საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტოსკოლები ძვირდება? - ახალი თავსატეხი მართვის მოწმობის მსურველთათვის
ავტოსკოლები ძვირდება? - ახალი თავსატეხი მართვის მოწმობის მსურველთათვის

მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბა რთულ­დე­ბა. პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დას კი­დევ ერთი პუნ­ქტი, ქა­ლაქ­ში ტა­რე­ბა და­ე­მა­ტე­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილ­მა ეს ფაქ­ტი და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სა, ზოგი კი, პი­რი­ქით, და­აფრ­თხო და გა­მოც­და­ზე გას­ვლა და­აჩ­ქა­რა. სხვა­თა შო­რის, მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­მოც­და­ზე გას­ვლის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ერ­თბა­შად გა­ი­ზარ­და.

ახალ ინი­ცი­ა­ტი­ვას ეხ­მა­უ­რე­ბი­ან ავ­ტოს­კო­ლე­ბიც. ნა­წილ­მა ფა­სის ზრდა­ზეც გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა. მათი გან­მარ­ტე­ბით, ცვლი­ლე­ბა სას­წავ­ლო სა­ა­თე­ბის, მან­ძი­ლის და­მა­ტე­ბა­სა და მას­თან ერ­თად საწ­ვა­ვის და­ნა­ხარ­ჯის ზრდას გა­მო­იწ­ვევს.

დღეს მარ­თვის მოწ­მო­ბა ყო­ველ მე­ო­რე ადა­მი­ანს აქვს. ამ ფაქტს ადას­ტუ­რებს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ინ­ფორ­მა­ციო-ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბიც. ბოლო 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მოწ­მო­ბა 379 983 პი­როვ­ნე­ბა­ზეა გა­ცე­მუ­ლი. მათი სა­შუ­ა­ლო ასა­კი 25 წე­ლია.

რო­გორც დი­აგ­რა­მე­ბი­დან ჩანს, 2012 წელს მა­მა­კა­ცე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ (66%) მარ­თვის მოწ­მო­ბა 26 წლამ­დე აიღო, ქა­ლებ­ში ეს ციფ­რი 31-მდეა გაზ­რდი­ლი. სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, ბოლო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სტა­ბი­ლუ­რად იზ­რდე­ბა პირ­ვე­ლა­დი მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­ცე­მა 25 წლამ­დე ასა­კის პი­რებ­ზეც. ეს მოწ­მობს, რომ "პრა­ვის" მფლო­ბე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ახალ­გაზ­რდაა და შე­საძ­ლოა, ბევრ მათ­განს ტა­რე­ბა ახა­ლი ნას­წავ­ლი ჰქონ­დეს.

მძღო­ლე­ბის გა­მო­უც­დე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ ავ­ტოს­კო­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და "რე­ზო­ნან­სის" რეს­პონ­დენ­ტთა უმე­ტე­სო­ბაც. დიდი ნა­წი­ლი მარ­თვის მოწ­მო­ბის ასა­ღე­ბად პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბი­სას ქა­ლაქ­ში რე­ა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის და­მა­ტე­ბას და­დე­ბი­თად აფა­სებს.

"მარ­თვის მოწ­მო­ბის ასა­ღე­ბად ახა­ლი წე­სის ამოქ­მე­დე­ბა ძა­ლი­ან მომ­წონს, რად­გან მას ჩვენ­თან ისე­თი ხალ­ხი იღებს, ვი­საც მან­ქა­ნა ერთი-ორ­ჯერ თუ გა­უ­ტა­რე­ბია. პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი მომ­ზა­დე­ბა აქამ­დე არ იყო სა­ჭი­რო. ვი­საც გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვს და ავ­ტო­მო­ბილს ძლივს ატა­რებს, "პრა­ვას" ისი­ნიც მარ­ტი­ვად იღე­ბენ. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ი­ოლ­და, რაც ჩა­ბა­რე­ბა "ავ­ტო­მა­ტი­კით" გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ვფიქ­რობ, ახლო მო­მა­ვალ­ში მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბა საკ­მა­ოდ გარ­თულ­დე­ბა, რაც ძა­ლი­ან კარ­გია. ყვე­ლა არ უნდა იჯ­დეს მან­ქა­ნა­ზე, ბევ­რი მარ­თვის მოწ­მო­ბას არ იმ­სა­ხუ­რებს," - ამ­ბობს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი გი­ორ­გი ილუ­რი­ძე.

ახალ ინი­ცი­ა­ტი­ვას მა­რი­ამ მჭედ­ლიშ­ვი­ლიც და­დე­ბი­თად აფა­სებს. იგი შე­დე­გად გზებ­ზე მოძ­რა­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ელის.

"ძა­ლი­ან კარ­გია, ასეც უნდა ხდე­ბო­დეს. დღეს ბევ­რი თე­ო­რი­ულ და პრაქ­ტი­კულ ნა­წილს იზუ­თხავს და მარ­თვის მოწ­მო­ბას ისე იღებს. ამი­ტო­მაც ხდე­ბა ამ­დე­ნი საგ­ზაო შემ­თხვე­ვა, ნა­ხე­ვარ­ზე მეტ­მა მან­ქა­ნის ტა­რე­ბა არ იცის. ალ­ბათ შემ­ცირ­დე­ბა "პრა­ვის" აღე­ბის მსურ­ველ­თა რი­ცხვიც, რად­გან გარ­თუ­ლე­ბის შემ­დეგ ყო­ვე­ლი მე­ო­რე ვე­ღარ გა­რის­კავს გა­მოც­და­ზე ტყუ­ი­ლად გას­ვლას. ეს ხომ წყალ­ში გა­დაყ­რი­ლი ფული იქ­ნე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, გა­მოც­და­ზე ცოტა, მაგ­რამ მე­ტად მომ­ზა­დე­ბუ­ლი, მცოდ­ნე ხალ­ხი მივა.

ეს უფრო ად­რეც უნდა მო­ე­ფიქ­რე­ბი­ნათ. მთელ ევ­რო­პა­ში, ამე­რი­კა­ში მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბა "ქუ­ჩა­ში გავ­ლის" შემ­დეგ ხდე­ბა. მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო ასე­თი აბ­სურ­დუ­ლი და სა­სა­ცი­ლო პროგ­რა­მა", - ამ­ბობს მა­რი­ამ მჭედ­ლიშ­ვი­ლი.

ამ სი­ახ­ლეს თა­ვი­სი და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე აქვს. ნა­წი­ლი ამას სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე აფა­სებს და ცვლი­ლე­ბას რაც თუ და­დე­ბი­თად გა­ნი­ხი­ლავს.

"ცუ­დია ის, რომ გარ­თულ­დე­ბა და მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბა გა­მი­ჭირ­დე­ბა. პი­რა­დად ჩემ­თვის ალ­ბათ სა­ხარ­ბი­ე­ლო არ უნდა იყოს. მე­ო­რე მხრივ, ბევ­რია ისე­თი, ვი­საც აღე­ბუ­ლი აქვს "პრა­ვა" და ტა­რე­ბა სა­ერ­თოდ არ იცის.

თუკი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა სურთ, გა­მოც­და ყვე­ლას თა­ვი­დან უნდა ჩა­ა­ბა­რე­ბი­ნონ. აბა, ჩვენ რა და­ვა­შა­ვეთ, მარ­ტო რამ­დე­ნი­მე მძღო­ლი სა­ერ­თო სუ­რათს ხომ ვერ შეც­ვლის?

პრობ­ლე­მის გა­მო­სას­წო­რებ­ლად მას­შტა­ბუ­რო­ბაა სა­ჭი­რო. ალ­ბათ ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში, პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის და­მა­ტე­ბის შემ­დეგ მათ­თვის მოწ­მო­ბას ბევ­რი ვე­ღარც აი­ღებს. შე­საძ­ლოა, ჩა­ბა­რე­ბა მეც გა­მი­ჭირ­დეს", - ამ­ბობს თბი­ლი­სე­ლი მა­ნა­ნა კო­ბი­აშ­ვი­ლი.

ბევ­რს სურს, მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბა გარ­თუ­ლე­ბამ­დე მო­ას­წროს. ასე ფიქ­რობს ლაშა ქავ­თა­რა­ძეც. იგი მი­იჩ­ნევს, რომ პრაქ­ტი­კულ გა­მოც­და­ზე ქა­ლაქ­ში მოძ­რა­ო­ბის და­მა­ტე­ბა მის­თვის "პრა­ვის" აღე­ბის შანსს შე­ამ­ცი­რებს. შე­სა­ბა­მი­სად, ლაშა ჯერ გა­მოც­დის ჩა­ტა­რე­ბას და შემ­დეგ კი სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლით ტა­რე­ბის სწავ­ლას შე­უდ­გე­ბა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა 100-დან 75 სწო­რედ ასე მო­იქ­ცე­ვა.

ხალ­ხში ასე­თი რე­აქ­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, ავ­ტოს­კო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა ჯერ­ჯე­რო­ბით არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა, თუმ­ცა ახლო მო­მა­ვალ­ში მათი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მსურ­ველ­თა მა­ტე­ბას 10-15%-ის ფარ­გლებ­ში მა­ინც პროგ­ნო­ზი­რე­ბენ. მი­ზე­ზი პრაქ­ტი­უ­ლი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის დროს ქუ­ჩა­ში ტა­რე­ბის და­მა­ტე­ბა გახ­ლავთ. ისი­ნი "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტა­ვენ, რომ ბევ­რს გა­უჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი, ამ ცვლი­ლე­ბამ­დე "პრა­ვის" აღე­ბა მო­ას­წროს.

ავ­ტოს­კო­ლებ­ში გა­მოც­დის გარ­თუ­ლე­ბას­თან და მოს­წავ­ლე­ე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, პრაქ­ტი­კუ­ლი სწვა­ლე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის გაზ­რდა­ზეც სა­უბ­რო­ბენ. მათი თქმით, და­ი­ხარ­ჯე­ბა მეტი საწ­ვა­ვი, დრო და ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ფი­ნან­სებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

"რე­ზო­ნან­სმა" ზო­გი­ერ­თი ავ­ტოს­კო­ლის დი­რექ­ტო­რის­გან ამ სა­კი­თხზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პა­სუ­ხი მი­ი­ღო. რო­გორც მათ­თან სა­უბ­რი­სას გა­ირ­კვა, ნა­წი­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი გაკ­ვე­თი­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას აპი­რებს.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სხვებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­აძ­ვი­რონ სწავ­ლე­ბა, ჩვენ მა­ინც ძველ ფასს შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ. მარ­თა­ლია, მოხ­დე­ბა სას­წავ­ლო დრო­ის გაზ­რდა, სა­ა­თე­ბის და­მა­ტე­ბა, თუმ­ცა ეს ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში ფას­ზე მა­ინც არ იმოქ­მე­დებს," - ამ­ბობს ავ­ტოს­კო­ლა "გზაჯ­ვა­რე­დი­ნის" დი­რექ­ტო­რი კამო გა­ხო­კი­ძე.

იგი "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, რომ ის პროგ­რა­მა, რაც დღემ­დე არ­სე­ბობს, არა­ე­ფექ­ტუ­რია, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რმა, ვინც მარ­თვის მოწ­მო­ბა აიღო, ტა­რე­ბა არ იცის.

"მა­გა­ლი­თად, რუს­თავ­ში გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ ბევ­რს ავ­ტო­მო­ბი­ლი რომ მის­ცე, თბი­ლის­ში ვერც ჩა­მო­იყ­ვანს, რად­გან პირ­ვე­ლი და უკა­ნა სიჩ­ქა­რის მეტი არა­ფე­რი უს­წავ­ლია", - გან­მარ­ტავს "გზაჯ­ვა­რე­დი­ნის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. მისი აზ­რით, არ­სე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბა ვი­თა­რე­ბას გა­მო­ას­წო­რებს და მოძ­რა­ო­ბა ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში ათ­ჯერ მე­ტად გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა.

მა­რი­ამ აფ­ცი­ა­უ­რი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსკოლები ძვირდება? - ახალი თავსატეხი მართვის მოწმობის მსურველთათვის

ავტოსკოლები ძვირდება? - ახალი თავსატეხი მართვის მოწმობის მსურველთათვის

მართვის მოწმობის აღება რთულდება. პრაქტიკულ გამოცდას კიდევ ერთი პუნქტი, ქალაქში ტარება დაემატება. მოსახლეობის ნაწილმა ეს ფაქტი დადებითად შეაფასა, ზოგი კი, პირიქით, დააფრთხო და გამოცდაზე გასვლა დააჩქარა. სხვათა შორის, მართვის მოწმობის გამოცდაზე გასვლის მსურველთა რაოდენობა ერთბაშად გაიზარდა.

ახალ ინიციატივას ეხმაურებიან ავტოსკოლებიც. ნაწილმა ფასის ზრდაზეც გაამახვილა ყურადღება. მათი განმარტებით, ცვლილება სასწავლო საათების, მანძილის დამატებასა და მასთან ერთად საწვავის დანახარჯის ზრდას გამოიწვევს.

დღეს მართვის მოწმობა ყოველ მეორე ადამიანს აქვს. ამ ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკური მონაცემებიც. ბოლო 3 წლის განმავლობაში მოწმობა 379 983 პიროვნებაზეა გაცემული. მათი საშუალო ასაკი 25 წელია.

როგორც დიაგრამებიდან ჩანს, 2012 წელს მამაკაცების უმრავლესობამ (66%) მართვის მოწმობა 26 წლამდე აიღო, ქალებში ეს ციფრი 31-მდეა გაზრდილი. სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 5 წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდება პირველადი მართვის მოწმობის გაცემა 25 წლამდე ასაკის პირებზეც. ეს მოწმობს, რომ "პრავის" მფლობელების უმეტესობა ახალგაზრდაა და შესაძლოა, ბევრ მათგანს ტარება ახალი ნასწავლი ჰქონდეს.

მძღოლების გამოუცდელობაზე საუბრობენ ავტოსკოლების წარმომადგენლები და "რეზონანსის" რესპონდენტთა უმეტესობაც. დიდი ნაწილი მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებისას ქალაქში რეალური მოძრაობის დამატებას დადებითად აფასებს.

"მართვის მოწმობის ასაღებად ახალი წესის ამოქმედება ძალიან მომწონს, რადგან მას ჩვენთან ისეთი ხალხი იღებს, ვისაც მანქანა ერთი-ორჯერ თუ გაუტარებია. პრაქტიკული გამოცდისთვის სერიოზული მომზადება აქამდე არ იყო საჭირო. ვისაც გამოცდილება არ აქვს და ავტომობილს ძლივს ატარებს, "პრავას" ისინიც მარტივად იღებენ. ეს განსაკუთრებით გაიოლდა, რაც ჩაბარება "ავტომატიკით" გახდა შესაძლებელი.

ვფიქრობ, ახლო მომავალში მართვის მოწმობის აღება საკმაოდ გართულდება, რაც ძალიან კარგია. ყველა არ უნდა იჯდეს მანქანაზე, ბევრი მართვის მოწმობას არ იმსახურებს," - ამბობს ჩვენი რესპონდენტი გიორგი ილურიძე.

ახალ ინიციატივას მარიამ მჭედლიშვილიც დადებითად აფასებს. იგი შედეგად გზებზე მოძრაობის გაუმჯობესებას ელის.

"ძალიან კარგია, ასეც უნდა ხდებოდეს. დღეს ბევრი თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს იზუთხავს და მართვის მოწმობას ისე იღებს. ამიტომაც ხდება ამდენი საგზაო შემთხვევა, ნახევარზე მეტმა მანქანის ტარება არ იცის. ალბათ შემცირდება "პრავის" აღების მსურველთა რიცხვიც, რადგან გართულების შემდეგ ყოველი მეორე ვეღარ გარისკავს გამოცდაზე ტყუილად გასვლას. ეს ხომ წყალში გადაყრილი ფული იქნება. სამაგიეროდ, გამოცდაზე ცოტა, მაგრამ მეტად მომზადებული, მცოდნე ხალხი მივა.

ეს უფრო ადრეც უნდა მოეფიქრებინათ. მთელ ევროპაში, ამერიკაში მართვის მოწმობის აღება "ქუჩაში გავლის" შემდეგ ხდება. მარტო საქართველოში იყო ასეთი აბსურდული და სასაცილო პროგრამა", - ამბობს მარიამ მჭედლიშვილი.

ამ სიახლეს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს. ნაწილი ამას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე აფასებს და ცვლილებას რაც თუ დადებითად განიხილავს.

"ცუდია ის, რომ გართულდება და მართვის მოწმობის აღება გამიჭირდება. პირადად ჩემთვის ალბათ სახარბიელო არ უნდა იყოს. მეორე მხრივ, ბევრია ისეთი, ვისაც აღებული აქვს "პრავა" და ტარება საერთოდ არ იცის.

თუკი ამ მიმართულებით მდგომარეობის გაუმჯობესება სურთ, გამოცდა ყველას თავიდან უნდა ჩააბარებინონ. აბა, ჩვენ რა დავაშავეთ, მარტო რამდენიმე მძღოლი საერთო სურათს ხომ ვერ შეცვლის?

პრობლემის გამოსასწორებლად მასშტაბურობაა საჭირო. ალბათ ქალაქის ქუჩებში, პრაქტიკული გამოცდის დამატების შემდეგ მათთვის მოწმობას ბევრი ვეღარც აიღებს. შესაძლოა, ჩაბარება მეც გამიჭირდეს", - ამბობს თბილისელი მანანა კობიაშვილი.

ბევრს სურს, მართვის მოწმობის აღება გართულებამდე მოასწროს. ასე ფიქრობს ლაშა ქავთარაძეც. იგი მიიჩნევს, რომ პრაქტიკულ გამოცდაზე ქალაქში მოძრაობის დამატება მისთვის "პრავის" აღების შანსს შეამცირებს. შესაბამისად, ლაშა ჯერ გამოცდის ჩატარებას და შემდეგ კი საკუთარი ავტომობილით ტარების სწავლას შეუდგება. როგორც აღმოჩნდა 100-დან 75 სწორედ ასე მოიქცევა.

ხალხში ასეთი რეაქციის მიუხედავად, ავტოსკოლებში მოსწავლეთა რაოდენობის ზრდა ჯერჯერობით არ შეინიშნება, თუმცა ახლო მომავალში მათი წარმომადგენლები მსურველთა მატებას 10-15%-ის ფარგლებში მაინც პროგნოზირებენ. მიზეზი პრაქტიული გამოცდის ჩაბარების დროს ქუჩაში ტარების დამატება გახლავთ. ისინი "რეზონანსთან" საუბრისას განმარტავენ, რომ ბევრს გაუჩნდება სურვილი, ამ ცვლილებამდე "პრავის" აღება მოასწროს.

ავტოსკოლებში გამოცდის გართულებასთან და მოსწავლეების მატებასთან ერთად, პრაქტიკული სწვალების ღირებულების გაზრდაზეც საუბრობენ. მათი თქმით, დაიხარჯება მეტი საწვავი, დრო და ეს ყველაფერი კი ფინანსებთან არის დაკავშირებული.

"რეზონანსმა" ზოგიერთი ავტოსკოლის დირექტორისგან ამ საკითხზე განსხვავებული პასუხი მიიღო. როგორც მათთან საუბრისას გაირკვა, ნაწილი პრაქტიკული გაკვეთილის ღირებულების შენარჩუნებას აპირებს.

"მიუხედავად იმისა, რომ სხვებმა შეიძლება გააძვირონ სწავლება, ჩვენ მაინც ძველ ფასს შევინარჩუნებთ. მართალია, მოხდება სასწავლო დროის გაზრდა, საათების დამატება, თუმცა ეს ჩვენ შემთხვევაში ფასზე მაინც არ იმოქმედებს," - ამბობს ავტოსკოლა "გზაჯვარედინის" დირექტორი კამო გახოკიძე.

იგი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ის პროგრამა, რაც დღემდე არსებობს, არაეფექტურია, რადგან ძალიან ბევრმა, ვინც მართვის მოწმობა აიღო, ტარება არ იცის.

"მაგალითად, რუსთავში გამოცდის ჩაბარების შემდეგ ბევრს ავტომობილი რომ მისცე, თბილისში ვერც ჩამოიყვანს, რადგან პირველი და უკანა სიჩქარის მეტი არაფერი უსწავლია", - განმარტავს "გზაჯვარედინის" წარმომადგენელი. მისი აზრით, არსებული ცვლილება ვითარებას გამოასწორებს და მოძრაობა ქალაქის ქუჩებში ათჯერ მეტად გაუმჯობესდება.

მარიამ აფციაური

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია