ამერიკელი მსახიობი ჯერედ ლეტო, რომელსაც "ოსკარი" გადაეცა მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმში "დალასის მყიდველთა კლუბი" , დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინასა და ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
"ყველას, ვინც უკრაინასა და ვენესუელაში "ოსკარების" დაჯილდოების ტრანსლაციას უყურებს, მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ მხარს გიჭერთ. დღეს ჩვენ აქ ვართ მაშინ, როცა თქვენ იბრძვით იმისთვის, რათა თქვენი ოცნებები ასრულდეს, რათა იცხოვროთ იმ ცხოვრებით, რომელიც დაიმსახურეთ. ჩვენ ვფიქრობთ თქვენზე", - განაცხადა ამერიკელმა მსახიობმა.
"ოსკარის" 86-ე დაჯილდოების ცერემონია ლოს ანჯელესში გუშინ გაიმართა.