მოზაიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა?
უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა?

2013 წლის 7 აგ­ვის­ტოს ახ­ტა­ლა­ში გარ­დაც­ვლი­ლი მე­რაბ კუპ­რაშ­ვი­ლის დედა, ცი­უ­რი კუპ­რაშ­ვილ-მი­ტი­ჩაშ­ვი­ლი ეჭ­ვობს, რომ მისი შვი­ლი არა უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის, არა­მედ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მსხვერ­პლი გახ­და. რო­გორც ცი­უ­რი მი­ტი­ჩაშ­ვი­ლი ყვე­ბა, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის დღი­დან­ვე მისი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ში ბევ­რი რამ გა­ურ­კვე­ვე­ლია.

"მი­ლი­ცია ვალ­დე­ბუ­ლი იყო მა­შინ­ვე გა­ე­გე­ბი­ნე­ბი­ნა ჩემ­თვის შვი­ლის სიკ­ვდი­ლის შე­სა­ხებ, მე­რაბს ჩემი ნო­მე­რი ტე­ლე­ფონ­ში ეწე­რა. ექი­მი ლალი მა­ზი­აშ­ვი­ლი 9-ის ნა­ხე­ვარ­ზე მი­უყ­ვა­ნი­ათ, ჩემი შვი­ლი კი სახ­ლში ღა­მის 3 სა­ათ­ზე მო­ას­ვე­ნეს და ეს ამ­ბა­ვიც მა­შინ შე­ვი­ტყვე. მორ­გშიც ჰყო­ლი­ათ უკვე. შემ­თხვე­ვი­დან ორი დღის შემ­დეგ კი იმ ად­გი­ლას, სა­დაც ჩემი შვი­ლის ცხე­და­რი იპო­ვეს, კვა­ლის წა­საშ­ლე­ლად ორი მან­ქა­ნა "ღრა­ვი" ჩა­ყა­რეს. მე­რაბს ხერ­ხე­მა­ლი გა­და­ტე­ხი­ლი ჰქონ­და, კი­სე­რი მო­წყვე­ტი­ლი, ცხვი­რი გა­და­ჩე­ხი­ლი, მკლა­ვი თით­ქოს და­ნით ჰქონ­და და­სე­რი­ლი, კუნ­თიც აგ­ლე­ჯი­ლი, ამას ექ­სპერ­ტი­ზის სუ­რა­თე­ბიც ადას­ტუ­რებს. თუ ბოძს და­ე­ჯა­ხა, რო­გორც ის მოძ­რა­ობ­და, მარ­ჯვნივ უნდა გა­და­ვარ­დნი­ლი­ყო და არა მარ­ცხნივ" - აცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლის დედა.

გოჩა კუპ­რაშ­ვი­ლის დედა შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე ვერ­სი­ა­ზე სა­უბ­რობს. ერთი ვერ­სი­ით, მისი შვი­ლი შე­საძ­ლოა, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მსხვერ­პლი გახ­და, მო­ტი­ვად კი ერთ-ერთ მე­ზო­ბელ­თან კონ­ფლიქტს ასა­ხე­ლებს.

"მე­ზო­ბელ­თან წყლის სა­კი­თხზე გა­სუ­ლი წლის ივ­ლი­სის თვე­ში დავა მქონ­და. ერთ დღეს მა­ღა­ზი­ა­ში გა­ვე­დი, ამ მე­ზო­ბელს და­ვუ­ნა­ხი­ვარ და თურ­მე მლან­ძღავ­და. ჩემს ბიჭს გა­უ­გია და მის­თვის ყუ­რებ­ში წა­უვ­ლია ხელი. მო­ვე­დი და და­ვი­ნა­ხე ჩემი შვი­ლი კა­რებ­თან იდგა, მე­ზო­ბელ­თან და­ვობ­და. სახ­ლში შე­ვიყ­ვა­ნე და სწო­რედ ამ დროს თავ­ზე დაგ­ვად­გა გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი მი­ხე­ილ გო­გი­ნაშ­ვი­ლი. ეს ის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლია, ჩემი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მეს რომ იკ­ვლევს. მან მი­თხრა, შენ იქით გადი, ჩვენ კა­ცუ­რად უნდა გა­ვარ­ჩი­ო­თო, პატ­რულ­ში წა­მო­იყ­ვა­ნეს და ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა და­ა­წე­რი­ნეს. მე­ზო­ბე­ლი პო­ლი­ცი­ას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლია, ჩემი შვი­ლი­სა და ჩემი ოჯა­ხის და­უ­ძი­ნე­ბე­ლი მტე­რია და ეჭვი რო­გორ არ გა­მიჩ­ნდე­ბო­და, რომ ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა მას უკავ­შირ­დე­ბო­დეს?! ამ და­ვის შემ­დეგ, მე­რა­ბი რა­ღაც­ნა­ი­რად გულ­ჩა­თხრო­ბი­ლი იყო, თით­ქოს ვი­ღაც ემუქ­რე­ბო­და, მე­ზო­ბე­ლი პი­რა­დად ეუბ­ნე­ბო­და, თავი უნდა გა­გი­ჩეჩ­ქოო", - ამ­ბობს ცი­უ­რი კუპ­რაშ­ვი­ლი-მი­ტი­ჩაშ­ვი­ლი.

გარ­დაც­ვლი­ლის დე­დის მე­ო­რე ვერ­სია სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. იგი ეჭ­ვობს, რომ შვი­ლის სიკ­ვდი­ლი შე­საძ­ლოა, ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის მე­გო­ბარ მა­მა­კაც­საც უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

"7 წელი ერთ გო­გოს­თან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, ეს ადა­მი­ა­ნი ახ­ტა­ლას­თან ახ­ლოს ცხოვ­რობს, და­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ და ბოლო ერთი წე­ლია, რაც ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ნა­ახ­ლეს. თით­ქოს ამ გო­გოს თა­ვი­სი ამ­პარ­ტავ­ნე­ბის გამო ჩემი შვი­ლი არ უნ­დო­და, რად­გან კარ­გი სახ­ლი არ გვქონ­და, თუმ­ცა, მის მშობ­ლებს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი ჰქონ­დათ. ამ გო­გოს ზემო გურ­ჯა­ა­ნე­ლი 45 წლის მე­გო­ბა­რი მა­მა­კა­ცი ჰყავს და რა­ღაც­ნა­ი­რად ეჭვი მას­ზეც მაქვს", - ამ­ბობს მე­რაბ კუპ­რაშ­ვი­ლის დედა.

მე­რაბ კუპ­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ძი­ე­ბა 115-ე, თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მაგ­რამ და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო შე­წყდა.

იხი­ლეთ ვრცლად

"სპექტრი"

უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა?

უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა?

2013 წლის 7 აგვისტოს ახტალაში გარდაცვლილი მერაბ კუპრაშვილის დედა, ციური კუპრაშვილ-მიტიჩაშვილი ეჭვობს, რომ მისი შვილი არა უბედური შემთხვევის, არამედ განზრახ მკვლელობის მსხვერპლი გახდა. როგორც ციური მიტიჩაშვილი ყვება, უბედური შემთხვევის დღიდანვე მისი შვილის გარდაცვალების საქმეში ბევრი რამ გაურკვეველია.

"მილიცია ვალდებული იყო მაშინვე გაეგებინებინა ჩემთვის შვილის სიკვდილის შესახებ, მერაბს ჩემი ნომერი ტელეფონში ეწერა. ექიმი ლალი მაზიაშვილი 9-ის ნახევარზე მიუყვანიათ, ჩემი შვილი კი სახლში ღამის 3 საათზე მოასვენეს და ეს ამბავიც მაშინ შევიტყვე. მორგშიც ჰყოლიათ უკვე. შემთხვევიდან ორი დღის შემდეგ კი იმ ადგილას, სადაც ჩემი შვილის ცხედარი იპოვეს, კვალის წასაშლელად ორი მანქანა "ღრავი" ჩაყარეს. მერაბს ხერხემალი გადატეხილი ჰქონდა, კისერი მოწყვეტილი, ცხვირი გადაჩეხილი, მკლავი თითქოს დანით ჰქონდა დასერილი, კუნთიც აგლეჯილი, ამას ექსპერტიზის სურათებიც ადასტურებს. თუ ბოძს დაეჯახა, როგორც ის მოძრაობდა, მარჯვნივ უნდა გადავარდნილიყო და არა მარცხნივ" - აცხადებს გარდაცვლილის დედა.

გოჩა კუპრაშვილის დედა შვილის გარდაცვალების რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს. ერთი ვერსიით, მისი შვილი შესაძლოა, განზრახ მკვლელობის მსხვერპლი გახდა, მოტივად კი ერთ-ერთ მეზობელთან კონფლიქტს ასახელებს. 

"მეზობელთან წყლის საკითხზე გასული წლის ივლისის თვეში დავა მქონდა. ერთ დღეს მაღაზიაში გავედი, ამ მეზობელს დავუნახივარ და თურმე მლანძღავდა. ჩემს ბიჭს გაუგია და მისთვის ყურებში წაუვლია ხელი. მოვედი და დავინახე ჩემი შვილი კარებთან იდგა, მეზობელთან დავობდა. სახლში შევიყვანე და სწორედ ამ დროს თავზე დაგვადგა გამომძიებელი მიხეილ გოგინაშვილი. ეს ის გამომძიებელია, ჩემი შვილის გარდაცვალების საქმეს რომ იკვლევს. მან მითხრა, შენ იქით გადი, ჩვენ კაცურად უნდა გავარჩიოთო, პატრულში წამოიყვანეს და ახსნა-განმარტება დააწერინეს. მეზობელი პოლიციასთან დაახლოებულია, ჩემი შვილისა და ჩემი ოჯახის დაუძინებელი მტერია და ეჭვი როგორ არ გამიჩნდებოდა, რომ ჩემი შვილის მკვლელობა მას უკავშირდებოდეს?! ამ დავის შემდეგ, მერაბი რაღაცნაირად გულჩათხრობილი იყო, თითქოს ვიღაც ემუქრებოდა, მეზობელი პირადად ეუბნებოდა, თავი უნდა გაგიჩეჩქოო", - ამბობს ციური კუპრაშვილი-მიტიჩაშვილი.

გარდაცვლილის დედის მეორე ვერსია სასიყვარულო ურთიერთობას უკავშირდება. იგი ეჭვობს, რომ შვილის სიკვდილი შესაძლოა, ყოფილი შეყვარებულის მეგობარ მამაკაცსაც უკავშირდებოდეს.

"7 წელი ერთ გოგოსთან ჰქონდა ურთიერთობა, ეს ადამიანი ახტალასთან ახლოს ცხოვრობს, დაშორებულები იყვნენ და ბოლო ერთი წელია, რაც ურთიერთობა განაახლეს. თითქოს ამ გოგოს თავისი ამპარტავნების გამო ჩემი შვილი არ უნდოდა, რადგან კარგი სახლი არ გვქონდა, თუმცა, მის მშობლებს საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ. ამ გოგოს ზემო გურჯაანელი 45 წლის მეგობარი მამაკაცი ჰყავს და რაღაცნაირად ეჭვი მასზეც მაქვს", - ამბობს მერაბ კუპრაშვილის დედა.

მერაბ კუპრაშვილის საქმეზე ძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობდა, მაგრამ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდა.

იხილეთ ვრცლად

”სპექტრი”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ