პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხელმარჯვე და საქმიანი მსახიობი
ხელმარჯვე და საქმიანი მსახიობი

თით­ქმის 15-წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, ქალ­ბა­ტო­ნი ას­მათ ტყაბ­ლა­ძე მსა­ხი­ო­ბის კა­რი­ე­რას წარ­მა­ტე­ბით გა­ნაგ­რძობს: მის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი თუნ­დაც, პა­ტა­რა როლი მა­ყუ­რებ­ლე­ბის­თვის და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სოა. მსა­ხი­ო­ბო­ბის გარ­და, ხელ­მარ­ჯვე, საქ­მი­ა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი თბი­ლის­ში 2 ცნო­ბილ ბარს უძღვე­ბა და ჰპატ­რო­ნობს. ერთი შე­ხედ­ვით, მკაც­რი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი უბ­რა­ლოდ, შრო­მის­მოყ­ვა­რე, გულ­თბი­ლი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია. მისი სუს­ტი წერ­ტი­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი - ბარ­ბა­რე გახ­ლავთ. პა­ტა­რა ბარ­ბა­რეს ხსე­ნე­ბა­ზე ქალ­ბა­ტონ ას­მათს სახე ებად­რე­ბა.

- უსაქ­მუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არ მიყ­ვარს, "ყვარ­ყვა­რე­ებს" ვერ ვი­ტან. სხვის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლის ლო­დი­ნი სა­მარ­ცხვი­ნო საქ­ცი­ე­ლია. ქო­ნე­ბი­სა თუ სარ­ჩო-სა­ბა­დებ­ლის­თვის თა­ვად უნდა ვიშ­რო­მო. ჩემი დე­დი­კოც ასე­თი იყო. მა­მას ქე­ი­ფი და დროს ტა­რე­ბა კი უყ­ვარ­და, მაგ­რამ უსაქ­მუ­რი არ ყო­ფი­ლა - გა­ნათ­ლე­ბუ­ლი კაცი, მე­ტყე­ვე-ინ­ჟი­ნე­რი გახ­ლდათ. ჩემი გამ­ზრდე­ლი პაპა (დე­დის მამა) ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­სა­ვალს ეძებ­და. ჩემ­მა ოჯახ­მა ბევ­რი რამ გა­და­ი­ტა­ნა: მსოფ­ლიო ომი, რეპ­რე­სი­ე­ბი... სტა­ლი­ნის ეპო­ქა­ში პა­პა­ჩე­მი და­ი­ჭი­რეს, ცი­ხი­დან გა­მო­სულს კი მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა ჩა­მორ­თმე­უ­ლი ჰქონ­და - შინ უნდა მჯდა­რი­ყო. წარ­მო­შო­ბით ხევ­სუ­რი გახ­ლდათ. ხევ­სუ­რეთ­ში ჩა­დი­ო­და და ცხვრი­სა თუ თხის ტყა­ვის­გან ტუ­ლუ­პებს კე­რავ­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყო, რომ უც­ბად მო­ი­ფიქ­რა, თუ რო­გორ ერ­ჩი­ნა ოჯა­ხი. ერთი პე­რი­ო­დი, მეც ვკე­რავ­დი, ვქსოვ­დი და ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­ყიდ­ვით აღე­ბუ­ლი ფუ­ლით, სახ­ლში რე­მონ­ტი გა­ვა­კე­თე. მა­ღა­ზია არ მქონ­და - მა­შინ არ შე­იძ­ლე­ბო­და, სა­კუ­თა­რი მა­ღა­ზია გქო­ნო­და. მა­გა­ლი­თად, სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლი ხომ ჩემი მე­გო­ბა­რი იყო? ჰოდა, მე ქუ­დებს და კაშ­ნე­ებს ვქსოვ­დი, ის კი გა­ყიდ­ვა­ში მეხ­მა­რე­ბო­და. და­მი­რე­კავ­და ხოლ­მე: გოგო, ახლა გვინ­და 2 მწვა­ნე, 2 - შავი და სას­წრა­ფოდ მოქ­სო­ვეო. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, ყვე­ლა­ფერ­ში მეხ­მა­რე­ბო­და... ჩემს საქ­მე­ში ყვე­ლა მე­გო­ბა­რი ჩარ­თუ­ლი იყო. მათ სა­ჩუქ­რებ­საც ვუ­ძღვნი­დი: ზუ­რაბ ლა­ფე­რა­ძე­სა და კოტე მა­ხა­რა­ძეს ჯემპრე­ბი მო­ვუქ­სო­ვე. ისე­თი ლა­მა­ზი იყო, ყვე­ლას სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი ეგო­ნა.

- ქსო­ვა და კერ­ვა თქვე­ნი შე­მო­სავ­ლის წყა­რო ცხოვ­რე­ბის რო­მელ ეტაპ­ზე იყო?

- ქსო­ვა სტუ­დენ­ტო­ბი­სას და­ვი­წყე. ლე­ნი­ნის სტი­პენ­დი­ით ბი­ნის ქი­რას ვიხ­დი­დი, მაგ­რამ სა­არ­სე­ბო წყა­როც ხომ მინ­დო­და? ქსო­ვა და­მო­უ­კი­დებ­ლად ვის­წავ­ლე. სხვა­თა შო­რის, კარ­გად ჩაც­მა ისე მიყ­ვარ­და, რომ რა­ღა­ცებს ბავ­შვო­ბი­დან ვკე­რავ­დი. მე­ექ­ვსე კლა­სის მოს­წავ­ლე გახ­ლდით, როცა მე­ზო­ბელ­მა კა­ბის შე­კერ­ვა მთხო­ვა. ზო­მე­ბის აღე­ბაც არ ვი­ცო­დი - თვა­ლის ზო­მით ვკე­რავ­დი. კა­ბის სა­ხე­ლო კარ­გად ვერ შევ­კე­რე, რის გა­მოც მე­ზო­ბე­ლი მე­ჩხუ­ბა.

- კა­ბის შე­კერ­ვა­ში გა­სამ­რჯე­ლო აი­ღეთ?

- რო­გორ გე­კად­რე­ბათ? - მსი­ა­მოვ­ნებ­და და ამას იმი­ტომ ვა­კე­თებ­დი. დე­დამ იმ ქალს უსაყ­ვე­დუ­რა, - მე­ექ­ვსე­კლა­სელ ბავ­შვს კა­ბის შე­კერ­ვა სთხო­ვე, ახლა რა­ღაც არ მო­გე­წო­ნა და ეჩხუ­ბე­ბი, ნორ­მა­ლუ­რი ხარო? მერე მი­თხრა, - კერ­ვას თავი და­ა­ნე­ბეო, მაგ­რამ პაპა შე­ე­პა­სუ­ხა, - ბავ­შვის­თვის ხე­ლის შეშ­ლა არ გა­ბე­დო, ის­წავ­ლოს და იცო­დე­სო... შემ­დეგ ისე კარ­გად ვკე­რავ­დი, რომ სტუ­დენ­ტო­ბი­სას ჩემ მიერ შე­კე­რი­ლი პი­ჯა­კე­ბი და კა­ბე­ბი ახლა ჩემს შვილს აც­ვია... ყო­ველ­თვის ვშრო­მობ­დი. სახ­ლში რე­მონტს რომ აკე­თებ­დნენ, ხე­ლო­სანს ვეხ­მა­რე­ბო­დი, რჩე­ვებს ვაძ­ლევ­დი. კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბაც კარ­გად ვიცი. ახლა ბარი მაქვს, სა­დაც ჩემს შე­ნიშ­ვნებს ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ, რად­გან ყვე­ლა­ზე უკეთ ვიცი, რა რო­გორ მზად­დე­ბა, კერ­ძის გა­ფორ­მე­ბა რო­გორ სჯობს და ა.შ.

- სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლის ქო­ნის სურ­ვი­ლი რო­დის გა­გიჩ­ნდათ?

- 14 წლი­დან ხელ­ფა­სი მქონ­და: როცა მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლა და­ვამ­თავ­რე, მუ­სი­კა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ბა­რე­ბამ­დე პე­და­გოგ­მა მო­წა­ფე­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა. ბავ­შვებს მუ­სი­კა­ში ვამ­ზა­დებ­დი და გა­სამ­რჯე­ლო­საც ვი­ღებ­დი. შემ­დეგ, მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში პე­და­გო­გად დამ­ნიშ­ნეს. პა­რა­ლე­ლუ­რად, ტექ­ნი­კუ­მის სტუ­დენ­ტი გახ­ლდით. მო­წა­ფე­ე­ბი თბი­ლის­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­შიც ავიყ­ვა­ნე - მათ­თან სახ­ლში დავ­დი­ო­დი და მუ­სი­კა­ში ვა­მე­ცა­დი­ნებ­დი. ინ­სტი­ტუ­ტში ყოფ­ნი­სას ამას ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ­დი, ამი­ტომ ქსო­ვა­ზე გა­და­ვერ­თე... შრო­მას ისე შე­ვეჩ­ვიე, ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, ვინ­მეს ხე­ლის შემ­ყუ­რე ვიყო. არა­ვი­თარ "ივა­ნიშ­ვი­ლებს" არ ვი­ღებ: დახ­მა­რე­ბა არა­ვის­თვის მი­თხო­ვია და ამის სურ­ვი­ლი არც მათ გა­მო­უთ­ქვამთ... სხვა­თა შო­რის, სა­ჩუქ­რე­ბიც არ მიყ­ვარს: არ მომ­წონს, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი ჩემ გამო ირ­ჯე­ბი­ან და იხარ­ჯე­ბი­ან. რად­გან და­ბა­დე­ბის დღე­ზე ხელ­ცა­რი­ე­ლი მოს­ვლა არ შე­უძ­ლი­ათ, ვე­უბ­ნე­ბი, რომ იე­ბის პა­ტა­რა კონა მო­მი­ტა­ნონ. თე­ბერ­ვალ­ში ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი და ამ დროს იები უკვე არის...

- ბა­რის გახ­სნის იდეა რო­გორ გა­გიჩ­ნდათ?

- წლე­ბის წინ, თე­ატ­რში მომ­ხდარ უზ­ნეო ამ­ბავ­ზე ლა­პა­რა­კი აღარ მინ­და - ეს ისე­დაც, ყვე­ლამ იცის. თან, ის ადა­მი­ა­ნი ამ­ქვეყ­ნად აღარ არის... მოკ­ლედ, თე­ატ­რის გა­რეთ დარ­ჩე­ნილს, რა­ღაც უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ამ დროს ახ­ლო­ბელ­მა შე­მომ­თა­ვა­ზა, - ბარს ვა­კე­თებთ და ხომ არ შე­მოგ­ვი­ამ­ხა­ნაგ­დე­ბიო? ჯერ უარი ვუ­თხა­რი. სხვა­თა შო­რის, მა­შინ, როცა მა­ტე­რი­ა­ლუ­რად მი­ჭირ­და, ერთ-ორ­ჯერ სა­ზღვარ­გა­რე­თაც წა­ვე­დი; სხვებ­თან ერ­თად, რა­ღა­ცე­ბი მეც ჩა­მო­ვი­ტა­ნე და გა­სა­ყი­დად მა­ღა­ზი­ა­ში ჩა­ვა­ბა­რე. ამის თქმის არ მრცხვე­ნია - მა­თხოვ­რო­ბას შრო­მა ჯო­ბია!.. მერე კი­დევ ერ­თმა ადა­მი­ან­მა შე­მომ­თა­ვა­ზა, - მოდი, ბარი გავ­ხსნა­თო. თავ­და­პირ­ვე­ლად, ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, ბარ­ში რა უნდა მე­კე­თე­ბი­ნა, შემ­დეგ დავ­ფიქ­რდი: თუკი ღრი­ან­ცე­ლი არ იქ­ნე­ბა და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მუ­სი­კის ფონ­ზე კარგ შეხ­ვედ­რებს მო­ვა­წყობთ, რა­ტო­მაც არა-მეთ­ქი? სა­ზღვარ­გა­რეთ სი­ა­რუ­ლის წყა­ლო­ბით დაგ­რო­ვე­ბუ­ლი ცო­ტა­ო­დე­ნი თან­ხა ბა­რის გა­კე­თე­ბას მო­ვახ­მა­რე. ფუ­ლის სეს­ხე­ბაც დაგ­ვჭირ­და. მოკ­ლედ, გავ­რის­კე, მაგ­რამ ისე არა, რომ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ქუ­ჩა­ში დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი. თუ საქ­მე არ გა­მოგ­ვი­ვი­დო­და, ჩემი ქო­ნე­ბის რა­ღაც ნა­წილს გავ­ყიდ­დი და ვალს გა­და­ვიხ­დი­დი. პირ­ვე­ლი ბარი 16 წლის წინ გავ­ხსე­ნით. მერე მე­ო­რე ბა­რის მო­წყო­ბის სურ­ვი­ლიც გაგ­ვიჩ­ნდა, რო­მე­ლიც უკვე 4 წე­ლია, ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. ბა­რის წარ­მა­ტე­ბა ჩვე­ნი ბარ­მე­ნის - დი­მას დამ­სა­ხუ­რე­ბაც არის: ადა­მი­ანს Kკა­რის ზღურ­ბლზე და­ი­ნა­ხავს თუ არა, უკვე იცის, რო­გო­რი მუ­სი­კა მო­ე­წო­ნე­ბა. ახლა თბი­ლის­ში უამ­რა­ვი ბა­რია: უცხო­ე­ლებ­მა აღარ იცი­ან, სად წა­ვიდ­ნენ, მაგ­რამ ჩვე­ნი ბარი უკვე ბრენ­დია, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბას ინარ­ჩუ­ნებს. ვცდი­ლობთ, არა­ფე­რი შეგ­ვე­შა­ლოს.

- ხელ­მარ­ჯვე მსა­ხი­ო­ბი ქალ­ბა­ტო­ნი ახალ სა­მუ­შაო სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლებს რო­გორ არ­ჩევ­დით?

- საქ­მეს ალღო ად­ვი­ლად ავუ­ღე. 1 "მი­ნუ­სი" მაქვს: სამ­სა­ხუ­რი­დან გა­საგ­დე­ბად ყვე­ლა მებ­რა­ლე­ბა. ადა­მი­ანს ჯერ შე­ნიშ­ვნას ვაძ­ლევ, მაგ­რამ ზოგს არ ეს­მის. ბო­ლოს თა­ვად ხვდე­ბი­ან, რომ სამ­სა­ხუ­რი­დან უნდა წა­ვიდ­ნენ. ადა­მი­ა­ნის ქუ­ჩა­ში გაშ­ვე­ბა ცოტა რთუ­ლია. ვცდი­ლობ, ამას თავი ავა­რი­დო.

- ახა­ლი თა­ნამ­შრომ­ლის მი­სა­ღე­ბად გა­სა­უბ­რე­ბას რო­გორ წარ­მარ­თავთ, ყუ­რა­დღე­ბას რაზე ამახ­ვი­ლებთ?

- თვა­ლებ­ში ვუ­ყუ­რებ. თვა­ლებ­ში ადა­მი­ა­ნის წე­სი­ე­რე­ბა კარ­გად ჩანს. ვინ­მეს რე­კო­მენ­და­ცი­ით, სამ­სა­ხურ­ში უცხოც მი­მი­ღია. მა­გა­ლი­თად, ბარ­მე­ნად ახალ­გაზ­რდა ყმაწ­ვი­ლი მი­ვი­ღე (სას­წავ­ლებ­ლად), რო­მე­ლიც თურ­მე, მა­ნამ­დე ბარ­ში სა­ერ­თოდ არ იყო ნამ­ყო­ფი და აქ ჩარ­თუ­ლი მუ­სი­კაც პირ­ვე­ლად მო­ის­მი­ნა. 1 თვე­ში მის­გან სა­ოც­რად კარ­გი ბარ­მე­ნი დად­გა. 4-5 წელი იმუ­შა­ვა,N მერე კი ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, დიდი ბო­დი­შის მოხ­დით წა­ვი­და, მაგ­რამ დღემ­დე ვმე­გობ­რობთ. რე­კო­მენ­და­ცი­ით სხვაც მი­ვი­ღე: მი­თხრეს - ყო­ჩა­ღი­აო... მიმ­ტა­ნად კარ­გი, წე­სი­ე­რი გო­გო­ნა ავიყ­ვა­ნე, რო­მელ­საც მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უჭირს. ყვე­ლა­ნა­ი­რად მხარ­ში ვუდ­გა­ვარ. აქ ყვე­ლა მიც­ნობს და ზედ­მეტს ვე­რა­ვის გა­უ­ბე­და­ვენ. იშ­ვი­ა­თად თუ მა­ინც გა­ბე­დეს, ვე­უბ­ნე­ბი, - აქე­დან მიბ­რძან­დით, ჩვე­ნი ღირ­სი არ ხართ-მეთ­ქი.

- თქვე­ნი ბა­რი­დან რა მი­ზე­ზით მი­დი­ან?

- უკე­თე­სი ხელ­ფა­სის გამო. ჰგო­ნი­ათ, სხვა­გან ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ექ­ნე­ბათ... სხვა­თა შო­რის, უცხო­ე­ლე­ბი სასმლის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბით გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი რჩე­ბი­ან. აღ­ნიშ­ნა­ვენ, - ასე­თი ლა­მა­ზი ბარი იშ­ვი­ა­თო­ბა­აო. ამას წი­ნათ, ტუ­რის­ტებ­მა მკი­თხეს, - ასე­თი გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მუ­სი­კა ვინ შე­არ­ჩი­აო? ისიც გა­უკ­ვირ­დათ, რომ მეც ბარ­ში ვი­ყა­ვი და კლი­ენ­ტებს ვე­სა­უბ­რე­ბო­დი...

- ქალ­ბა­ტო­ნო ას­მათ, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია - "თე­მი­და" რო­დის და რა მიზ­ნით შექ­მე­ნით?

- როცა დე­პუ­ტა­ტო­ბა­ზე კენ­ჭს ვიყ­რი­დი, მა­შინ შევ­ქმე­ნი. პი­რა­დად ჩემ მი­მართ ბევრ უსა­მარ­თლო­ბას ვხე­დავ­დი: 9 სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მო­ვი­გე, მაგ­რამ მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში ბო­ლოს მა­ინც მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი - ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე ჩა­ე­რია... არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი რა­ღაც ისეთ გრან­ტებს იღე­ბენ, რა­საც მე ვერ ვი­კად­რებ: იე­ღო­ვე­ლე­ბი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის დამ­ცვე­ლი ვერ გავ­ხდე­ბი. სა­კუ­თარ საქ­მეს თა­ვად მი­ხე­დონ, ჩემი და­სა­ცა­ვი არა­ფე­რი სჭირთ, მით უმე­ტეს, არ­სად მი­ნა­ხავს, რომ მათი უფ­ლე­ბა დარ­ღვე­უ­ლი­ყოს. სხვა­თა შო­რის, იე­ღო­ვე­ლე­ბი ძალ­ზე ცუ­დად იქ­ცე­ვი­ან: ოჯა­ხებ­ში მი­დი­ან - გინ­და თუ არა, ჩვე­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რა წა­ი­კი­თხე­თო. უამ­რავ ფულს ხარ­ჯა­ვენ... არა­ვის­თან მივ­სულ­ვარ და არ მით­ქვამს, - იე­ღო­ვე­ლი ხარ და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი გახ­დი-მეთ­ქი. ჩემი წი­ნაპ­რე­ბი მიყ­ვარს. ამ ადა­მი­ა­ნებ­მა სა­კუ­თა­რი რწმე­ნით ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა დღემ­დე მო­იყ­ვა­ნეს. მო­ძა­ლა­დე­ებს ვერ ვი­ტან. "სო­რო­სე­ბის" ფულს ხელს არა­სო­დეს მოვ­კი­დებ. ფუ­ლის გამო, სული და გული არ უნდა გა­ყი­დო. ნა­ხეთ, რო­გო­რი ხე­ლე­ბი მაქვს (ხე­ლებს მიჩ­ვე­ნებს. - ავტ.). ხომ ეტყო­ბა, რომ ნაშ­რო­მია? გრძელფრჩხი­ლი­ან, ლაქწას­მულ ხე­ლებს, რო­მელ­თა პატ­რო­ნე­ბი სო­რო­სის ფულს იღე­ბენ, ეს მირ­ჩევ­ნია...

- გრან­ტი არა­სო­დეს მი­გი­ღი­ათ?

- არა და არც მი­თხო­ვია. ვფიქ­რობ, საქ­მეს გრან­ტის გა­რე­შეც გა­ვა­კე­თებ: ას­ფალ­ტის და­გე­ბა­სა თუ მშე­ნებ­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მი­ღია, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მივ­სულ­ვარ - ვი­ღა­ცას დავ­ხმა­რე­ბი­ვარ, შუ­ა­მავ­ლის როლი შე­მის­რუ­ლე­ბია... მოკ­ლედ, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას ვე­წე­ვი.

- თქვე­ნი ქა­ლიშ­ვი­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რად რამ­დე­ნად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია?

- ერთ-ერთ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობს, მაგ­რამ მინ­და, უკე­თე­სი სამ­სა­ხუ­რი ჰქონ­დეს. ის ჭკვი­ა­ნი, გ­ანათ­ლე­ბუ­ლი, ნა­კი­თხი გო­გო­ნაა. გა­რეგ­ნო­ბი­თაც კარ­გია და ბუ­ნე­ბი­თაც. 4 უცხო ენა - გერ­მა­ნუ­ლი, ინ­გლი­სუ­რი, რუ­სუ­ლი და იტა­ლი­უ­რი იცის.

- და­ბო­ლოს, რას ურ­ჩევთ საქ­მი­ან ქალ­ბა­ტო­ნებს?

- დი­ლით რომ ად­გე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იფიქ­რო, - რა გა­ვა­კე­თო? ახ­ლო­ბელს თუ თა­ნამ­შრო­მელს რა მო­ვა­წო­ნო? ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოდ უნდა იცხოვ­რო. მა­გა­ლი­თად, თუნ­დაც გა­და­ღე­ბი­სას, მთელ შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს - ყვე­ლა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. როცა გა­და­ღე­ბა­ზე მიწ­ვე­ვენ, სი­ხა­რუ­ლით კი არ მივ­დი­ვარ, მივ­ქრი - მსა­ხი­ო­ბო­ბა მა­ინც "ჩე­მია", ეს საქ­მე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მგო­ნია. მინ­და, კი­დევ დიდ­ხანს მქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ფეხ­ზე ვიდ­გე და საქ­მე ვა­კე­თო.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ხელმარჯვე და საქმიანი მსახიობი

ხელმარჯვე და საქმიანი მსახიობი

თითქმის 15-წლიანი პაუზის შემდეგ, ქალბატონი ასმათ ტყაბლაძე მსახიობის კარიერას წარმატებით განაგრძობს: მის მიერ შესრულებული თუნდაც, პატარა როლი მაყურებლებისთვის დასამახსოვრებელი და საინტერესოა. მსახიობობის გარდა, ხელმარჯვე, საქმიანი ქალბატონი თბილისში 2 ცნობილ ბარს უძღვება და ჰპატრონობს. ერთი შეხედვით, მკაცრი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, სინამდვილეში კი უბრალოდ, შრომისმოყვარე, გულთბილი და მოწესრიგებულია. მისი სუსტი წერტილი შვილიშვილი - ბარბარე გახლავთ. პატარა ბარბარეს ხსენებაზე ქალბატონ ასმათს სახე ებადრება.

- უსაქმური ადამიანები არ მიყვარს, "ყვარყვარეებს" ვერ ვიტან. სხვის მიერ მოპოვებულის ლოდინი სამარცხვინო საქციელია. ქონებისა თუ სარჩო-საბადებლისთვის თავად უნდა ვიშრომო. ჩემი დედიკოც ასეთი იყო. მამას ქეიფი და დროს ტარება კი უყვარდა, მაგრამ უსაქმური არ ყოფილა - განათლებული კაცი, მეტყევე-ინჟინერი გახლდათ. ჩემი გამზრდელი პაპა (დედის მამა) ყველა სიტუაციიდან გამოსავალს ეძებდა. ჩემმა ოჯახმა ბევრი რამ გადაიტანა: მსოფლიო ომი, რეპრესიები... სტალინის ეპოქაში პაპაჩემი დაიჭირეს, ციხიდან გამოსულს კი მუშაობის უფლება ჩამორთმეული ჰქონდა - შინ უნდა მჯდარიყო. წარმოშობით ხევსური გახლდათ. ხევსურეთში ჩადიოდა და ცხვრისა თუ თხის ტყავისგან ტულუპებს კერავდა. წარმოიდგინეთ, რა ნიჭიერი ადამიანი იყო, რომ უცბად მოიფიქრა, თუ როგორ ერჩინა ოჯახი. ერთი პერიოდი, მეც ვკერავდი, ვქსოვდი და ნამუშევრების გაყიდვით აღებული ფულით, სახლში რემონტი გავაკეთე. მაღაზია არ მქონდა - მაშინ არ შეიძლებოდა, საკუთარი მაღაზია გქონოდა. მაგალითად, სესილია თაყაიშვილი ხომ ჩემი მეგობარი იყო? ჰოდა, მე ქუდებს და კაშნეებს ვქსოვდი, ის კი გაყიდვაში მეხმარებოდა. დამირეკავდა ხოლმე: გოგო, ახლა გვინდა 2 მწვანე, 2 - შავი და სასწრაფოდ მოქსოვეო. არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, ყველაფერში მეხმარებოდა... ჩემს საქმეში ყველა მეგობარი ჩართული იყო. მათ საჩუქრებსაც ვუძღვნიდი: ზურაბ ლაფერაძესა და კოტე მახარაძეს ჯემპრები მოვუქსოვე. ისეთი ლამაზი იყო, ყველას საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი ეგონა.

- ქსოვა და კერვა თქვენი შემოსავლის წყარო ცხოვრების რომელ ეტაპზე იყო?

- ქსოვა სტუდენტობისას დავიწყე. ლენინის სტიპენდიით ბინის ქირას ვიხდიდი, მაგრამ საარსებო წყაროც ხომ მინდოდა? ქსოვა დამოუკიდებლად ვისწავლე. სხვათა შორის, კარგად ჩაცმა ისე მიყვარდა, რომ რაღაცებს ბავშვობიდან ვკერავდი. მეექვსე კლასის მოსწავლე გახლდით, როცა მეზობელმა კაბის შეკერვა მთხოვა. ზომების აღებაც არ ვიცოდი - თვალის ზომით ვკერავდი. კაბის სახელო კარგად ვერ შევკერე, რის გამოც მეზობელი მეჩხუბა.

- კაბის შეკერვაში გასამრჯელო აიღეთ?

- როგორ გეკადრებათ? - მსიამოვნებდა და ამას იმიტომ ვაკეთებდი. დედამ იმ ქალს უსაყვედურა, - მეექვსე­კლასელ ბავშვს კაბის შეკერვა სთხოვე, ახლა რაღაც არ მოგეწონა და ეჩხუბები, ნორმალური ხარო? მერე მითხრა, - კერვას თავი დაანებეო, მაგრამ პაპა შეეპასუხა, - ბავშვისთვის ხელის შეშლა არ გაბედო, ისწავლოს და იცოდესო... შემდეგ ისე კარგად ვკერავდი, რომ სტუდენტობისას ჩემ მიერ შეკერილი პიჯაკები და კაბები ახლა ჩემს შვილს აცვია... ყოველთვის ვშრომობდი. სახლში რემონტს რომ აკეთებდნენ, ხელოსანს ვეხმარებოდი, რჩევებს ვაძლევდი. კერძების მომზადებაც კარგად ვიცი. ახლა ბარი მაქვს, სადაც ჩემს შენიშვნებს ითვალისწინებენ, რადგან ყველაზე უკეთ ვიცი, რა როგორ მზადდება, კერძის გაფორმება როგორ სჯობს და ა.შ.

- საკუთარი შემოსავლის ქონის სურვილი როდის გაგიჩნდათ?

- 14 წლიდან ხელფასი მქონდა: როცა მუსიკალური სკოლა დავამთავრე, მუსიკალურ სასწავლებელში ჩაბარებამდე პედაგოგმა მოწაფეების მომზადება შემომთავაზა. ბავშვებს მუსიკაში ვამზადებდი და გასამრჯელოსაც ვიღებდი. შემდეგ, მუსიკალურ სკოლაში პედაგოგად დამნიშნეს. პარალელურად, ტექნიკუმის სტუდენტი გახლდით. მოწაფეები თბილისში სწავლის პერიოდშიც ავიყვანე - მათთან სახლში დავდიოდი და მუსიკაში ვამეცადინებდი. ინსტიტუტში ყოფნისას ამას ვეღარ ვახერხებდი, ამიტომ ქსოვაზე გადავერთე... შრომას ისე შევეჩვიე, ვერ წარმომიდგენია, ვინმეს ხელის შემყურე ვიყო. არავითარ "ივანიშვილებს" არ ვიღებ: დახმარება არავისთვის მითხოვია და ამის სურვილი არც მათ გამოუთქვამთ... სხვათა შორის, საჩუქრებიც არ მიყვარს: არ მომწონს, როცა ადამიანები ჩემ გამო ირჯებიან და იხარჯებიან. რადგან დაბადების დღეზე ხელცარიელი მოსვლა არ შეუძლიათ, ვეუბნები, რომ იების პატარა კონა მომიტანონ. თებერვალში ვარ დაბადებული და ამ დროს იები უკვე არის...

- ბარის გახსნის იდეა როგორ გაგიჩნდათ?

- წლების წინ, თეატრში მომხდარ უზნეო ამბავზე ლაპარაკი აღარ მინდა - ეს ისედაც, ყველამ იცის. თან, ის ადამიანი ამქვეყნად აღარ არის... მოკლედ, თეატრის გარეთ დარჩენილს, რაღაც უნდა გამეკეთებინა. ამ დროს ახლობელმა შემომთავაზა, - ბარს ვაკეთებთ და ხომ არ შემოგვიამხანაგდებიო? ჯერ უარი ვუთხარი. სხვათა შორის, მაშინ, როცა მატერიალურად მიჭირდა, ერთ-ორჯერ საზღვარგარეთაც წავედი; სხვებთან ერთად, რაღაცები მეც ჩამოვიტანე და გასაყიდად მაღაზიაში ჩავაბარე. ამის თქმის არ მრცხვენია - მათხოვრობას შრომა ჯობია!.. მერე კიდევ ერთმა ადამიანმა შემომთავაზა, - მოდი, ბარი გავხსნათო. თავდაპირველად, ვერ წარმომედგინა, ბარში რა უნდა მეკეთებინა, შემდეგ დავფიქრდი: თუკი ღრიანცელი არ იქნება და გემოვნებიანი მუსიკის ფონზე კარგ შეხვედრებს მოვაწყობთ, რატომაც არა-მეთქი? საზღვარგარეთ სიარულის წყალობით დაგროვებული ცოტაოდენი თანხა ბარის გაკეთებას მოვახმარე. ფულის სესხებაც დაგვჭირდა. მოკლედ, გავრისკე, მაგრამ ისე არა, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში, ქუჩაში დავრჩენილიყავი. თუ საქმე არ გამოგვივიდოდა, ჩემი ქონების რაღაც ნაწილს გავყიდდი და ვალს გადავიხდიდი. პირველი ბარი 16 წლის წინ გავხსენით. მერე მეორე ბარის მოწყობის სურვილიც გაგვიჩნდა, რომელიც უკვე 4 წელია, ფუნქციონირებს. ბარის წარმატება ჩვენი ბარმენის - დიმას დამსახურებაც არის: ადამიანს Kკარის ზღურბლზე დაინახავს თუ არა, უკვე იცის, როგორი მუსიკა მოეწონება. ახლა თბილისში უამრავი ბარია: უცხოელებმა აღარ იციან, სად წავიდნენ, მაგრამ ჩვენი ბარი უკვე ბრენდია, ინდივიდუალურობას ინარჩუნებს. ვცდილობთ, არაფერი შეგვეშალოს.

- ხელმარჯვე მსახიობი ქალბატონი ახალ სამუშაო სფეროში თანამშრომლებს როგორ არჩევდით?

- საქმეს ალღო ადვილად ავუღე. 1 "მინუსი" მაქვს: სამსახურიდან გასაგდებად ყველა მებრალება. ადამიანს ჯერ შენიშვნას ვაძლევ, მაგრამ ზოგს არ ესმის. ბოლოს თავად ხვდებიან, რომ სამსახურიდან უნდა წავიდნენ. ადამიანის ქუჩაში გაშვება ცოტა რთულია. ვცდილობ, ამას თავი ავარიდო.

- ახალი თანამშრომლის მისაღებად გასაუბრებას როგორ წარმართავთ, ყურადღებას რაზე ამახვილებთ?

- თვალებში ვუყურებ. თვალებში ადამიანის წესიერება კარგად ჩანს. ვინმეს რეკომენდაციით, სამსახურში უცხოც მიმიღია. მაგალითად, ბარმენად ახალგაზრდა ყმაწვილი მივიღე (სასწავლებლად), რომელიც თურმე, მანამდე ბარში საერთოდ არ იყო ნამყოფი და აქ ჩართული მუსიკაც პირველად მოისმინა. 1 თვეში მისგან საოცრად კარგი ბარმენი დადგა. 4-5 წელი იმუშავა,N მერე კი ოჯახური მდგომარეობის გამო, დიდი ბოდიშის მოხდით წავიდა, მაგრამ დღემდე ვმეგობრობთ. რეკომენდაციით სხვაც მივიღე: მითხრეს - ყოჩაღიაო... მიმტანად კარგი, წესიერი გოგონა ავიყვანე, რომელსაც მატერიალურად უჭირს. ყველანაირად მხარში ვუდგავარ. აქ ყველა მიცნობს და ზედმეტს ვერავის გაუბედავენ. იშვიათად თუ მაინც გაბედეს, ვეუბნები, - აქედან მიბრძანდით, ჩვენი ღირსი არ ხართ-მეთქი.

- თქვენი ბარიდან რა მიზეზით მიდიან?

- უკეთესი ხელფასის გამო. ჰგონიათ, სხვაგან ყველაფერი კარგად ექნებათ... სხვათა შორის, უცხოელები სასმლის ნაირსახეობით გაოცებულები რჩებიან. აღნიშნავენ, - ასეთი ლამაზი ბარი იშვიათობააო. ამას წინათ, ტურისტებმა მკითხეს, - ასეთი გემოვნებიანი მუსიკა ვინ შეარჩიაო? ისიც გაუკვირდათ, რომ მეც ბარში ვიყავი და კლიენტებს ვესაუბრებოდი...

- ქალბატონო ასმათ, არასამთავრობო ორგანიზაცია - "თემიდა" როდის და რა მიზნით შექმენით?

- როცა დეპუტატობაზე კენჭს ვიყრიდი, მაშინ შევქმენი. პირადად ჩემ მიმართ ბევრ უსამართლობას ვხედავდი: 9 სასამართლო პროცესი მოვიგე, მაგრამ მოსამართლის გადაწყვეტილებაში ბოლოს მაინც მაშინდელი პრეზიდენტი - ედუარდ შევარდნაძე ჩაერია... არასამთავრობო ორგანიზაციები რაღაც ისეთ გრანტებს იღებენ, რასაც მე ვერ ვიკადრებ: იეღოველებისა და სექსუალური უმცირესობების დამცველი ვერ გავხდები. საკუთარ საქმეს თავად მიხედონ, ჩემი დასაცავი არაფერი სჭირთ, მით უმეტეს, არსად მინახავს, რომ მათი უფლება დარღვეულიყოს. სხვათა შორის, იეღოველები ძალზე ცუდად იქცევიან: ოჯახებში მიდიან - გინდა თუ არა, ჩვენი ლიტერატურა წაიკითხეთო. უამრავ ფულს ხარჯავენ... არავისთან მივსულვარ და არ მითქვამს, - იეღოველი ხარ და მართლმადიდებელი გახდი-მეთქი. ჩემი წინაპრები მიყვარს. ამ ადამიანებმა საკუთარი რწმე­ნით ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიყვანეს. მოძალადეებს ვერ ვიტან. "სოროსების" ფულს ხელს არასოდეს მოვკიდებ. ფულის გამო, სული და გული არ უნდა გაყიდო. ნახეთ, როგორი ხელები მაქვს (ხელებს მიჩვენებს. - ავტ.). ხომ ეტყობა, რომ ნაშრომია? გრძელფრჩხილიან, ლაქწასმულ ხელებს, რომელთა პატრონები სოროსის ფულს იღებენ, ეს მირჩევნია...

- გრანტი არასოდეს მიგიღიათ?

- არა და არც მითხოვია. ვფიქრობ, საქმეს გრანტის გარეშეც გავაკეთებ: ასფალტის დაგებასა თუ მშენებლობაში მონაწილეობა მიმიღია, სასამართლო პროცესზე მივსულვარ - ვიღაცას დავხმარებივარ, შუამავლის როლი შემისრულებია... მოკლედ, საზოგადოებრივ საქმიანობას ვეწევი.

- თქვენი ქალიშვილი მატერიალურად რამდენად დამოუკიდებელია?

- ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მუშაობს, მაგრამ მინდა, უკეთესი სამსახური ჰქონდეს. ის ჭკვიანი, გ­ანათლებული, ნაკითხი გოგონაა. გა­რეგნობითაც კარგია და ბუნებითაც. 4 უცხო ენა - გერმანული, ინგლისური, რუსული და იტალიური იცის.

- დაბოლოს, რას ურჩევთ საქმიან ქალბატონებს?

- დილით რომ ადგები, აუცილებლად უნდა იფიქრო, - რა გავაკეთო? ახლობელს თუ თანამშრომელს რა მოვაწონო? ყოველთვის საინტერესოდ უნდა იცხოვრო. მაგალითად, თუნდაც გადაღებისას, მთელ შემოქმედებით ჯგუფთან კარგი ურთიერთობა მაქვს - ყველა ძალიან მიყვარს. როცა გადაღებაზე მიწვევენ, სიხარულით კი არ მივდივარ, მივქრი - მსახიობობა მაინც "ჩემია", ეს საქმე უფრო მნიშვნელოვანი მგონია. მინდა, კიდევ დიდხანს მქონდეს საშუალება, რომ ფეხზე ვიდგე და საქმე ვაკეთო.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება