მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისი თქმა ვერ მოასწრო დუდუ დადიანმა?..
რისი თქმა ვერ მოასწრო დუდუ დადიანმა?..

Ambebi.ge გთა­ვა­ზობთ სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლებს "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" სხვა­დას­ხვა ბეჭ­დუ­რი გა­მო­ცე­მე­ბის არ­ქი­ვე­ბი­დან. ამ­ჯე­რად წარ­მო­გიდ­გენთ ჟურ­ნალ "გზის" 2002 წლის პუბ­ლი­კა­ცი­ას, რო­მე­ლიც დუდუ და­დი­ა­ნის მკვლე­ლო­ბას ეხე­ბა.

***

22 იან­ვარს, და­ახ­ლო­ე­ბით დღის 12 სა­ათ­ზე, კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენტს დუდუ და­დი­ანს სპორ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის შე­ნო­ბის შე­სას­ვლელ­ში ეს­რო­ლეს. და­დი­ა­ნი შე­ნო­ბის მე­სა­მე სარ­თულ­ზე მდე­ბა­რე, თა­ვი­სი სა­მუ­შაო კა­ბი­ნე­ტის­კენ მი­დი­ო­და: მას კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის წევ­რებ­თან შეხ­ვედ­რა ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი. ტრა­გე­დია ამ შეხ­ვედ­რამ­დე ერთი სა­ა­თით ადრე დატ­რი­ალ­და...

დუდუ და­დი­ა­ნი 1969 წელს და­ი­ბა­და. დედა - გუ­რან­და და­დი­ა­ნი - მა­შინ გარ­და­იც­ვა­ლა, როცა დუდუ ექ­ვსი წლის იყო... მისი აღ­ზრდა მა­მამ და ძმამ - დუ­დუ­ზე ექ­ვსი წლით უფ­როს­მა ლე­ვან­მა იტ­ვირ­თეს, დუ­დუს უდე­დო­ბა არ აგ­რძნო­ბი­ნეს...

კა­ლათ­ბურ­თის თა­მა­ში დუ­დუმ სა­კა­ლათ­ბურ­თო გუნდ "მარ­თვე­ში" და­ი­წყო, შემ­დეგ "დი­ნა­მოს" სა­თა­და­რი­გო შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გა­და­ვი­და. ფი­ზკულ­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტში სწავ­ლი­სას, მისი სა­ხე­ლი ყვე­ლა გო­გო­ნას პირ­ზე ეკე­რა. მას­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბულ ერთ-ერთ სტუ­დენტს ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რა გა­უ­რე­მიქ­სე­ბია და და­ი­ნა­ხავ­და თუ არა დუ­დუს, თურ­მე სიმ­ღე­რას იწყებ­და: "და­დი­ა­ნო, და­დი­ა­ნო, გული არ და­მი­დარ­დი­ა­ნო..." დუდუ ამის გა­გო­ნე­ბა­ზე მთე­ლი ხმით ხარ­ხა­რებ­და და შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გო­გო­ნას მი­მართ სა­ო­ცარ მზრუნ­ვე­ლო­ბას იჩენ­და...

შემ­დეგ­შიც ბევ­რჯერ მო­უხ­და დუ­დუს, მას­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის ხილ­ვა, მისი მკვლე­ლო­ბის ერთ-ერთ ვერ­სი­ა­საც ხომ ერთ ცნო­ბილ ქალს უკავ­ში­რე­ბენ. "ისე­თი ლა­მა­ზი იყო დუდუ, რომ ყვე­ლა­ნა­ირ და­ნა­შა­ულს აპა­ტი­ებ­დი", - გა­მიმ­ხი­ლეს მის­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა. როცა "ვი­თას" სა­კა­ლათ­ბურ­თო გუნდში თა­მა­შობ­და, შე­ჯიბ­რე­ბებ­სა და ვარ­ჯი­შებ­ზე უმე­ტე­სო­ბა სწო­რედ დუ­დუს სა­ნა­ხა­ვად და­დი­ო­და.

ქა­ლე­ბის­გან გა­ნე­ბივ­რე­ბულ­მა დუ­დუმ ცო­ლის მოყ­ვა­ნა ვერ მო­ას­წრო. ისე გარ­და­იც­ვა­ლა, რომ მის­თვის "მამა" არა­ვის და­უ­ძა­ხია. ცოლ-შვი­ლი არ ჰყავ­და. მკვლე­ლო­ბის დღეს თა­ვის დის – მა­კას ბი­ნი­დან ჩვე­უ­ლი ღი­მი­ლით გა­მო­ვი­და და სამ­სა­ხურ­ში წა­ვი­და. მა­შინ არა­ვის შე­ეძ­ლო ეფიქ­რა, რომ უკან თა­ვი­სი ფე­ხით ვე­ღარ დაბ­რუნ­დე­ბო­და და ერთი სა­ა­თის შემ­დგე, დუ­დუ­ზე უკვე "იყო­თი" ისა­უბ­რებ­დნენ...

მკვლე­ლო­ბის ად­გილ­ზე მი­სუ­ლებს, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი დაბ­ნე­უ­ლი სა­ხე­ე­ბით მოგ­ვა­ჩერ­დნენ. ისევ კი­ბე­ზე ეგდო ქუდი, რო­მე­ლიც დუ­დუს და­ცე­მის შემ­დეგ და­უ­ვარ­და... გას­რო­ლა "მა­კა­რო­ვის" სის­ტე­მის პის­ტო­ლე­ტი­დან მოხ­და. მოკ­ლულს სამი ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი, მათ შო­რის ერთი - ფილ­ტვში. ნა­პოვ­ნია მას­რე­ბი. არ­სე­ბობს მოწ­მე, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბა­საც, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არც ჩვენ ვა­სა­ხე­ლებთ: მან და­ი­ნა­ხა, რო­გორ გარ­ბო­და მკვლე­ლი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან, რო­გორ გა­მო­ვარ­და იგი, ფე­ხათ­რე­უ­ლი, შე­ნო­ბი­დან და გა­იქ­ცა. მკვლელს ემ­ჩნე­ო­და, რომ დუ­დუს­თან ფი­ზი­კუ­რი შეხ­ლა-შე­მოხ­ლა ჰქონ­და, რის შე­დე­გა­დაც ფეხი იტ­კი­ნა და სირ­ბი­ლი უჭირ­და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ცალ ფეხს მი­ათ­რევ­და. ეს გახ­და მი­ზე­ზი იმი­სა, რომ მარ­ცხე­ნა ფეხი აუ­ცურ­და, ან ფე­ხე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში აებ­ლან­და, და შე­ნო­ბის კუ­თხეს­თან და­ე­ცა, ას­ფალტზე გა­იშ­ხლარ­თა. რა თქმა უნდა, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მკვლე­ლის და­ჭე­რა არა­ვის უც­დია.

პირ­ვე­ლად დუდუ შე­ნო­ბის კო­მენ­დან­ტმა ნახა... იქვე, კი­ბე­ზე დუ­დუს ია­რა­ღიც ეგდო. რო­გორც ჩანს, მან გას­რო­ლა ვე­ღარ მო­ას­წრო. დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრო­მელ­მა ჯაგა (მალ­ხაზ) ლა­ცა­ბი­ძემ დუდუ მე­გობ­რის მან­ქა­ნა­ში ჩას­ვა და მე-9 სა­ა­ვად­მყო­ფოს­კენ გა­ა­ქა­ნა. გზა­ში დუდუ ცდი­ლობ­და, რა­ღაც ეთ­ქვა, წვა­ლობ­და, პირს აღებ­და და უნ­დო­და მალ­ხა­ზის­თვის რა­ღაც გა­ე­გე­ბი­ნე­ბი­ნა, აეხ­სნა, მაგ­რამ ვერ მო­ას­წრო, გა­ი­თი­შა. მალ­ხა­ზი კი, მხო­ლოდ ტუ­ჩე­ბის მოძ­რა­ო­ბით ვე­რა­ფერს მიხ­ვდა, დუ­დუს ხმა აღარ ამოს­დი­ო­და...

შევ­ძე­ლით დაგ­ვედ­გი­ნა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ვი­ნა­ო­ბა, რომ­ლებ­მაც მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, პირ­ვე­ლებ­მა და­ათ­ვა­ლი­ე­რეს ად­გი­ლი, სა­დაც სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რი­ლი დუდუ და­დი­ა­ნი და­ვარ­და. ძირს ეგდო მისი ქუდი, სა­ბუ­თე­ბი, ია­რა­ღი, იქვე ეყა­რა მას­რე­ბიც...

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, რამ­დე­ნი­მე წლის წინ დუ­დუს, ადა­მი­ა­ნი შე­მო­აკ­ვდა, რის გა­მოც იგი აშშ-ში სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იმა­ლე­ბო­და. იქი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა დუ­დუმ ია­რა­ღი შე­ი­ძი­ნა, რად­გან იცო­და, მოკ­ლუ­ლის ნა­თე­სა­ვე­ბი შურს იძი­ებ­დნენ...

არ­სე­ბობს ისე­თი ვერ­სი­აც, თით­ქოს დუდუ და­დი­ან­მა კა­ზი­ნო­ში უამ­რა­ვი ფული წა­ა­გო და მკვლე­ლო­ბა, წა­გე­ბუ­ლი თან­ხის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო მოხ­და. მაგ­რამ სა­ნამ ძი­ე­ბა არ დას­რულ­დე­ბა, ყვე­ლა ვერ­სია ქა­ლაქ­ში ჭო­რის დო­ნე­ზე იტ­რი­ა­ლებს. ეს არც არის გა­საკ­ვი­რი, რად­გან მოკ­ლეს ახალ­გაზ­რდა კაცი, რო­მე­ლიც თბი­ლისს უხ­დე­ბო­და, ვი­საც თბი­ლი­სე­ლო­ბა უხ­დე­ბო­და და ვინც თბი­ლი­სის კო­ლო­რი­ტი იყო.

... დუ­დუს მამა – ბა­ტო­ნი რო­ბი­კო და­დი­ა­ნი, წლე­ბის მან­ძილ­ზე ავ­ტოპრო­ფი­ლაქ­ტო­რი­უმ­ში მუ­შა­ობ­და. დუ­დუს და - მაკა გა­თხო­ვი­ლია, ჰყავს თექ­ვსმე­ტი წლის გო­გო­ნა, ეკა. დუ­დუს ძმა - ლე­ვა­ნი ორი შვი­ლის მა­მაა. მისი რვა თვის ვაჟი - სან­დრო, დუ­დუს თურ­მე მთელ ქვე­ყა­ნას ერ­ჩივ­ნა.

ლე­ვან და­დი­ა­ნი, დუ­დუს ძმა:

- ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც დუ­დუს იც­ნობ­და, თუნ­დაც შო­რი­დან, მას არ მოკ­ლავ­და. დუდუ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბუ­ნე­ბის ბიჭი იყო. მის­გან დიდი ენერ­გია მო­დი­ო­და. ბავ­შვო­ბა­ში ვერ­ცხლის­წყა­ლი­ვით სწრა­ფი და მო­უს­ვე­ნა­რი იყო. წუ­თით არ გა­ჩერ­დე­ბო­და, არ და­ის­ვე­ნებ­და. ვი­საც არ უნდა გა­ეც­ნო, ყვე­ლა მიხ­ვდე­ბო­და, რომ მას სი­ცო­ცხლე უყ­ვარ­და. ეს ერთი შე­ხედ­ვი­თაც ჩან­და. ყვე­ლაფ­რის მოს­წრე­ბა უნ­დო­და, ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა ეჩ­ქა­რე­ბო­და, ყვე­ლას ეჯიბ­რე­ბო­და სიყ­ვა­რულ­ში... ჩემს ხელ­ში გა­ი­ზარ­და დუდუ. რო­გორც ყვე­ლა უფ­როს ძმას, მეც მი­წევ­და მისი დაც­ვა, გაფრ­თხი­ლე­ბა. ასე ხდე­ბო­და გარ­კვე­ულ ასა­კამ­დე. მერე ჩვენ შო­რის, ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი წა­ი­შა­ლა. დუ­დუს წლე­ბი რომ მო­ე­მა­ტა, ჩვენ მე­გობ­რე­ბი გავ­ხდით...

- მის­მა მე­გობ­რებ­მა მი­თხრეს: დუ­დუს­გან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე­თო. თქვენ­თვის თუ იყო რა­მით მი­სა­ბა­ძი? თუ გე­ა­მა­ყე­ბო­დათ მისი ძმო­ბა?

- ჩემ­თვის დუდუ იყო მი­სა­ბა­ძი. უდი­დე­სი მი­ზან­სწრაფ­ვა ჰქონ­და სპორ­ტში, პი­რად საქ­მე­შიც. თუ რა­ი­მეს მიზ­ნად და­ი­სა­ხავ­და, უეჭ­ვე­ლად აის­რუ­ლებ­და. ნე­ბის­მი­ერ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­და­ლა­ხავ­და. მის­თვის გა­და­უ­ლა­ხა­ვი ბა­რი­ე­რი არ არ­სე­ბობ­და.

- რა გეგ­მე­ბი ჰქონ­და დუ­დუს?

- მე რვა თვის ბიჭი მყავს. როცა სან­დროს სა­ხით, ჩვენს ოჯახ­ში გვა­რის გამ­გრძე­ლე­ბე­ლი გაჩ­ნდა, დუ­დუმ აღარ იცო­და, სი­ხა­რუ­ლით რა ექნა... მა­შინ თქვა, რომ თვი­თო­ნაც უნ­დო­და, ცოლი მო­ეყ­ვა­ნა და შვი­ლე­ბი ჰყო­ლო­და. მე ძა­ლი­ან და­ვაგ­ვი­ა­ნე ცო­ლის მოყ­ვა­ნა, რა­საც ვნა­ნობ. სულ ვე­უბ­ნე­ბო­დი ჩემს ძმას: ჩემს შეც­დო­მას ნუ გა­ი­მე­ო­რებ, რაც უფრო ადრე წა­მო­გეზ­რდე­ბა შვი­ლე­ბი, მით უფრო ბედ­ნი­ე­რი კაცი იქ­ნე­ბი-მეთ­ქი.

- გი­ნა­ხავთ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი დუდუ?

- მი­ნა­ხავს შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც, იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლიც. ძა­ლი­ან სუფ­თა გული ჰქონ­და მას, ზოგ­ჯერ მი­ა­მი­ტუ­რა­დაც იქ­ცე­ო­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რა­საც მის შე­სა­ხებ ჰყვე­ბოდ­ნენ. ამ­ბობ­დნენ, თით­ქოს გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი იყო თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ქა­ლე­ბით. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ის ერ­თგუ­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ქმა­რი იქ­ნე­ბო­და. მე არც მი­ნა­ხავს მას­ზე უფრო ერ­თგუ­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი... სა­ოც­რად სუფ­თა ბუ­ნე­ბის კაცი იყო. სახ­ლშიც, ოჯა­ხის წევ­რებს ყო­ველ წუთს უმ­ტკი­ცებ­და, თა­ვი­სი ქცე­ვით, რო­გორ უყ­ვარ­და ისი­ნი. მაგ­რამ მათ­გან, ვინც უყ­ვარ­და, ძა­ლი­ან ბევ­რსაც ითხოვ­და. ტყუ­ი­ლი არ უყ­ვარ­და. ტყუ­ი­ლის თქმას ძნე­ლად თუ აპა­ტი­ებ­და ვინ­მეს.

- ნა­ცე­მი დუდუ თუ გი­ნა­ხავთ?

- რო­გორც ყვე­ლა ბიჭი, ისიც გა­ლა­ხუ­ლა და მა­საც გა­უ­ლა­ხავს სხვე­ბი, მაგ­რამ მე, რო­გორც უფ­რო­სი ძმა, ყო­ველ­თვის მისი დამ­ცვე­ლი ვი­ყა­ვი. ნე­ბის­მი­ერ კონ­ფლიქ­ტში ჩა­ვე­რე­ო­დი და მო­ჩხუ­ბარ მხა­რე­ებს შე­ვა­რი­გებ­დი ხოლ­მე. სა­ნამ მისი დაც­ვა და გაფრ­თხი­ლე­ბა ჩემი მო­ვა­ლე­ო­ბა იყო, სა­ნამ დუდუ და­ვაჟ­კაც­და და უკვე თა­ვად შე­ეძ­ლო სა­კუ­თა­რი პი­როვ­ნე­ბის დაც­ვა, მა­ნამ მე ვეხ­მა­რე­ბო­დი, ვი­ცავ­დი.

- ამე­რი­კა­ში წა­სუ­ლი დუდუ თუ ამ­ჟღავ­ნებ­და, რომ ენატ­რე­ბო­დით და უთ­ქვე­ნოდ გაძ­ლე­ბა უჭირ­და?

- სულ გვი­რე­კავ­და, თით­ქმის ვერ ვგრძნობ­დით უმი­სო­ბას. სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით და მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჩა­მო­ვი­და ამე­რი­კი­დან. CNN-ში ნახა კად­რი, თუ რო­გორ ის­ხდნენ თბი­ლი­სის ომის დროს, ტე­ლე­ვი­ზი­ის შე­ნო­ბის ფო­ი­ე­ში მისი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მე­გობ­რე­ბი. ეს რომ და­ი­ნა­ხა, სას­წრა­ფოდ ბი­ლე­თი აიღო და ჩა­მოფ­რინ­და. არ ვე­ლო­დით, წა­მოს­ვლა და­გეგ­მი­ლი არ ჰქონ­და, აწყო­ბი­ლი ცხოვ­რე­ბა მი­ა­ტო­ვა, ისე­თი პი­რო­ბე­ბი დათ­მო, რო­მელ­ზეც აქე­დან წა­სუ­ლე­ბი ოც­ნე­ბო­ბენ... ისე უყ­ვარ­და თა­ვი­სი მე­გობ­რე­ბი, რომ მათი მხარ­და­ჭე­რის­თვის მშვიდ და უზ­რუნ­ველ ცხოვ­რე­ბა­ზე თქვა უარი.

- რო­დის იყო დუდუ ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი?

- ალ­ბათ მე რომ ცოლი შე­ვირ­თე, მა­შინ. შემ­დეგ კი, როცა გვა­რის გამ­გრძე­ლე­ბე­ლი და­ი­ბა­და, გიჟ­დე­ბო­და სან­დრო­ზე. თა­ვად დუდუ, 19 მა­ისს არის და­ბა­დე­ბუ­ლი, სან­დრო კი 20 მა­ისს გაჩ­ნდა. დუდუ გერ­მა­ნი­ა­ში მიფ­რი­ნავ­და ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სით, სა­დაც სხვა თვითმფრი­ნავ­ში უნდა გა­დამ­ჯდა­რი­ყო და სწო­რედ იმ აე­რო­პორ­ტში და­ვუ­რე­კეთ: გა­და­ი­რია – ჩემს გაფ­რე­ნას ელო­დე­ბო­და ეგ მა­ი­მუ­ნიო?!.

- სა­ხე­ლი ვინ და­არ­ქვა? ვისი სა­ხე­ლია დუდუ?

- დუდუ მას მე და­ვარ­ქვი; ჩემს ბავ­შვო­ბა­ში მქონ­და ფრან­გუ­ლი ჟურ­ნა­ლი - "ჰი­ფის თავ­გა­და­სა­ვა­ლი", სა­დაც ჰიფი იყო ძაღ­ლი და ჰყავ­და პატ­რო­ნი, დუდუ - პა­ტა­რა ოქ­როს­კუ­ლუ­ლე­ბი­ა­ნი ბიჭი. სულ ვამ­ბობ­დი: თუ დე­დას ბიჭი გა­უჩ­ნდე­ბა, დუდუ და­ვარ­ქვათ-მეთ­ქი... გა­ათ­მა­გე­ბუ­ლი გვქონ­და ოჯახ­ში დუ­დუს მი­მართ მზრუნ­ვე­ლო­ბა... ყო­ველ­თვის მე­გო­ნა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცო­დი მის შე­სა­ხებ.

- დუ­დუს მე­სა­ი­დუმ­ლე თუ იყა­ვით?

- მე ვთვლი, რომ ვი­ყა­ვი... ჩვენ ისე­თი ძმო­ბა გვქონ­და, ბევ­რს რომ სა­ოც­ნე­ბოდ აქვს. მას შე­ეძ­ლო, მო­სუ­ლი­ყო, ჩამ­ხუ­ტე­ბო­და და ჩემ­თვი­სი თა­ვი­სი გუ­ლის­ნა­დე­ბი ეთ­ქვა.

- თუა შე­საძ­ლე­ბე­ლი, დუდუ ქა­ლის გუ­ლის­თვის ან ვა­ლე­ბის გამო მო­ეკ­ლათ?

- მას არას­დროს ცხოვ­რე­ბა­ში არა­ვი­სი ვალი არ ჰქო­ნია. ქედ­მა­ღა­ლი ბიჭი იყო, ვალ­ში არა­ვის­თან დარ­ჩე­ბო­და - არც ქალ­თან, არც კაც­თან.

- ბოლო პე­რი­ოდ­ში თუ ჰქონ­და რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი?

- არა, არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ჰქონ­და. მარ­თა­ლია, ბევრ საქ­მეს იყო მო­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ არა­კა­ცურს არა­ფერს გა­ა­კე­თებ­და. ჩემ­თვის ეს მკვლე­ლო­ბა ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო.

- სი­მარ­თლეა, თით­ქოს დუ­დუს ემუქ­რე­ბოდ­ნენ?

- არა. ასე­თი რამ რომ გა­მე­გო, ან მე ან მის ნე­ბის­მი­ერ მე­გო­ბარს, - რო­გორ მო­ვის­ვე­ნებ­დით?! რო­გორ ვი­ცხოვ­რებ­დი, თუ მე­ცო­დი­ნე­ბო­და, რომ მის სი­ცო­ცხლეს ვინ­მე ხელ­ყოფ­და? მკვლე­ლო­ბის წინა დღეს, ღა­მის პირ­ველ სა­ა­თამ­დე ჩემ­თან იყო. ბავ­შვებს ეთა­მა­შე­ბო­და. "აჭა­რა­ში" მან­ქა­ნა თა­მაშ­დე­ბა 23 იან­ვარს. თქვენ კარ­გი ხელი გაქ­ვთო, - უთხრა ჩემს გო­გო­ნას და ჩემს დის­შვილს და ბი­ლე­თე­ბი მათ შე­ავ­სე­ბი­ნა. მერე რუ­სე­თი­დან ჩა­მო­ტა­ნილ ფე­დე­რა­ცი­ის წეს­დე­ბას კი­თხუ­ლობ­და, ხაზს უს­ვამ­და თი­თო­ე­ულ ად­გილს, რო­მე­ლიც მოს­წონ­და. მე­უბ­ნე­ბო­და: აი, რამ­დე­ნი რამე გვაქვს გად­მო­სა­ღე­ბიო... მე­გობ­რებს ურე­კავ­და, ხუმ­რობ­და... რას ვი­ფიქ­რებ­დი, რომ მას უკა­ნას­კნე­ლად ვხე­დავ­დით...

კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენტს დუდუ და­დი­ანს მთე­ლი თბი­ლი­სი იც­ნობ­და. ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. ისე იც­ვამ­და, მო­დას რომ უს­წრებ­დაო, - მი­თხრეს მის­მა მე­გობ­რებ­მა: ყელ­ზე მუ­დამ ეკე­თა კაშ­ნე, გა­მუდ­მე­ბით თა­ვა­წე­უ­ლი და­დი­ო­და... ქე­ი­ფი და დროს ტა­რე­ბა უყ­ვარ­და, თუმ­ცა სუფ­რას­თან შე­უმ­ჩნე­ვე­ლი იყო, თით­ქმის ხმას არ იღებ­და: ეს ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ბევ­რი ლა­პა­რა­კი არ იცო­და... სიკ­ვდი­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, თა­ნამ­შრო­მელ­მა წიგ­ნი აჩუ­ქა, რო­მელ­შიც ვაჟა-ფშა­ვე­ლას შე­მოქ­მე­დე­ბა იყო გან­ხი­ლუ­ლი. დუ­დუმ ამ წიგ­ნის კი­თხვა ვერ და­ამ­თავ­რა... რო­გორც სპორ­ტის აკა­დე­მი­ა­ში მი­თხრეს, მან ინ­გლი­სუ­რი, ეს­პა­ნუ­რი და რუ­მი­ნუ­ლი ენე­ბი იცო­და. ძა­ლი­ან წიგ­ნი­ე­რი ბიჭი იყო... კა­ლათ­ბურ­თის შემ­დეგ, პირ­ველ ად­გილ­ზე ნა­დი­რო­ბას აყე­ნებ­და. რო­გორც ყვე­ლა მო­ნა­დი­რეს, ია­რა­ღის შეგ­რო­ვე­ბაც უყ­ვარ­და: ჰქონ­და თო­ფე­ბის კო­ლექ­ცია და ძვე­ლი ხმლე­ბი... უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი ჰყავ­და. თა­ვი­სი მე­გობ­რე­ბის ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, რო­მე­ლი­მე მის მე­გო­ბარს პრობ­ლე­მა გას­ჩე­ნო­და და ეს დუ­დუს არ შე­ემ­ჩნია. არა­ვის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში არ ერე­ო­და. მისი ახ­ლობ­ლე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით გულ­სატ­კე­ნია ჭორი, თით­ქოს დუდუ სხვის ოჯა­ხებს ან­გრევ­და.

ნიკო ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი, მე­გო­ბა­რი:

- დუდუ სი­ცო­ცხლით სავ­სე, ლა­მა­ზი თბი­ლი­სე­ლი კაცი იყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ასა­კი დიდი არ ჰქონ­და, ჩვენ­თვის სა­მა­გა­ლი­თო იყო და მის მე­გობ­რებს ბევ­რი რამე გვის­წავ­ლია მის­გან. უმტრო კაცი ალ­ბათ არ არ­სე­ბობს და, ცხა­დია, მტრე­ბი მა­საც ეყო­ლე­ბო­და, მაგ­რამ ისე­თი მტე­რი რო­მე­ლიც ასე გა­ი­მე­ტებ­და, მე­ეჭ­ვე­ბა, რომ დუ­დუს ჰყო­ლო­და. ლხინ­ში თუ გა­ჭირ­ვე­ბა­ში, გვერ­დში გვედ­გა სუყ­ვე­ლას. მას რომ ფრჩხი­ლი სტკე­ნო­და, ჩვენ ყვე­ლას გვეტ­კი­ნე­ბო­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა დღე­ში ვართ ახლა...

დუდუ და­დი­ანს გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი გეგ­მე­ბი და აუხ­დე­ნე­ლი ოც­ნე­ბე­ბი დარ­ჩა. "კვი­რის პა­ლიტ­რის" სა­ხალ­ხო პრო­ექ­ტი ერთი წლის გახ­და. პირ­ვე­ლი წე­რი­ლე­ბი ად­რე­სა­ტებს უკვე ურიგ­დე­ბათ. ად­რე­სატ­თა სი­ა­ში დუდუ და­დი­ა­ნიც აღ­მოჩ­ნდა. ეს წე­რი­ლი ერ­თმა თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­მა მის­წე­რა. ეს წე­რი­ლი დუ­დუს წა­უ­კი­თხა­ვი დარ­ჩა, რად­გან წე­რილ­მა სპორ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის შე­ნო­ბამ­დე მა­შინ მი­აღ­წია, როცა დუდუ დე­პარ­ტა­მენ­ტის კი­ბე­ზე სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რი­ლი ეგდო...

მომ­ხდარ ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ო­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აღიძ­რა. გა­მო­ძი­ე­ბის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­სა­ტყო­ბად, პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლეს ლა­ერ­ტი დუ­ღაშ­ვილს მივ­მარ­თეთ.

ლა­ერ­ტი დუ­ღაშ­ვი­ლი:

- სა­ვა­რა­უ­დოდ, დუდუ და­დი­ა­ნი სამ­სა­ხურ­ში თა­ვი­სი, "მერ­სე­დე­სის" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნით მი­ვი­და. იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც ამ ფაქტს თვითმხილ­ვე­ლი არ ჰყავს, ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, მარ­ტო იყო თუ არა ის. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლია "მა­კა­რო­ვის" სის­ტე­მის ია­რა­ღი­დან გას­რო­ლი­ლი ოთხი ტყვი­ის მას­რა და და­დი­ა­ნის კუთ­ვნი­ლი პის­ტო­ლე­ტი - "ჰეკ­ლერ­კო­ხი". ჰქონ­და თუ არა ეს ია­რა­ღი მას ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ფორ­მე­ბუ­ლი, შს სა­მი­ნის­ტროს­გან ამ დღე­ებ­ში შე­ვი­ტყობთ.

და­ვად­გი­ნეთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პის­ტო­ლე­ტი­დან გას­რო­ლა ნა­წარ­მო­ე­ბი არ არის. რაც შე­ე­ხე­ბა აღ­მო­ჩე­ნილ ტყვი­ის მას­რებს, ისი­ნი ექ­სპერ­ტი­ზა­ზეა გა­დაგ­ზავ­ნი­ლი, იკ­ვლე­ვენ და იქე­დან, დამ­ნა­შა­ვის ია­რა­ღის შე­სა­ხებ მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვე­ლო­დე­ბით.

გარ­დაც­ვლი­ლის სხე­ულ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი გვაქვს, რაც სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტებ­მა გვა­მის გა­რე­გა­ნი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად მოგ­ვცეს. ამ მო­ნა­ცე­მე­ბით, და­დი­ანს სამი ტყვია მოხ­ვდა - ორი ხელ­სა და ერთი გულ­მკერ­დის არე­ში, და­ფიქ­სირ­და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ნიშ­ნე­ბიც.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ მოწ­მეს, რო­მელ­მაც სა­დარ­ბა­ზო­დან გაქ­ცე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა შე­ნიშ­ნა, მისი ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა ამ ეტაპ­ზე არ შე­იძ­ლე­ბა. მან მხო­ლოდ ის გვი­თხრა, რომ მის მიერ შემ­ჩნე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი სა­შუ­ა­ლო სი­მაღ­ლის და გამ­ხდა­რი იყო, ტან­ზე ლურ­ჯი ქურ­თუ­კი ეცვა, სა­ხის მარ­ცხე­ნა მხა­რე კი, გა­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და. მოწ­მის თქმით, სა­ხე­ზე იგი მას კარ­გად არ დაჰ­კვირ­ვე­ბია.

ლა­ერ­ტი დუ­ღაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვის შე­სა­ხებ გა­მო­ძი­ე­ბა რამ­დე­ნი­მე ვერ­სი­ას ამუ­შა­ვებს, თუმ­ცა, ვერ­სი­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა ამ ეტაპ­ზე ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გამო და­უშ­ვე­ბე­ლია. "ამ­ჟა­მად ვარ­კვევთ, ჰყავ­და თუ არა პი­რა­დი მტრე­ბი დუდუ და­დი­ანს, ვცდი­ლობთ და­ვად­გი­ნოთ, ვინ არი­ან ისი­ნი", - გვი­თხრა პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლემ.

ლელა ჭან­კო­ტა­ძე

მეგი ცა­ნა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა" N4 24.01.2002

იხი­ლეთ ასე­ვე: დუდუ და­დი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ე­ბი

რისი თქმა ვერ მოასწრო დუდუ დადიანმა?..

რისი თქმა ვერ მოასწრო დუდუ დადიანმა?..

Ambebi.ge გთავაზობთ საინტერესო მასალებს "პალიტრა მედიის" სხვადასხვა ბეჭდური გამოცემების არქივებიდან. ამჯერად წარმოგიდგენთ ჟურნალ "გზის" 2002 წლის პუბლიკაციას, რომელიც დუდუ დადიანის მკვლელობას ეხება.

***

22 იანვარს, დაახლოებით დღის 12 საათზე, კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს დუდუ დადიანს სპორტის დეპარტამენტის შენობის შესასვლელში ესროლეს. დადიანი შენობის მესამე სართულზე მდებარე, თავისი სამუშაო კაბინეტისკენ მიდიოდა: მას კალათბურთის ფედერაციის წევრებთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი. ტრაგედია ამ შეხვედრამდე ერთი საათით ადრე დატრიალდა...

დუდუ დადიანი 1969 წელს დაიბადა. დედა - გურანდა დადიანი - მაშინ გარდაიცვალა, როცა დუდუ ექვსი წლის იყო... მისი აღზრდა მამამ და ძმამ - დუდუზე ექვსი წლით უფროსმა ლევანმა იტვირთეს, დუდუს უდედობა არ აგრძნობინეს...

კალათბურთის თამაში დუდუმ საკალათბურთო გუნდ "მართვეში" დაიწყო, შემდეგ "დინამოს" სათადარიგო შემადგენლობაში გადავიდა. ფიზკულტურის ინსტიტუტში სწავლისას, მისი სახელი ყველა გოგონას პირზე ეკერა. მასზე უზომოდ შეყვარებულ ერთ-ერთ სტუდენტს ხალხური სიმღერა გაურემიქსებია და დაინახავდა თუ არა დუდუს, თურმე სიმღერას იწყებდა: "დადიანო, დადიანო, გული არ დამიდარდიანო..." დუდუ ამის გაგონებაზე მთელი ხმით ხარხარებდა და შეყვარებული გოგონას მიმართ საოცარ მზრუნველობას იჩენდა...

შემდეგშიც ბევრჯერ მოუხდა დუდუს, მასზე შეყვარებული ქალების ხილვა, მისი მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიასაც ხომ ერთ ცნობილ ქალს უკავშირებენ. "ისეთი ლამაზი იყო დუდუ, რომ ყველანაირ დანაშაულს აპატიებდი", - გამიმხილეს მისმა თანამშრომლებმა. როცა "ვითას" საკალათბურთო გუნდში თამაშობდა, შეჯიბრებებსა და ვარჯიშებზე უმეტესობა სწორედ დუდუს სანახავად დადიოდა.

ქალებისგან განებივრებულმა დუდუმ ცოლის მოყვანა ვერ მოასწრო. ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის "მამა" არავის დაუძახია. ცოლ-შვილი არ ჰყავდა. მკვლელობის დღეს თავის დის – მაკას ბინიდან ჩვეული ღიმილით გამოვიდა და სამსახურში წავიდა. მაშინ არავის შეეძლო ეფიქრა, რომ უკან თავისი ფეხით ვეღარ დაბრუნდებოდა და ერთი საათის შემდგე, დუდუზე უკვე "იყოთი" ისაუბრებდნენ...

მკვლელობის ადგილზე მისულებს, გაოგნებული თანამშრომლები დაბნეული სახეებით მოგვაჩერდნენ. ისევ კიბეზე ეგდო ქუდი, რომელიც დუდუს დაცემის შემდეგ დაუვარდა... გასროლა "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტიდან მოხდა. მოკლულს სამი ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის ერთი - ფილტვში. ნაპოვნია მასრები. არსებობს მოწმე, რომლის ვინაობასაც, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არც ჩვენ ვასახელებთ: მან დაინახა, როგორ გარბოდა მკვლელი შემთხვევის ადგილიდან, როგორ გამოვარდა იგი, ფეხათრეული, შენობიდან და გაიქცა. მკვლელს ემჩნეოდა, რომ დუდუსთან ფიზიკური შეხლა-შემოხლა ჰქონდა, რის შედეგადაც ფეხი იტკინა და სირბილი უჭირდა, ფაქტობრივად, ცალ ფეხს მიათრევდა. ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მარცხენა ფეხი აუცურდა, ან ფეხები ერთმანეთში აებლანდა, და შენობის კუთხესთან დაეცა, ასფალტზე გაიშხლართა. რა თქმა უნდა, შეიარაღებული მკვლელის დაჭერა არავის უცდია.

პირველად დუდუ შენობის კომენდანტმა ნახა... იქვე, კიბეზე დუდუს იარაღიც ეგდო. როგორც ჩანს, მან გასროლა ვეღარ მოასწრო. დეპარტამენტის თანამშრომელმა ჯაგა (მალხაზ) ლაცაბიძემ დუდუ მეგობრის მანქანაში ჩასვა და მე-9 საავადმყოფოსკენ გააქანა. გზაში დუდუ ცდილობდა, რაღაც ეთქვა, წვალობდა, პირს აღებდა და უნდოდა მალხაზისთვის რაღაც გაეგებინებინა, აეხსნა, მაგრამ ვერ მოასწრო, გაითიშა. მალხაზი კი, მხოლოდ ტუჩების მოძრაობით ვერაფერს მიხვდა, დუდუს ხმა აღარ ამოსდიოდა...

შევძელით დაგვედგინა იმ ადამიანების ვინაობა, რომლებმაც მკვლელობის შემდეგ, პირველებმა დაათვალიერეს ადგილი, სადაც სასიკვდილოდ დაჭრილი დუდუ დადიანი დავარდა. ძირს ეგდო მისი ქუდი, საბუთები, იარაღი, იქვე ეყარა მასრებიც...

ერთ-ერთი ვერსიით, რამდენიმე წლის წინ დუდუს, ადამიანი შემოაკვდა, რის გამოც იგი აშშ-ში სამი წლის განმავლობაში იმალებოდა. იქიდან დაბრუნებულმა დუდუმ იარაღი შეიძინა, რადგან იცოდა, მოკლულის ნათესავები შურს იძიებდნენ...

არსებობს ისეთი ვერსიაც, თითქოს დუდუ დადიანმა კაზინოში უამრავი ფული წააგო და მკვლელობა, წაგებული თანხის გადაუხდელობის გამო მოხდა. მაგრამ სანამ ძიება არ დასრულდება, ყველა ვერსია ქალაქში ჭორის დონეზე იტრიალებს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან მოკლეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც თბილისს უხდებოდა, ვისაც თბილისელობა უხდებოდა და ვინც თბილისის კოლორიტი იყო.

... დუდუს მამა – ბატონი რობიკო დადიანი, წლების მანძილზე ავტოპროფილაქტორიუმში მუშაობდა. დუდუს და - მაკა გათხოვილია, ჰყავს თექვსმეტი წლის გოგონა, ეკა. დუდუს ძმა - ლევანი ორი შვილის მამაა. მისი რვა თვის ვაჟი - სანდრო, დუდუს თურმე მთელ ქვეყანას ერჩივნა.

ლევან დადიანი, დუდუს ძმა:

- ადამიანი, რომელიც დუდუს იცნობდა, თუნდაც შორიდან, მას არ მოკლავდა. დუდუ არაჩვეულებრივი ბუნების ბიჭი იყო. მისგან დიდი ენერგია მოდიოდა. ბავშვობაში ვერცხლისწყალივით სწრაფი და მოუსვენარი იყო. წუთით არ გაჩერდებოდა, არ დაისვენებდა. ვისაც არ უნდა გაეცნო, ყველა მიხვდებოდა, რომ მას სიცოცხლე უყვარდა. ეს ერთი შეხედვითაც ჩანდა. ყველაფრის მოსწრება უნდოდა, ყველაფრის გაკეთება ეჩქარებოდა, ყველას ეჯიბრებოდა სიყვარულში... ჩემს ხელში გაიზარდა დუდუ. როგორც ყველა უფროს ძმას, მეც მიწევდა მისი დაცვა, გაფრთხილება. ასე ხდებოდა გარკვეულ ასაკამდე. მერე ჩვენ შორის, ასაკობრივი ზღვარი წაიშალა. დუდუს წლები რომ მოემატა, ჩვენ მეგობრები გავხდით...

- მისმა მეგობრებმა მითხრეს: დუდუსგან ბევრი რამ ვისწავლეთო. თქვენთვის თუ იყო რამით მისაბაძი? თუ გეამაყებოდათ მისი ძმობა?

- ჩემთვის დუდუ იყო მისაბაძი. უდიდესი მიზანსწრაფვა ჰქონდა სპორტში, პირად საქმეშიც. თუ რაიმეს მიზნად დაისახავდა, უეჭველად აისრულებდა. ნებისმიერ წინააღმდეგობას გადალახავდა. მისთვის გადაულახავი ბარიერი არ არსებობდა.

- რა გეგმები ჰქონდა დუდუს?

- მე რვა თვის ბიჭი მყავს. როცა სანდროს სახით, ჩვენს ოჯახში გვარის გამგრძელებელი გაჩნდა, დუდუმ აღარ იცოდა, სიხარულით რა ექნა... მაშინ თქვა, რომ თვითონაც უნდოდა, ცოლი მოეყვანა და შვილები ჰყოლოდა. მე ძალიან დავაგვიანე ცოლის მოყვანა, რასაც ვნანობ. სულ ვეუბნებოდი ჩემს ძმას: ჩემს შეცდომას ნუ გაიმეორებ, რაც უფრო ადრე წამოგეზრდება შვილები, მით უფრო ბედნიერი კაცი იქნები-მეთქი.

- გინახავთ შეყვარებული დუდუ?

- მინახავს შეყვარებულიც, იმედგაცრუებულიც. ძალიან სუფთა გული ჰქონდა მას, ზოგჯერ მიამიტურადაც იქცეოდა, მიუხედავად იმისა, რასაც მის შესახებ ჰყვებოდნენ. ამბობდნენ, თითქოს გარშემორტყმული იყო თაყვანისმცემელი ქალებით. სინამდვილეში, ის ერთგული და მოსიყვარულე ქმარი იქნებოდა. მე არც მინახავს მასზე უფრო ერთგული შეყვარებული... საოცრად სუფთა ბუნების კაცი იყო. სახლშიც, ოჯახის წევრებს ყოველ წუთს უმტკიცებდა, თავისი ქცევით, როგორ უყვარდა ისინი. მაგრამ მათგან, ვინც უყვარდა, ძალიან ბევრსაც ითხოვდა. ტყუილი არ უყვარდა. ტყუილის თქმას ძნელად თუ აპატიებდა ვინმეს.

- ნაცემი დუდუ თუ გინახავთ?

- როგორც ყველა ბიჭი, ისიც გალახულა და მასაც გაულახავს სხვები, მაგრამ მე, როგორც უფროსი ძმა, ყოველთვის მისი დამცველი ვიყავი. ნებისმიერ კონფლიქტში ჩავერეოდი და მოჩხუბარ მხარეებს შევარიგებდი ხოლმე. სანამ მისი დაცვა და გაფრთხილება ჩემი მოვალეობა იყო, სანამ დუდუ დავაჟკაცდა და უკვე თავად შეეძლო საკუთარი პიროვნების დაცვა, მანამ მე ვეხმარებოდი, ვიცავდი.

- ამერიკაში წასული დუდუ თუ ამჟღავნებდა, რომ ენატრებოდით და უთქვენოდ გაძლება უჭირდა?

- სულ გვირეკავდა, თითქმის ვერ ვგრძნობდით უმისობას. სრულიად შემთხვევით და მოულოდნელად ჩამოვიდა ამერიკიდან. CNN-ში ნახა კადრი, თუ როგორ ისხდნენ თბილისის ომის დროს, ტელევიზიის შენობის ფოიეში მისი შეიარაღებული მეგობრები. ეს რომ დაინახა, სასწრაფოდ ბილეთი აიღო და ჩამოფრინდა. არ ველოდით, წამოსვლა დაგეგმილი არ ჰქონდა, აწყობილი ცხოვრება მიატოვა, ისეთი პირობები დათმო, რომელზეც აქედან წასულები ოცნებობენ... ისე უყვარდა თავისი მეგობრები, რომ მათი მხარდაჭერისთვის მშვიდ და უზრუნველ ცხოვრებაზე თქვა უარი.

- როდის იყო დუდუ ყველაზე ბედნიერი?

- ალბათ მე რომ ცოლი შევირთე, მაშინ. შემდეგ კი, როცა გვარის გამგრძელებელი დაიბადა, გიჟდებოდა სანდროზე. თავად დუდუ, 19 მაისს არის დაბადებული, სანდრო კი 20 მაისს გაჩნდა. დუდუ გერმანიაში მიფრინავდა ჩარტერული რეისით, სადაც სხვა თვითმფრინავში უნდა გადამჯდარიყო და სწორედ იმ აეროპორტში დავურეკეთ: გადაირია – ჩემს გაფრენას ელოდებოდა ეგ მაიმუნიო?!.

- სახელი ვინ დაარქვა? ვისი სახელია დუდუ?

- დუდუ მას მე დავარქვი; ჩემს ბავშვობაში მქონდა ფრანგული ჟურნალი - "ჰიფის თავგადასავალი", სადაც ჰიფი იყო ძაღლი და ჰყავდა პატრონი, დუდუ - პატარა ოქროსკულულებიანი ბიჭი. სულ ვამბობდი: თუ დედას ბიჭი გაუჩნდება, დუდუ დავარქვათ-მეთქი... გაათმაგებული გვქონდა ოჯახში დუდუს მიმართ მზრუნველობა... ყოველთვის მეგონა, რომ ყველაფერი ვიცოდი მის შესახებ.

- დუდუს მესაიდუმლე თუ იყავით?

- მე ვთვლი, რომ ვიყავი... ჩვენ ისეთი ძმობა გვქონდა, ბევრს რომ საოცნებოდ აქვს. მას შეეძლო, მოსულიყო, ჩამხუტებოდა და ჩემთვისი თავისი გულისნადები ეთქვა.

- თუა შესაძლებელი, დუდუ ქალის გულისთვის ან ვალების გამო მოეკლათ?

- მას არასდროს ცხოვრებაში არავისი ვალი არ ჰქონია. ქედმაღალი ბიჭი იყო, ვალში არავისთან დარჩებოდა - არც ქალთან, არც კაცთან.

- ბოლო პერიოდში თუ ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული პრობლემები?

- არა, არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. მართალია, ბევრ საქმეს იყო მოდებული, მაგრამ არაკაცურს არაფერს გააკეთებდა. ჩემთვის ეს მკვლელობა ძალიან მოულოდნელი იყო.

- სიმართლეა, თითქოს დუდუს ემუქრებოდნენ?

- არა. ასეთი რამ რომ გამეგო, ან მე ან მის ნებისმიერ მეგობარს, - როგორ მოვისვენებდით?! როგორ ვიცხოვრებდი, თუ მეცოდინებოდა, რომ მის სიცოცხლეს ვინმე ხელყოფდა? მკვლელობის წინა დღეს, ღამის პირველ საათამდე ჩემთან იყო. ბავშვებს ეთამაშებოდა. "აჭარაში" მანქანა თამაშდება 23 იანვარს. თქვენ კარგი ხელი გაქვთო, - უთხრა ჩემს გოგონას და ჩემს დისშვილს და ბილეთები მათ შეავსებინა. მერე რუსეთიდან ჩამოტანილ ფედერაციის წესდებას კითხულობდა, ხაზს უსვამდა თითოეულ ადგილს, რომელიც მოსწონდა. მეუბნებოდა: აი, რამდენი რამე გვაქვს გადმოსაღებიო... მეგობრებს ურეკავდა, ხუმრობდა... რას ვიფიქრებდი, რომ მას უკანასკნელად ვხედავდით...

კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს დუდუ დადიანს მთელი თბილისი იცნობდა. ყოველთვის გამორჩეული იყო. ისე იცვამდა, მოდას რომ უსწრებდაო, - მითხრეს მისმა მეგობრებმა: ყელზე მუდამ ეკეთა კაშნე, გამუდმებით თავაწეული დადიოდა... ქეიფი და დროს ტარება უყვარდა, თუმცა სუფრასთან შეუმჩნეველი იყო, თითქმის ხმას არ იღებდა: ეს ალბათ იმიტომ, რომ ბევრი ლაპარაკი არ იცოდა... სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, თანამშრომელმა წიგნი აჩუქა, რომელშიც ვაჟა-ფშაველას შემოქმედება იყო განხილული. დუდუმ ამ წიგნის კითხვა ვერ დაამთავრა... როგორც სპორტის აკადემიაში მითხრეს, მან ინგლისური, ესპანური და რუმინული ენები იცოდა. ძალიან წიგნიერი ბიჭი იყო... კალათბურთის შემდეგ, პირველ ადგილზე ნადირობას აყენებდა. როგორც ყველა მონადირეს, იარაღის შეგროვებაც უყვარდა: ჰქონდა თოფების კოლექცია და ძველი ხმლები... უამრავი მეგობარი ჰყავდა. თავისი მეგობრების ცხოვრებით ცხოვრობდა. წარმოუდგენელი იყო, რომელიმე მის მეგობარს პრობლემა გასჩენოდა და ეს დუდუს არ შეემჩნია. არავის პირად ცხოვრებაში არ ერეოდა. მისი ახლობლებისთვის განსაკუთრებით გულსატკენია ჭორი, თითქოს დუდუ სხვის ოჯახებს ანგრევდა.

ნიკო ჩერქეზიშვილი, მეგობარი:

- დუდუ სიცოცხლით სავსე, ლამაზი თბილისელი კაცი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ასაკი დიდი არ ჰქონდა, ჩვენთვის სამაგალითო იყო და მის მეგობრებს ბევრი რამე გვისწავლია მისგან. უმტრო კაცი ალბათ არ არსებობს და, ცხადია, მტრები მასაც ეყოლებოდა, მაგრამ ისეთი მტერი რომელიც ასე გაიმეტებდა, მეეჭვება, რომ დუდუს ჰყოლოდა. ლხინში თუ გაჭირვებაში, გვერდში გვედგა სუყველას. მას რომ ფრჩხილი სტკენოდა, ჩვენ ყველას გვეტკინებოდა. წარმოიდგინეთ, რა დღეში ვართ ახლა...

დუდუ დადიანს განუხორციელებელი გეგმები და აუხდენელი ოცნებები დარჩა. "კვირის პალიტრის" სახალხო პროექტი ერთი წლის გახდა. პირველი წერილები ადრესატებს უკვე ურიგდებათ. ადრესატთა სიაში დუდუ დადიანიც აღმოჩნდა. ეს წერილი ერთმა თაყვანისმცემელმა მისწერა. ეს წერილი დუდუს წაუკითხავი დარჩა, რადგან წერილმა სპორტის დეპარტამენტის შენობამდე მაშინ მიაღწია, როცა დუდუ დეპარტამენტის კიბეზე სასიკვდილოდ დაჭრილი ეგდო...

მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ვაკე-საბურთალოს რაიონის პროკურატურაში აღიძრა. გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციის შესატყობად, პროკურორის მოადგილეს ლაერტი დუღაშვილს მივმართეთ.

ლაერტი დუღაშვილი:

- სავარაუდოდ, დუდუ დადიანი სამსახურში თავისი, "მერსედესის" მარკის ავტომანქანით მივიდა. იმდენად, რამდენადაც ამ ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს, ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, მარტო იყო თუ არა ის. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია "მაკაროვის" სისტემის იარაღიდან გასროლილი ოთხი ტყვიის მასრა და დადიანის კუთვნილი პისტოლეტი - "ჰეკლერკოხი". ჰქონდა თუ არა ეს იარაღი მას ოფიციალურად გაფორმებული, შს სამინისტროსგან ამ დღეებში შევიტყობთ.

დავადგინეთ, რომ აღნიშნული პისტოლეტიდან გასროლა ნაწარმოები არ არის. რაც შეეხება აღმოჩენილ ტყვიის მასრებს, ისინი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი, იკვლევენ და იქედან, დამნაშავის იარაღის შესახებ მეტ ინფორმაციას ველოდებით.

გარდაცვლილის სხეულზე დაფიქსირებული დაზიანებების შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ პირველადი მონაცემები გვაქვს, რაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებმა გვამის გარეგანი დათვალიერების შედეგად მოგვცეს. ამ მონაცემებით, დადიანს სამი ტყვია მოხვდა - ორი ხელსა და ერთი გულმკერდის არეში, დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობის ნიშნებიც.

რაც შეეხება იმ მოწმეს, რომელმაც სადარბაზოდან გაქცეული პიროვნება შენიშნა, მისი ვინაობის გამხელა ამ ეტაპზე არ შეიძლება. მან მხოლოდ ის გვითხრა, რომ მის მიერ შემჩნეული ადამიანი საშუალო სიმაღლის და გამხდარი იყო, ტანზე ლურჯი ქურთუკი ეცვა, სახის მარცხენა მხარე კი, გასისხლიანებული ჰქონდა. მოწმის თქმით, სახეზე იგი მას კარგად არ დაჰკვირვებია.

ლაერტი დუღაშვილმა განაცხადა, რომ მკვლელობის მოტივის შესახებ გამოძიება რამდენიმე ვერსიას ამუშავებს, თუმცა, ვერსიების გამოქვეყნება ამ ეტაპზე ძიების ინტერესების გამო დაუშვებელია. "ამჟამად ვარკვევთ, ჰყავდა თუ არა პირადი მტრები დუდუ დადიანს, ვცდილობთ დავადგინოთ, ვინ არიან ისინი", - გვითხრა პროკურორის მოადგილემ.

ლელა ჭანკოტაძე

მეგი ცანავა

ჟურნალი "გზა" N4 24.01.2002

იხილეთ ასევე: დუდუ დადიანის მკვლელობის ვერსიები

"მის უწმინდესობას წელის ტკივილები ჰქონდა, მთხოვა კონსულტაცია" - რას ამბობს ექიმი პატრიარქის კლინიკაში ვიზიტის შესახებ

მილიონზე მეტის მოგებიანი ბილეთი ბათუმში გაიყიდა

ხვალ საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი