საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკოლა "ფიცრულში" - ქირას მასწავლებლები ხელფასიდან იხდიან
სკოლა "ფიცრულში" - ქირას მასწავლებლები ხელფასიდან იხდიან

პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში, სო­ფელ ძი­ბა­ხე­ვის და­წყე­ბი­თი სკო­ლა 10 წე­ლია ფიც­რულ სახ­ლშია გან­თავ­სე­ბუ­ლი. "ფიც­რუ­ლი" კერ­ძო სა­კუთ­რე­ბაა და ორი ოთა­ხის­გან შედ­გე­ბა. ერთი ოთა­ხი და­წყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­მა შო­რე­ნა ბორ­ჩაშ­ვილ­მა თა­ვი­სი სახ­სრე­ბით შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად შე­ა­კე­თა, მე­ო­რე ოთახ­ში კი, სა­დაც გაკ­ვე­თი­ლე­ბი პირ­ვე­ლი და მე­სა­მე კლა­სე­ბის­თვის ტარ­დე­ბა, მი­ნი­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბიც არ არ­სე­ბობს. ფიც­რებს შო­რის ღრი­ჭო­ე­ბია და ზამ­თარ­ში ისე ცივა, რომ ოთახს ღუ­მე­ლიც ვერ ათ­ბობს. ყინ­ვე­ბის დროს მოს­წავ­ლე­ე­ბი სკო­ლა­ში არ და­დი­ან.

"ფიც­რუ­ლის" ქი­რის ფულს - 100 ლარს უკვე ოთხი თვეა მას­წავ­ლებ­ლე­ბი იხ­დი­ან და ასე ცდი­ლო­ბენ სო­ფელ­ში სკო­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას.

"ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რომ სო­ფელს სკო­ლა ჰქონ­დეს და ბავ­შვებს შე­ეძ­ლოთ თა­ვი­სი­ვე სო­ფელ­ში ის­წავ­ლონ, თუნ­დაც წერა-კი­თხვა მა­ინც. ვის არ მივ­მარ­თეთ, რომ ჩვენ­თვის ორი ოთა­ხი მა­ინც აე­შე­ნე­ბი­ნათ, თუმ­ცა შე­დე­გი არ გა­მო­ი­ღო. პი­რი­ქით, ცდი­ლო­ბენ, სო­ფე­ლი სკო­ლის გა­რე­შე და­ტო­ვონ. ქი­რა­საც თა­ვად ვიხ­დით მას­წავ­ლებ­ლე­ბი. აბა, ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში ასე მოხ­დე­ბო­და? რე­სურ­სენ­ტრის­თვის არ მიგ­ვი­მარ­თავს. რა, თვი­თონ არ იცი­ან, რომ სხვის სა­თავ­სო­ში ვართ? რამ­დენს ვცდი­ლობთ, რომ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, ვცდი­ლობთ სკო­ლის­თვის თავი დავ­დოთ, რამე შევ­მა­ტოთ, ხომ შე­იძ­ლე­ბა პა­ტა­რა ყუ­რა­დღე­ბა მოგ­ვაქ­ცი­ონ. ბირ­კი­ა­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა, რომ­ლის­თვი­საც ამა­ვე სოფ­ლის სკო­ლა­ზე ახ­ლოს ძი­ბა­ხე­ვია, აცხა­დებს, რომ მათი ბავ­შვე­ბის­თვის სოფ­ლის თა­ვი­დან ბო­ლო­ში ამ­დე­ნი წიგ­ნე­ბის ტა­რე­ბა ძნე­ლია, პა­ტა­რე­ბის­თვის მი­თუ­მე­ტეს და თუ აა­შე­ნე­ბენ ძი­ბა­ხევ­ში სკო­ლას, იქ ვა­ტა­რებთ ბავ­შვებ­სო", - აღ­ნიშ­ნა და­წყე­ბი­თე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­მა შო­რე­ნა ბორ­ჩაშ­ვილ­მა.

ძი­ბა­ხევ­ში ბევ­რი ახალ­გაზ­რდა ოჯა­ხია, მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა, თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სკო­ლის­თვის ორი ოთა­ხის აშე­ნე­ბის ნაც­ვლად, მის და­ხურ­ვას და ბავ­შვე­ბის ბირ­კი­ა­ნის სკო­ლა­ში გა­დაყ­ვა­ნას ცდი­ლობს. მშობ­ლებს ბავ­შვე­ბის ბირ­კი­ა­ნის სკო­ლა­ში გა­დაყ­ვა­ნა არ უნ­დათ. მათი თქმით, ზამ­თარ­ში ბავ­შვებს 2 კი­ლო­მეტრზე ფე­ხით სი­ა­რუ­ლი გა­უ­ჭირ­დე­ბათ, სკო­ლის ავ­ტო­ბუ­სი ხში­რად აგ­ვი­ა­ნებს, ზოგ­ჯერ კი სა­ერ­თოდ არ და­დის.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სკოლა "ფიცრულში" - ქირას მასწავლებლები ხელფასიდან იხდიან

სკოლა "ფიცრულში" - ქირას მასწავლებლები ხელფასიდან იხდიან

პანკისის ხეობაში, სოფელ ძიბახევის დაწყებითი სკოლა 10 წელია ფიცრულ სახლშია განთავსებული. "ფიცრული" კერძო საკუთრებაა და ორი ოთახისგან შედგება. ერთი ოთახი დაწყებითი კლასების მასწავლებელმა შორენა ბორჩაშვილმა თავისი სახსრებით შეძლებისდაგვარად შეაკეთა, მეორე ოთახში კი, სადაც გაკვეთილები პირველი და მესამე კლასებისთვის ტარდება, მინიმალური პირობებიც არ არსებობს. ფიცრებს შორის ღრიჭოებია და ზამთარში ისე ცივა, რომ ოთახს ღუმელიც ვერ ათბობს. ყინვების დროს მოსწავლეები სკოლაში არ დადიან.

"ფიცრულის" ქირის ფულს - 100 ლარს უკვე ოთხი თვეა მასწავლებლები იხდიან და ასე ცდილობენ სოფელში სკოლის შენარჩუნებას.

"ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სოფელს სკოლა ჰქონდეს და ბავშვებს შეეძლოთ თავისივე სოფელში ისწავლონ, თუნდაც წერა-კითხვა მაინც. ვის არ მივმართეთ, რომ ჩვენთვის ორი ოთახი მაინც აეშენებინათ, თუმცა შედეგი არ გამოიღო. პირიქით, ცდილობენ, სოფელი სკოლის გარეშე დატოვონ. ქირასაც თავად ვიხდით მასწავლებლები. აბა, ნორმალურ ქვეყანაში ასე მოხდებოდა? რესურსენტრისთვის არ მიგვიმართავს. რა, თვითონ არ იციან, რომ სხვის სათავსოში ვართ? რამდენს ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ, ვცდილობთ სკოლისთვის თავი დავდოთ, რამე შევმატოთ, ხომ შეიძლება პატარა ყურადღება მოგვაქციონ. ბირკიანის მოსახლეობა, რომლისთვისაც ამავე სოფლის სკოლაზე ახლოს ძიბახევია, აცხადებს, რომ მათი ბავშვებისთვის სოფლის თავიდან ბოლოში ამდენი წიგნების ტარება ძნელია, პატარებისთვის მითუმეტეს და თუ ააშენებენ ძიბახევში სკოლას, იქ ვატარებთ ბავშვებსო", - აღნიშნა დაწყებითების მასწავლებელმა შორენა ბორჩაშვილმა.

ძიბახევში ბევრი ახალგაზრდა ოჯახია, მოსახლეობის რაოდენობა იზრდება, თუმცა ხელისუფლება სკოლისთვის ორი ოთახის აშენების ნაცვლად, მის დახურვას და ბავშვების ბირკიანის სკოლაში გადაყვანას ცდილობს. მშობლებს ბავშვების ბირკიანის სკოლაში გადაყვანა არ უნდათ. მათი თქმით, ზამთარში ბავშვებს 2 კილომეტრზე ფეხით სიარული გაუჭირდებათ, სკოლის ავტობუსი ხშირად აგვიანებს, ზოგჯერ კი საერთოდ არ დადის.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა