მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
BAFTA 2014-ის გამარჯვებულები
BAFTA 2014-ის  გამარჯვებულები

ლონ­დონ­ში ბრი­ტა­ნე­თის კი­ნო­სა და სა­ტე­ლე­ვი­ზიო ხე­ლოვ­ნე­ბის აკა­დე­მი­ის - BAFTA-ს - ყო­ველ­წლი­უ­რი და­ჯილ­დო­ე­ბის 67-ე ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა. და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია კო­ვენტ-გარ­დე­ნის სა­მე­ფო ოპე­რის თე­ატ­რში გა­ი­მარ­თა.

სა­უ­კე­თე­სო ფილ­მის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­ი­მარ­ჯვა სტივ მაკ­ქუ­ი­ნის სუ­რათ­მა - "12 წელი მო­ნო­ბა­ში".

მა­მა­კა­ცის სა­უ­კე­თე­სო რო­ლის­თვის ჯილ­დო მი­ი­ღო ჩი­ვე­ტელ ეჯი­ო­ფორ­მა, რო­მელ­მაც მთა­ვა­რი როლი შე­ას­რუ­ლა ფილმში "12 წელი მო­ნო­ბა­ში". რო­დე­საც ეჯი­ო­ფო­რი სცე­ნა­ზე ჯილ­დოს მი­სა­ღე­ბად ავი­და, პუბ­ლი­კა მას ფეხ­ზე წა­მო­უდ­გა და ოვა­ცი­ე­ბით შეხ­ვდა.

ქა­ლის სა­უ­კე­თე­სო რო­ლის­თვის "ბაფ­ტა" კეიტ ბლან­შეტს გა­და­ე­ცა. ბლან­შეტ­მა ჯილ­დო ვუდი ალე­ნის "ცის­ფერ ჟას­მინ­ში" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თვის მი­ი­ღო.

ქა­ლის მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლის­თვის "ბაფ­ტა" ჯე­ნი­ფერ ლო­უ­რენსს გა­და­ე­ცა ფილ­მის­თვის - "ამე­რი­კუ­ლი აფი­ო­რა".

რაც შე­ე­ხე­ბა, მა­მა­კა­ცის მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან როლს, ამ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში ბარ­კად აბ­დიმ (ფილ­მი­დან "კა­პი­ტა­ნი ფი­ლიპ­სი") გა­ი­მარ­ჯვა.

სა­უ­კე­თე­სო ბრი­ტა­ნულ სუ­რა­თად ალ­ფონ­სო კუ­ა­რო­ნის "გრა­ვი­ტა­ცია" და­სა­ხელ­და. ფილ­მის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ბრი­ტა­ნულ კი­ნოს­ტუ­დი­ებ­ში Pinewood-სა და Shepperton-ში გა­და­ი­ღეს, ამი­ტომ მოხ­და ფილ­მის წარ­დგე­ნა ამ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში.

აღ­ნიშ­ნუ­ლის გარ­და, "გრა­ვი­ტა­ცი­ამ" "ბაფ­ტას" კი­დევ 5 ჯილ­დო მი­ი­ღო "სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სუ­რის­თვის" (ალ­ფონ­სო კუ­ა­რო­ნი), "ხმის­თვის", "ოპე­რა­ტო­რუ­ლი ნა­მუ­შევ­რის­თვის", "ვი­ზუ­ა­ლუ­რი ეფექ­ტე­ბის­თვის" და "ორი­გი­ნა­ლუ­რი მუ­სი­კის­თვის". მთლი­ა­ნო­ბა­ში ფილ­მი 11 ნო­მი­ნა­ცი­ა­ში იყო წარ­დგე­ნი­ლი.

სა­უ­კე­თე­სო ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში ჯილ­დო მი­ი­ღო სტუ­დია "დის­ნე­ის" მულ­ტფილმმა Frozen.

ბრი­ტა­ნე­თის კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის უმაღ­ლე­სი ჯილ­დო (BAFTA Academy Fellowship Award), კი­ნე­მა­ტოგ­რაფ­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის მსა­ხი­ობ ჰე­ლენ მი­რენს გა­და­ე­ცა.

ბრი­ტა­ნე­თის კი­ნო­სა და სა­ტე­ლე­ვი­ზიო ხე­ლოვ­ნე­ბის აკა­დე­მია 1947 წლის 16 აპ­რილს და­ფუძნ­და. "ბრი­ტა­ნე­თის კინო აკა­დე­მი­ის" სა­ხელ­წო­დე­ბით. პირ­ვე­ლი BAFTA 1948 წელს გა­ი­მარ­თა.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა - BAFTA-ს წი­თე­ლი ხა­ლი­ჩა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsru.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

BAFTA 2014-ის გამარჯვებულები

BAFTA 2014-ის  გამარჯვებულები

ლონდონში ბრიტანეთის კინოსა და სატელევიზიო ხელოვნების აკადემიის - BAFTA-ს - ყოველწლიური დაჯილდოების 67-ე ცერემონია გაიმართა. დაჯილდოების ცერემონია კოვენტ-გარდენის სამეფო ოპერის თეატრში გაიმართა.

საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა სტივ მაკქუინის სურათმა - "12 წელი მონობაში".

მამაკაცის საუკეთესო როლისთვის ჯილდო მიიღო ჩივეტელ ეჯიოფორმა, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ფილმში "12 წელი მონობაში". როდესაც ეჯიოფორი სცენაზე ჯილდოს მისაღებად ავიდა, პუბლიკა მას ფეხზე წამოუდგა და ოვაციებით შეხვდა.

ქალის საუკეთესო როლისთვის "ბაფტა" კეიტ ბლანშეტს გადაეცა.  ბლანშეტმა ჯილდო ვუდი ალენის "ცისფერ ჟასმინში" შესრულებული როლისთვის მიიღო.

ქალის მეორეხარისხოვანი როლისთვის "ბაფტა" ჯენიფერ ლოურენსს გადაეცა ფილმისთვის - "ამერიკული აფიორა".

რაც შეეხება, მამაკაცის მეორეხარისხოვან როლს, ამ ნომინაციაში ბარკად აბდიმ (ფილმიდან "კაპიტანი ფილიპსი") გაიმარჯვა.

საუკეთესო ბრიტანულ სურათად ალფონსო კუარონის "გრავიტაცია" დასახელდა. ფილმის ძირითადი ნაწილი  ბრიტანულ კინოსტუდიებში Pinewood-სა და Shepperton-ში გადაიღეს, ამიტომ მოხდა ფილმის წარდგენა ამ ნომინაციაში.

აღნიშნულის გარდა, "გრავიტაციამ" "ბაფტას" კიდევ 5 ჯილდო მიიღო "საუკეთესო რეჟისურისთვის" (ალფონსო კუარონი), "ხმისთვის", "ოპერატორული ნამუშევრისთვის", "ვიზუალური ეფექტებისთვის" და "ორიგინალური მუსიკისთვის". მთლიანობაში ფილმი 11 ნომინაციაში იყო წარდგენილი.

საუკეთესო ანიმაციური ფილმის ნომინაციაში ჯილდო მიიღო სტუდია "დისნეის" მულტფილმმა  Frozen.

ბრიტანეთის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო (BAFTA Academy Fellowship Award), კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის მსახიობ ჰელენ მირენს გადაეცა.

ბრიტანეთის კინოსა და სატელევიზიო ხელოვნების აკადემია 1947 წლის 16 აპრილს დაფუძნდა. "ბრიტანეთის კინო აკადემიის" სახელწოდებით. პირველი BAFTA 1948 წელს გაიმართა.

იხილეთ ფოტოგალერეა -  BAFTA-ს წითელი ხალიჩა

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება