თბილისში დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ. ინფორმაციას და ფოტოს დაკარგულის ოჯახის წევრები ავრცელებენ.
"მეგობრებო, ვეძებთ!!! თენგო, ისევ გაიქცა დაახლოებით ნახევარი საათია, უკვე დაღამდა და ჩვენი ძალებით ვერ ვიპოვეთ. 112ში დავრეკეთ უკვე და იქნებ ვინმეს სადმე შეგვხვდეთ და ყურადღებით რომ იყოთ.
ვერ მეტყველებს გამართულად, არ არის საშიში გარშემომყოფებისთვის, თავისუფლად შეგიძლიათ მიმართოთ თუ შეგხვდათ სადმე, ტელეფონიც არ აქვს თან და ვერც ვუკავშირდებით… დაიკარგა ვარკეთილის ტერიტორიაზე… შესაძლებელია ავიდა ტრანსპორტშიც და სხვა მხარეს წავიდა, ამიტომ ყველგან რომ ყურადღებით იყოთ" - ნათქვამია ინფორმაციაში.