საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უნიქარდის" გამარჯვებულებს მოგებული პრიზები გადაეცათ
 "უნიქარდის" გამარჯვებულებს მოგებული პრიზები გადაეცათ

180 გრა­დუ­სით შე­იც­ვლე­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბა, - და­ვით ცირ­და­ვას ცხოვ­რე­ბა "უნი­ქარ­დმა" შეც­ვა­ლა. ის გა­თა­მა­შე­ბა­ში "პორ­შე კა­ი­ე­ნის" მფლო­ბე­ლი გახ­და. მო­გე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნის გა­სა­ღე­ბი მას დღეს"ვი­სოლ ჯგუ­ფის" პრე­ზი­დენ­ტმა სოსო ფხა­კა­ძემ გა­დას­ცა.

"წარ­მო­შო­ბით სო­ხუ­მი­დან ვარ. 16 წლის ვი­ყა­ვი, როცა აფხა­ზე­თი დავ­ტო­ვე. მას შემ­დეგ გლ­დან­ში ვცხოვ­რობ. ეს მო­გე­ბა ჩემ­თვის ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს ნიშ­ნავს. სამ­სა­ხურ­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, რო­დე­საც და­მი­კავ­შირ­დნენ და მი­თხრეს ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­ი­გე­თო. 180 გრა­დუ­სით შე­იც­ვლე­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბა. ძვე­ლი "ტო­ი­ო­ტას" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა მყავ­და და ზუს­ტად გა­თა­მა­შე­ბამ­დე ერთი დღით ადრე ავ­ტო­ა­ვა­რია მოგ­ვიხ­და და დავ­ზა­რალ­დით. მაგ­რამ რო­გორ ჩანს, უფა­ლი უკე­თეს გვიმ­ზა­დებ­და", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ცირ­და­ვამ.

გულ­ნა­რა ჯა­ფა­რი­ძის ოჯა­ხი კი "ფორდ მონ­დე­ოს" მფლო­ბე­ლი გახ­და, თუმ­ცა გულ­ნა­რა ჯა­ფა­რი­ძე ამ­ბობს, რომ მა­ნამ­დე ასეთ რა­მეს ვერც წარ­მო­იდ­გენ­და.

"ჩვენ­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. არა­სო­დეს გვჯე­რო­და ასე­თი მო­გე­ბის. ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი ვართ. დიდი მად­ლო­ბა "უნი­ქარდს", "სო­კარს" ამ უდი­დე­სი სა­ჩუქ­რის­თვის. ოქ­როს ხელი ჰქო­ნია დი­მიტ­რი ობო­ლა­ძეს", - აღ­ნიშ­ნა გულ­ნა­რა ჯა­ფა­რი­ძემ.

"უნი­ქარ­დის" და მისი პარტნი­ო­რე­ბის "სო­კა­რის", "სმარ­ტის", "ვი­სო­ლის", "ჯი­პი­სის", "სითი ფარ­მას", "ჯინს გა­ლე­რი" ჯგუ­ფის მა­ღა­ზი­ე­ბის, "ვულე ვუს", "ოქე­ის", "მეტ­რო­მარ­ტის", "არა­ის" გა­თა­მა­შე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს მო­გე­ბუ­ლი პრი­ზე­ბი - ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი დღეს გა­და­ე­ცათ.

უნი­ვერ­სა­ლუ­რი გა­თა­მა­შე­ბის "სამ­მა­გი მო­გე­ბის შან­სი და 10 000 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის" მო­ნა­წი­ლე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს მო­გე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის გა­სა­ღე­ბი თა­ვად კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­დას­ცეს.

1 300 000 ბა­რა­თის მფლო­ბელს გა­თა­მა­შე­ბის სამ­მა­გი მო­გე­ბის შან­სი ჰქონ­დათ, კერ­ძოდ, პირ­ვე­ლი იყო მო­მენ­ტა­ლუ­რი 10 000-ზე მეტი პრი­ზი, მე­ო­რე - "პორ­შე კა­ი­ე­ნი" ან სამი "ფორდ მონ­დეი", მე­სა­მე კი სა­ირ­მე­ზე "აქ­სის პა­ლა­სის" დას­რუ­ლე­ბუ­ლი და გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი სახ­ლი.

10 000 მო­მენ­ტა­ლუ­რი გა­თა­მა­შე­ბის პრი­ზებ­ში სა­ჩუქ­რე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო: სა­სა­ჩუქ­რე ვა­უ­ჩე­რე­ბი, საწ­ვა­ვის ტა­ლო­ნე­ბი, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კა, უნი­ქარ­დის ქუ­ლე­ბი.

30 იან­ვარს კი გა­მოვ­ლინ­და "პორ­შე კა­ი­ე­ნის", 3 "ფორდ მონ­დე­ო­სა" და გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი ბი­ნის მფლო­ბე­ლი.

"ფორდ მონ­დე­ოს" მფლო­ბე­ლე­ბი გახ­დნენ ბე­სიკ ჭინ­ჭა­რა­უ­ლი, ბესო ახა­ლა­ძე და მა­მუ­კა ჯა­ფა­რი­ძე. "პორ­შე კა­ი­ე­ნი" კი და­ვით ცირ­და­ვამ მო­ი­გო. რაც შე­ე­ხე­ბა

ბი­ნას, გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი ბი­ნის მფლო­ბე­ლი ვლა­დი­მერ ყვე­ლაშ­ვი­ლი გახ­და.

"გა­თა­მა­შე­ბამ ძა­ლი­ან კარ­გად ჩა­ი­ა­რა. "სმარ­ტიც" და "ვი­სო­ლით" ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლე­ბი ვართ, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად კმა­ყო­ფი­ლე­ბი ვართ იმით, რომ ძა­ლი­ან დიდი სი­ხა­რუ­ლი მი­ვა­ნი­ჭეთ ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს. ამა­ში კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დი, რო­დე­საც მო­ვე­დი და ვნა­ხე რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მო­ვი­და და მად­ლო­ბა გა­დაგ­ვი­ხა­და ამ აქ­ცი­ის­თვის. ზო­გი­ერ­თმა მათ­გან­მა მან­ქა­ნა მო­ი­გო, ზოგ­მა ბინა, ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო ეს პი­რა­დად ჩემ­თვის" - აღ­ნიშ­ნა "ვი­სოლ ჯგუ­ფის" პრე­ზი­დენ­ტმა სოსო ფხა­კა­ძემ.

ერთ-ერთ გა­მარ­ჯვე­ბულს ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­სა­ღე­ბი "სო­კა­რის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მაც გა­დას­ცა და გა­მარ­ჯვე­ბა მი­უ­ლო­ცა.

"უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა გულ­წრფე­ლად ვუ­ლო­ცავ ყვე­ლა გა­მარ­ჯვე­ბულს მო­გე­ბულ პრიზს. "სო­კა­რი" მუდ­მი­ვად ზრუ­ნავს თა­ვის მომ­ხმა­რე­ბელ­ზე და სწო­რედ ეს ზრუნ­ვა იყო, რო­დე­საც "სო­კარ­მა" გა­და­წყვი­ტა მი­ე­ღო ამ გრან­დი­ო­ზულ გა­თა­მა­შე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. გა­თა­მა­შე­ბა­ში მო­გეხ­სე­ნე­ბათ გარ­და პრე­მი­უმ კლა­სის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი­სა და ახა­ლი ბი­ნი­სა, კი­დევ 10 ათა­სი პრი­ზი თა­მაშ­დე­ბო­და, რო­მე­ლიც თა­ვი­სი მას­შტა­ბით უპ­რე­ცენ­დენ­ტო გა­მო­ვი­და. "სო­კა­რი" იყო ძი­რი­თა­დი მო­ნა­წი­ლე, ძი­რი­თა­დი პარტნი­ო­რი "იუ­ნი­ქარ­დთან" და "ვი­სოლ­თან" ერ­თად აღ­ნიშ­ნულ გა­თა­მა­შე­ბა­ში და დღეს მაქვს დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს გა­დავ­ცე მშვე­ნი­ე­რი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და გა­ვი­ზი­ა­რო მათი სი­ხა­რუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა "სო­კა­რის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ირაკ­ლი ზუ­ბი­ტაშ­ვილ­მა.

®

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"უნიქარდის" გამარჯვებულებს მოგებული პრიზები გადაეცათ

 "უნიქარდის" გამარჯვებულებს მოგებული პრიზები გადაეცათ

180 გრადუსით შეიცვლება ჩემი ცხოვრება, - დავით ცირდავას ცხოვრება "უნიქარდმა" შეცვალა. ის გათამაშებაში "პორშე კაიენის" მფლობელი გახდა. მოგებული ავტომანქანის გასაღები მას დღეს"ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ გადასცა.

"წარმოშობით სოხუმიდან ვარ. 16 წლის ვიყავი, როცა აფხაზეთი დავტოვე. მას შემდეგ გლდანში ვცხოვრობ. ეს მოგება ჩემთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. სამსახურში ვიმყოფებოდი, როდესაც დამიკავშირდნენ და მითხრეს ავტომობილი მოიგეთო. 180 გრადუსით შეიცვლება ჩემი ცხოვრება. ძველი "ტოიოტას" მარკის ავტომანქანა მყავდა და ზუსტად გათამაშებამდე ერთი დღით ადრე ავტოავარია მოგვიხდა და დავზარალდით. მაგრამ როგორ ჩანს, უფალი უკეთეს გვიმზადებდა", - განაცხადა დავით ცირდავამ.

გულნარა ჯაფარიძის ოჯახი კი "ფორდ მონდეოს" მფლობელი გახდა, თუმცა გულნარა ჯაფარიძე ამბობს, რომ მანამდე ასეთ რამეს ვერც წარმოიდგენდა.

"ჩვენთვის ეს ყველაფერი ძალიან მოულოდნელი იყო. არასოდეს გვჯეროდა ასეთი მოგების. ძალიან გახარებულები ვართ. დიდი მადლობა "უნიქარდს", "სოკარს" ამ უდიდესი საჩუქრისთვის. ოქროს ხელი ჰქონია დიმიტრი ობოლაძეს", - აღნიშნა გულნარა ჯაფარიძემ.

"უნიქარდის" და მისი პარტნიორების "სოკარის", "სმარტის", "ვისოლის", "ჯიპისის", "სითი ფარმას", "ჯინს გალერი" ჯგუფის მაღაზიების, "ვულე ვუს", "ოქეის", "მეტრომარტის", "არაის" გათამაშების გამარჯვებულებს მოგებული პრიზები - ავტომობილები დღეს გადაეცათ.

უნივერსალური გათამაშების "სამმაგი მოგების შანსი და 10 000 გამარჯვებულის" მონაწილე გამარჯვებულებს მოგებული ავტომანქანების გასაღები თავად კომპანიების წარმომადგენლებმა გადასცეს.

1 300 000 ბარათის მფლობელს გათამაშების სამმაგი მოგების შანსი ჰქონდათ, კერძოდ, პირველი იყო მომენტალური 10 000-ზე მეტი პრიზი, მეორე - "პორშე კაიენი" ან სამი "ფორდ მონდეი", მესამე კი საირმეზე "აქსის პალასის" დასრულებული და გარემონტებული სახლი.

10 000 მომენტალური გათამაშების პრიზებში საჩუქრების ჩამონათვალი მრავალფეროვანი იყო: სასაჩუქრე ვაუჩერები, საწვავის ტალონები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, უნიქარდის ქულები.

30 იანვარს კი გამოვლინდა "პორშე კაიენის", 3 "ფორდ მონდეოსა" და გარემონტებული ბინის მფლობელი.

"ფორდ მონდეოს" მფლობელები გახდნენ ბესიკ ჭინჭარაული, ბესო ახალაძე და მამუკა ჯაფარიძე. "პორშე კაიენი" კი დავით ცირდავამ მოიგო. რაც შეეხება

ბინას, გარემონტებული ბინის მფლობელი ვლადიმერ ყველაშვილი გახდა.

"გათამაშებამ ძალიან კარგად ჩაიარა. "სმარტიც" და "ვისოლით" ძალიან კმაყოფილები ვართ, მაგრამ ყველაზე მეტად კმაყოფილები ვართ იმით, რომ ძალიან დიდი სიხარული მივანიჭეთ ძალიან ბევრ ადამიანს. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როდესაც მოვედი და ვნახე რამდენიმე ადამიანი, რომელიც მოვიდა და მადლობა გადაგვიხადა ამ აქციისთვის. ზოგიერთმა მათგანმა მანქანა მოიგო, ზოგმა ბინა, ძალიან ემოციური იყო ეს პირადად ჩემთვის" - აღნიშნა "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

ერთ-ერთ გამარჯვებულს ავტომობილის გასაღები "სოკარის" წარმომადგენელმაც გადასცა და გამარჯვება მიულოცა.

"უპირველეს ყოვლისა გულწრფელად ვულოცავ ყველა გამარჯვებულს მოგებულ პრიზს. "სოკარი" მუდმივად ზრუნავს თავის მომხმარებელზე და სწორედ ეს ზრუნვა იყო, როდესაც "სოკარმა" გადაწყვიტა მიეღო ამ გრანდიოზულ გათამაშებაში მონაწილეობა. გათამაშებაში მოგეხსენებათ გარდა პრემიუმ კლასის ავტომობილებისა და ახალი ბინისა, კიდევ 10 ათასი პრიზი თამაშდებოდა, რომელიც თავისი მასშტაბით უპრეცენდენტო გამოვიდა. "სოკარი" იყო ძირითადი მონაწილე, ძირითადი პარტნიორი "იუნიქარდთან" და "ვისოლთან" ერთად აღნიშნულ გათამაშებაში და დღეს მაქვს დიდი ბედნიერება, გამარჯვებულებს გადავცე მშვენიერი ავტომობილები და გავიზიარო მათი სიხარული", - აღნიშნა "სოკარის" წარმომადგენელმა ირაკლი ზუბიტაშვილმა.

®

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი