პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
''ეს ვერასდროს წარმომედგინა, მით უმეტეს, ჩემს ასაკში...''
''ეს ვერასდროს წარმომედგინა, მით უმეტეს, ჩემს ასაკში...''

"რუს­თა­ვი 2"-ის მა­ყუ­რე­ბელ­მა სოფო ტო­რო­შე­ლი­ძე "ვარ­სკვლა­ვე­ბის აკა­დე­მი­ი­დან" გა­იც­ნო. შემ­დეგ იყო "ელდრა­ი­ნი", "ევ­რო­ვი­ზია", "ემ-ტი-ვის" ბა­თუ­მუ­რი შოუ, "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რო­ბა. დღეს, 23 წლის ასაკ­ში, "რუს­თა­ვი 2"-ის მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რია. ამ­ჟა­მად ახა­ლი პრო­ექტ "X ფა­ტო­რით" არის და­კა­ვე­ბუ­ლი. პრო­ექ­ტის ში­და­შე­სარ­ჩევ ტუ­რებ­ზე, უც­ნა­ურ მო­ნა­წი­ლე­ებ­ზე, კა­რი­ე­რა­სა და პი­რად­ზე დღეს მუ­სი­კო­სი ჩვენ­თან სა­უბ­რობს.

- სოფო, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ "ვარ­სკვლა­ვე­ბის აკა­დე­მი­ი­დან" გა­გიც­ნო. რა იყო მა­ნამ­დე?

- ორი წლი­სას უკვე მუ­სი­კა­ლუ­რი სმე­ნა აღ­მო­მაჩ­ნდა. "მო­ამ­ბის" მუ­სი­კა წა­ვიმ­ღე­რე თურ­მე ერთი ერ­თში და ოჯა­ხი დატ­რი­ალ­და (იცი­ნის). თუკი რა­ი­მე მუ­სი­კა­ლუ­რი წრე არ­სე­ბობ­და, ყველ­გან შე­მიყ­ვა­ნეს. 3 წლის უკვე ორი ხე­ლით ვარ­ჩევ­დი სიმ­ღე­რებს ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე. ვი­ყა­ვი "ბას­ტი-ბუ­ბუ­ში", "მზი­უ­რის" მე­ექ­ვსე თა­ო­ბის წევ­რი. და­ვამ­თავ­რე ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კა­ლუ­რი სას­წავ­ლებ­ლის ათწლე­დი. ბო­ლოს მოვ­ხვდი კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში სა­გუნ­დო-სა­დი­რი­ჟო­რო ფა­კულ­ტეტ­ზე. დედა მღე­რის და თვი­თო­ნაც აპი­რებ­და მუ­სი­კო­სო­ბას. ალ­ბათ, ამი­ტო­მაც ჩა­ერ­თო ასე აქ­ტი­უ­რად ჩემს მუ­სი­კა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში.

- სხვა ინ­ტე­რე­სე­ბი არ გქო­ნია?

- მუ­სი­კის გარ­და არა­ფე­რი ვიცი. ვხა­ტავ­დი, მაგ­რამ ახლა რომ ვუკ­ვირ­დე­ბი, არ მე­ხერ­ხე­ბა. ლექ­სებ­საც ვწერ­დი, მაგ­რამ ესეც ასა­კის ბრა­ლი იყო... მუ­სი­კო­სი რომ არა, ალ­ბათ, მეც­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბო­დი. ბე­ბია და ბა­ბუა ას­ტრო­ნო­მე­ბი იყ­ვნენ, სახ­ლიც გვაქვს აბას­თუ­მან­ში, ობ­სერ­ვა­ტო­რი­ას­თან ახ­ლოს. სულ ტე­ლეს­კო­პის წინ ვტრი­ა­ლებ­დი. მამა - ფი­ზი­კო­სია. მის­ტი­კუ­რი რა­ღა­ცე­ბი მა­ინ­ტე­რე­სებს.

- "ვარ­სკვლა­ვე­ბის აკა­დე­მია" რო­გორ გახ­სენ­დე­ბა?

- მა­შინ სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი. ვი­ფიქ­რე, ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე წარ­სად­გო­მად მზად ვარ-მეთ­ქი.

- რე­ა­ლუ­რი შოუ, თა­ნაც მუ­სი­კა­ლუ­რი, ქარ­თუ­ლი ტე­ლე­სივ­რცის­თვის ახა­ლი იყო.

- რე­ა­ლუ­რი შოუ რა­ტომ­ღაც "ჯე­ო­ბარ­თან" ასო­ცირ­დე­ბო­და, მაგ­რამ ეს მთლი­ა­ნად მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი იყო, ამი­ტო­მაც მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ამ შანსზე უარი არ მეთ­ქვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო პრო­ექ­ტი შე­წყდა, დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მომ­ცა და წარ­მა­ტე­ბა მო­მი­ტა­ნა. სწო­რედ ამის შემ­დეგ და­ი­წყო ჩემი კა­რი­ე­რის აღ­მას­ვლა. შე­ვი­ძი­ნე მე­გობ­რე­ბი, რომ­ლებ­თან ერ­თად ვარ დღემ­დე. ამ პრო­ექ­ტის შემ­დეგ და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ "ელდრა­ინ­ში" სო­ლის­ტად მიწ­ვევ­დნენ. ჩემი "ევ­რო­ვი­ზი­ას­თან" შე­ხე­ბა ბავ­შვე­ბის "ევ­რო­ვი­ზი­ით" და­ი­წყო, როცა ამ შო­უ­ში "პრინ­ცე­სე­ბი" გა­დი­ოდ­ნენ. მათი პე­და­გო­გი ვი­ყა­ვი. მა­შინ ვნა­ხე, თურ­მე რამ­ხე­ლა მას­შტა­ბე­ბია და რა ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ. მე­ო­რედ სოფო ნი­ჟა­რა­ძეს ბექ­ვო­კა­ლის­ტად გავ­ყე­ვი და შემ­დეგ უკვე "ელდრა­ი­ნის" სა­ხე­ლით გა­მო­ვე­დი. მე­სა­მედ უკვე, ფაქ­ტობ­რი­ვად, სახ­ლში ჩა­ვე­დი. იმ "ევ­რო­ვი­ზი­ის" შემ­დეგ დღემ­დე გვაქვს მიწ­ვე­ვე­ბი ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს ფი­ნან­სე­ბიც სჭირ­დე­ბა. უა­რის თქმა გვი­წევს. "ევ­რო­ვი­ა­ზი­ას" მოჰ­ყვა "ემ-ტი-ვი".

- დღეს რას აკე­თებ?

- "რუს­თა­ვი 2"-ის მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი ვარ, რაც ვე­რას­დროს წარ­მო­მედ­გი­ნა, მით უმე­ტეს, ჩემს ასაკ­ში. ეჭ­ვე­ბი მა­წუ­ხებ­და. "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი იყო, როცა გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნი­ამ და­მი­რე­კა და ამ პრო­ექ­ტში პე­და­გო­გად მო­მიყ­ვა­ნა. ლუკა ზა­ქა­რი­ა­ძეს­თან ერ­თად მო­მიხ­და მუ­შა­ო­ბა. ალ­ბათ, კარ­გი თვი­სე­ბე­ბი გა­მო­ვამ­ჟღავ­ნე. მე­ო­რე სე­ზონ­ზე უკვე პრო­ექ­ტის მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს. მას­ზე მუ­შა­ო­ბით დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ვი­ღე. ყვე­ლა მისი ტუ­რით ვა­მა­ყობ, ეს იყო ახა­ლი სტან­დარ­ტი ქარ­თულ მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სებ­ში. მერე უკვე არ­ხის მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი გავ­ხდი. პა­რა­ლე­ლუ­რად "რუს­თა­ვი 2"-თან ერ­თად გავ­ხსე­ნით სტუ­დია, სა­დაც თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი და­დი­ან.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

''ეს ვერასდროს წარმომედგინა, მით უმეტეს, ჩემს ასაკში...''

''ეს ვერასდროს წარმომედგინა, მით უმეტეს, ჩემს ასაკში...''

''რუსთავი 2''-ის მაყურებელმა სოფო ტოროშელიძე ''ვარსკვლავების აკადემიიდან'' გაიცნო. შემდეგ იყო ''ელდრაინი'', ''ევროვიზია'', ''ემ-ტი-ვის'' ბათუმური შოუ, ''საქართველოს ვარსკვლავის'' მუსიკალური პროდიუსერობა. დღეს, 23 წლის ასაკში, ''რუსთავი 2''-ის მუსიკალური პროდიუსერია. ამჟამად ახალი პროექტ ''X ფატორით'' არის დაკავებული. პროექტის შიდაშესარჩევ ტურებზე, უცნაურ მონაწილეებზე, კარიერასა და პირადზე დღეს მუსიკოსი ჩვენთან საუბრობს.

- სოფო, საზოგადოებამ ''ვარსკვლავების აკადემიიდან'' გაგიცნო. რა იყო მანამდე?

- ორი წლისას უკვე მუსიკალური სმენა აღმომაჩნდა. ''მოამბის'' მუსიკა წავიმღერე თურმე ერთი ერთში და ოჯახი დატრიალდა (იცინის). თუკი რაიმე მუსიკალური წრე არსებობდა, ყველგან შემიყვანეს. 3 წლის უკვე ორი ხელით ვარჩევდი სიმღერებს ფორტეპიანოზე. ვიყავი ''ბასტი-ბუბუში'', ''მზიურის'' მეექვსე თაობის წევრი. დავამთავრე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის ათწლედი. ბოლოს მოვხვდი კონსერვატორიაში საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე. დედა მღერის და თვითონაც აპირებდა მუსიკოსობას. ალბათ, ამიტომაც ჩაერთო ასე აქტიურად ჩემს მუსიკალურ განათლებაში.

- სხვა ინტერესები არ გქონია?

- მუსიკის გარდა არაფერი ვიცი. ვხატავდი, მაგრამ ახლა რომ ვუკვირდები, არ მეხერხება. ლექსებსაც ვწერდი, მაგრამ ესეც ასაკის ბრალი იყო... მუსიკოსი რომ არა, ალბათ, მეცნიერი ვიქნებოდი. ბებია და ბაბუა ასტრონომები იყვნენ, სახლიც გვაქვს აბასთუმანში, ობსერვატორიასთან ახლოს. სულ ტელესკოპის წინ ვტრიალებდი. მამა - ფიზიკოსია. მისტიკური რაღაცები მაინტერესებს.

- ''ვარსკვლავების აკადემია'' როგორ გახსენდება?

- მაშინ სტუდენტი ვიყავი. ვიფიქრე, ფართო აუდიტორიის წინაშე წარსადგომად მზად ვარ-მეთქი.

- რეალური შოუ, თანაც მუსიკალური, ქართული ტელესივრცისთვის ახალი იყო.

- რეალური შოუ რატომღაც ''ჯეობართან'' ასოცირდებოდა, მაგრამ ეს მთლიანად მუსიკალური პროექტი იყო, ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, ამ შანსზე უარი არ მეთქვა. მიუხედავად იმისა, რომ გასაგები მიზეზების გამო პროექტი შეწყდა, დიდი გამოცდილება მომცა და წარმატება მომიტანა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჩემი კარიერის აღმასვლა. შევიძინე მეგობრები, რომლებთან ერთად ვარ დღემდე. ამ პროექტის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ ''ელდრაინში'' სოლისტად მიწვევდნენ. ჩემი ''ევროვიზიასთან'' შეხება ბავშვების ''ევროვიზიით'' დაიწყო, როცა ამ შოუში ''პრინცესები'' გადიოდნენ. მათი პედაგოგი ვიყავი. მაშინ ვნახე, თურმე რამხელა მასშტაბებია და რა ხდება საქართველოს ფარგლებს გარეთ. მეორედ სოფო ნიჟარაძეს ბექვოკალისტად გავყევი და შემდეგ უკვე ''ელდრაინის'' სახელით გამოვედი. მესამედ უკვე, ფაქტობრივად, სახლში ჩავედი. იმ ''ევროვიზიის'' შემდეგ დღემდე გვაქვს მიწვევები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ ამ ყველაფერს ფინანსებიც სჭირდება. უარის თქმა გვიწევს. ''ევროვიაზიას'' მოჰყვა ''ემ-ტი-ვი''.

- დღეს რას აკეთებ?

- ''რუსთავი 2''-ის მუსიკალური ხელმძღვანელი ვარ, რაც ვერასდროს წარმომედგინა, მით უმეტეს, ჩემს ასაკში. ეჭვები მაწუხებდა. ''საქართველოს ვარსკვლავის'' ნახევარფინალი იყო, როცა გიორგი ხაბურზანიამ დამირეკა და ამ პროექტში პედაგოგად მომიყვანა. ლუკა ზაქარიაძესთან ერთად მომიხდა მუშაობა. ალბათ, კარგი თვისებები გამოვამჟღავნე. მეორე სეზონზე უკვე პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელობა შემომთავაზეს. მასზე მუშაობით დიდი სიამოვნება მივიღე. ყველა მისი ტურით ვამაყობ, ეს იყო  ახალი სტანდარტი ქართულ მუსიკალურ კონკურსებში. მერე უკვე არხის მუსიკალური ხელმძღვანელი გავხდი. პარალელურად ''რუსთავი 2''-თან ერთად გავხსენით სტუდია, სადაც თინეიჯერები დადიან.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება