სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას იწვევს ნაადრევი აბორტი
რას იწვევს ნაადრევი აბორტი

ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­ად­რე­ვი აბორ­ტე­ბის რი­ცხვმა საგ­რძნობ­ლად იმა­ტა. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნე­ბი ამ ნა­ბიჯს გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად დგა­მენ, რა­საც შემ­დეგ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ნა­ნო­ბენ. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ერთ-ერთი მათ­გა­ნია, ვინც სიც­რუ­ი­სა და იმედ­გაც­რუ­ე­ბის უმ­ძი­მეს ტვირთს უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ატა­რებს:

ნინო:

- ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის გა­მოც ჩემი ცხოვ­რე­ბა და­ინ­გრა, ჯერ კი­დევ სკო­ლის პე­რი­ოდ­ში გა­ვი­ცა­ნი. ჩემ­ზე ოთხი წლით უფ­რო­სი იყო. ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უბ­რა­ლოდ, შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, ძა­ლი­ან და­ვახ­ლოვ­დით და 17 წლი­სა არც ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მის­გან ფეხ­მძი­მედ დავ­რჩი. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მას ცოლ-შვი­ლის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­და, ხოლო მის­მა მშობ­ლებ­მა ქვა ააგ­დეს და თავი შე­უშ­ვი­რეს: ნა­ბიჭ­ვა­რი რა­ტომ უნდა ვზარ­დო­თო?! ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც გა­მუდ­მე­ბით ამას იმე­ო­რებ­დნენ და რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, აბორ­ტი გა­მა­კე­თე­ბი­ნეს. ჩემი "რო­მეო" კი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გა­ე­რი­და და სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­ვი­და. ამ ამ­ბის შემ­დეგ თით­ქმის 12 წელი გა­ვი­და, მაგ­რამ ვერც ის სტრე­სი და­ვი­ვი­წყე და ვერც ჩემს ია­რას ვუშ­ვე­ლე!

ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ აბორ­ტი, მით უმე­ტეს, ად­რე­ულ ასაკ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი, და­მან­გრევ­ლად მოქ­მე­დებს ქა­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე - ამას სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბიც ერ­თხმად ამ­ტკი­ცე­ბენ და არას­პე­ცი­ა­ლის­ტე­ბიც, თუმ­ცა პრობ­ლე­მა კვლავ პრობ­ლე­მად რჩე­ბა და კი­დევ უფრო მწვავ­დე­ბა.

მე­რაბ ხი­და­შე­ლი, კავ­კა­სი­ის აბორ­ტსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- აბორ­ტი სა­ში­ნე­ლე­ბაა, მაგ­რამ ჩვენ­ში ძა­ლი­ან გავ­რცე­ლე­ბუ­ლია უფრო დიდი სა­ში­ნე­ლე­ბა - გვი­ა­ნი აბორ­ტი. სა­ერ­თოდ, აბორ­ტი ჰქვია მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას, როცა 2,5 თვის ნა­ყო­ფი იფხი­კე­ბა და იდევ­ნე­ბა დე­დის სხე­უ­ლი­დან, მაგ­რამ რო­დე­საც დედა 6-7-თვი­ან ბავ­შვს იცი­ლებს, ეს უკვე მკვლე­ლო­ბა­ზე უა­რე­სია! პრო­ფე­სი­ით ექი­მი ვარ და ვიცი, ამ დროს რაც ხდე­ბა: იწ­ვე­ვენ ხე­ლოვ­ნურ მშო­ბი­ა­რო­ბას. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ნა­ყო­ფი ცო­ცხა­ლი იბა­დე­ბა, მერე თავ­ში ბლაგვ სა­განს ურტყა­მენ და კლა­ვენ. დიახ, ამას აკე­თე­ბენ დედა და მამა - XXI სა­უ­კუ­ნე­ში!.. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ აბორ­ტს: ჩვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბით, ყო­ველ წე­ლი­წადს სა­ქარ­თვე­ლო­ში 400 ათა­სამ­დე აბორ­ტი კეთ­დე­ბა - გა­ცი­ლე­ბით მეტი, ვიდ­რე ოფი­ცი­ა­ლუ­რად აცხა­დე­ბენ. აქე­დან ნა­ხე­ვარ­ზე მეტი არის კრი­მი­ნა­ლუ­რი აბორ­ტი, რო­მე­ლიც კეთ­დე­ბა სახ­ლში და რო­მელ­საც "კუხ­ნის აბორ­ტს" ეძა­ხი­ან. ამ აბორ­ტე­ბის 80% სწო­რედ ნა­ად­რე­ვი აბორ­ტია, რო­მელ­საც ზოგ­ჯერ 14-15 წლის მო­ზარ­დე­ბიც კი იკე­თე­ბენ. უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა 13-დან 18 წლამ­დე ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ა­ში.

- რას ნიშ­ნავს აბორ­ტი ნა­ად­რევ ასაკ­ში?

- ეს არის შემ­დგო­მი უნა­ყო­ფო­ბა, ან­თე­ბე­ბი, სეფ­სი­სე­ბი, რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი წყვე­ტა და დან­გრე­უ­ლი ფსი­ქი­კა... ია­პო­ნელ­მა ფსი­ქო­ლო­გებ­მა და­ამ­ტკი­ცეს: რო­დე­საც დე­დას გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს აბორ­ტი და მე­ო­რედ და­ორ­სულ­დე­ბა, ნა­ყოფს უკვე ფსი­ქო­ზი მოს­დევს: თურ­მე საშ­ვი­ლოს­ნო იმახ­სოვ­რებს, რომ ეს არის ად­გი­ლი, სა­დაც ადრე ვი­ღაც მოკ­ლეს, მე­ო­რე ბავ­შვი ამას ხვდე­ბა და ყო­ველ­დღი­უ­რი შიში აქვს, რომ მა­საც მოკ­ლა­ვენ... სამ­წუ­ხა­როდ, ეს ხდე­ბა ყველ­გან - თბი­ლის­შიც და მთელ სა­ქარ­თვე­ლო­შიც. ბავ­შვებს ვაგ­დებთ ნაგ­ვის ყუთ­ში, ტუ­ა­ლეტ­ში "ვრე­ცხავთ"!.. ამა­ზე ფიქ­რიც კი აუ­ტა­ნე­ლია! სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან მა­ღა­ლია ხე­ლოვ­ნუ­რი აბორ­ტე­ბის რი­ცხვი იმე­რე­თის რე­გი­ონ­ში და მა­ღალმთი­ან აჭა­რა­ში. არა­და, ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი უშ­ვი­ლო დე­დაა და მათ ბავ­შვის აყ­ვა­ნის სურ­ვი­ლი აქვთ! კი­დევ ერთი უბე­დუ­რე­ბა: ნა­ად­რე­ვი აბორ­ტე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი უმე­ტე­სად არის ოჯა­ხი - გო­გო­ნას დედა, მამა, ბიძა და ა.შ. - ანუ ნა­თე­სა­ვე­ბი, რომ­ლებ­საც არ უნ­დათ, რომ მათ ოჯახ­ში "უკა­ნო­ნო ნა­ბიჭ­ვა­რი" იზ­რდე­ბო­დეს. ამა­ვე დროს, მა­ს­მე­დი­ა­ში სექ­სის აღ­ვი­რახ­სნი­ლი პრო­პა­გან­და ხდე­ბა და ეს ბავ­შვე­ბი - ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა გა­ო­რე­ბულ, გა­ურ­კვე­ველ სი­ტუ­ა­ცი­ა­შია. ეს ურ­თუ­ლე­სი კომ­პლექ­სუ­რი პრობ­ლე­მაა, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­აგ­ვა­როს და მო­ა­წეს­რი­გოს.

ლადო კა­ხა­ძე, გი­ნე­კო­ლო­გი:

- ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 40 ათა­სამ­დე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი აბორ­ტი კეთ­დე­ბა, რაც ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ციფ­რია. სამ­წუ­ხა­როდ, გა­ა­ხალ­გაზ­რდავ­და აბორ­ტის ასა­კიც. ბო­დიშს ვიხ­დი ყვე­ლას­თან, მაგ­რამ მე აბორ­ტს უკულ­ტუ­რო­ბა­სა და გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბას და­ვარ­ქმევ. თუ მო­ზარ­დე­ბი სქე­სობ­რივ ცხოვ­რე­ბას ადრე იწყე­ბენ, ამას ხელს ვერ უშ­ლის ვერც სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ვერც ოჯა­ხი და ვერც რე­ლი­გია, ის მა­ინც უნდა ას­წავ­ლონ, რომ არა­სა­სურ­ვე­ლი ორ­სუ­ლო­ბა თა­ვი­დან­ვე უნდა აი­ცი­ლონ, რა­მე­თუ პირ­ვე­ლი აბორ­ტი არის უშ­ვი­ლო­ბის უპირ­ვე­ლე­სი და უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზი. ეს არის ურ­თუ­ლე­სი პრო­ცე­სი, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა, მთლი­ა­ნად და­ან­გრი­ოს მო­მა­ვა­ლი დე­დის ჯან­მრთე­ლო­ბა და გო­გო­ნა დე­დო­ბას სა­ერ­თოდ ვე­ღარ ეღირ­სოს. მე ვარ მამა, ბა­ბუა, ექი­მი და ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს! სხვა­თა შო­რის, იყო პე­რი­ო­დი, რო­დე­საც აბორ­ტი აკ­რძა­ლუ­ლი გახ­ლდათ, მაგ­რამ მა­შინ არა­ლე­გა­ლუ­რი აბორ­ტე­ბის რი­ცხვი გა­ი­ზარ­და და, გახ­შირ­და დე­დე­ბის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა, ექი­მე­ბის დას­ჯა-და­ჭე­რაც. მო­და­ში შე­მო­ვი­და ის, რომ ლი­ბე­რა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბი გავ­ხდით და ძა­ლი­ან ბევ­რის უფ­ლე­ბას ვაძ­ლევთ თავს, ვნე­ბას აყო­ლილ ადა­მი­ანს კი ბევ­რი ცოდ­ვის ჩა­დე­ნა შე­უძ­ლია. მო­რა­ლი და ზნე­ო­ბა ბევ­რს სა­ჭი­როდ აღარ მი­აჩ­ნია იმი­ტომ, რომ მო­რა­ლი ბევრ რა­მე­ზე უა­რის თქმას მო­ი­თხოვს. 70-80-იან წლებ­ში სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში ვმუ­შა­ობ­დი და მა­შინ ახალ­გაზ­რდებ­ში აბორ­ტი იშ­ვი­ა­თო­ბა იყო. თა­ვი­სუფ­ლე­ბი გავ­ხდით თუ არა, ეტყო­ბა, ზნე­ო­ბის­გა­ნაც გავ­თა­ვი­სუფ­ლდით. ეს ეტა­პი გა­ი­ა­რა და­სავ­ლეთ­მა, ქარ­თვე­ლე­ბი კი ახლა გავ­დი­ვართ, თუმ­ცა უნდა ვა­ღი­ა­რო: რო­გორც კი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბის ელე­მენ­ტი შე­მო­ვი­და, ქარ­თველ­მა ქალ­მა ამ მხრი­ვაც ბევ­რს აჯო­ბა.

- მა­ინც რა პრო­ცე­სე­ბი ვი­თარ­დე­ბა ქა­ლის ორ­გა­ნიზ­მში აბორ­ტის შემ­დეგ?

- შე­ვეც­დე­ბი, მკი­თხველს ეს ყვე­ლა­ფე­რი პო­პუ­ლა­რუ­ლი ენით ავუხ­სნა: რო­დე­საც ქალი და­ფეხ­მძიმ­დე­ბა, მის ორ­გა­ნიზ­მში უამ­რა­ვი იმუ­ნუ­რი ჯა­რის­კა­ცი ჩნდე­ბა. ეს იმუ­ნუ­რი ჯა­რის­კა­ცე­ბი შე­ი­ა­რაღ­დე­ბი­ან და დგე­ბი­ან მო­მა­ვა­ლი სი­ცო­ცხლი­სა და დე­დის ჯან­მრთე­ლო­ბის სამ­სა­ხურ­ში. ისი­ნი მუდ­მივ მზა­ო­ბა­ში არი­ან, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად და­იც­ვან ახა­ლი სი­ცო­ცხლე და დე­დის სხე­უ­ლიც, - სწო­რედ ეს არის მათი ფუნ­ქცია მთე­ლი ორ­სუ­ლო­ბის მან­ძილ­ზე. რო­გორც კი ფეხ­მძი­მო­ბა მშო­ბი­ა­რო­ბით დას­რულ­დე­ბა, იმუ­ნუ­რი ჯა­რის­კა­ცე­ბი ია­რაღს უკან აბა­რე­ბენ და თვით­ლიკ­ვი­და­ცი­ას იწყე­ბენ.

- რა ხდე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც აბორ­ტი კეთ­დე­ბა?

- იმუ­ნუ­რი ჯა­რის­კა­ცე­ბი თა­ვი­ანთ ია­რაღს მი­უშ­ვე­რენ დე­დის სხე­ულს - მის ნერ­ვულ სის­ტე­მას, ენ­დოკ­რი­ნულ თუ გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მას და ანად­გუ­რე­ბენ. ეს არის ბრძო­ლა სა­კუ­თა­რი თა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ, ამი­ტომ აბორ­ტი არა მხო­ლოდ მკვლე­ლო­ბაა, არა­მედ - თვით­მკვლე­ლო­ბაც!

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

რას იწვევს ნაადრევი აბორტი

რას იწვევს ნაადრევი აბორტი

ბოლო წლებში საქართველოში ნაადრევი აბორტების რიცხვმა საგრძნობლად იმატა. ხშირ შემთხვევაში არასრულწლოვანი გოგონები ამ ნაბიჯს გაუცნობიერებლად დგამენ, რასაც შემდეგ მთელი ცხოვრება ნანობენ. ჩვენი რესპონდენტი ერთ-ერთი მათგანია, ვინც სიცრუისა და იმედგაცრუების უმძიმეს ტვირთს უკვე რამდენიმე წელია, ატარებს:

ნინო:

- ადამიანი, რომლის გამოც ჩემი ცხოვრება დაინგრა, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში გავიცანი. ჩემზე ოთხი წლით უფროსი იყო. ორი წლის განმავლობაში უბრალოდ, შეყვარებულები ვიყავით. სკოლა რომ დავამთავრე, ძალიან დავახლოვდით და 17 წლისა არც ვიყავი, როდესაც მისგან ფეხმძიმედ დავრჩი. როგორც აღმოჩნდა, მას ცოლ-შვილის მოვლის საშუალება არ ჰქონდა, ხოლო მისმა მშობლებმა ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს: ნაბიჭვარი რატომ უნდა ვზარდოთო?! ჩემი ოჯახის წევრებიც გამუდმებით ამას იმეორებდნენ და როგორც ხდება ხოლმე, აბორტი გამაკეთებინეს. ჩემი "რომეო" კი პასუხისმგებლობას გაერიდა და საქართველოდან წავიდა. ამ ამბის შემდეგ თითქმის 12 წელი გავიდა, მაგრამ ვერც ის სტრესი დავივიწყე და ვერც ჩემს იარას ვუშველე!

ცნობილი ფაქტია, რომ აბორტი, მით უმეტეს, ადრეულ ასაკში გაკეთებული, დამანგრევლად მოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე - ამას სპეციალისტებიც ერთხმად ამტკიცებენ და არასპეციალისტებიც, თუმცა პრობლემა კვლავ პრობლემად რჩება და კიდევ უფრო მწვავდება.

მერაბ ხიდაშელი, კავკასიის აბორტსაწინააღმდეგო ცენტრის ხელმძღვანელი:

- აბორტი საშინელებაა, მაგრამ ჩვენში ძალიან გავრცელებულია უფრო დიდი საშინელება - გვიანი აბორტი. საერთოდ, აბორტი ჰქვია მანიპულაციას, როცა 2,5 თვის ნაყოფი იფხიკება და იდევნება დედის სხეულიდან, მაგრამ როდესაც დედა 6-7-თვიან ბავშვს იცილებს, ეს უკვე მკვლელობაზე უარესია! პროფესიით ექიმი ვარ და ვიცი, ამ დროს რაც ხდება: იწვევენ ხელოვნურ მშობიარობას. ხშირ შემთხვევაში ნაყოფი ცოცხალი იბადება, მერე თავში ბლაგვ საგანს ურტყამენ და კლავენ. დიახ, ამას აკეთებენ დედა და მამა - XXI საუკუნეში!.. რაც შეეხება ჩვეულებრივ აბორტს: ჩვენი მონაცემებით, ყოველ წელიწადს საქართველოში 400 ათასამდე აბორტი კეთდება - გაცილებით მეტი, ვიდრე ოფიციალურად აცხადებენ. აქედან ნახევარზე მეტი არის კრიმინალური აბორტი, რომელიც კეთდება სახლში და რომელსაც "კუხნის აბორტს" ეძახიან. ამ აბორტების 80% სწორედ ნაადრევი აბორტია, რომელსაც ზოგჯერ 14-15 წლის მოზარდებიც კი იკეთებენ. უმძიმესი მდგომარეობაა 13-დან 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში.

- რას ნიშნავს აბორტი ნაადრევ ასაკში?

- ეს არის შემდგომი უნაყოფობა, ანთებები, სეფსისები, რეპროდუქციული წყვეტა და დანგრეული ფსიქიკა... იაპონელმა ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს: როდესაც დედას გაკეთებული აქვს აბორტი და მეორედ დაორსულდება, ნაყოფს უკვე ფსიქოზი მოსდევს: თურმე საშვილოსნო იმახსოვრებს, რომ ეს არის ადგილი, სადაც ადრე ვიღაც მოკლეს, მეორე ბავშვი ამას ხვდება და ყოველდღიური შიში აქვს, რომ მასაც მოკლავენ... სამწუხაროდ, ეს ხდება ყველგან - თბილისშიც და მთელ საქართველოშიც. ბავშვებს ვაგ­დებთ ნაგვის ყუთში, ტუალეტში "ვრეცხავთ"!.. ამაზე ფიქრიც კი აუტანელია! სხვათა შორის, ძალიან მაღალია ხელოვნური აბორტების რი­ცხვი იმერეთის რეგიონში და მაღალმთიან აჭარაში. არადა, ქვეყანაში ბევრი უშვილო დედაა და მათ ბავშვის აყვანის სურვილი აქვთ! კიდევ ერთი უბედურება: ნაადრევი აბორტების ინიციატორი უმეტესად არის ოჯახი - გოგონას დედა, მამა, ბიძა და ა.შ. - ანუ ნათესავები, რომლებსაც არ უნდათ, რომ მათ ოჯახში "უკანონო ნაბიჭვარი" იზრდებოდეს. ამავე დროს, მასმედიაში სექსის აღვირახსნილი პროპაგანდა ხდება და ეს ბავშვები - ჩვენი მომავალი თაობა გაორებულ, გაურკვეველ სიტუაციაშია. ეს ურთულესი კომპლექსური პრობლემაა, რომელიც სახელმწიფომ აუცილებლად უნდა მოაგვაროს და მოაწესრიგოს.

ლადო კახაძე, გინეკოლოგი:

- ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში წელიწადში დაახლოებით, 40 ათასამდე რეგისტრირებული აბორტი კეთდება, რაც ძალიან მაღალი ციფრია. სამწუხაროდ, გაახალგაზრდავდა აბორტის ასაკიც. ბოდიშს ვიხდი ყველასთან, მაგრამ მე აბორტს უკულტურობასა და გაუნათლებლობას დავარქმევ. თუ მოზარდები სქესობრივ ცხოვრებას ადრე იწყებენ, ამას ხელს ვერ უშლის ვერც საზოგადოება, ვერც ოჯახი და ვერც რელიგია, ის მაინც უნდა ასწავლონ, რომ არასასურველი ორსულობა თავიდანვე უნდა აიცილონ, რამეთუ პირველი აბორტი არის უშვილობის უპირველესი და უმთავრესი მიზეზი. ეს არის ურთულესი პროცესი, რომელმაც შეიძლება, მთლიანად დაანგრიოს მომავალი დედის ჯანმრთელობა და გოგონა დედობას საერთოდ ვეღარ ეღირსოს. მე ვარ მამა, ბაბუა, ექიმი და ეს ყველაფერი ძალიან მაწუხებს! სხვათა შორის, იყო პერიოდი, როდესაც აბორტი აკრძალული გახლდათ, მაგრამ მაშინ არალეგალური აბორტების რიცხვი გაიზარდა და, გახშირდა დედების სიკვდილიანობა, ექიმების დასჯა-დაჭერაც. მოდაში შემოვიდა ის, რომ ლიბერალური საზოგადოების წევრები გავხდით და ძალიან ბევრის უფლებას ვაძლევთ თავს, ვნებას აყოლილ ადამიანს კი ბევრი ცოდვის ჩადენა შეუძლია. მორალი და ზნეობა ბევრს საჭიროდ აღარ მიაჩნია იმიტომ, რომ მორალი ბევრ რამეზე უარის თქმას მოითხოვს. 70-80-იან წლებში სამშობიარო სახლში ვმუშაობდი და მაშინ ახალგაზრდებში აბორტი იშვიათობა იყო. თავისუფლები გავხდით თუ არა, ეტყობა, ზნეობისგანაც გავთავისუფლდით. ეს ეტაპი გაიარა დასავლეთმა, ქართველები კი ახლა გავდივართ, თუმცა უნდა ვაღიარო: როგორც კი ჩვენს ქვეყანაში თავისუფლების ელემენტი შემოვიდა, ქართველმა ქალმა ამ მხრივაც ბევრს აჯობა.

- მაინც რა პროცესები ვითარდება ქალის ორგანიზმში აბორტის შემდეგ?

- შევეცდები, მკითხველს ეს ყველაფერი პოპულარული ენით ავუხსნა: როდესაც ქალი დაფეხმძიმდება, მის ორგანიზმში უამრავი იმუნური ჯარისკაცი ჩნდება. ეს იმუნური ჯარისკაცები შეიარაღდებიან და დგებიან მომავალი სიცოცხლისა და დედის ჯანმრთელობის სამსახურში. ისინი მუდმივ მზაობაში არიან, რომ მაქსიმალურად დაიცვან ახალი სიცოცხლე და დედის სხეულიც, - სწორედ ეს არის მათი ფუნქცია მთელი ორსულობის მანძილზე. როგორც კი ფეხმძიმობა მშობიარობით დასრულდება, იმუნური ჯარისკაცები იარაღს უკან აბარებენ და თვითლიკვიდაციას იწყებენ.

- რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც აბორტი კეთდება?

- იმუნური ჯარისკაცები თავიანთ იარაღს მიუშვერენ დედის სხეულს - მის ნერვულ სისტემას, ენდოკრინულ თუ გულ-სისხლძარღვთა სისტემას და ანადგურებენ. ეს არის ბრძოლა საკუთარი თავის წინააღმდეგ, ამიტომ აბორტი არა მხოლოდ მკვლელობაა, არამედ - თვითმკვლელობაც!

ხათუნა ჩიგოგიძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია