ტუმრნენ. უხე­შად მომ­მარ­თა მათი თან­დას­წრე­ბით. შვი­ლო, დედა ვარ შენი, ასე რა­ტომ მექ­ცე­ვი-მეთ­ქი? - რით ვერ გა­ი­გო ამ იდი­ოტ­მა ქალ­მა, რომ ყვე­ლა ბოზს პა­ტი­ო­სა­ნი ხალ­ხი ეჯავ­რე­ბაო?! - სტუმ­რებს მი­უბ­რუნ­და ქეთი... სახ­ლში რო­დე­საც მო­დის, ყვე­ლა­ნი ვუყ­ვარ­ვართ, და-ძმებს ეფე­რე­ბა, სა­ჩუქ­რე­ბიც მო­აქვს პა­ტა­რე­ბის­თვის; სახ­ლი­დან გავა თუ არა, ყვე­ლა­ნი ვა­ვი­წყდე­ბით: შე­უძ­ლია, კვი­რა­ო­ბით არ მო­ვი­დეს შინ და არც იდარ­დოს იმა­ზე, ცო­ცხლე­ბი ვართ თუ მკვდრე­ბი. ამ­ჟა­მად, ფაქ­ტობ­რი­ვად, მთელ ოჯახს ის ინა­ხავს.

- იქ­ნებ, გა­ჭირ­ვე­ბამ აი­ძუ­ლა, ამ გზას დას­დგო­მო­და?

- არა, გა­მო­რი­ცხუ­ლია. როცა მან ასე­თი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყო, ჩვენ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად არ გვი­ჭირ­და, პი­რი­ქით - საკ­მა­ოდ წელ­გა­მარ­თუ­ლე­ბიც ვი­ყა­ვით. მას ასე­თი ცხოვ­რე­ბა მოს­წონს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ: სამ­სა­ხუ­რიც რომ ვუ­შო­ვოთ ნორ­მა­ლურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, მა­ინც და­უბ­რუნ­დე­ბა ჩვე­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას.

- რომ გა­მოჩ­ნდეს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც შე­იყ­ვა­რებ­და, იქ­ნებ, მის მი­მართ ერ­თგუ­ლე­ბაც გა­მო­ე­ჩი­ნა?

- ასე­თი ადა­მი­ა­ნი არ­სე­ბობს: ქე­თის უყ­ვარს, მაგ­რამ მისი ერ­თგუ­ლი მა­ინც არ არის. თით­ქმის ორი წე­ლია, მას­თან მე­გობ­რობს. იმა­ნაც იცის, ქეთი რით სუნ­თქავს. უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაც მოს­დით ხოლ­მე ამის გამო, ცემა-ტყე­პამ­დეც კი მი­დის საქ­მე, მაგ­რამ თავს იმარ­თლეს - სუ­ლით კი არ გღა­ლა­ტობ, ეს ჩემი ხორ­ცია და რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რო­გორ მო­ვე­პყრო­ბიო?! - ეს არის ჩემი სამ­სა­ხუ­რი, სა­დაც ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, მი­ვი­დე და ვი­მუ­შაო, შენ კი, მიყ­ვარ­ხარ და შენი გუ­ლის­თვის თავ­საც გავ­წი­რა­ვო, - ეუბ­ნე­ბა... ერთხელ, ქე­თიმ თა­ვის საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­ზე იეჭ­ვი­ა­ნა და ვე­ნებ­გა­დახ­სნი­ლი, ძლივს გა­და­ვარ­ჩი­ნეთ. უამ­რა­ვი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა თავს ამის გამო.

- მე­გობ­რე­ბი თუ ჰყავს?

- ჰყავს, მაგ­რამ წე­სი­ე­რი და და­ლა­გე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის მქო­ნე - არა­ვინ. ისე, მე­გობ­რე­ბის გა­ტა­ნა და მათ­თვის თავ­და­დე­ბა, ქე­თის ყვე­ლა­ზე და­დე­ბი­თი თვი­სე­ბაა. მათი გუ­ლის­თვის, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი საქ­მის გა­კე­თე­ბაც კი შე­უძ­ლია. ქეთი კე­თი­ლია, სა­ოც­რად თბი­ლი და მიმ­ნდო­ბი. ერთხელ, გვი­ან ღა­მით ქუ­ჩა­ში და­უ­ნა­ხავს გო­გო­ნა რო­მე­ლიც ხეზე მიყრდნო­ბი­ლი ტი­რო­და. მო­ე­ფე­რა და­უყ­ვა­ვა და შინ მო­იყ­ვა­ნა. თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე ცხოვ­რობ­და ქე­თის­თან. არ გე­გო­ნოთ, კი­თხვე­ბით შე­უ­წუ­ხა გული - ვინ ხარ, რა­ტომ ტი­რო­დი, ან შინ რა­ტომ არ მი­დი­ხა­რო?.. ის გო­გო­ნა ისე წა­ვი­და, მისი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ არა­ვინ არა­ფე­რი იცო­და.

- თქვენ­მა მე­უღ­ლემ თუ იცის ეს ყვე­ლა­ფე­რი?

- არა. მინ­და, ჩემს მე­უღ­ლეს დიდი ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო, რად­გან სი­მარ­თლეს ვუ­მა­ლავ­დი. ამ კაცს ყვე­ლა ნაც­ნო­ბი პა­ტივს სცემს და, რო­გორც პა­ტი­ო­სან ადა­მი­ანს, ისე იც­ნობს. აქ­ტი­უ­რად იყო ჩაბ­მუ­ლი ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბა­ში, ამი­ტომ, შვი­ლე­ბის აღ­ზრდა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ვერ მი­ი­ღო; ეს საქ­მე მთლი­ა­ნად მე მო­მან­დო, მე კი, სა­უ­ბე­დუ­როდ, ვერ გა­ვუ­მარ­თლე... თუ ასე გულ­ღი­ად გე­სა­უბ­რე­ბით, ეს კი­დევ იმი­ტომ, რომ მინ­და, ყვე­ლა დედა და­ა­ფიქ­როს ამ წე­რილ­მა: ქა­ლე­ბი ხში­რად ხუ­ჭა­ვენ თვალს შვი­ლე­ბის უმ­სგავს საქ­ცი­ელ­ზე, ქმრებს უმა­ლა­ვენ სი­მარ­თლეს, შემ­დეგ კი, ჩემ­სა­ვით სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ­დე­ბი­ან ხოლ­მე. პი­რა­დად მე, მი­მაჩ­ნია, რომ ჩემს შვილს სა­ტა­ნა და­ე­პატ­რო­ნა და ვე­რაფ­რით მო­მი­ხერ­ხე­ბია, რომ ხე­ლი­დან გა­მოვ­გლი­ჯო.

- ასე­თი ცხოვ­რე­ბის წესი მის ჯან­მრთე­ლო­ბას არ და­ე­ტყო?

- ვე­ნე­რი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბით ქეთი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. ისე, რამ­დენ­ჯერ­მე სიკ­ვდილს ძლივს გა­მოვ­გლი­ჯეთ ხე­ლი­დან. ცუ­დად ხდე­ბო­და ზუს­ტად იმ დღეს, როცა ყვე­ლა­ზე დიდი სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­უ­ლი იყო... ვერ­ცერ­თი დედა ვერ გა­ი­მე­ტებს შვილს სა­სიკ­ვდი­ლოდ. მეც, მუხ­ლებ­ზე და­ცე­მუ­ლი ვე­ვედ­რე­ბო­დი ღმერ­თს - ჩემი ქეთი და­მიბ­რუ­ნე-მეთ­ქი, თან ვამ­ბობ­დი: ახლა მა­ინც მოვა გონს და გა­მოს­წორ­დე­ბა-მექთი, მაგ­რამ მტერ­სა და ავს ჰქონ­დეს ისე­თი სა­წუ­ხა­რი, მე რომ მაქვს.

- თა­ვად ქე­თის თუ გას­ჩე­ნია სურ­ვი­ლი, ოდეს­მე თქვენ­თვის გა­და­ე­შა­ლა გული?

- იშ­ვი­ა­თად. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბი­დან რა­ღაც ამ­ბა­ვიც მო­უ­ყო­ლია. თუ ნას­ვა­მია, ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა იტი­როს კი­დეც; თით­ქოს ნა­ნობს თა­ვის საქ­ცი­ელს, მაგ­რამ შემ­დეგ ისევ ავი­წყდე­ბა, ერთხელ შევ­თა­ვა­ზე: ერთი ქალი გა­მო­ლოც­ვებს აკე­თებს და წა­გიყ­ვან, იქ­ნებ რა­ი­მე გიშ­ვე­ლოს-მეთ­ქი? ვე­რაფ­რით და­ვი­თან­ხმე, რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დგე, ჩემი ყუ­რით მო­ვის­მი­ნე, თა­ვის მე­გო­ბარს რომ ეუბ­ნე­ბო­და: რომ გა­მო­მი­ლო­ცონ, ვიცი, შე­ვიც­ვლე­ბი და სხვა­ნა­ი­რად ვი­ცხოვ­რებ, ამი­ტომ არ მინ­და, დე­და­ჩემს რომ გავ­ყვეო... კი­დევ ერთი შემ­თხვე­ვა მახ­სენ­დე­ბა: გაბ­რა­ზე­ბულ­მა (უკვე მე­რამ­დე­ნედ, არ ვიცი), ბოთ­ლი და­ამ­სხვრია და ვე­ნე­ბი გა­და­იჭ­რა. შვე­ლა გვინ­დო­და, მაგ­რამ სახ­ლი­დან გაგ­ვექ­ცა. სის­ხლი თქრი­ალ-თქრი­ა­ლით მოს­დი­ო­და. დიდ­ხანს ვე­ძებ­დით, ბო­ლოს, ეკ­ლე­სი­ა­ში მი­ვა­გე­ნით: მი­სუ­ლა და შვე­ლა უთხო­ვია, მღვდლებს კი, ისეთ სი­ტყვებს ეუბ­ნე­ბო­და, შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი პირ­ჯვარს იწერ­დნენ და - ღმერ­თმა შე­გინ­დო­სო, - მარ­ტო ამის თქმას­ღა ახერ­ხებ­დნენ...

- ვინ მი­იყ­ვა­ნა ქეთი სა­უ­ნა­ში სა­მუ­შა­ოდ?

- თა­ვის­მა მე­გო­ბარ­მა. ერ­თა­დერ­თი, რაც იმ ქა­ლის შე­სა­ხებ ვიცი, ის არის, რომ 16 წლი­დან, ასე­თი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის შვი­ლია. დღეს 30-ს კარ­გა გვა­რი­ა­ნად გა­და­ცი­ლე­ბუ­ლია და კვლავ ქე­თის მე­გობ­რად რჩე­ბა. მა­მა­მი­სი კი, ამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ი­ღუ­პა.

- ის ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ფულს ასე­თი გზით შო­უ­ლო­ბენ, ყვე­ლა­ზე ხში­რად, ამის მი­ზე­ზად, სი­დუ­ხ­ჭი­რეს ასა­ხე­ლე­ბენ და ამ­ბო­ბენ: ფულს მო­ვაგ­რო­ვებთ, რა­ი­მე საქ­მეს წა­მო­ვი­წყებთ და სხვა­ნა­ი­რად ვი­ცხოვ­რებ­თო... ქე­თის არა­სო­დეს უთ­ქვამს მსგავ­სი რამ?

- არა­სო­დეს. იცით, ზოგ­ჯერ ვფიქ­რობ, რომ ფუ­ლის სიყ­ვა­რულ­მა და­ა­ყე­ნა ასეთ გზა­ზე: უზო­მოდ ბევ­რს ხარ­ჯავს. თუ ფული აქვს, არ ენა­ნე­ბა, მაგ­რამ ყო­ფი­ლა ისე­თი შემ­თხვე­ვაც, რომ მა­მა­კაცს უთ­ქვამს: ოღონდ ჩემ­თან იყა­ვი და არა­ფერს მო­გაკ­ლებ, მან­ქა­ნას გი­ყი­დი, ცალ­კე ბი­ნას შე­გი­ძენ, ფუ­ლიც თავ­ზე საყ­რე­ლად გექ­ნე­ბაო, - მაგ­რამ მა­ინც ძვე­ლე­ბუ­რად ცხოვ­რე­ბა არ­ჩია; გა­მო­დის, რომ მოს­წონს ნაირ-ნაირ კაც­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და უზ­ნეო ქცე­ვა... ერთხელ ვკი­თხე; ის მა­ინც გა­მა­გე­ბი­ნე, რო­გორ უძ­ლებ ამ­დენ კაცს, ნუთუ არ გბეზ­რდე­ბა-მეთ­ქი? იცით, რა მი­პა­სუ­ხა? - ყვე­ლა, შენ­ნა­ი­რი ხე და რკი­ნა ხომ არ გგო­ნი­აო... ვფიქ­რობ, რომ მე­ძა­ო­ბა, მისი მო­წო­დე­ბაა, სი­ა­მოვ­ნე­ბას ჰგვრის და სურ­ვი­ლიც არ აქვს, ამ ჭა­ო­ბი­დან ამო­ვი­დეს. არც რა­ი­მე სი­ნა­ნუ­ლის გრძნო­ბა აქვს და არც ცდი­ლობს თა­ვი­სი ცოდ­ვი­ლი სუ­ლის გა­დარ­ჩე­ნას. შე­საძ­ლოა, გა­ვი­დეს წლე­ბი და მწა­რედ ინა­ნოს, მგა­რამ უკვე გვი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

- თქვე­ნი და­ნარ­ჩე­ნი შვი­ლე­ბი რას ამ­ბო­ბენ ქე­თის შე­სა­ხებ?

- ბავ­შვებს უზო­მოდ უყ­ვართ თა­ვი­ან­თი და. მოზ­რდი­ლე­ბი, საკ­მა­ოდ გა­ნიც­დი­ან მის მდგო­მა­რე­ო­ბას. ქეთი იმ­დენ­საც ვერ ხვდე­ბა, რომ თა­ვი­სი ქცე­ვით, უმ­ცრო­სებ­საც უმ­რუ­დებს ცხოვ­რე­ბის გზას. 8 შვი­ლი­დან, 7 გოგო მყავს. უფ­რო­სი, ცუდი მა­გა­ლი­თის მიმ­ცე­მია მათ­თვის და მე­ში­ნია, ისი­ნიც ამ გზას არ და­ად­გნენ. ესეც რომ არ იყოს, სე­რი­ო­ზუ­ლი და ნორ­მა­ლუ­რი ოჯა­ხის შვი­ლი არა­ვინ ახ­ლოს არ გა­ე­კა­რე­ბა ჩემს გო­გო­ებს: მე­ძა­ვი დის პატ­რონს ვინ ითხოვს?!. ასე რომ, ქეთი მარ­ტო თა­ვის თავ­ზე არ უნდა ფიქ­რობ­დეს. მის უკან დგას მამა, რომ­ლის­თვი­საც ამ ამ­ბის გა­გო­ნე­ბა, უზარ­მა­ზა­რი დარ­ტყმა იქ­ნე­ბა; დედა, რო­მე­ლიც დღე და ღამე მის­თვის ლო­ცუ­ლობს და 7 და-ძმა, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბას ახლა იწყებს და უკვე უზარ­მა­ზარ ტვირთს ატა­რებს. თუმ­ცა, ქე­თის ეს ნაკ­ლე­ბად აღელ­ვებს; მისი მომ­დევ­ნო გოგო, 19 წლის არის და ქეთი საყ­ვე­დუ­რობს: რომ დამ­ჯდარ­ხარ სახ­ლში და გულ­ხე­ლი და­გიკ­რე­ფია, - გადი და შენც ისე­ვე იშო­ვე ფული, რო­გორც მე ვშო­უ­ლობ; რით ხარ ჩემ­ზე მეტი, ჩემს კმა­ყო­ფა­ზე რა­ტომ უნდა იჯ­დეო?!..

P.S. მე თვი­თონ, რამ­დენ­ჯერ­მე შევ­ხვდი ქე­თის. ლა­მა­ზი, თბი­ლი გო­გო­ნაა. თა­ვად რომ არ ჰყვე­ბო­დეს გულ­წრფე­ლად სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, ვერც წარ­მო­იდ­გენ, რომ ამ გზას დას­დგო­მია. ქალ­ბა­ტო­ნი და­ლის მო­ნა­ყო­ლი, დე­დის გუ­ლის­ტკი­ვი­ლით არის ნა­კარ­ნა­ხევ და შე­საძ­ლოა, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში მცდა­რიც კი იყოს, რად­გან და­ნამ­დვი­ლე­ბით არა­ვინ იცის, რა ცე­ცხლი ან­თია ამ გო­გო­ნას გულ­ში... ღმერ­თი იყოს მისი მფარ­ვე­ლი; უფ­ლის წყა­ლო­ბა მას ახლა ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა. ჩვენ კი, თუ გუ­ლახ­დი­ლი სა­უბ­რის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდე­ბა, მზად ვართ, ქე­თის აღ­სა­რე­ბა­საც და­ვუთ­მოთ ჟურ­ნა­ლის ფურ­ცლე­ბი...

მარი ჯა­ფა­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

#20 16.05.2002

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"ჩემი შვილი საუნაში მუშაობს... მინდა, ყველა დედა დააფიქროს ამ წერილმა"

"ჩემი შვილი საუნაში მუშაობს... მინდა, ყველა დედა დააფიქროს ამ წერილმა"

Ambebi.ge გთავაზობთ საინტერესო მასალებს "პალიტრა მედიის" სხვადასხვა ბეჭდური გამოცემების არქივებიდან. წარმოგიდგენთ ჟურნალ "გზის" 2002 წლის პუბლიკაციას.

***

ჩემს რესპონდენტს ზოგი გაამტყუნებს, ბევრი ალბათ გაამართლებს. ამგვარ შემთხვევებში, ადამიანები უმეტესწილად, ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებენ ხოლმე. ამ ქალმა კი გადაწყვიტა, საკუთარი თავიცა და თავისი ოჯახის დიდი ტკივილიც სააშკარაოზე გამოეტანა და არც ვინაობა დაემალა. დალი სეხნიაშვილი-მიქავა, როგორც თავად ამბობს, 7 ანგელოზისა და კიდევ ერთი - ზნედაცემული ანგელოზის დედაა. ყველაზე პატარები (ტყუპები) - 9 წლისანი არიან, ხოლო უფროსი, რომლის შესახებაც ვისაუბრეთ, 21 წლის გულია, იგივე - ქეთი მიქავაა. ის თბილისში, ერთ-ერთ საუნაში მუშაობს და როგორც ამბობენ, კლიენტთა შორის საკმაო პოპულარობით სარგებლობს...

- ქალბატონო დალი, რამ გადაგაწყვეტინათ, თქვენი საწუხარი სააშკარაოზე გამოგეტანათ?

- ხომ გაგიგონიათ: კაცმა ჭირი მალა, მაგრამ ჭირმა თავი არ დამალაო? მე რაც არ უნდა ვმალო და ვფარო, ქვეყნად თავი უკვე მოჭრილი მაქვს. ძალიან მიჭირს ჩემს საკუთარ შვილზე, ჩემს სისხლსა და ხორცზე საქვეყნოდ ლაპარაკი; ისიც მიჭირს, მას მეძავი რომ დავარქვა, მაგრამ სიმართლეს სად დაემალები?! ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ ყველა ყველაფერს იგებს, სულ ბოლოს კი - ოჯახის წევრები, მაგრამ მე უკვე კარგა ხანია ვიცი, ჩემი შვილი როგორი ცხოვრებითაც ცხოვრობს, რით სუნთქავს...

- რა იცით ქეთის შესახებ?

- ვიცი, რომ საბურთალოზე, ერთ-ერთ საუნაში მუშაობს; ვიცი, რომ ერთ ღამეში, საშუალოდ, 3-4 კლიენტს ისტუმრებს და ფულს ამით შოულობს... მოვა გამთენიისას, დაღლილ-დაქანცული, ჭამის თავიც აღარ აქვს; ლოგინზე მიეგდება და იძინებს. შუადღის 3-4 საათზე, ისევ გადის სახლიდან და ასე მეორდება ყოველდღე...

- როგორი ბავშვი იყო ქეთი?

- პატარაობისას, ძალიან საყვარელი და დამჯერი იყო. მოგეხსენებათ, 8 შვილი მყავს. პატარები სულ მაგის გაზრდილები არიან; ოჯახის საქმეშიც მეხმარებოდა. ქეთი ყველაზე უფროსია და ყველაზე მეტი ჯაფა მას ადგებოდა. დაუზარელი და ცოცხალი ბავშვი იყო... რომ წამოიზარდა, ისე შეიცვალა, რომ ვეღარ ვცნობდი... 13 წლისა, პირველად გაგვექცა სახლიდან. რამდენიმე დღე ვეძებდით, მერე ნათესავთან ვიპოვეთ და უკან დავაბრუნეთ... ბიჭივით იცვამდა, სვამდა კიდეც, კაცივით იგინებოდა... 14 წლისა გათხოვდა. ერთი საათის გაცნობილ, თავისზე 14 წლით უფროს კაცს გაჰყვა. თამამად ვიტყვი, რომ სუფთა და უმწიკვლო ჩაბარდა ქმარს. კარგი ადამიანი იყო ჩემი სიძე - განათლებული, სახელოვანი კაცი. ცოლს ხელისგულზე ატარებდა. ერთი წელი გაძლო მასთან, მაგრამ ვაი, იმ გაძლებას. ქმარს სცემდა, ამწარებდა. ამ ერთი წლის მანძილზე, რამდენჯერმე, პოლიციაში ხელწერილი დააწერინეს, რომ მეუღლეს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აღარ მიაყენებდა, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი... სიმართლე რომ გითხრათ, იყო თუ არა მისი ერთგული, ისიც არ ვიცი, მაგრამ მას რომ გაშორდა, მას შემდეგ უამრავი საყვარელი გამოიცვალა. ნახავდა ვინმე ახალ "კუროს", მერე იმის ყველა ძმაკაცს ლოგინში უწვებოდა...

- როგორ ფიქრობთ - რამ გამოიწვია ის, რომ ქეთი ასე ძლიერ შეიცვალა?

- არ ვიცი. ალბათ მეგობრებმა ან ცხოვრებამ... პატარაობისას ქეთიმ საკმაოდ იავადმყოფა; თუ რაიმე ბატონები არსებობს, ყველა თითქმის ერთბაშად შეხვდა. შეიძლება ამან მის ნერვულ სისტემაზე იმოქმედა: ოდნავ გაბრაზდება თუ არა, თავს ვეღარ აკონტროლებს, - შეუძლია ყველაფერი დალეწოს და თავზე დაგვამხოს.

- არ გიცდიათ, როგორმე გემოქმედათ მასზე? ან მშვიდად დალაპარაკებოდით, ან ეკლესიაში წაგეყვანათ...

- მე მორწმუნე ადამიანი ვარ, მართლმადიდებელი ქრისტიანი. ვლოცულობ იმისთვის, რომ ჩემი ქეთი ჭაობიდან ამოვიყვანო, მაგრამ ჯერჯერობით, არაფერი გამომდის. რაც შეეხება საუბარს - მასთან დალაპარაკება არ შეიძლება: არ მისმენს, იგინება, სახლიდან გარბის. ერთხელ, წმინდა გიორგის ხატთან მივიყვანე, სანთელი დავანთე და ვთხოვე, ელოცა. სულ გაგიჟდა: ხატს სულ ზედ აფურთხა და არანორმალური მეძახა... ერთხელ, ახლობლები გვესტუმრნენ. უხეშად მომმართა მათი თანდასწრებით. შვილო, დედა ვარ შენი, ასე რატომ მექცევი-მეთქი? - რით ვერ გაიგო ამ იდიოტმა ქალმა, რომ ყველა ბოზს პატიოსანი ხალხი ეჯავრებაო?! - სტუმრებს მიუბრუნდა ქეთი... სახლში როდესაც მოდის, ყველანი ვუყვარვართ, და-ძმებს ეფერება, საჩუქრებიც მოაქვს პატარებისთვის; სახლიდან გავა თუ არა, ყველანი ვავიწყდებით: შეუძლია, კვირაობით არ მოვიდეს შინ და არც იდარდოს იმაზე, ცოცხლები ვართ თუ მკვდრები. ამჟამად, ფაქტობრივად, მთელ ოჯახს ის ინახავს.

- იქნებ, გაჭირვებამ აიძულა, ამ გზას დასდგომოდა?

- არა, გამორიცხულია. როცა მან ასეთი ცხოვრება დაიწყო, ჩვენ მატერიალურად არ გვიჭირდა, პირიქით - საკმაოდ წელგამართულებიც ვიყავით. მას ასეთი ცხოვრება მოსწონს. დარწმუნებული ვარ: სამსახურიც რომ ვუშოვოთ ნორმალურ დაწესებულებაში, მაინც დაუბრუნდება ჩვეულ საქმიანობას.

- რომ გამოჩნდეს ადამიანი, რომელსაც შეიყვარებდა, იქნებ, მის მიმართ ერთგულებაც გამოეჩინა?

- ასეთი ადამიანი არსებობს: ქეთის უყვარს, მაგრამ მისი ერთგული მაინც არ არის. თითქმის ორი წელია, მასთან მეგობრობს. იმანაც იცის, ქეთი რით სუნთქავს. უკმაყოფილებაც მოსდით ხოლმე ამის გამო, ცემა-ტყეპამდეც კი მიდის საქმე, მაგრამ თავს იმართლეს - სულით კი არ გღალატობ, ეს ჩემი ხორცია და რა მნიშვნელობა აქვს, როგორ მოვეპყრობიო?! - ეს არის ჩემი სამსახური, სადაც ვალდებული ვარ, მივიდე და ვიმუშაო, შენ კი, მიყვარხარ და შენი გულისთვის თავსაც გავწირავო, - ეუბნება... ერთხელ, ქეთიმ თავის საყვარელ ადამიანზე იეჭვიანა და ვენებგადახსნილი, ძლივს გადავარჩინეთ. უამრავი ჭრილობა მიაყენა თავს ამის გამო.

- მეგობრები თუ ჰყავს?

- ჰყავს, მაგრამ წესიერი და დალაგებული ცხოვრების მქონე - არავინ. ისე, მეგობრების გატანა და მათთვის თავდადება, ქეთის ყველაზე დადებითი თვისებაა. მათი გულისთვის, წარმოუდგენელი საქმის გაკეთებაც კი შეუძლია. ქეთი კეთილია, საოცრად თბილი და მიმნდობი. ერთხელ, გვიან ღამით ქუჩაში დაუნახავს გოგონა რომელიც ხეზე მიყრდნობილი ტიროდა. მოეფერა დაუყვავა და შინ მოიყვანა. თვეების მანძილზე ცხოვრობდა ქეთისთან. არ გეგონოთ, კითხვებით შეუწუხა გული - ვინ ხარ, რატომ ტიროდი, ან შინ რატომ არ მიდიხარო?.. ის გოგონა ისე წავიდა, მისი ცხოვრების შესახებ არავინ არაფერი იცოდა.

- თქვენმა მეუღლემ თუ იცის ეს ყველაფერი?

- არა. მინდა, ჩემს მეუღლეს დიდი ბოდიში მოვუხადო, რადგან სიმართლეს ვუმალავდი. ამ კაცს ყველა ნაცნობი პატივს სცემს და, როგორც პატიოსან ადამიანს, ისე იცნობს. აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში, ამიტომ, შვილების აღზრდაში მონაწილეობა ვერ მიიღო; ეს საქმე მთლიანად მე მომანდო, მე კი, საუბედუროდ, ვერ გავუმართლე... თუ ასე გულღიად გესაუბრებით, ეს კიდევ იმიტომ, რომ მინდა, ყველა დედა დააფიქროს ამ წერილმა: ქალები ხშირად ხუჭავენ თვალს შვილების უმსგავს საქციელზე, ქმრებს უმალავენ სიმართლეს, შემდეგ კი, ჩემსავით სავალალო მდგომარეობაში ვარდებიან ხოლმე. პირადად მე, მიმაჩნია, რომ ჩემს შვილს სატანა დაეპატრონა და ვერაფრით მომიხერხებია, რომ ხელიდან გამოვგლიჯო.

- ასეთი ცხოვრების წესი მის ჯანმრთელობას არ დაეტყო?

- ვენერიული დაავადებით ქეთი არასოდეს ყოფილა დაავადებული. ისე, რამდენჯერმე სიკვდილს ძლივს გამოვგლიჯეთ ხელიდან. ცუდად ხდებოდა ზუსტად იმ დღეს, როცა ყველაზე დიდი საეკლესიო დღესასწაული იყო... ვერცერთი დედა ვერ გაიმეტებს შვილს სასიკვდილოდ. მეც, მუხლებზე დაცემული ვევედრებოდი ღმერთს - ჩემი ქეთი დამიბრუნე-მეთქი, თან ვამბობდი: ახლა მაინც მოვა გონს და გამოსწორდება-მექთი, მაგრამ მტერსა და ავს ჰქონდეს ისეთი საწუხარი, მე რომ მაქვს.

- თავად ქეთის თუ გასჩენია სურვილი, ოდესმე თქვენთვის გადაეშალა გული?

- იშვიათად. ყოფილა შემთხვევა, თავისი ცხოვრებიდან რაღაც ამბავიც მოუყოლია. თუ ნასვამია, ზოგჯერ შეიძლება იტიროს კიდეც; თითქოს ნანობს თავის საქციელს, მაგრამ შემდეგ ისევ ავიწყდება, ერთხელ შევთავაზე: ერთი ქალი გამოლოცვებს აკეთებს და წაგიყვან, იქნებ რაიმე გიშველოს-მეთქი? ვერაფრით დავითანხმე, რამდენიმე ხნის შემდგე, ჩემი ყურით მოვისმინე, თავის მეგობარს რომ ეუბნებოდა: რომ გამომილოცონ, ვიცი, შევიცვლები და სხვანაირად ვიცხოვრებ, ამიტომ არ მინდა, დედაჩემს რომ გავყვეო... კიდევ ერთი შემთხვევა მახსენდება: გაბრაზებულმა (უკვე მერამდენედ, არ ვიცი), ბოთლი დაამსხვრია და ვენები გადაიჭრა. შველა გვინდოდა, მაგრამ სახლიდან გაგვექცა. სისხლი თქრიალ-თქრიალით მოსდიოდა. დიდხანს ვეძებდით, ბოლოს, ეკლესიაში მივაგენით: მისულა და შველა უთხოვია, მღვდლებს კი, ისეთ სიტყვებს ეუბნებოდა, შეშინებულები პირჯვარს იწერდნენ და - ღმერთმა შეგინდოსო, - მარტო ამის თქმასღა ახერხებდნენ...

- ვინ მიიყვანა ქეთი საუნაში სამუშაოდ?

- თავისმა მეგობარმა. ერთადერთი, რაც იმ ქალის შესახებ ვიცი, ის არის, რომ 16 წლიდან, ასეთი ცხოვრებით ცხოვრობს. კანონიერი ქურდის შვილია. დღეს 30-ს კარგა გვარიანად გადაცილებულია და კვლავ ქეთის მეგობრად რჩება. მამამისი კი, ამ რამდენიმე წლის წინ დაიღუპა.

- ის ქალები, რომლებიც ფულს ასეთი გზით შოულობენ, ყველაზე ხშირად, ამის მიზეზად, სიდუხჭირეს ასახელებენ და ამბობენ: ფულს მოვაგროვებთ, რაიმე საქმეს წამოვიწყებთ და სხვანაირად ვიცხოვრებთო... ქეთის არასოდეს უთქვამს მსგავსი რამ?

- არასოდეს. იცით, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ფულის სიყვარულმა დააყენა ასეთ გზაზე: უზომოდ ბევრს ხარჯავს. თუ ფული აქვს, არ ენანება, მაგრამ ყოფილა ისეთი შემთხვევაც, რომ მამაკაცს უთქვამს: ოღონდ ჩემთან იყავი და არაფერს მოგაკლებ, მანქანას გიყიდი, ცალკე ბინას შეგიძენ, ფულიც თავზე საყრელად გექნებაო, - მაგრამ მაინც ძველებურად ცხოვრება არჩია; გამოდის, რომ მოსწონს ნაირ-ნაირ კაცთან ურთიერთობა და უზნეო ქცევა... ერთხელ ვკითხე; ის მაინც გამაგებინე, როგორ უძლებ ამდენ კაცს, ნუთუ არ გბეზრდება-მეთქი? იცით, რა მიპასუხა? - ყველა, შენნაირი ხე და რკინა ხომ არ გგონიაო... ვფიქრობ, რომ მეძაობა, მისი მოწოდებაა, სიამოვნებას ჰგვრის და სურვილიც არ აქვს, ამ ჭაობიდან ამოვიდეს. არც რაიმე სინანულის გრძნობა აქვს და არც ცდილობს თავისი ცოდვილი სულის გადარჩენას. შესაძლოა, გავიდეს წლები და მწარედ ინანოს, მგარამ უკვე გვიანი იქნება.

- თქვენი დანარჩენი შვილები რას ამბობენ ქეთის შესახებ?

- ბავშვებს უზომოდ უყვართ თავიანთი და. მოზრდილები, საკმაოდ განიცდიან მის მდგომარეობას. ქეთი იმდენსაც ვერ ხვდება, რომ თავისი ქცევით, უმცროსებსაც უმრუდებს ცხოვრების გზას. 8 შვილიდან, 7 გოგო მყავს. უფროსი, ცუდი მაგალითის მიმცემია მათთვის და მეშინია, ისინიც ამ გზას არ დაადგნენ. ესეც რომ არ იყოს, სერიოზული და ნორმალური ოჯახის შვილი არავინ ახლოს არ გაეკარება ჩემს გოგოებს: მეძავი დის პატრონს ვინ ითხოვს?!. ასე რომ, ქეთი მარტო თავის თავზე არ უნდა ფიქრობდეს. მის უკან დგას მამა, რომლისთვისაც ამ ამბის გაგონება, უზარმაზარი დარტყმა იქნება; დედა, რომელიც დღე და ღამე მისთვის ლოცულობს და 7 და-ძმა, რომელიც ცხოვრებას ახლა იწყებს და უკვე უზარმაზარ ტვირთს ატარებს. თუმცა, ქეთის ეს ნაკლებად აღელვებს; მისი მომდევნო გოგო, 19 წლის არის და ქეთი საყვედურობს: რომ დამჯდარხარ სახლში და გულხელი დაგიკრეფია, - გადი და შენც ისევე იშოვე ფული, როგორც მე ვშოულობ; რით ხარ ჩემზე მეტი, ჩემს კმაყოფაზე რატომ უნდა იჯდეო?!..

P.S. მე თვითონ, რამდენჯერმე შევხვდი ქეთის. ლამაზი, თბილი გოგონაა. თავად რომ არ ჰყვებოდეს გულწრფელად საკუთარი ცხოვრების შესახებ, ვერც წარმოიდგენ, რომ ამ გზას დასდგომია. ქალბატონი დალის მონაყოლი, დედის გულისტკივილით არის ნაკარნახევ და შესაძლოა, ზოგ შემთხვევაში მცდარიც კი იყოს, რადგან დანამდვილებით არავინ იცის, რა ცეცხლი ანთია ამ გოგონას გულში... ღმერთი იყოს მისი მფარველი; უფლის წყალობა მას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. ჩვენ კი, თუ გულახდილი საუბრის სურვილი გაუჩნდება, მზად ვართ, ქეთის აღსარებასაც დავუთმოთ ჟურნალის ფურცლები...

მარი ჯაფარიძე

ჟურნალი "გზა"

#20 16.05.2002

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია