მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოტე თოლორდავა ჯულიეტას "მამა" გახდა
კოტე თოლორდავა ჯულიეტას "მამა" გახდა

"ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, ემო­ცი­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი და ამა­ღელ­ვე­ბე­ლი რე­პე­ტი­ცი­ე­ბი გა­ვი­ა­რეთ. დიდი ხა­ნია, ლე­ვან წუ­ლა­ძეს­თან მუ­შა­ო­ბის სურ­ვი­ლი მაქვს, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც, ისე მოხ­და, რომ დღემ­დე ვერ ვი­თა­ნამ­შრომ­ლეთ. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩვე­ნი, რო­გორც მსა­ხი­ო­ბი­სა და რე­ჟი­სო­რის ტან­დე­მი შედ­გა", - ასე იხ­სე­ნებს მსა­ხი­ო­ბი კოტე თო­ლორ­და­ვა სპექ­ტაკლზე - "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა" მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდს. მას პრე­მი­ე­რამ­დე 1 სა­ა­თით ადრე და­ვუ­კავ­შირ­დი და ვთხო­ვე, წი­ნა­საპ­რე­მი­ე­რო გან­წყო­ბა გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა.

კოტე:

- ახლა გრი­მის გა­სა­კე­თებ­ლად შევ­დი­ვარ. რამ­დე­ნი­მე წუ­თიც და სცე­ნა­ზე უნდა გა­ვი­დე. იცი, სა­ოც­რად ვღე­ლავ!

- წარ­მა­ტე­ბულ პრე­მი­ე­რას გი­სურ­ვებ! მა­ნამ­დე კი მინ­და, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა გა­მი­ზი­ა­რო. ჯუ­ლი­ე­ტას მა­მის როლს ას­რუ­ლებ, კა­პუ­ლე­ტი ხარ...

- დიახ, სა­ხა­სი­ა­თო პერ­სო­ნა­ჟია. სა­ერ­თოდ, მი­მაჩ­ნია, რომ მსა­ხი­ო­ბის­თვის ჭო­ლას­თან მუ­შა­ო­ბა დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. ამ სპექ­ტაკლში სხვა­დას­ხვა თა­ო­ბის მსა­ხი­ო­ბე­ბი სცე­ნა­ზე ერ­თად შე­ვიკ­რი­ბეთ. ასეთ სპექ­ტაკლს მარ­თლა მო­ნატ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. აი, ჩემი საყ­ვა­რე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი ჯუ­ლი­ე­ტაც (მსა­ხი­ო­ბი თეკ­ლა ჯა­ვა­ხა­ძე) მო­ვი­და. მისი საყ­ვა­რე­ლი ფრა­ზაა: "არა­სო­დეს, არა­სო­დეს", მაგ­რამ რო­გორც მო­იქ­ცე­ვა, ყვე­ლამ იცის.

თეკ­ლა ჯა­ვა­ხა­ძე:

- ამ სპექ­ტაკლზე დიდი ინ­ტე­რე­სით ვი­მუ­შა­ვე. რა და­სა­მა­ლია და მეც ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ. სპექ­ტაკ­ლი მა­მას­თან შეხ­ვედ­რის სცე­ნით იწყე­ბა.

- კოტე რო­გო­რი პარტნი­ო­რია?

- კოტე ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბია. მას­თან მუ­შა­ო­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო და კომ­ფორ­ტუ­ლია.

- ჯუ­ლი­ე­ტა ბევ­რი მსა­ხი­ო­ბის­თვის სა­ოც­ნე­ბო რო­ლია...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) გე­თან­ხმე­ბი. ვი­სარ­გებ­ლებ შემ­თხვე­ვით და მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი ჭო­ლას იმის­თვის, რომ ამ როლ­ზე და­მა­კა­ვა.

- შენი ჯუ­ლი­ე­ტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლია?

- ბევ­რი ვიშ­რო­მე იმის­თვის, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­მომ­სვლო­და. სხვას ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, ეს მა­ყუ­რე­ბელ­მა უნდა გან­სა­ჯოს.

- შენი აზ­რით, ამ სპექ­ტაკლს მა­ყუ­რე­ბე­ლი რო­გორ მი­ი­ღებს?

- მგო­ნია, რომ გა­ო­ცე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბი ბო­ლომ­დე და­ვი­ხარ­ჯეთ იმის­თვის, რომ ასე მოხ­დეს.

- კოტე, ეს გმი­რი შენ­თვის რამ­დე­ნად ახ­ლო­ბე­ლია?

- ყვე­ლა გმირ­თან შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც სა­ერ­თო გა­მო­ნა­ხო. კარ­გია, რომ ამ სპექ­ტაკ­ლით ოჯა­ხე­ბის თემა კი­დევ ერთხელ, წინ წა­მო­ი­წევს. სპექ­ტაკლში ოჯა­ხუ­რი დუ­ღი­ლი და ქარ­ბორ­ბა­ლაა...

- შენს გმირს პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბით ჰგავ­ხარ?

- ვე­ცა­დე, მაქ­სი­მა­ლუ­რად შევ­ცვ­ლი­ლი­ყა­ვი. არ დავ­მსგავ­სე­ბო­დი მათ, ვი­საც ამ როლ­ზე უკვე უმუ­შა­ვია. მინ­დო­და, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. არ ვიცი, ეს რამ­დე­ნად გა­მო­მი­ვი­და... ვფიქ­რობ, რომ ჩემს გმირს ტემ­პე­რა­მენ­ტით ვგა­ვარ. პრინ­ცის როლს ბესო მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი ას­რუ­ლებს, თაკო ცქვი­ტი­ნი­ძე კი ჩემი მე­უღ­ლე იქ­ნე­ბა. დღეს "მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის" სცე­ნა­ზე ფან­ტას­ტი­კუ­რი და­სია შეკ­რე­ბი­ლი. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მათ გვერ­დით ვდგა­ვარ და რო­გორც სპექ­ტაკლში, ისე - რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც დიდი სიყ­ვა­რუ­ლით ვართ შე­პყრო­ბი­ლე­ბი.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

კოტე თოლორდავა ჯულიეტას "მამა" გახდა

კოტე თოლორდავა ჯულიეტას "მამა" გახდა

"ძალიან საინტერესო, ემოციებით დატვირთული და ამაღელვებელი რეპეტიციები გავიარეთ. დიდი ხანია, ლევან წულაძესთან მუშაობის სურვილი მაქვს, მაგრამ რატომღაც, ისე მოხდა, რომ დღემდე ვერ ვითანამშრომლეთ. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი, როგორც მსახიობისა და რეჟისორის ტანდემი შედგა", - ასე იხსენებს მსახიობი კოტე თოლორდავა სპექტაკლზე - "რომეო და ჯულიეტა" მუშაობის პერიოდს. მას პრემიერამდე 1 საათით ადრე დავუკავშირდი და ვთხოვე, წინასაპრემიერო განწყობა გაეზიარებინა.

კოტე:

- ახლა გრიმის გასაკეთებლად შევდივარ. რამდენიმე წუთიც და სცენაზე უნდა გავიდე. იცი, საოცრად ვღელავ!

- წარმატებულ პრემიერას გისურვებ! მანამდე კი მინდა, შთაბეჭდილება გამიზიარო. ჯულიეტას მამის როლს ასრულებ, კაპულეტი ხარ...

- დიახ, სახასიათო პერსონაჟია. საერთოდ, მიმაჩნია, რომ მსახიობისთვის ჭოლასთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა. ამ სპექტაკლში სხვადასხვა თაობის მსახიობები სცენაზე ერთად შევიკრიბეთ. ასეთ სპექტაკლს მართლა მონატრებული ვიყავი. აი, ჩემი საყვარელი ქალიშვილი ჯულიეტაც (მსახიობი თეკლა ჯავახაძე) მოვიდა. მისი საყვარელი ფრაზაა: "არასოდეს, არასოდეს", მაგრამ როგორც მოიქცევა, ყველამ იცის.

თეკლა ჯავახაძე:

- ამ სპექტაკლზე დიდი ინტერესით ვიმუშავე. რა დასამალია და მეც ძალიან ვნერვიულობ. სპექტაკლი მამასთან შეხვედრის სცენით იწყება.

- კოტე როგორი პარტნიორია?

- კოტე ნიჭიერი მსახიობია. მასთან მუშაობა სასიამოვნო და კომფორტულია.

- ჯულიეტა ბევრი მსახიობისთვის საოცნებო როლია...

- (მაწყვეტინებს) გეთანხმები. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ჭოლას იმისთვის, რომ ამ როლზე დამაკავა.

- შენი ჯულიეტა განსხვავებულია?

- ბევრი ვიშრომე იმისთვის, რომ განსხვავებული გამომსვლოდა. სხვას ვერაფერს ვიტყვი, ეს მაყურებელმა უნდა განსაჯოს.

- შენი აზრით, ამ სპექტაკლს მაყურებელი როგორ მიიღებს?

- მგონია, რომ გაოცებული დარჩება. ყოველ შემთხვევაში, ყველა მსახიობი ბოლომდე დავიხარჯეთ იმისთვის, რომ ასე მოხდეს.

- კოტე, ეს გმირი შენთვის რამდენად ახლობელია?

- ყველა გმირთან შეიძლება, რაღაც საერთო გამონახო. კარგია, რომ ამ სპექტაკლით ოჯახების თემა კიდევ ერთხელ, წინ წამოიწევს. სპექტაკლში ოჯახური დუღილი და ქარბორბალაა...

- შენს გმირს პიროვნული თვისებებით ჰგავხარ?

- ვეცადე, მაქსიმალურად შევცვ­ლილიყავი. არ დავმსგავსებოდი მათ, ვისაც ამ როლზე უკვე უმუშავია. მინდოდა, განსხვავებული ვყოფილიყავი. არ ვიცი, ეს რამდენად გამომივიდა... ვფიქრობ, რომ ჩემს გმირს ტემპერამენტით ვგავარ. პრინცის როლს ბესო მეგრელიშვილი ასრულებს, თაკო ცქვიტინიძე კი ჩემი მეუღლე იქნება. დღეს "მოზარდ მაყურებელთა თეატრის" სცენაზე ფანტასტიკური დასია შეკრებილი. ბედნიერი ვარ, რომ მათ გვერდით ვდგავარ და როგორც სპექტაკლში, ისე - რეალურ ცხოვ­რებაშიც დიდი სიყვარულით ვართ შეპყრობილები.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება