პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეტეხის ხიდის "ანომალია": რატომ ცვივა მანქანები წყალში და რა არის გასაკეთებელი ახალი უბედურების თავიდან ასაცილებლად?
მეტეხის ხიდის "ანომალია": რატომ ცვივა მანქანები წყალში და რა არის გასაკეთებელი ახალი უბედურების თავიდან ასაცილებლად?

ბოლო დღე­ებ­ში, მე­ტე­ხის ხი­დი­დან მტკვარ­ში, რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლით, სამი ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­და­ვარ­და. პირ­ვე­ლი ფაქ­ტი, სამ­წუ­ხა­როდ, ტრა­გე­დი­ით დას­რულ­და

- ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა 24 წლის ბიჭი. შემ­დეგ, 11 მარტს და 16 მარტს, ისევ მე­ტე­ხის ხი­დი­დან მტკვარ­ში კი­დევ ორი მან­ქა­ნა გა­და­ვარ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, გამ­ვლე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და მაშ­ვე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით ორი­ვე მძღო­ლი გა­დარ­ჩა. რა­ტომ ხდე­ბა ამ ად­გი­ლას ავა­რი­ე­ბი და რა ზო­მე­ბია მი­სა­ღე­ბი? - გვე­სა­უბ­რე­ბა ექ­სპერ­ტი, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის ვი­ცეპ­რე­ზი­დენ­ტი მევ­ლუდ მე­ლა­ძე:

- სა­დაც ხი­დე­ბია, გა­და­ვარ­დნის ალ­ბა­თო­ბა არის, მით უმე­ტეს გა­ნი­ერ სივ­რცე­ში - როცა სივ­რცე გა­ნი­ე­რია, მე­ტია აჩ­ქა­რე­ბუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ალ­ბა­თო­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, საფრ­თხეც დი­დია, ამი­ტომ სა­ნამ ჯე­ბი­რამ­დე მივა მან­ქა­ნა, იქ უნდა იყოს დამ­ცა­ვი ბა­რი­ე­რი, ე.წ ბე­ტო­ნის ბა­რი­ე­რის მსგავ­სი, რომ ტრო­ტუ­არ­ზე შე­ვარ­დნა და მით უმე­ტეს - მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­დნა ვერ მო­ა­ხერ­ხოს მან­ქა­ნამ. იქ, სა­დაც ზე­დი­ზედ სამი შემ­თხვე­ვა მოხ­და, ჩქა­როს­ნუ­ლი სივ­რცე არ გვაქვს, წლე­ბი ისე გა­დის, რომ მსგავ­სი ფაქ­ტი არ მომ­ხდა­რა, მაგ­რამ ახლა ბე­დის ირო­ნი­ით ერ­თმა­ნეთს მიჰ­ყვა ეს ფაქ­ტე­ბი. როცა მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი ხდე­ბა, ამას შეს­წავ­ლა სჭირ­დე­ბა, რომ გა­ირ­კვეს მი­ზე­ზი, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­თან შემ­თხვე­ვე­ბის მი­ხედ­ვით რომ შე­ის­წავ­ლოს პრობ­ლე­მა, ასე­თი ჯგუ­ფი არ არ­სე­ბობს...

როცა პირ­ვე­ლი მან­ქა­ნა გა­და­ვარ­და მტკვარ­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო სწრა­ფი ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბა და სპე­ცი­ა­ლუ­რი დამ­ცა­ვი ბა­რი­ე­რის მო­წყო­ბა.კარ­გი, და­ვუშ­ვათ პირ­ვე­ლი ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა შემ­თხვე­ვი­თო­ბას და­ვაბ­რა­ლეთ და არ გა­ვა­კე­თეთ არა­ფე­რი, მაგ­რამ იმა­ვე ად­გი­ლას მე­ო­რე შემ­თხვე­ვა რომ მოხ­და, მა­შინ მა­ინც ხომ იყო აუ­ცი­ლე­ბე­ლი ამის გა­კე­თე­ბა?! 16 მარტს უკვე მე­სა­მე შემ­თხვე­ვა მოხ­და - ეს უკვე მე­ტის­მე­ტია. ზუს­ტად სქე­მი­სა და ოპე­რა­ტი­უ­ლო­ბის არარ­სე­ბო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ იქ რა­ღაც ხდე­ბა. ამას სჭირ­დე­ბა შეს­წავ­ლა და სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა, რომ გან­მე­ო­რე­ბით არ მოხ­დეს კი­დევ ახა­ლი უბე­დუ­რე­ბა. კარ­გია, რომ გა­დარ­ჩა ის ორი ადა­მი­ა­ნი და ამის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ე­ბიც ბევ­რმა გა­და­ი­ღო, მაგ­რამ ცუ­დია ის, რომ ბე­დის ანა­ბა­რა ვართ ისევ დარ­ჩე­ნი­ლე­ბი და პრობ­ლე­მა ჯერ კი­დევ მო­უგ­ვა­რე­ბე­ლია. ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, გვჭირ­დე­ბა სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მა.

- რა უნდა გა­კეთ­დეს მე­ტე­ხის ხი­დის იმ კონ­კრე­ტულ ად­გი­ლას?

- უამ­რა­ვი ვა­რი­ან­ტი შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­ხი­ლოთ, რომ მსგავ­სი რამ არ მოხ­დეს - გამ­ყო­ფი ზო­ლის გა­კე­თე­ბა, სიჩ­ქა­რის და­წე­ვა და რე­გუ­ლა­ცია... წა­ი­კი­თხე ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

მეტეხის ხიდის "ანომალია": რატომ ცვივა მანქანები წყალში და რა არის გასაკეთებელი ახალი უბედურების თავიდან ასაცილებლად?

მეტეხის ხიდის "ანომალია": რატომ ცვივა მანქანები წყალში და რა არის გასაკეთებელი ახალი უბედურების თავიდან ასაცილებლად?

ბოლო დღეებში, მეტეხის ხიდიდან მტკვარში, რამდენიმედღიანი ინტერვალით, სამი ავტომობილი გადავარდა. პირველი ფაქტი, სამწუხაროდ, ტრაგედიით დასრულდა

- ადგილზე დაიღუპა 24 წლის ბიჭი. შემდეგ, 11 მარტს და 16 მარტს, ისევ მეტეხის ხიდიდან მტკვარში კიდევ ორი მანქანა გადავარდა. საბედნიეროდ, გამვლელი ადამიანებისა და მაშველების დახმარებით ორივე მძღოლი გადარჩა. რატომ ხდება ამ ადგილას ავარიები და რა ზომებია მისაღები? - გვესაუბრება ექსპერტი, საავტომობილო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი მევლუდ მელაძე:

- სადაც ხიდებია, გადავარდნის ალბათობა არის, მით უმეტეს განიერ სივრცეში - როცა სივრცე განიერია, მეტია აჩქარებული მოძრაობის ალბათობა და, შესაბამისად, საფრთხეც დიდია, ამიტომ სანამ ჯებირამდე მივა მანქანა, იქ უნდა იყოს დამცავი ბარიერი, ე.წ ბეტონის ბარიერის მსგავსი, რომ ტროტუარზე შევარდნა და მით უმეტეს - მდინარეში გადავარდნა ვერ მოახერხოს მანქანამ. იქ, სადაც ზედიზედ სამი შემთხვევა მოხდა, ჩქაროსნული სივრცე არ გვაქვს, წლები ისე გადის, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა, მაგრამ ახლა ბედის ირონიით ერთმანეთს მიჰყვა ეს ფაქტები. როცა მსგავსი შემთხვევები ხდება, ამას შესწავლა სჭირდება, რომ გაირკვეს მიზეზი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენთან შემთხვევების მიხედვით რომ შეისწავლოს პრობლემა, ასეთი ჯგუფი არ არსებობს...

როცა პირველი მანქანა გადავარდა მტკვარში, შესაძლებელი იყო სწრაფი ანალიზის გაკეთება და სპეციალური დამცავი ბარიერის მოწყობა.კარგი, დავუშვათ პირველი ავტოკატასტროფა შემთხვევითობას დავაბრალეთ და არ გავაკეთეთ არაფერი, მაგრამ იმავე ადგილას მეორე შემთხვევა რომ მოხდა, მაშინ მაინც ხომ იყო აუცილებელი ამის გაკეთება?! 16 მარტს უკვე მესამე შემთხვევა მოხდა - ეს უკვე მეტისმეტია. ზუსტად სქემისა და ოპერატიულობის არარსებობაზე მიუთითებს, რომ იქ რაღაც ხდება. ამას სჭირდება შესწავლა და სწრაფი რეაგირება, რომ განმეორებით არ მოხდეს კიდევ ახალი უბედურება. კარგია, რომ გადარჩა ის ორი ადამიანი და ამის ამსახველი ვიდეოებიც ბევრმა გადაიღო, მაგრამ ცუდია ის, რომ ბედის ანაბარა ვართ ისევ დარჩენილები და პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელია. ყველა შემთხვევაში, გვჭირდება სისტემური მიდგომა.

- რა უნდა გაკეთდეს მეტეხის ხიდის იმ კონკრეტულ ადგილას?

- უამრავი ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს - გამყოფი ზოლის გაკეთება, სიჩქარის დაწევა და რეგულაცია... წაიკითხე ვრცლად