მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
21 წლის გოგონას თავს გადახდენილი უდიდესი ტრაგედია
21 წლის გოგონას თავს გადახდენილი უდიდესი ტრაგედია

აფ­რო­დი­ტა ჩემი კორ­პუ­სის ეზო­ში გა­ი­ზარ­და. მახ­სოვს, მის ხელ­ში აყ­ვა­ნა­სა და მო­ფე­რე­ბას ერ­თმა­ნეთს ვას­წრებ­დით - მარ­თლა ზღვის ქა­ფი­დან გა­მო­სულს ჰგავ­და - მსხვი­ლი, ქერა კუ­ლუ­ლე­ბი­თა და დიდი, ცის­ფე­რი თვა­ლე­ბით... მა­შინ ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ამ პა­ტა­რა გო­გოს რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ცხოვ­რე­ბა სე­რი­ო­ზულ გა­მოც­დას მო­უ­წყობ­და; ისეთს, მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლებს რომ შე­უძ­ლი­ათ გა­უძ­ლონ... 2013 წელი მის­თვის მარ­თლა "13" აღ­მოჩ­ნდა - 6 თვის ინ­ტერ­ვა­ლით, ჯერ სი­ცო­ცხლით სავ­სე 41 წლის მამა, შემ­დეგ კი იმა­ვე ასა­კის, ლაღი და ყვე­ლას მი­მართ მო­სიყ­ვა­რუ­ლე დედა და­კარ­გა... ამ ტრა­გე­დი­ას კი­დევ უფრო დრა­მა­ტულს ის ხდის, რომ მარ­ჩე­ნალ­და­კარ­გულ ოჯახ­ში მხო­ლოდ ის და მო­ხუ­ცი ბე­ბია დარ­ჩნენ.

- სულ რა­ღაც ერთი წლის წინ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, მშვი­დი ოჯა­ხი მქონ­და, ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო დე­დას და მა­მას ბოლო რამ­დე­ნი­მე წელი სა­ზღვარ­გა­რეთ მო­უხ­დათ წას­ვლა. 2013 წლის 6 იან­ვარს ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა დად­გა - მამა ავა­რი­ა­ში მოყ­ვა: ვე­ლო­სი­პე­დით მი­მა­ვა­ლი, ჩან­თის გა­სას­წო­რებ­ლად და­ი­ხა­რა; სწო­რედ ამ დროს წინ მი­მა­ვა­ლი ტრა­ი­ლე­რი უხ­ვევ­და და მა­მას სი­ცო­ცხლეც შე­ი­წი­რა... მისი სხე­უ­ლი ნა­წი­ლე­ბად ჩა­მო­მი­ტა­ნეს... დავ­კარ­გე შვილ­ზე გა­და­რე­უ­ლი მამა, მაგ­რამ თავი მა­ინც ძლი­ე­რად მი­მაჩ­ნდა - დედა მყავ­და, რო­მელ­საც დაბ­რკო­ლე­ბე­ბის არ ეში­ნო­და... ოჯა­ხის მარ­ჩენ­ლად დედა იქცა, ამი­ტომ მა­ლე­ვე მო­უხ­და ისევ თურ­ქეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბა. ნელ-ნელა, ნერ­ვი­უ­ლო­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ჯან­მრთე­ლო­ბა შე­ერ­ყა. და­უდ­გი­ნეს ნერ­ვის ან­თე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბა და­უ­ნიშ­ნეს. სა­ბო­ლო­ოდ, ნერ­ვის პრობ­ლე­მა სა­ერ­თოდ არ აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ დე­დას უკვე წამ­ლე­ბის აუ­რა­ცხე­ლი რა­ო­დე­ნო­ბა ჰქონ­და და­ლე­უ­ლი... დედ-მა­მა­ზე ნერ­ვი­უ­ლო­ბის გამო ბა­ბუა - დე­დას მამა გარ­და­იც­ვა­ლა. დედა მა­მა­მი­სის დაკ­რძალ­ვა­ზე ქუ­თა­ის­ში ჩა­მო­ვი­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ნა­თე­სა­ვე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ გას­ვე­ნე­ბა­ზე დე­დას მდგო­მა­რე­ო­ბის გამო უფრო დარ­დობ­დნენ, ვიდ­რე გარ­დაც­ვლილ ბა­ბუ­ას... სა­ბო­ლო­ოდ, ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბის და­უ­დევ­რო­ბით, არას­წო­რი დი­აგ­ნო­ზი­თა და მკურ­ნა­ლო­ბით მა­მას გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 6 თვე­ში დე­დაც გარ­და­იც­ვა­ლა. 21 წლის ასაკ­ში ცხოვ­რე­ბის პი­რის­პირ სრუ­ლი­ად მარ­ტო, ნა­თე­სა­ვე­ბი­სა და პენ­სი­ო­ნე­რი ბე­ბი­ის იმე­დად დავ­რჩი.

- ერთი ადა­მი­ა­ნის­თვის ამ­ხე­ლა სტრე­სი მე­ტის­მე­ტია. ვიცი, სპაზ­მუ­რი შე­ტე­ვე­ბი გქონ­და, გა­ძი­ნებ­დნენ... რო­გორ და­აღ­წიე თავი ამ მდგო­მა­რე­ო­ბას?

- დე­დას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ სრუ­ლი აგო­ნია მქონ­და. ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა სა­ერ­თოდ გა­მო­ვი­და მწყობ­რი­დან, ნერ­ვებ­მა ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ით­რია, მთე­ლი სხე­უ­ლი მტკი­ო­და, მეწ­ვო­და. ახ­ლაც მრა­ვალ­მხრი­ვი მკურ­ნა­ლო­ბა მჭირ­დე­ბა. სტუ­დენ­ტუ­რი და­ზღვე­ვით ექი­მებ­თან ვი­ყა­ვი, მაგ­რამ იმ­დე­ნი წა­მა­ლი გა­მო­მი­წე­რეს, ვერ ვი­ყი­დე... ეს სტრე­სი, ასე თუ ისე, სა­მე­გობ­რომ გა­და­მა­ტა­ნი­ნა: დღე და ღამე ჩემ­თან იყ­ვნენ. დე­დას­თან და მა­მას­თან წას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მომ­ცეს... გარ­და ამი­სა, როცა ვხე­დავ, რას უძ­ლე­ბენ ჩემი ბე­ბი­ე­ბი, თავს ცუ­დად ყოფ­ნის უფ­ლე­ბას ვერ ვაძ­ლევ. ხში­რად, ინ­სტინ­ქტუ­რად, ბე­ბია დე­დას სა­ხელს მე­ძა­ხის.

- გა­მო­დის, ოჯა­ხის შე­მო­სა­ვა­ლი მხო­ლოდ ნა­თე­სა­ვე­ბის შე­მო­წი­რუ­ლო­ბაა?

- და ბე­ბი­ას პენ­სია. ბე­ბი­აც ცუ­და­დაა. ნერ­ვი­უ­ლო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ჯან­მრთე­ლო­ბა ძა­ლი­ან შე­ერ­ყა. ტკი­ვი­ლის გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა­საც კი არ აძ­ლევს სა­კუ­თარ თავს - მე მიფრ­თხილ­დე­ბა. ბოღ­მა მახ­რჩობს, რომ ვე­რაფ­რით ვეხ­მა­რე­ბი...

- და­საქ­მე­ბის ან დახ­მა­რე­ბის მიზ­ნით, სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის­თვის არ მი­გი­მარ­თავს?

- ჩემი მე­გობ­რე­ბი ყველ­გან იყ­ვნენ, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ რო­გორც სრულ­წლო­ვანს, არა­ფე­რი მე­კუთ­ვნის. სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლა­დაც არ ჩამ­თვა­ლეს. გვი­თხრეს, რომ კომ­პი­უ­ტე­რი მარ­ჩე­ნა­ლის და­კარ­გვას ვერ აფიქ­სი­რებს, მა­ცივ­რის ქონა კი ორი ადა­მი­ა­ნის­თვის უკვე ზედ­მე­ტი­აო... ნევ­რო­ზი მაქვს და წნე­ვა თუ და­მი­ვარ­და, შე­იძ­ლე­ბა, სამი დღე მე­ძი­ნოს... ეს იმის გა­მოც ხდე­ბა, რომ ძი­რი­თა­დად, უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და სახ­ლში მი­წევს ყოფ­ნა. მინ­და თუ არა, მე­ფიქ­რე­ბა მშობ­ლებ­ზე, მო­მა­ვალ­ზე... ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ ყვე­ლას თა­ვი­სი ოჯა­ხი, ცხოვ­რე­ბა აქვს და ადრე თუ გვი­ან, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხე­ბენ ჩემ გვერ­დით დგო­მას. იცით, ცხოვ­რე­ბის შიში რა არის?! არა­ვის ვუ­სურ­ვებ, ეს შიში ჩა­უ­სახ­ლდეს სულ­ში... სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მუ­შა­ოს ფა­კულ­ტეტს ვამ­თავ­რებ "ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ში". და­ვამ­თავ­რებ და მერე რა იქ­ნე­ბა? სამ­სა­ხუ­რის პოვ­ნა მე კი არა, პრო­ფე­სო­რებს უჭირთ... პრობ­ლე­მას ისიც ქმნის, რომ ჩემ გარ­შე­მო მყო­ფე­ბი გა­მო­სა­ვალს ჩემს გა­თხო­ვე­ბა­ში ხე­და­ვენ. უფრო მე­ტიც, ოჯახს ჩემი ასა­კის ბიჭი კი არა, "კაცი" სჭირ­დე­ბა, სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სავ­ლით - ესეც გა­და­წყვე­ტი­ლი აქვთ და ეს პა­ნი­კა­ში მაგ­დებს. დედა ოთახ­ში ეს­ვე­ნა, როცა გა­თხო­ვე­ბის შე­სა­ხებ რჩე­ვა-და­რი­გე­ბებს ვის­მენ­დი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, გა­თხო­ვე­ბა­ში ეძე­ბო გა­მო­სა­ვა­ლი?! ეს ბედ­ნი­ე­რე­ბის გა­რან­ტი­აა?! ან კი­დევ, შა­ვებ­ში, მგლო­ვი­ა­რე რო­გორ უნდა გა­თხოვ­დე მხო­ლოდ იმის­თვის, რომ "ოჯახს პატ­რო­ნი ჰყავ­დეს" ანუ ლუკ­მა­პუ­რი გვქონ­დეს?!. ერ­თა­დერთ გა­მო­სავ­ლად სამ­სა­ხუ­რი მი­მაჩ­ნია, მხო­ლოდ ეს და­მიბ­რუ­ნებს მო­მავ­ლი­სა და სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნას. ვარ ჯან­მრთე­ლი, ასე თუ ისე, არც გა­ნათ­ლე­ბა მაკ­ლია და მინ­და მხო­ლოდ სამ­სა­ხუ­რი. არც კა­ბი­ნეტს ვი­თხოვ... მხო­ლოდ ის მინ­და შევ­ძლო, ჩემს გამ­წა­რე­ბულ ბე­ბი­ას სი­ბე­რის წლე­ბი ცოტა მა­ინც შე­ვუმ­სუ­ბუ­ქო... მხო­ლოდ მშობ­ლე­ბის და­კარ­გვა არ არის პრობ­ლე­მა, მათ ძა­ლი­ან ბევ­რი რამ დარ­ჩათ გა­სა­კე­თე­ბე­ლი, რაც "მემ­კვიდ­რე­ო­ბით" მერ­გო... სად არ ვი­ყა­ვი, ვის არ ვთხო­ვე დახ­მა­რე­ბა სამ­სა­ხუ­რის თა­ო­ბა­ზე! უამ­რა­ვი გან­ცხა­დე­ბა დავ­წე­რე, მაგ­რამ გა­მოც­დი­ლე­ბის არ­ქო­ნი­სა და ნაც­ნო­ბის არ­ყო­ლის გამო ვერ­სად დავ­საქმდი.

- ვიცი, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე გი­ჭირს სა­კუ­თარ თავ­თან ბრძო­ლა...

- დიახ. ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე, 23 ნო­ემ­ბერს ყვე­ლა­ზე მძაფ­რად ვიგ­რძე­ნი ეს უბე­დუ­რე­ბა. სა­საფ­ლა­ო­ზე წა­ვე­დი და საფ­ლავ­ზე დამ­ხო­ბი­ლი, ღმერ­თს მათ­თან წაყ­ვა­ნას ვთხოვ­დი. იქი­დან მო­სულს და­მე­ძი­ნა. მე­გობ­რებ­მა გა­მაღ­ვი­ძეს - მე­ზობ­ლის ბავ­შვე­ბი დიდი ტორ­ტით მო­მად­გნენ... ცოტა ხან­ში კლა­სე­ლე­ბიც მო­ვიდ­ნენ ტორ­ტით და ბო­ლოს - კურ­სე­ლე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­ნამ­დე თავს სა­შინ­ლად ვგრძნობ­დი, მათ­მა ამ საქ­ცი­ელ­მა მაგ­რძნო­ბი­ნა, რომ ჩემი სი­ცო­ცხლე სა­ჭი­როა თუნ­დაც, მათ­თვის... ასე­ვე მოხ­და ახალ წელს - სა­დღე­სას­წა­უ­ლო ზე­იმს გა­მო­აკ­ლდნენ და ჩემ­თან ერ­თად იყ­ვნენ.

- რა­ი­მეს ნა­ნობ?

- ვნა­ნობ, რომ ცხოვ­რე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი პე­რი­ო­დი მშობ­ლე­ბის გა­რე­შე გა­ვა­ტა­რე. ვნა­ნობ, რომ დე­დას უფრო მე­ტად არ მო­ვე­ფე­რე. ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა... მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა გა­მო­მე­ხა­ტა სით­ბო მა­ნამ­დე, ვიდ­რე მას მამა "წა­მარ­თმევ­და"...

- ისე სა­უბ­რობ, თით­ქოს მათ­ზე ეჭ­ვი­ა­ნობ კი­დეც.

- არ მოგჩ­ვე­ნე­ბი­ათ... იცით, ხში­რად ჩხუ­ბობ­დნენ, მაგ­რამ მა­ინც, წა­მი­თაც ვერ ძლებ­დნენ ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე. როცა მამა გარ­და­იც­ვა­ლა, დედა გა­ნუ­წყვეტ­ლივ იმე­ო­რებ­და, - გოჩა მალე წა­მიყ­ვანს. ვიცი, უჩე­მოდ არ გა­ჩერ­დე­ბაო. ეს ძა­ლი­ან მაბ­რა­ზებ­და. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მა­მას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მე და დედა ხში­რად ერ­თნა­ირ სიზ­მრებს ვხე­დავ­დით: თით­ქოს მამა გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო. უხა­რო­და, რომ მალე და­რე­ჯანს ნა­ხავ­და. ორი­ვე ვხე­დავ­დით, რომ მა­მას საფ­ლა­ვის გვერ­დით დე­დას ად­გი­ლი იყო ამო­თხრი­ლი... ბა­ბუ­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე 2 კვი­რით ადრე, მამა და­მე­სიზ­მრა და ამის შე­სა­ხებ მი­თხრა... როცა გო­ჩას გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 40 დღე გა­ვი­და და დედა მე­ო­რე დღეს თურ­ქეთ­ში უნდა წა­სუ­ლი­ყო, იმ ღა­მით მა­მას ვიხ­სე­ნებ­დით, ვტი­რო­დით. მო­უ­ლოდ­ნე­ლად მი­თხრა: აფრო, შენ უკვე დიდი გოგო ხარ, ბევ­რი რამე იცი; იცო­დე, მა­მა­შე­ნი მალე წა­მიყ­ვანს, შენ ეს არ უნდა გე­წყი­ნოს; გა­თხოვ­დე­ბი და მიხ­ვდე­ბი, რო­გო­რი ძვირ­ფა­სი იქ­ნე­ბა შენ­თვის ის ადა­მი­ა­ნიო. მახ­სოვს, ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი. ვუ­თხა­რი, შენ ჩემ­ზე სა­ერ­თოდ არ ფიქ­რობ, გო­ჩას გარ­და აღა­რა­ვინ გახ­სოვს-მეთ­ქი... წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ბო­ლოს ყვე­ლა­ფე­რი სტკი­ო­და, გა­მუდ­მე­ბით "სას­წრა­ფო" იყო ჩვენს კარ­ზე. თა­ვი­სი სამ­კურ­ნა­ლო ფული აიღო და სა­საფ­ლაო გა­ა­კე­თა... მა­მა­ზე ამ­ბო­ბენ ხოლ­მე: - რო­გო­რი ეგო­ის­ტი ყო­ფი­ლა, შვილს დედა წა­არ­თვაო... როცა პირ­ვე­ლად დედა თურ­ქეთ­ში წა­ვი­და, მა­მას, ფაქ­ტობ­რი­ვად, გლო­ვა ჰქონ­და გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი: არ­სად გა­დი­ო­და, ვერც ერთ სუფ­რა­ზე ვერ ნა­ხავ­დით. დე­დამ იზ­რუ­ნა, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მალე წა­ეყ­ვა­ნა და წა­იყ­ვა­ნა კი­დეც. მე კი თბი­ლის­ში მარ­ტო დამ­ტო­ვეს... სა­ბო­ლო­ოდ, შე­ე­წი­რა კი­დეც დედა მა­მას სიყ­ვა­რულს. ახლა უკვე თბი­ლის­ში კი არა, ამ წუ­თი­სო­ფელ­ში დამ­ტო­ვეს მარ­ტო... არ ვიცი, ამას ეჭ­ვი­ა­ნო­ბას თუ და­ვარ­ქმევთ, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, იმა­საც ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ ეს უფ­ლის და გან­გე­ბის ნე­ბაც იყო.

- გო­ჩას შენ­თან ერ­თად სად­მე წას­ვლა არ უყ­ვარ­და?

- არ უყ­ვარ­და (იცი­ნის). ჩვენ შო­რის სხვა­ო­ბა დიდი არ გახ­ლდათ. ის ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და და ხში­რად შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ვე­გო­ნეთ. ამა­ზე ძა­ლი­ან ბრაზ­დე­ბო­და და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ჩემ­თან ერ­თად არ­სად და­დი­ო­და. იცით, სა­ო­ცა­რი იყო მა­მას წი­ნათ­გრძნო­ბა. თე­ბერ­ვალ­ში თურ­ქეთ­ში უნდა ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი. დე­კემ­ბერ­ში მამა მე­უბ­ნე­ბო­და, - რომ ჩა­მოხ­ვალ, რა­ღა­ცე­ბი ერ­თად ვი­ყი­დო­თო. მერე უცებ იტყო­და: თუმ­ცა, ცო­ცხალს ვე­ღარ მნა­ხა­ვო. გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე თა­ვი­სი კლა­სე­ლის­თვის მი­უ­წე­რია, - 7 რი­ცხვის­თვის ისეთ ად­გი­ლას ვიქ­ნე­ბი, იქ ინ­ტერ­ნე­ტი არ იქ­ნე­ბაო. 6 იან­ვარს, გვი­ან ღა­მით გარ­და­იც­ვა­ლა... ცოტა ხნით ადრე ყვე­ლას­თვის ბო­დი­ში მო­უხ­დია. დედა და მამა სუფ­რა­ზე იყ­ვნენ, გოჩა აი­ვან­ზე გა­სუ­ლა. დე­დამ - მეც გავ­ყე­ვიო. თურ­მე სიმ­ღე­რას უს­მენ­და და ტი­რო­და, სიმ­ღე­რის ტექ­სტი კი ასე­თი იყო: "ჩემო სი­ცო­ცხლევ, ცო­ტაც მი­ცო­ცხლე, ჩემო სიკ­ვდი­ლო, ცო­ტაც მა­ცა­ლე". ვიდ­რე ავა­რია მოხ­დე­ბო­და, ახ­ლო­ბელ­თან გა­უვ­ლია. სა­ა­ბა­ზა­ნო­ში 2 სა­ა­თი ჩა­კე­ტი­ლა და ნამ­ტი­რა­ლე­ვი გა­მო­სუ­ლა. იქი­დან წა­სულს 15 წუთ­ში ავა­რია შე­ემ­თხვა...

- შე­გიძ­ლია თქვა, რომ ამ ტრა­გე­დი­ამ რამე გას­წავ­ლა?

- როცა დე­დაც გარ­და­იც­ვა­ლა, მე­გო­ნა, რომ ცხოვ­რე­ბა დას­რულ­და. ყვე­ლა­ფე­რი გა­უ­ფა­სურ­და, აზრი და­კარ­გა... მე­გო­ნა, ვერ გავძლებ­დი, მაგ­რამ რაც დრო გა­დის, ვხვდე­ბი, რომ სიკ­ვდი­ლის მე­რეც გრძელ­დე­ბა სი­ცო­ცხლე. დიახ, მგო­ნია, რომ ჩემ­ში ახლა სამი სი­ცო­ცხლე გრძელ­დე­ბა... ამ ტრა­გე­დი­ის ერთ-ერთი მწა­რე გაკ­ვე­თი­ლი კი­დევ ის არის, რომ ერთი შვი­ლის ყოლა, როცა შე­გიძ­ლია, კი­დევ გა­ა­ჩი­ნო, - და­ნა­შა­უ­ლის ტოლ­ფა­სია... თუ კად­ნი­ე­რე­ბად არ ჩა­მეთ­ვლე­ბა, მინ­და, ყვე­ლა დე­დას, ვინც ამა თუ იმ მი­ზე­ზის გამო მე­ო­რე და მეტი შვი­ლის გა­ჩე­ნას არ აპი­რებს, ვუ­თხრა: ნუ იფიქ­რე­ბენ მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე, ეს იმ შვი­ლის­თვის უნდა გა­ა­კე­თონ, რო­მე­ლიც უკვე ჰყავთ. არა­ვინ იცის, რა მოხ­დე­ბა ცხოვ­რე­ბის ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში. დღეს სრუ­ლი­ად მარ­ტო ვარ. და ან ძმა რომ მყავ­დეს, ასე მგო­ნია, სულ სხვა ძალა მექ­ნე­ბო­და, სხვა აზრი ექ­ნე­ბო­და ჩემს ცხოვ­რე­ბას. გარ­და ამი­სა, სწო­რედ დე­დას ძმა და მა­მას და არი­ან დღეს­დღე­ო­ბით ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. ერთი რამ ზუს­ტად ვიცი - აუ­ცი­ლებ­ლად ბევრ შვილს გა­ვა­ჩენ, თუკი, რა თქმა უნდა, უფა­ლი ამას ინე­ბებს.

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

21 წლის გოგონას თავს გადახდენილი უდიდესი ტრაგედია

21 წლის გოგონას თავს გადახდენილი უდიდესი ტრაგედია

აფროდიტა ჩემი კორპუსის ეზოში გაიზარდა. მახსოვს, მის ხელში აყვანასა და მოფერებას ერთმანეთს ვასწრებდით - მართლა ზღვის ქაფიდან გამოსულს ჰგავდა - მსხვილი, ქერა კულულებითა და დიდი, ცისფერი თვალებით... მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ პატარა გოგოს რამდენიმე წელიწადში ცხოვრება სერიოზულ გამოცდას მოუწყობდა; ისეთს, მხოლოდ ერთეულებს რომ შეუძლიათ გაუძლონ... 2013 წელი მისთვის მართლა "13" აღმოჩნდა - 6 თვის ინტერვალით, ჯერ სიცოცხლით სავსე 41 წლის მამა, შემდეგ კი იმავე ასაკის, ლაღი და ყველას მიმართ მოსიყვარულე დედა დაკარგა... ამ ტრაგედიას კიდევ უფრო დრამატულს ის ხდის, რომ მარჩენალდაკარგულ ოჯახში მხოლოდ ის და მოხუცი ბებია დარჩნენ.

- სულ რაღაც ერთი წლის წინ ჩვეულებრივი, მშვიდი ოჯახი მქონდა, ბედნიერები ვიყავით. მატერიალური პრობლემების გამო დედას და მამას ბოლო რამდენიმე წელი საზღვარგარეთ მოუხდათ წასვლა. 2013 წლის 6 იანვარს ყველაფერი თავდაყირა დადგა - მამა ავარიაში მოყვა: ველოსიპედით მიმავალი, ჩანთის გასასწორებლად დაიხარა; სწორედ ამ დროს წინ მიმავალი ტრაილერი უხვევდა და მამას სიცოცხლეც შეიწირა... მისი სხეული ნაწილებად ჩამომიტანეს... დავკარგე შვილზე გადარეული მამა, მაგრამ თავი მაინც ძლიერად მიმაჩნდა - დედა მყავდა, რომელსაც დაბრკოლებების არ ეშინოდა... ოჯახის მარჩენლად დედა იქცა, ამიტომ მალევე მოუხდა ისევ თურქეთში დაბრუნება. ნელ-ნელა, ნერვიულობის ნიადაგზე, ჯანმრთელობა შეერყა. დაუდგინეს ნერვის ანთება და მკურნალობა დაუნიშნეს. საბოლოოდ, ნერვის პრობლემა საერთოდ არ აღმოჩნდა, მაგრამ დედას უკვე წამლების აურაცხელი რაოდენობა ჰქონდა დალეული... დედ-მამაზე ნერვიულობის გამო ბაბუა - დედას მამა გარდაიცვალა. დედა მამამისის დაკრძალვაზე ქუთაისში ჩამოვიდა. მოგვიანებით, ნათესავები ამბობდნენ, რომ გასვენებაზე დედას მდგომარეობის გამო უფრო დარდობდნენ, ვიდრე გარდაცვლილ ბაბუას... საბოლოოდ, ქართველი ექიმების დაუდევრობით, არასწორი დიაგნოზითა და მკურნალობით მამას გარდაცვალებიდან 6 თვეში დედაც გარდაიცვალა. 21 წლის ასაკში ცხოვრების პირისპირ სრულიად მარტო, ნათესავებისა და პენსიონერი ბებიის იმედად დავრჩი.

- ერთი ადამიანისთვის ამხელა სტრესი მეტისმეტია. ვიცი, სპაზმური შეტევები გქონდა, გაძინებდნენ... როგორ დააღწიე თავი ამ მდგომარეობას?

- დედას გარდაცვალების შემდეგ სრული აგონია მქონდა. ნერვული სისტემა საერთოდ გამოვიდა მწყობრიდან, ნერვებმა ყველაფერი ჩაითრია, მთელი სხეული მტკიოდა, მეწვოდა. ახლაც მრავალმხრივი მკურნალობა მჭირდება. სტუდენტური დაზღვევით ექიმებთან ვიყავი, მაგრამ იმდენი წამალი გამომიწერეს, ვერ ვიყიდე... ეს სტრესი, ასე თუ ისე, სამეგობრომ გადამატანინა: დღე და ღამე ჩემთან იყვნენ. დედასთან და მამასთან წასვლის საშუალება არ მომცეს... გარდა ამისა, როცა ვხედავ, რას უძლებენ ჩემი ბებიები, თავს ცუდად ყოფნის უფლებას ვერ ვაძლევ. ხშირად, ინსტინქტურად, ბებია დედას სახელს მეძახის.

- გამოდის, ოჯახის შემოსავალი მხოლოდ ნათესავების შემოწირულობაა?

- და ბებიას პენსია. ბებიაც ცუდადაა. ნერვიულობის ნიადაგზე ჯანმრთელობა ძალიან შეერყა. ტკივილის გამოხატვის უფლებასაც კი არ აძლევს საკუთარ თავს - მე მიფრთხილდება. ბოღმა მახრჩობს, რომ ვერაფრით ვეხმარები...

- დასაქმების ან დახმარების მიზნით, სახელმწიფო სტრუქტურებისთვის არ მიგიმართავს?

- ჩემი მეგობრები ყველგან იყვნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ როგორც სრულწლოვანს, არაფერი მეკუთვნის. სოციალურად დაუცველადაც არ ჩამთვალეს. გვითხრეს, რომ კომპიუტერი მარჩენალის დაკარგვას ვერ აფიქსირებს, მაცივრის ქონა კი ორი ადამიანისთვის უკვე ზედმეტიაო... ნევროზი მაქვს და წნევა თუ დამივარდა, შეიძლება, სამი დღე მეძინოს... ეს იმის გამოც ხდება, რომ ძირითადად, უნივერსიტეტსა და სახლში მიწევს ყოფნა. მინდა თუ არა, მეფიქრება მშობლებზე, მომავალზე... ვაცნობიერებ, რომ ყველას თავისი ოჯახი, ცხოვრება აქვს და ადრე თუ გვიან, ეს ადამიანები ვეღარ მოახერხებენ ჩემ გვერდით დგომას. იცით, ცხოვრების შიში რა არის?! არავის ვუსურვებ, ეს შიში ჩაუსახლდეს სულში... სოციალური სამუშაოს ფაკულტეტს ვამთავრებ "ჯავახიშვილში". დავამთავრებ და მერე რა იქნება? სამსახურის პოვნა მე კი არა, პროფესორებს უჭირთ... პრობლემას ისიც ქმნის, რომ ჩემ გარშემო მყოფები გამოსავალს ჩემს გათხოვებაში ხედავენ. უფრო მეტიც, ოჯახს ჩემი ასაკის ბიჭი კი არა, "კაცი" სჭირდება, სტაბილური შემოსავლით - ესეც გადაწყვეტილი აქვთ და ეს პანიკაში მაგდებს. დედა ოთახში ესვენა, როცა გათხოვების შესახებ რჩევა-დარიგებებს ვისმენდი. როგორ შეიძლება, გათხოვებაში ეძებო გამოსავალი?! ეს ბედნიერების გარანტიაა?! ან კი­დევ, შავებში, მგლოვიარე როგორ უნდა გათხოვდე მხოლოდ იმისთვის, რომ "ოჯახს პატრონი ჰყავდეს" ანუ ლუკმაპური გვქონდეს?!. ერთადერთ გამოსავლად სამსახური მიმაჩნია, მხოლოდ ეს დამიბრუნებს მომავლისა და საკუთარი თავის რწმენას. ვარ ჯანმრთელი, ასე თუ ისე, არც განათლება მაკლია და მინდა მხოლოდ სამსახური. არც კაბინეტს ვითხოვ... მხოლოდ ის მინდა შევძლო, ჩემს გამწარებულ ბებიას სიბერის წლები ცოტა მაინც შევუმსუბუქო... მხოლოდ მშობლების დაკარგვა არ არის პრობლემა, მათ ძალიან ბევრი რამ დარჩათ გასაკეთებელი, რაც "მემკვიდრეობით" მერგო... სად არ ვიყავი, ვის არ ვთხოვე დახმარება სამსახურის თაობაზე! უამრავი განცხადება დავწერე, მაგრამ გამოცდილების არქონისა და ნაცნობის არყოლის გამო ვერსად დავსაქმდი.

- ვიცი, რომ განსაკუთრებით დღესასწაულებზე გიჭირს საკუთარ თავთან ბრძოლა...

- დიახ. ჩემს დაბადების დღეზე, 23 ნოემბერს ყველაზე მძაფრად ვიგრძენი ეს უბედურება. სასაფლაოზე წავედი და საფლავზე დამხობილი, ღმერთს მათთან წაყვანას ვთხოვდი. იქიდან მოსულს დამეძინა. მეგობრებმა გამაღვიძეს - მეზობლის ბავშვები დიდი ტორტით მომადგნენ... ცოტა ხანში კლასელებიც მოვიდნენ ტორტით და ბოლოს - კურსელები. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე თავს საშინლად ვგრძნობდი, მათმა ამ საქციელმა მაგრძნობინა, რომ ჩემი სიცოცხლე საჭიროა თუნდაც, მათთვის... ასევე მოხდა ახალ წელს - სადღესასწაულო ზეიმს გამოაკლდნენ და ჩემთან ერთად იყვნენ.

- რაიმეს ნანობ?

- ვნანობ, რომ ცხოვრების კონ­კრეტული პერიოდი მშობლების გარეშე გავატარე. ვნანობ, რომ დედას უფრო მეტად არ მოვეფერე. ძალიან მენატრება... მაქსიმალურად უნდა გამომეხატა სითბო მანამდე, ვიდრე მას მამა "წამართმევდა"...

- ისე საუბრობ, თითქოს მათზე ეჭვიანობ კიდეც.

- არ მოგჩვენებიათ... იცით, ხშირად ჩხუბობდნენ, მაგრამ მაინც, წამითაც ვერ ძლებდნენ ერთმანეთის გარეშე. როცა მამა გარდაიცვალა, დედა განუწყვეტლივ იმეორებდა, - გოჩა მალე წამიყვანს. ვიცი, უჩემოდ არ გაჩერდებაო. ეს ძალიან მაბრაზებდა. თქვენ წარმოიდგინეთ, მამას გარდაცვალების შემდეგ მე და დედა ხშირად ერთნაირ სიზმრებს ვხედავდით: თითქოს მამა გახარებული იყო. უხაროდა, რომ მალე დარეჯანს ნახავდა. ორივე ვხედავდით, რომ მამას საფლავის გვერდით დედას ადგილი იყო ამოთხრილი... ბაბუას გარდაცვალებამდე 2 კვირით ადრე, მამა დამესიზმრა და ამის შესახებ მითხრა... როცა გოჩას გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა და დედა მეორე დღეს თურქეთში უნდა წასულიყო, იმ ღამით მამას ვიხსენებდით, ვტიროდით. მოულოდნელად მითხრა: აფრო, შენ უკვე დიდი გოგო ხარ, ბევრი რამე იცი; იცოდე, მამაშენი მალე წამიყვანს, შენ ეს არ უნდა გეწყინოს; გათხოვდები და მიხვდები, როგორი ძვირფასი იქნება შენთვის ის ადამიანიო. მახსოვს, ძალიან გავბრაზდი. ვუთხარი, შენ ჩემზე საერთოდ არ ფიქრობ, გოჩას გარდა აღარავინ გახსოვს-მეთქი... წარმოიდგინეთ, ბოლოს ყველაფერი სტკიოდა, გამუდმებით "სასწრაფო" იყო ჩვენს კარზე. თავისი სამკურნალო ფული აიღო და სასაფლაო გააკეთა... მამაზე ამბობენ ხოლმე: - როგორი ეგოისტი ყოფილა, შვილს დედა წაართვაო... როცა პირველად დედა თურქეთში წავიდა, მამას, ფაქტობრივად, გლოვა ჰქონდა გამოცხადებული: არსად გადიოდა, ვერც ერთ სუფრაზე ვერ ნახავდით. დედამ იზრუნა, რომ რაც შეიძლება მალე წაეყვანა და წაიყვანა კიდეც. მე კი თბილისში მარტო დამტოვეს... საბოლოოდ, შეეწირა კიდეც დედა მამას სიყვარულს. ახლა უკვე თბილისში კი არა, ამ წუთისოფელში დამტოვეს მარტო... არ ვიცი, ამას ეჭვიანობას თუ დავარქმევთ, მაგრამ მეორე მხრივ, იმასაც ვაცნობიერებ, რომ ეს უფლის და განგების ნებაც იყო.

- გოჩას შენთან ერთად სადმე წასვლა არ უყვარდა?

- არ უყვარდა (იცინის). ჩვენ შორის სხვაობა დიდი არ გახლდათ. ის ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურებოდა და ხშირად შეყვარებულები ვეგონეთ. ამაზე ძალიან ბრაზდებოდა და გარკვეული პერიოდი ჩემთან ერთად არსად დადიოდა. იცით, საოცარი იყო მამას წინათგრძნობა. თებერვალში თურქეთში უნდა ჩავსულიყავი. დეკემბერში მამა მეუბნებოდა, - რომ ჩამოხვალ, რაღაცები ერთად ვიყიდოთო. მერე უცებ იტყოდა: თუმცა, ცოცხალს ვეღარ მნახავო. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე თავისი კლასელისთვის მიუწერია, - 7 რიცხვისთვის ისეთ ადგილას ვიქნები, იქ ინტერნეტი არ იქნებაო. 6 იანვარს, გვიან ღამით გარდაიცვალა... ცოტა ხნით ადრე ყველასთვის ბოდიში მოუხდია. დედა და მამა სუფრაზე იყვნენ, გოჩა აივანზე გასულა. დედამ - მეც გავყევიო. თურმე სიმღერას უსმენდა და ტიროდა, სიმღერის ტექსტი კი ასეთი იყო: "ჩემო სიცოცხლევ, ცოტაც მიცოცხლე, ჩემო სიკვდილო, ცოტაც მაცალე". ვიდრე ავარია მოხდებოდა, ახლობელთან გაუვლია. სააბაზანოში 2 საათი ჩაკეტილა და ნამტირალევი გამოსულა. იქიდან წასულს 15 წუთში ავარია შეემთხვა...

- შეგიძლია თქვა, რომ ამ ტრაგედიამ რამე გასწავლა?

- როცა დედაც გარდაიცვალა, მეგონა, რომ ცხოვრება დასრულდა. ყველაფერი გაუფასურდა, აზრი დაკარგა... მეგონა, ვერ გავძლებდი, მაგრამ რაც დრო გადის, ვხვდები, რომ სიკვდილის მერეც გრძელდება სიცოცხლე. დიახ, მგონია, რომ ჩემში ახლა სამი სიცოცხლე გრძელდება... ამ ტრაგედიის ერთ-ერთი მწარე გაკვეთილი კიდევ ის არის, რომ ერთი შვილის ყოლა, როცა შეგიძლია, კიდევ გააჩინო, - დანაშაულის ტოლფასია... თუ კადნიერებად არ ჩამეთვლება, მინდა, ყველა დედას, ვინც ამა თუ იმ მიზეზის გამო მეორე და მეტი შვილის გაჩენას არ აპირებს, ვუთხრა: ნუ იფიქრებენ მხოლოდ საკუთარ თავზე, ეს იმ შვილისთვის უნდა გააკეთონ, რომელიც უკვე ჰყავთ. არავინ იცის, რა მოხდება ცხოვრების ნებისმიერ მომენტში. დღეს სრულიად მარტო ვარ. და ან ძმა რომ მყავდეს, ასე მგონია, სულ სხვა ძალა მექნებოდა, სხვა აზრი ექნებოდა ჩემს ცხოვრებას. გარდა ამისა, სწორედ დედას ძმა და მამას და არიან დღესდღეობით ჩემთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები. ერთი რამ ზუსტად ვიცი - აუცილებლად ბევრ შვილს გავაჩენ, თუკი, რა თქმა უნდა, უფალი ამას ინებებს.

შორენა ლაბაძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია