სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უსახლკარომ 2 მილიონი დოლარი მოიგო და თანხა გაჭირვებულებს დაურიგა
უსახლკარომ 2 მილიონი დოლარი მოიგო და თანხა გაჭირვებულებს დაურიგა

55 წლის უნ­გრე­ლი ლასზ­ლო ან­დრას­ჩე­კი გუ­შინ უსახ­ლკა­რო იყო და საკ­ვებს ნა­გავ­საყ­რელ­ზე ეძებ­და, დღეს კი მი­ლი­ო­ნე­რია და მდიდ­რუ­ლი აპარ­ტა­მენ­ტის შე­ძე­ნა შე­უძ­ლია.

ან­დრას­ჩე­კი დიდ­ხანს ყოყ­მა­ნობ­და, რა ეყი­და უკა­ნას­კნე­ლი ხურ­დით - საკ­ვე­ბი თუ ლა­ტა­რე­ის ბი­ლე­თი. მან ბი­ლე­თი შე­ი­ძი­ნა და ჯეკპო­ტის წყა­ლო­ბით ერთ ღა­მე­ში გამ­დიდ­რდა, 2.70 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი მო­ი­გო. ის 7 წელი უსახ­ლკა­რო­თა თავ­შე­სა­ფარ­ში ცხოვ­რობ­და. ამას­თან, გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ლოთი იყო და სას­მე­ლი რომ ეყი­და, ფულს ხში­რად სეს­ხუ­ლობ­და. 

ლასზ­ლომ ჯეკპო­ტი რამ­დე­ნი­მე თვის წინ მო­ი­გო, მაგ­რამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ის მა­შინ გა­იც­ნეს, რო­დე­საც შე­ი­ტყვეს, რომ უც­ნობ­მა მა­მა­კაც­მა დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ფული უსახ­ლკა­რო­თა თავ­შე­სა­ფარ­ში გა­და­რი­ცხა. დღეს სა­კუ­თარ ბიზ­ნესს ფლობს და ცოლ­თან ერ­თად იტა­ლი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას გეგ­მავს.

"ამ­ბო­ბენ, ფული ყვე­ლას ცვლი­სო, მაგ­რამ ჩემ­ში არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. გავ­მდიდ­რდი, მაგ­რამ ფულს შე­მო­წი­რუ­ლო­ბებ­ში ვხარ­ჯავ, რად­გა­ნაც ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ ეს თან­ხა არ გა­მო­მი­მუ­შა­ვე­ბია, ღვთის­გან ნა­ბო­ძე­ბია", - ამ­ბობს ის.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია odditycentral.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

უსახლკარომ 2 მილიონი დოლარი მოიგო და თანხა გაჭირვებულებს დაურიგა

უსახლკარომ 2 მილიონი დოლარი მოიგო და თანხა გაჭირვებულებს დაურიგა

55 წლის უნგრელი ლასზლო ანდრასჩეკი გუშინ უსახლკარო იყო და საკვებს ნაგავსაყრელზე ეძებდა, დღეს კი მილიონერია და მდიდრული აპარტამენტის შეძენა შეუძლია.

ანდრასჩეკი დიდხანს ყოყმანობდა, რა ეყიდა უკანასკნელი ხურდით - საკვები თუ ლატარეის ბილეთი. მან ბილეთი შეიძინა და ჯეკპოტის წყალობით ერთ ღამეში გამდიდრდა, 2.70 მილიონი დოლარი მოიგო. ის 7 წელი უსახლკაროთა თავშესაფარში ცხოვრობდა. ამასთან, გამოუსწორებელი ლოთი იყო და სასმელი რომ ეყიდა, ფულს ხშირად სესხულობდა. 

ლასზლომ ჯეკპოტი რამდენიმე თვის წინ მოიგო, მაგრამ ჟურნალისტებმა ის მაშინ გაიცნეს, როდესაც შეიტყვეს, რომ უცნობმა მამაკაცმა დიდი რაოდენობის ფული უსახლკაროთა თავშესაფარში გადარიცხა. დღეს საკუთარ ბიზნესს ფლობს და ცოლთან ერთად იტალიაში მოგზაურობას გეგმავს.

"ამბობენ, ფული ყველას ცვლისო, მაგრამ ჩემში არაფერი შეცვლილა. გავმდიდრდი, მაგრამ ფულს შემოწირულობებში ვხარჯავ, რადგანაც ვაცნობიერებ, რომ ეს თანხა არ გამომიმუშავებია, ღვთისგან ნაბოძებია", - ამბობს ის.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს