ჰოლივუდში მოღვაწე ქართველი მსახიობი ელენე სატინი (სხირტლაძე) ბოლო პერიოდში აშკარად აღმავლობის გზას ადგას და წარმატებულ ნაბიჯებს დგას კარიერაში. მას მერე, რაც სერიალ "ჯადოსნურ ქალაქში" გამოჩნდა, მასზე სულ უფრო ხშირად წერენ.
ამჯერად ამერიკაში ყველაზე სექსუალურ ტელევარსკვლავთა შორის დაასახელეს. ტელესერიალების ყველაზე მიმზიდველ მსახიობთა შორის, გასული წლის მონაცემების მიხედვით, ის საუკეთესო ათეულში მოხვდა.
ელენე სიის მეექვსე პოზიციაზეა, მის წინ არიან ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც აღმოჩდნენ ემილია კლარკი, ოლივია მუნი და ელენეს პარტნიორი "ჯადოსნურ ქალაქში" ოლგა კურილენკო.
როგორც რეიტინგის შემდგენლები წერენ, ელენეს თავისმა როლმა - ელიტური მეძავი ჯული სილვერის პერსონაჟმა, შეუწყო ხელი, ბოლომდე გახსნილიყო და თავისი სექსუალური მომხიბვლელობა წარმოეჩინა.
მართლაც, ამ სერიალში მსახიობს საკმაოდ თამამი სცენების თამაშიც მოუხდა. ამან მისი პოპულარობა, განსაკუთრებით მამაკაცებს შორის, ორმაგად გაზარდა. მით უმეტეს, რომ ელენე მშვენიერ ფორმაშია, რაც იმის დამსახურებაა, რომ სპორტითა და ცეკვით გამუდმებით არის დაკავებული.
"ვერ წარმომიდგენია ცხოვრება მოძრაობის გარეშე. ვგიჟდები ჩოგბურთზე, გორგოლაჭებზე, ცეკვა კი ჩემი დიდი გატაცებაა. "ჯადოსნური ქალაქის" გადაღებების შემდეგ ოლგა კურილენკოსთან ერთად ხშირად დავდივარ საცეკვაოდ", - ამბობს ელენე და იმასაც აღნიშნავს, რომ სულაც არ ღელავს ინტიმური სცენების სიმრავლეზე ფილმში: "როცა საქმე პროფესიონალებს ეხება და ასეთ კარგ წინადადებას გთავაზობენ, მაშინ ინტიმური სცენებიც ხელოვნების ნიმუშია".
თაყვანისმცემელი ელენეს მრავლად ჰყავს, თუმცა პირადი ცხოვრება უკვე აიწყო, ასე რომ, დანარჩენ მამაკაცებს შანსი აღარ აქვთ.
იხილეთ სტატიის გაგრძელება