მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გლამურს არ ვწყალობ, ხელოვნურია"
"გლამურს არ ვწყალობ, ხელოვნურია"

ის, ალ­ბათ, ერთ-ერ­თია იმ ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნებს შო­რის, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად უყ­ვარს ცნო­ბი­ლი ხალ­ხის, გა­დაპ­რან­ჭუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­და­ღე­ბა. ფიქ­რია გო­გი­ნაშ­ვი­ლი გა­და­სა­ღე­ბად ყო­ველ­თვის მძი­მე კად­რებს ან თე­მებს ირ­ჩევს. მის ფო­ტო­არ­ქივ­ში ასეთ უამ­რავ სუ­რათს ნა­ხავთ.

- ფიქ­რია, პირ­ველ რიგ­ში, თქვენ­ზე მოგ­ვი­ყე­ვით....

- პრო­ფე­სი­ით ბი­ო­ლო­გი ვარ, თუმ­ცა ას­პი­რან­ტუ­რის დამ­თავ­რე­ბის მერე დიდ­ხანს სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სექ­ტორ­ში ვმუ­შა­ობ­დი. ფო­ტოგ­რა­ფი ვარ. ბოლო დროს კი­დევ ერთი პრო­ფე­სია ავით­ვი­სე, სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია. ეს სფე­რო სტი­ქი­უ­რად ვი­თარ­დე­ბა და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. ვფიქ­რობ, სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის წილი სულ უფრო გა­იზ­რდე­ბა და შე­ა­ვიწ­რო­ებს ისეთ გი­გან­ტებს, რო­გო­რი­ცაა ბეჭ­დუ­რი და ტელე-რა­დი­ო­მა­უ­წყებ­ლო­ბა.

- ფო­ტოგ­რა­ფია რო­გორ შე­მო­ვი­და თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში, გახ­სოვთ, სად გა­და­ი­ღეთ პირ­ვე­ლი ფოტო?

- ის ფირი არას­დროს და­ბეჭ­დი­ლა. თუმ­ცა მახ­სოვს, რომ აპა­რა­ტის ხელ­ში ჭერა, ობი­ექ­ტივ­ში გა­ხედ­ვა და გა­და­ღე­ბის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა.

- ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, ამა­ვე დროს მძი­მე შავ-თეთ­რი ფო­ტო­ე­ბის სე­რია ვნა­ხე თქვენს არ­ქივ­ში...

- ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, ნაც­ნო­ბე­ბი, უც­ნო­ბე­ბი.… სხვა­დას­ხვა დროს, სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბია, მათ მხო­ლოდ შავ-თეთ­რი გამა აერ­თი­ა­ნებს.

- ავა­რი­უ­ლი სახ­ლე­ბი, კე­დელ­ზე წარ­წე­რე­ბი, ხან­და­ხან ვან­და­ლიზ­მის კად­რე­ბიც კი გაქვთ აღ­ბეჭ­დი­ლი სუ­რა­თებ­ზე. ეს შემ­თხვე­ვით გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბია თუ ად­გი­ლებს წი­ნას­წარ არ­ჩევთ?

- რო­გორც წესი, ჯერ ად­გილს ვპო­უ­ლობ, ან შემ­თხვე­ვით ვა­წყდე­ბი. მერე კი მივ­დი­ვარ და ვი­ღებ. თბი­ლი­სი სავ­სეა ნან­გრე­ვე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­რე­უ­ბა­ნი. ზო­გა­დად, მძი­მე თე­მა­ტი­კა მიყ­ვარს, სას­ტი­კად ვერ ვი­ტან გაპ­რი­ა­ლე­ბულ და შე­ლა­მა­ზე­ბულ ფო­ტო­ებს. გლა­მურს არ ვწყა­ლობ, ხე­ლოვ­ნუ­რია.

- ევ­რო­ტუ­რის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ყე­ვით. ამ მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კად­რი და მისი გა­და­ღე­ბის ის­ტო­რია გა­იხ­სე­ნეთ.

- ხში­რად ვმოგ­ზა­უ­რობ. ადრე ტუ­რის­ტი­ვით ვი­ღებ­დი, ახლა უკვე აღარ. ყვე­ლა­ზე მე­ტად ბერ­ლი­ნის ან­ძის სუ­რა­თი მიყ­ვარს. დე­კემ­ბე­რი იყო, ცი­ო­და. სად­გუ­რი­დან რომ გა­მო­ვე­დი, პირ­ვე­ლი, რაც და­ვი­ნა­ხე, ეს ანძა იყო, უზარ­მა­ზა­რი, ნისლში გახ­ვე­უ­ლი ქა­ლა­ქის სიმ­ბო­ლო. ამ­ბო­ბენ, რომ პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ფო­ტოც კარ­გი გა­მო­ვი­და, სადა, თით­ქმის შავ-თეთ­რი, სა­დაც მკაცრ გე­ო­მეტ­რი­ას ჩი­ტე­ბი აცო­ცხლე­ბენ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

"გლამურს არ ვწყალობ, ხელოვნურია"

"გლამურს არ ვწყალობ, ხელოვნურია"

ის, ალბათ, ერთ-ერთია იმ ფოტოხელოვანებს შორის, რომელსაც ყველაზე ნაკლებად უყვარს ცნობილი ხალხის, გადაპრანჭული საზოგადოების გადაღება. ფიქრია გოგინაშვილი გადასაღებად ყოველთვის მძიმე კადრებს ან თემებს ირჩევს. მის ფოტოარქივში ასეთ უამრავ სურათს ნახავთ.

- ფიქრია, პირველ რიგში, თქვენზე მოგვიყევით....

- პროფესიით ბიოლოგი ვარ, თუმცა ასპირანტურის დამთავრების მერე დიდხანს საკომუნიკაციო სექტორში ვმუშაობდი. ფოტოგრაფი ვარ. ბოლო დროს კიდევ ერთი პროფესია ავითვისე, სოციალური მედია. ეს სფერო სტიქიურად ვითარდება და ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ, სოციალური მედიის წილი სულ უფრო გაიზრდება და შეავიწროებს ისეთ გიგანტებს, როგორიცაა ბეჭდური და ტელე-რადიომაუწყებლობა.

- ფოტოგრაფია როგორ შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში, გახსოვთ, სად გადაიღეთ პირველი ფოტო?

- ის ფირი არასდროს დაბეჭდილა. თუმცა მახსოვს, რომ აპარატის ხელში ჭერა, ობიექტივში გახედვა და გადაღების პროცესი ძალიან მომეწონა.

- ძალიან ლამაზი, ამავე დროს მძიმე შავ-თეთრი ფოტოების სერია ვნახე თქვენს არქივში...

- ეს ადამიანები არიან ჩემი ნათესავები, ახლობლები, ნაცნობები, უცნობები.… სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას გადაღებული ფოტოებია, მათ მხოლოდ შავ-თეთრი გამა აერთიანებს.

- ავარიული სახლები, კედელზე წარწერები, ხანდახან ვანდალიზმის კადრებიც კი გაქვთ აღბეჭდილი სურათებზე. ეს შემთხვევით გადაღებული ფოტოებია თუ ადგილებს წინასწარ არჩევთ?

- როგორც წესი, ჯერ ადგილს ვპოულობ, ან შემთხვევით ვაწყდები. მერე კი მივდივარ და ვიღებ. თბილისი სავსეა ნანგრევებით, განსაკუთრებით გარეუბანი. ზოგადად, მძიმე თემატიკა მიყვარს, სასტიკად ვერ ვიტან გაპრიალებულ და შელამაზებულ ფოტოებს. გლამურს არ ვწყალობ, ხელოვნურია.

- ევროტურის შესახებ მოგვიყევით. ამ მოგზაურობიდან განსაკუთრებული კადრი და მისი გადაღების ისტორია გაიხსენეთ.

- ხშირად ვმოგზაურობ. ადრე ტურისტივით ვიღებდი, ახლა უკვე აღარ. ყველაზე მეტად ბერლინის ანძის სურათი მიყვარს. დეკემბერი იყო, ციოდა. სადგურიდან რომ გამოვედი, პირველი, რაც დავინახე, ეს ანძა იყო, უზარმაზარი, ნისლში გახვეული ქალაქის სიმბოლო. ამბობენ, რომ პირველი შთაბეჭდილება ყველაზე მნიშვნელოვანია. ფოტოც კარგი გამოვიდა, სადა, თითქმის შავ-თეთრი, სადაც მკაცრ გეომეტრიას ჩიტები აცოცხლებენ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"