მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უფლებებს უზრდიან მარგველაშვილს?
რა უფლებებს უზრდიან მარგველაშვილს?

რო­გორც სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, პრე­ზი­დენ­ტი პირ­და­პი­რი წე­სი­თაა არ­ჩე­უ­ლი, კონ­სტი­ტუ­ცია კი მას ბევრ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას უზღუ­დავს, ამი­ტომ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შტო­ებს შო­რის ძალ­თა ბა­ლან­სის კუ­თხით ბევ­რი სა­კი­თხი გა­და­სა­ხე­დია. სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის, ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის ამო­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კა­ში პრე­ზი­დენ­ტის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­ნი და იმგვა­რად იქ­ნე­ბა გან­სა­ზღვრუ­ლი ეს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­ნი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის იქ­ნე­ბა უკე­თე­სი, რად­გან მო­დე­ლი, რო­მე­ლიც სხვა ქვეყ­ნებ­ში მოქ­მე­დებს, შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სხვა სპე­ცი­ფი­კის მა­ტა­რე­ბე­ლი იყოს.

დე­ტა­ლებ­ზე სა­სა­უბ­როდ "ალია" პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

- ბა­ტო­ნო ვახ­ტანგ, მას შემ­დეგ, რაც პრე­ზი­დენ­ტი პარ­ლა­მენ­ტში მოხ­სე­ნე­ბით წარ­დგა, კი­დევ ერთხელ გა­აქ­ტი­ურ­და სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა, კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი შე­ზღუ­დუ­ლია, არც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა რა­მე­ზე და მა­შინ რაღა სა­ჭი­როა უუ­ნა­რო პრე­ზი­დენტსთვის ხელ­ფა­სის გა­დახ­და? ამით ხომ არაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი გა­და­ი­ხე­დოს?

- მე არ ვამ­ბობ, რომ პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა უნდა მოხ­დეს. მე ვამ­ბობ, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ის გარ­კვე­ულ დე­ბუ­ლე­ბებს შო­რის არის გარ­კვე­უ­ლი შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბი, რაც აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა გა­სას­წო­რე­ბე­ლი. შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც ნა­წილ­ში პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი გა­ი­ზარ­დოს, რა­ღაც შემ­ცირ­დეს. მოკ­ლედ, ერ­თმა­ნეთ­თან უნდა მო­ვი­დეს შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში.

- ბა­ტო­ნო ვახ­ტანგ, როცა ვი­ღა­ცას უზ­რდი უფ­ლე­ბებს, უზღუ­დავ სხვას, ხომ ასეა? ვის და რის ხარ­ჯზე უნდა მოხ­დეს პრე­ზი­დენ­ტის­თვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გაზ­რდა?

- ეს ცვლი­ლე­ბა არა­ნა­ი­რად არ შე­ე­ხე­ბა აღ­მას­რუ­ლებ­ლის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბებს. პრე­ზი­დენტს რო­გორც დღეს არ აქვს აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა, ასე­ვე არ ექ­ნე­ბა, გარ­და იმ ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვი­სა, რომ მო­ი­თხო­ვოს მთავ­რო­ბის­გან რა­ღაც სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვა და თა­ვა­დაც მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამ სა­კი­თხის გან­ხილ­ვა­ში. მე­ო­რე არის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ფორ­მატ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხი. აქ ის გარ­კვე­ულ სა­კი­თხებს გა­ნი­ხი­ლავს და რე­კო­მენ­და­ცი­ებს იძ­ლე­ვა უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო, რომ­ლის წევ­რე­ბიც არი­ან პრე­მი­ე­რი და მი­ნის­ტრე­ბი. ეს ორი რამ არის. სხვა მხრივ, პრე­ზი­დენტს აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან შე­ხე­ბა არ აქვს და არც უნდა ჰქონ­დეს. ამი­ტომ ამ მხრივ ცვლი­ლე­ბებ­ზე სა­უ­ბა­რი არ არის. სა­უ­ბა­რია სხვა ტი­პის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბებ­ზე.

- მა­გა­ლი­თად?

- მა­გა­ლი­თად, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე. იქ არის შე­წყა­ლე­ბე­ბის სა­კი­თხე­ბი და ასე­თი ტი­პის სა­კი­თხებ­ზე შე­იძ­ლე­ბა იყოს რა­ღაც გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, ანუ პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი კი არ გა­და­ი­ხე­დე­ბა, არა­მედ გა­და­ი­ხე­დე­ბა ის ცალ­კე­უ­ლი დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ეხე­ბა პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას იმის­თვის, რომ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში იყოს ერ­თმა­ნეთ­თან, რაც დღეს ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში არის დარ­ღვე­უ­ლი ამ თვალ­საზ­რი­სით.

- ანუ ბუ­ტა­ფო­რი­ად ქცე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის­თვის და­ზუს­ტე­ბუ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბის შექ­მნით უფრო საქ­მი­ან პრე­ზი­დენტს მი­ვი­ღებთ?

- არა, სრუ­ლი გა­და­ხედ­ვა სა­ჭი­რო არაა, "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" და სხვებ­საც წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ, რომ პრე­ზი­დენ­ტი უნდა იყოს უზარ­მა­ზა­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პი­როვ­ნე­ბა. არ­სე­ბობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა ტი­პის მო­დე­ლე­ბი. საპ­რე­ზი­დენ­ტო რეს­პუბ­ლი­კა­ში პრე­ზი­დენ­ტი არის მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი. სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კა­ში აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი არის მთავ­რო­ბა და პრე­ზი­დენ­ტი არ არის მისი ხელ­მძღვა­ნე­ლი. პრე­ზი­დენ­ტი ცალ­კე დგას და მას უწო­დე­ბენ "პრე­ზი­დენტ არ­ბიტრს", "პრე­ზი­დენ­ტი – სიმ­ბო­ლო", "პრე­ზი­დენ­ტი - სა­თა­და­რი­გო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა". მისი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი მკვეთ­რად იზ­რდე­ბა, როცა ქვე­ყა­ნა­ში არის პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის ვი­თა­რე­ბა, ან რო­დე­საც ქვე­ყა­ნას თავს ეს­ხმი­ან, ან რო­დე­საც სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა ცხად­დე­ბა. ყვე­ლა და­ნარ­ჩენ შემ­თხვე­ვა­ში, პრე­ზი­დენ­ტი არ ეხე­ბა აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ეს არის სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კის პრინ­ცი­პი.

- ორი უშიშ­რო­ე­ბის სტრუქ­ტუ­რა რა სა­ჭი­რო იყო? რამე პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მა­ინც და­გე­ტო­ვე­ბი­ნათ პრე­ზი­დენ­ტის­თვის...

- არ არის ორი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო. არის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო, რომ­ლის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ფუნ­ქცია არის სამ­ხედ­რო აღმშე­ნებ­ლო­ბა და ქვეყ­ნის თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. ეს წე­რია კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რაც მთავ­რო­ბას­თან იქ­მნე­ბა, ეს არის კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭო და ზო­გა­დი უსაფრ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მებ­ზე მო­მუ­შა­ვე საბ­ჭო. ზო­გად უსაფრ­თხო­ე­ბა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ხის უსაფრ­თხო­ე­ბა, ეს არის ეკო­ნო­მი­კუ­რი, ეკო­ლო­გი­უ­რი, ისე­თი სა­ხის უსაფრ­თხო­ე­ბა, რო­მე­ლიც არ მი­ე­კუთ­ვნე­ბა სამ­ხედ­რო და თავ­დაც­ვი­თი ხა­სი­ა­თის უსაფრ­თხო­ე­ბას. ასე­ვე, კრი­ზი­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს სხვა­დას­ხვა ტი­პის, მა­გა­ლი­თად, ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფა, ან ეპი­დე­მია, ამ დროს სა­ჭი­როა ოპე­რა­ტი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, ამის­თვის იქ­მნე­ბა ეს საბ­ჭო.

აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა და­ი­ყოს ორ სხვა­დას­ხვა ინ­სტი­ტუტს შო­რის, არ შე­იძ­ლე­ბა და არც სწო­რი არ იქ­ნე­ბა, რომ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთი ნა­წი­ლი მთავ­რო­ბას ჰქონ­დეს, მე­ო­რე ნა­წი­ლი პრე­ზი­დენტს, ასე საქ­მე ვერ გა­კეთ­დე­ბა და არც კეთ­დე­ბა არც ერთ ნორ­მა­ლუ­რად მო­წყო­ბილ ქვე­ყა­ნა­ში. პრე­ზი­დენტს აქვს სხვა ტი­პის საქ­მე­ე­ბი და ეს საქ­მე­ე­ბი ცოტა არ არის და საკ­მა­ოდ მნივ­ნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბია. ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ერთს და­გი­სა­ხე­ლებთ მა­გა­ლი­თად, ყვე­ლა კა­ნო­ნი ხელ­მო­სა­წე­რად მი­დის პრე­ზი­დენ­ტთან. პრე­ზი­დენ­ტმა და სამ­სა­ხურ­მა უნდა გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს ყვე­ლა მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნი, მას აქვს უფ­ლე­ბა მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ან ხელი მო­ა­წე­როს კა­ნონს და გა­მო­აქ­ვეყ­ნოს, ან და­წე­როს შე­ნიშ­ვნე­ბი და და­უბ­რუ­ნოს პარ­ლა­მენტს ხე­ლახ­ლა გან­სა­ხილ­ვე­ლად.

- კარ­გით რა, ბა­ტო­ნო ვახ­ტანგ... უმ­რავ­ლე­სო­ბა, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და პრე­ზი­დენ­ტი რომ ერთი გუნ­დია, რო­მე­ლი პრე­ზი­დენ­ტი გა­ბე­დავს ვე­ტოს და­დე­ბას?

- მე ასე არ ვუ­ყუ­რებ ამას, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ერთი გუნ­დია, თუ არ არის ერთი გუნ­დი? თუ კა­ნონ­ში წე­რია რა­ი­მე არას­წო­რად, პრე­ზი­დენ­ტმა უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს თა­ვი­სი უფ­ლე­ბა, ამი­ტო­მაა რომ პრე­ზი­დენ­ტე­ბი აწე­რენ ხელს კა­ნო­ნებს. თუ კა­ნო­ნი ნორ­მა­ლუ­რად არის შექ­მნი­ლი და ემ­სა­ხუ­რე­ბა იმ მი­ზანს, რა მი­ზა­ნიც არის გა­ცხა­დე­ბუ­ლი, თუ სწო­რად ასა­ხავს, მა­შინ უნდა მო­ა­წე­როს ხელი, ვე­ტოს და­დე­ბა თვით­მი­ზა­ნი ხომ არ უნდა იყოს?! ყვე­ლა კა­ნო­ნი პრე­ზი­დენ­ტის მიერ უნდა იყოს გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი და მო­ცუ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით ეს არ არის პა­ტა­რა საქ­მე.

ჟანა ასა­ნი­ძე

გა­ზე­თი "ალია"

რა უფლებებს უზრდიან მარგველაშვილს?

რა უფლებებს უზრდიან მარგველაშვილს?

როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, პრეზიდენტი პირდაპირი წესითაა არჩეული, კონსტიტუცია კი მას ბევრ უფლებამოსილებას უზღუდავს, ამიტომ, ხელისუფლების შტოებს შორის ძალთა ბალანსის კუთხით ბევრი საკითხი გადასახედია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ცვლილებებისთვის ამოსავალი იქნება საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტისთვის დამახასიათებელი უფლებამოსილებანი და იმგვარად იქნება განსაზღვრული ეს უფლებამოსილებანი, როგორც საქართველოსთვის იქნება უკეთესი, რადგან მოდელი, რომელიც სხვა ქვეყნებში მოქმედებს, შესაძლოა, საქართველოსთვის სხვა სპეციფიკის მატარებელი იყოს.

დეტალებზე სასაუბროდ "ალია" პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ვახტანგ ხმალაძეს დაუკავშირდა.

- ბატონო ვახტანგ, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი პარლამენტში მოხსენებით წარდგა, კიდევ ერთხელ გააქტიურდა საუბარი იმაზე, რომ როგორც პოლიტიკური ფიგურა, კანონის მიხედვით მარგველაშვილი შეზღუდულია, არც პასუხისმგებლობა ეკისრება რამეზე და მაშინ რაღა საჭიროა უუნარო პრეზიდენტსთვის ხელფასის გადახდა? ამით ხომ არაა განპირობებული, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები გადაიხედოს?

- მე არ ვამბობ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების გაძლიერება უნდა მოხდეს. მე ვამბობ, რომ კონსტიტუციის გარკვეულ დებულებებს შორის არის გარკვეული შეუსაბამობები, რაც აუცილებლად იქნება გასასწორებელი. შეიძლება, რაღაც ნაწილში პრეზიდენტის უფლებამოსილებები გაიზარდოს, რაღაც შემცირდეს. მოკლედ, ერთმანეთთან უნდა მოვიდეს შესაბამისობაში.

- ბატონო ვახტანგ, როცა ვიღაცას უზრდი უფლებებს, უზღუდავ სხვას, ხომ ასეა? ვის და რის ხარჯზე უნდა მოხდეს პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების გაზრდა?

- ეს ცვლილება არანაირად არ შეეხება აღმასრულებლის უფლებამოსილებებს. პრეზიდენტს როგორც დღეს არ აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მონაწილეობის მიღების უფლება, ასევე არ ექნება, გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, რომ მოითხოვოს მთავრობისგან რაღაც საკითხების განხილვა და თავადაც მიიღოს მონაწილეობა ამ საკითხის განხილვაში. მეორე არის უშიშროების საბჭოს ფორმატთან დაკავშირებული საკითხი. აქ ის გარკვეულ საკითხებს განიხილავს და რეკომენდაციებს იძლევა უშიშროების საბჭო, რომლის წევრებიც არიან პრემიერი და მინისტრები. ეს ორი რამ არის. სხვა მხრივ, პრეზიდენტს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეხება არ აქვს და არც უნდა ჰქონდეს. ამიტომ ამ მხრივ ცვლილებებზე საუბარი არ არის. საუბარია სხვა ტიპის უფლებამოსილებებზე.

- მაგალითად?

- მაგალითად, მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. იქ არის შეწყალებების საკითხები და ასეთი ტიპის საკითხებზე შეიძლება იყოს რაღაც გარკვეული ცვლილებები, ანუ პრეზიდენტის უფლებამოსილებები კი არ გადაიხედება, არამედ გადაიხედება ის ცალკეული დებულებები, რომლებიც ეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებას იმისთვის, რომ შესაბამისობაში იყოს ერთმანეთთან, რაც დღეს ზოგიერთ შემთხვევაში არის დარღვეული ამ თვალსაზრისით.

- ანუ ბუტაფორიად ქცეული პრეზიდენტისთვის დაზუსტებული ფუნქციების შექმნით უფრო საქმიან პრეზიდენტს მივიღებთ?

- არა, სრული გადახედვა საჭირო არაა, "ნაციონალებს" და სხვებსაც წარმოუდგენიათ, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს უზარმაზარი ძალაუფლებით აღჭურვილი პიროვნება. არსებობს ხელისუფლების სხვადასხვა ტიპის მოდელები. საპრეზიდენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი არის მთავრობის მეთაური. საპარლამენტო რესპუბლიკაში აღმასრულებელი არის მთავრობა და პრეზიდენტი არ არის მისი ხელმძღვანელი. პრეზიდენტი ცალკე დგას და მას უწოდებენ "პრეზიდენტ არბიტრს", "პრეზიდენტი – სიმბოლო", "პრეზიდენტი - სათადარიგო ხელისუფლება". მისი უფლებამოსილებები მკვეთრად იზრდება, როცა ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისის ვითარება, ან როდესაც ქვეყანას თავს ესხმიან, ან როდესაც საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, პრეზიდენტი არ ეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას. ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპი.

- ორი უშიშროების სტრუქტურა რა საჭირო იყო? რამე პრიორიტეტული მაინც დაგეტოვებინათ პრეზიდენტისთვის...

- არ არის ორი უშიშროების საბჭო. არის უშიშროების საბჭო, რომლის კონსტიტუციური ფუნქცია არის სამხედრო აღმშენებლობა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფა. ეს წერია კონსტიტუციაში ძალიან მკაფიოდ. რაც შეეხება იმას, რაც მთავრობასთან იქმნება, ეს არის კრიზისების მართვის საბჭო და ზოგადი უსაფრთხოების პრობლემებზე მომუშავე საბჭო. ზოგად უსაფრთხოებაში იგულისხმება სხვადასხვა სახის უსაფრთხოება, ეს არის ეკონომიკური, ეკოლოგიური, ისეთი სახის უსაფრთხოება, რომელიც არ მიეკუთვნება სამხედრო და თავდაცვითი ხასიათის უსაფრთხოებას. ასევე, კრიზისები შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის, მაგალითად, ეკოლოგიური კატასტროფა, ან ეპიდემია, ამ დროს საჭიროა ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება, ამისთვის იქმნება ეს საბჭო.

აღმასრულებელი ხელისუფლება არ შეიძლება დაიყოს ორ სხვადასხვა ინსტიტუტს შორის, არ შეიძლება და არც სწორი არ იქნება, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ერთი ნაწილი მთავრობას ჰქონდეს, მეორე ნაწილი პრეზიდენტს, ასე საქმე ვერ გაკეთდება და არც კეთდება არც ერთ ნორმალურად მოწყობილ ქვეყანაში. პრეზიდენტს აქვს სხვა ტიპის საქმეები და ეს საქმეები ცოტა არ არის და საკმაოდ მნივნელოვანი საქმეებია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთს დაგისახელებთ მაგალითად, ყველა კანონი ხელმოსაწერად მიდის პრეზიდენტთან. პრეზიდენტმა და სამსახურმა უნდა გააანალიზოს ყველა მიღებული კანონი, მას აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება, ან ხელი მოაწეროს კანონს და გამოაქვეყნოს, ან დაწეროს შენიშვნები და დაუბრუნოს პარლამენტს ხელახლა განსახილველად.

- კარგით რა, ბატონო ვახტანგ... უმრავლესობა, აღმასრულებელი ხელისუფლება და პრეზიდენტი რომ ერთი გუნდია, რომელი პრეზიდენტი გაბედავს ვეტოს დადებას?

- მე ასე არ ვუყურებ ამას, რა მნიშვნელობა აქვს ერთი გუნდია, თუ არ არის ერთი გუნდი? თუ კანონში წერია რაიმე არასწორად, პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს თავისი უფლება, ამიტომაა რომ პრეზიდენტები აწერენ ხელს კანონებს. თუ კანონი ნორმალურად არის შექმნილი და ემსახურება იმ მიზანს, რა მიზანიც არის გაცხადებული, თუ სწორად ასახავს, მაშინ უნდა მოაწეროს ხელი, ვეტოს დადება თვითმიზანი ხომ არ უნდა იყოს?! ყველა კანონი პრეზიდენტის მიერ უნდა იყოს გაანალიზებული და მოცულობის თვალსაზრისით ეს არ არის პატარა საქმე.

ჟანა ასანიძე

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა