სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნატო ყირიმისკენ უნდა დაიძრას"
"ნატო ყირიმისკენ უნდა დაიძრას"

ად­მი­რალ ჯე­იმს სტავ­რი­დი­სის აზ­რით, ნატო ყი­რი­მის­კენ უნდა და­იძ­რას. რო­გორც სტავ­რი­დი­სი თა­ვის სტა­ტი­ა­ში წერს, "მოქ­მე­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა, პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი იყოს, თუმ­ცა უმოქ­მე­დო­ბაც - ასე­ვე".

"ახლა, რო­დე­საც პუ­ტი­ნის ოლიმ­პი­ა­და დას­რულ­და, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ნათ­ლად აჩ­ვე­ნა თა­ვი­სი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის პრი­ო­რი­ტე­ტი - ჰქონ­დეს გავ­ლე­ნა, თუ სრუ­ლი კონ­ტრო­ლი არა, უკ­რა­ი­ნა­ზე. მან ფორ­მა­ლუ­რად მი­მარ­თა რუ­სე­თის პარ­ლა­მენტს, რომ მი­ე­ღო ნე­ბარ­თვა იმა­ზე, რაც უკვე გა­ა­კე­თა - უკ­რა­ი­ნა­ში ჯა­რე­ბის გაგ­ზავ­ნა­ზე. რუ­სე­თის ჯა­რებ­მა ყი­რი­მი და­ი­კა­ვეს", - აცხა­დებს სტავ­რი­დი­სი.

ად­მი­რა­ლი, ასე­ვე, პა­რა­ლელს ავ­ლებს რუ­სე­თის მოქ­მე­დე­ბებ­თან სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­დე­საც მან აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის "და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი" სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი შექ­მნა და დნესტრის­პი­რეთ­ზე და სვამს კი­თხვას, "იქ­ნე­ბა თუ არა ყი­რი­მი შემ­დე­გი?!".

"მინ­და, იმე­დი ვი­ქო­ნიო, რომ მა­ღა­ლი დო­ნის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გან­ხილ­ვე­ბი გა­ე­რო-ში, ევ­რო­კავ­შირ­სა და სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში, უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. თუმ­ცა, იმე­დი სტრა­ტე­გია არ არის, ამი­ტომ სა­მო­მავ­ლო ნა­ბი­ჯე­ბი უნდა და­ი­გეგ­მოს. ნატო-მ სას­წრა­ფოდ უნდა მო­იწ­ვი­ოს რიგ­გა­რე­შე სე­სია, გათ­ვა­ლოს ყვე­ლა შე­საძ­ლო სტრა­ტე­გი­უ­ლი ნა­ბი­ჯი, იყოს მჭიდ­რო კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის რე­ჟიმ­ში უკ­რა­ი­ნას­თან, გა­უ­წი­ოს კონ­სულ­ტა­ცია სამ­ხედ­რო სფე­რო­ში, თუ რა უნდა მო­ი­მოქ­მე­დონ შე­საძ­ლო კონ­ფლიქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში", - აცხა­დებს სტავ­რი­დი­სი და დას­ძენს, რომ ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ­მა ალი­ან­სმა უნდა შე­ი­მუ­შა­ოს სა­რე­ზერ­ვო გეგ­მა, რათა რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს ყი­რიმ­ში სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში.

"ბევ­რი პრო­ვო­კა­ცი­ად ჩათ­ვლის ნატო-ს ყვე­ლა მოქ­მე­დე­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, ფსო­ნე­ბი დი­დია და რუ­სე­თი მოქ­მე­დებს. უმოქ­მე­დო­ბა ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის მხრი­დან, შეც­დო­მა და პუ­ტი­ნის­თვის სიგ­ნა­ლის გაგ­ზავ­ნაა, რომ მის­თვის გზა ხსნი­ლია", - წერს ჯე­იმს სტავ­რი­დი­სი.

ამას­თან, აშშ უკ­რა­ი­ნა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გაგ­ზავ­ნას ითხოვს. რო­გორც გა­ე­რო-ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მუდ­მივ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­მან­ტა პა­უ­ერ­მა გა­ნა­ცხა­და, უკ­რა­ი­ნა­ში ეუთო-სა და გა­ე­რო-ს დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი უნდა ჩა­ვიდ­ნენ.

პა­უ­ე­რი მი­იჩ­ნევს, რომ ყი­რიმ­ში დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის ჩას­ვლა და­ძა­ბუ­ლო­ბას შე­ამ­ცი­რებს. მი­სი­ვე თქმით, ვა­შინგტო­ნი უკვე მუ­შა­ობს იმა­ზე, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სია შე­იქ­მნას, რო­მე­ლიც რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბას შო­რის დი­ა­ლოგს ხელს შე­უ­წყობს.

"ნატო ყირიმისკენ უნდა დაიძრას"

"ნატო ყირიმისკენ უნდა დაიძრას"

ადმირალ ჯეიმს სტავრიდისის აზრით, ნატო ყირიმისკენ უნდა დაიძრას. როგორც სტავრიდისი თავის სტატიაში წერს, "მოქმედება შეიძლება, პროვოკაციული იყოს, თუმცა უმოქმედობაც - ასევე".

"ახლა, როდესაც პუტინის ოლიმპიადა დასრულდა, რუსეთის პრეზიდენტმა ნათლად აჩვენა თავისი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი - ჰქონდეს გავლენა, თუ სრული კონტროლი არა, უკრაინაზე. მან ფორმალურად მიმართა რუსეთის პარლამენტს, რომ მიეღო ნებართვა იმაზე, რაც უკვე გააკეთა - უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე. რუსეთის ჯარებმა ყირიმი დაიკავეს", - აცხადებს სტავრიდისი.

ადმირალი, ასევე, პარალელს ავლებს რუსეთის მოქმედებებთან საქართველოში, როდესაც მან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებელი" სახელმწიფოები შექმნა და დნესტრისპირეთზე და სვამს კითხვას, "იქნება თუ არა ყირიმი შემდეგი?!".

"მინდა, იმედი ვიქონიო, რომ მაღალი დონის დიპლომატიური განხილვები გაერო-ში, ევროკავშირსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უზრუნველყოფს. თუმცა, იმედი სტრატეგია არ არის, ამიტომ სამომავლო ნაბიჯები უნდა დაიგეგმოს. ნატო-მ სასწრაფოდ უნდა მოიწვიოს რიგგარეშე სესია, გათვალოს ყველა შესაძლო სტრატეგიული ნაბიჯი, იყოს მჭიდრო კონსულტაციების რეჟიმში უკრაინასთან, გაუწიოს კონსულტაცია სამხედრო სფეროში, თუ რა უნდა მოიმოქმედონ შესაძლო კონფლიქტის შემთხვევაში", - აცხადებს სტავრიდისი და დასძენს, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უნდა შეიმუშაოს სარეზერვო გეგმა, რათა რეაგირება მოახდინოს ყირიმში სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში.

"ბევრი პროვოკაციად ჩათვლის ნატო-ს ყველა მოქმედებას. სამწუხაროდ, ფსონები დიდია და რუსეთი მოქმედებს. უმოქმედობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან, შეცდომა და პუტინისთვის სიგნალის გაგზავნაა, რომ მისთვის გზა ხსნილია", - წერს ჯეიმს სტავრიდისი.

ამასთან, აშშ უკრაინაში საერთაშორისო დამკვირვებლების დაუყოვნებლივ გაგზავნას ითხოვს. როგორც გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა სამანტა პაუერმა განაცხადა, უკრაინაში ეუთო-სა და გაერო-ს დამკვირვებლები უნდა ჩავიდნენ.

პაუერი მიიჩნევს, რომ ყირიმში დამკვირვებლების ჩასვლა დაძაბულობას შეამცირებს. მისივე თქმით, ვაშინგტონი უკვე მუშაობს იმაზე, რომ საერთაშორისო მისია შეიქმნას, რომელიც რუსეთსა და უკრაინის მთავრობას შორის დიალოგს ხელს შეუწყობს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა