სამართალი
პოლიტიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნანა ნებიერიძეს ცეკვა მოენატრა
ნანა ნებიერიძეს ცეკვა მოენატრა

ნანა ნე­ბი­ე­რი­ძეს გა­სულ წელს ბევ­რი ოც­ნე­ბა აუს­რულ­და. "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და "ყი­ნუ­ლის დე­დო­ფა­ლი"გახ­და. მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ბავ­შვო­ბი­დან ოც­ნე­ბობ­და და ამი­ტომ ერთი წუ­თი­თაც არ და­ფიქ­რე­ბუ­ლა, ისე და­თან­ხმდა სპექ­ტაკლში დე­დოფ­ლის როლს. იგეგ­მე­ბა "ყი­ნუ­ლის დე­დოფ­ლის"ბა­ქო­ში ჩვე­ნე­ბა. ნანა ნე­ბი­ე­რი­ძის სა­ო­ჯა­ხო ალ­ბო­მის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას მის ოჯახ­ზე ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო და სევ­დი­ა­ნი ამ­ბე­ბი შე­ვი­ტყვეთ.

რა­ტომ ცხოვ­რობ­და ბე­ბია სხვი­სი სა­ხე­ლი­თა და გვა­რით

- მამა ქარ­თვე­ლი მყავს, დედა - რუსი. მამა მძლე­ო­სა­ნი გახ­ლდათ, დე­დაც ყო­ფი­ლი სპორ­ტსმე­ნია, საკ­მა­ოდ პერ­სპექ­ტი­უ­ლი წყალ­ში მხტო­მე­ლი იყო. ერ­თმა­ნე­თი ფი­ზკულ­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტში გა­იც­ნეს. კურ­სე­ლე­ბი იყ­ვნენ. დედა, ანა კა­ლი­ა­გი­ნა-ნე­ბი­ე­რი­ძე, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი რუ­სია. დე­და­სა და მა­მას სუ­რა­თი რამ­დე­ნი­მე წლის წინ აქვთ გა­და­ღე­ბუ­ლი.

- დედა წარ­მო­შო­ბით რო­მე­ლი ქა­ლა­ქი­და­ნაა?

- ჩემს რუს წი­ნაპ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნი ამ­ბა­ვი ვიცი. ბე­ბია მყავ­და გრა­ფი­ნია ანა რა­ზუ­მოვ­სკა­ია. რო­დე­საც რე­ვო­ლუ­ცია მოხ­და, ბე­ბი­ა­ჩე­მი დე­დამ ვაგ­ზალ­ზე და­ტო­ვა და უთხრა, მოვა ქალი და მას გაჰ­ყე­ვიო, როცა ყვე­ლა­ფე­რი და­წყნარ­დე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად მოგ­ძებ­ნიო.… მოხ­და ისე, რომ ბე­ბი­ა­ჩე­მის მშობ­ლე­ბი ბოლ­შე­ვი­კებ­მა და­ხო­ცეს. ბე­ბია იზ­რდე­ბო­და მო­სამ­სა­ხუ­რე ქალ­თან, რო­მელ­საც დე­დის თხოვ­ნით გაჰ­ყვა. ის ქალი უკ­რა­ი­ნე­ლი იყო და ბე­ბი­ას თა­ვი­სი გვა­რი და სა­ხე­ლი მის­ცა. ბე­ბია ნა­ხე­ვა­რი სი­ცო­ცხლე სხვი­სი გვა­რი­თა და სა­ხე­ლით ცხოვ­რობ­და. გა­ლია სი­ბა­რენ­კა ერ­ქვა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეში­ნო­და ნამ­დვი­ლი ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლის, ვერ ამ­ბობ­და, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ანა რა­ზუ­მოვ­სკა­ია იყო. წლე­ბის გას­ვლის შემ­დეგ უკვე აღარ იყო სა­ში­ში ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რა­კი.

- რუ­სეთ­ში გყავთ ნა­თე­სა­ვე­ბი?

- არა­ვინ არ გვყავს. ბე­ბი­ას ახ­სოვ­და, რომ და ჰყავ­და. სულ მე­უბ­ნე­ბო­და, და მყავს და შე­იძ­ლე­ბა, მისი შთა­მო­მავ­ლე­ბი სად­მე ცხოვ­რობ­დნე­ნო.

- რამ­დე­ნი დედ­მა­მიშ­ვი­ლი გყავთ?

- და-ძმა მყავს. დე­და­სა და დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად ფოტო კო­ჯორ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი ოჯახ­ში და­ი­ბა­და ჩემი და, ნა­ტა­ლია ნე­ბი­ე­რი­ძე. ის ექი­მი გახ­ლავთ. ახლა ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს. ამე­რი­კე­ლი სიძე მყავს. დრე­ინ მა­ი­ერ­სი. ორი შვი­ლი ჰყავთ.

- მათ ხში­რად ნა­ხუ­ლობთ?

- ჩემი და ყო­ველ­თვის ამე­რი­კა­ში ცხოვ­რე­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. ოც­ნე­ბა აუს­რულ­და. ახლა ძა­ლი­ან ენატ­რე­ბა ყვე­ლა­ფე­რი და ყო­ველ ზა­ფხულს ჩა­მო­დის თბი­ლის­ში. ძმა - თა­მაზ ნე­ბი­ე­რი­ძე, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია. ჰყავს მე­უღ­ლე, სა­ოც­რად ლა­მა­ზი რძა­ლი მყავს. მა­თაც ორი შვი­ლი ჰყავთ - დე­ვიდ და ნანა ნე­ბი­ე­რი­ძე­ე­ბი. მა­მი­დის სა­ხე­ლი და­არ­ქვეს.

- ბავ­შვო­ბას და­ვუბ­რუნ­დეთ. მომ­დევ­ნო ფოტო, რო­გორც მი­თხა­რით, პირ­ველ კლას­ში გაქვთ გა­და­ღე­ბუ­ლი. რო­მელ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­დით?

- ვსწავ­ლობ­დი მოს­კოვ­ში, კი­ევ­ში, რად­გან შეკ­რე­ბებ­ზე ვი­ყა­ვი, სულ მი­წევ­და ორი-სამი თვე მოს­კოვ­სა და კი­ევ­ში ცხოვ­რე­ბა და იქვე დავ­დი­ო­დით სკო­ლა­ში. რუ­სეთ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 27 წელი ვი­ცხოვ­რე. რად­გან დედა რუსი მყავ­და, სახ­ლში ძი­რი­თა­დად რუ­სუ­ლად ვლა­პა­რა­კობ­დით. იმი­ტომ მაქვს რუ­სუ­ლი აქ­ცენ­ტი. ჩემი შვი­ლი ბრწყინ­ვა­ლედ ფლობს ქარ­თულს. ქარ­თუ­ლი სკო­ლა და­ამ­თავ­რა.

- მშობ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი­დან მხო­ლოდ თქვენ გა­გიგ­რძე­ლე­ბი­ათ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რო­გორც ვიცი, ძა­ლი­ან გინ­დო­დათ მსა­ხი­ო­ბო­ბა.

- მსა­ხი­ო­ბო­ბა ჩემი ოც­ნე­ბა იყო. დავ­დი­ო­დი მუ­სი­კა­ზე, ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე, იმ­დე­ნად კარ­გად ვსწავ­ლობ­დი და ისე მომ­წონ­და ის ყვე­ლა­ფე­რი, რომ მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში მე­სა­მე კლა­სი­დან მე­ხუ­თე კლას­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს. იგი­ვე სი­ტუ­ა­ცია იყო სპორ­ტში. ძა­ლი­ან სწრა­ფად გავ­ხდი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი. სპორ­ტსა და მუ­სი­კას შო­რის არ­ჩე­ვა­ნი უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ავირ­ჩიე სპორ­ტი. ჩემი ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა კი გა­სულ წელს ამის­რულ­და, რო­დე­საც "ყი­ნუ­ლის დე­დო­ფალ­ში"ვი­თა­მა­შე. ახალ წელს ვთა­მა­შობ­დი დე­დო­ფალს და უბედ­ნი­ე­რე­სი ვი­ყა­ვი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

ნანა ნებიერიძეს ცეკვა მოენატრა

ნანა ნებიერიძეს ცეკვა მოენატრა

ნანა ნებიერიძეს გასულ წელს ბევრი ოცნება აუსრულდა. ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მიიღო მონაწილეობა და ''ყინულის დედოფალი''გახდა. მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა და ამიტომ ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა, ისე დათანხმდა სპექტაკლში დედოფლის როლს. იგეგმება ''ყინულის დედოფლის''ბაქოში ჩვენება. ნანა ნებიერიძის საოჯახო ალბომის დათვალიერებისას მის ოჯახზე ბევრი საინტერესო და სევდიანი ამბები შევიტყვეთ.

რატომ ცხოვრობდა ბებია სხვისი სახელითა და გვარით

- მამა ქართველი მყავს, დედა - რუსი. მამა მძლეოსანი გახლდათ, დედაც ყოფილი სპორტსმენია, საკმაოდ პერსპექტიული წყალში მხტომელი იყო. ერთმანეთი ფიზკულტურის ინსტიტუტში გაიცნეს. კურსელები იყვნენ. დედა, ანა კალიაგინა-ნებიერიძე, საქართველოში დაბადებული რუსია. დედასა და მამას სურათი რამდენიმე წლის წინ აქვთ გადაღებული.

- დედა წარმოშობით რომელი ქალაქიდანაა?

- ჩემს რუს წინაპრებთან დაკავშირებით ძალიან სევდიანი ამბავი ვიცი. ბებია მყავდა გრაფინია ანა რაზუმოვსკაია. როდესაც რევოლუცია მოხდა, ბებიაჩემი დედამ ვაგზალზე დატოვა და უთხრა, მოვა ქალი და მას გაჰყევიო, როცა ყველაფერი დაწყნარდება, აუცილებლად მოგძებნიო.… მოხდა ისე, რომ ბებიაჩემის მშობლები ბოლშევიკებმა დახოცეს. ბებია იზრდებოდა მოსამსახურე ქალთან, რომელსაც დედის თხოვნით გაჰყვა. ის ქალი უკრაინელი იყო და ბებიას თავისი გვარი და სახელი მისცა. ბებია ნახევარი სიცოცხლე სხვისი გვარითა და სახელით ცხოვრობდა. გალია სიბარენკა ერქვა. წლების განმავლობაში ეშინოდა ნამდვილი ვინაობის გამხელის, ვერ ამბობდა, რომ სინამდვილეში ანა რაზუმოვსკაია იყო. წლების გასვლის შემდეგ უკვე აღარ იყო საშიში ამ ყველაფერზე ხმამაღლა ლაპარაკი.

- რუსეთში გყავთ ნათესავები?

- არავინ არ გვყავს. ბებიას ახსოვდა, რომ და ჰყავდა. სულ მეუბნებოდა, და მყავს და შეიძლება, მისი შთამომავლები სადმე ცხოვრობდნენო.

- რამდენი დედმამიშვილი გყავთ?

- და-ძმა მყავს. დედასა და დედმამიშვილებთან ერთად ფოტო კოჯორშია გადაღებული. პირველი ოჯახში დაიბადა ჩემი და, ნატალია ნებიერიძე. ის ექიმი გახლავთ. ახლა ამერიკაში ცხოვრობს. ამერიკელი სიძე მყავს. დრეინ მაიერსი. ორი შვილი ჰყავთ.

- მათ ხშირად ნახულობთ?

- ჩემი და ყოველთვის ამერიკაში ცხოვრებაზე ოცნებობდა. ოცნება აუსრულდა. ახლა ძალიან ენატრება ყველაფერი და ყოველ ზაფხულს ჩამოდის თბილისში. ძმა - თამაზ ნებიერიძე, დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე, საოცრად ლამაზი რძალი მყავს. მათაც ორი შვილი ჰყავთ - დევიდ და ნანა ნებიერიძეები. მამიდის სახელი დაარქვეს.

- ბავშვობას დავუბრუნდეთ. მომდევნო ფოტო, როგორც მითხარით, პირველ კლასში გაქვთ გადაღებული. რომელ სკოლაში სწავლობდით?

- ვსწავლობდი მოსკოვში, კიევში, რადგან შეკრებებზე ვიყავი, სულ მიწევდა ორი-სამი თვე მოსკოვსა და კიევში ცხოვრება და იქვე დავდიოდით სკოლაში. რუსეთში დაახლოებით 27 წელი ვიცხოვრე. რადგან დედა რუსი მყავდა, სახლში ძირითადად რუსულად ვლაპარაკობდით. იმიტომ მაქვს რუსული აქცენტი. ჩემი შვილი ბრწყინვალედ ფლობს ქართულს. ქართული სკოლა დაამთავრა.

- მშობლების საქმიანობა დედმამიშვილებიდან მხოლოდ თქვენ გაგიგრძელებიათ, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ვიცი, ძალიან გინდოდათ მსახიობობა.

- მსახიობობა ჩემი ოცნება იყო. დავდიოდი მუსიკაზე, ფორტეპიანოზე, იმდენად კარგად ვსწავლობდი და ისე მომწონდა ის ყველაფერი, რომ მუსიკალურ სკოლაში მესამე კლასიდან მეხუთე კლასში გადამიყვანეს. იგივე სიტუაცია იყო სპორტში. ძალიან სწრაფად გავხდი ევროპის ჩემპიონი. სპორტსა და მუსიკას შორის არჩევანი უნდა გამეკეთებინა. ავირჩიე სპორტი. ჩემი ბავშვობის ოცნება კი გასულ წელს ამისრულდა, როდესაც ''ყინულის დედოფალში''ვითამაშე. ახალ წელს ვთამაშობდი დედოფალს და უბედნიერესი ვიყავი.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება