სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საავტომობილო გზები, სადაც შეზღუდვებია - დიდთოვლობა საქართველოში
საავტომობილო გზები, სადაც შეზღუდვებია - დიდთოვლობა საქართველოში

უა­მინ­დო­ბის გამო, გზე­ბის გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვეთ­ზე შე­ზღუდ­ვე­ბი კვლავ რჩე­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში გა­ნუ­ცხა­დეს, ამ კუ­თხით გუ­შინ არ­სე­ბუ­ლი რე­ჟი­მი არ შეც­ვლი­ლა. "გუ­და­უ­რამ­დე გზა თა­ვი­სუ­ფა­ლია, გუ­და­უ­რი­დან-კო­ბამ­დე ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის გამო მოძ­რა­ო­ბა ყვე­ლა ტრან­სპორ­ტის­თვის აკ­რძა­ლუ­ლია, რად­გან უკვე და­ფიქ­სირ­და ზვა­ვის რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა. კო­ბი­დან ლარ­სამ­დე მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხე­ვარ­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის­თვის გა­და­ად­გი­ლე­ბა და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ მო­ცუ­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჯაჭ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, სხვა სა­ხის ტრან­სპორ­ტის­თვის კი აკ­რძალ­ვე­ბი არ მოქ­მე­დებს. იგი­ვე რე­ჟი­მია მლე­თი­დან გუ­და­უ­რამ­დე გზა­ზე - მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხე­ვარ­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი მხო­ლოდ ჯაჭ­ვე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან, სხვა ტი­პის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის­თვის კი მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია", - აცხა­დე­ბენ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ამ ეტაპ­ზე მოძ­რა­ო­ბა ყვე­ლა სა­ხის ტრან­სპორ­ტის­თვის თა­ვი­სუ­ფა­ლია რი­კოთ­ზე.

"რაც შე­ე­ხე­ბა გომ­ბო­რის უღელ­ტე­ხილს, აკ­რძა­ლუ­ლია მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ტრან­სპორ­ტის­თვის კი დაშ­ვე­ბუ­ლია მოძ­რა­ო­ბა მხო­ლოდ მო­ცუ­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჯაჭ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით", - გან­მარ­ტა­ვენ უწყე­ბა­ში.

ამას­თან, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მეტ­ნის ცნო­ბით, კი­დევ ერთი შე­ზღუდ­ვა მოქ­მე­დებს მეს­ტი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ლა­ხა­მუ­ლა - კა­ლას მო­ნაკ­ვეთ­ზე.

"ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აკ­რძა­ლუ­ლია მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ტრან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა, და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის­თვის კი მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია", - აცხა­დე­ბენ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში.

იხი­ლეთ ამინ­დის ვრცე­ლი პროგ­ნო­ზი dari.ge-ზე

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

საავტომობილო გზები, სადაც შეზღუდვებია - დიდთოვლობა საქართველოში

საავტომობილო გზები, სადაც შეზღუდვებია - დიდთოვლობა საქართველოში

უამინდობის გამო, გზების გარკვეულ მონაკვეთზე შეზღუდვები კვლავ რჩება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ამ კუთხით გუშინ არსებული რეჟიმი არ შეცვლილა. "გუდაურამდე გზა თავისუფალია, გუდაურიდან-კობამდე ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა ყველა ტრანსპორტისთვის აკრძალულია, რადგან უკვე დაფიქსირდა ზვავის რამდენიმე შემთხვევა. კობიდან ლარსამდე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, სხვა სახის ტრანსპორტისთვის კი აკრძალვები არ მოქმედებს. იგივე რეჟიმია მლეთიდან გუდაურამდე გზაზე - მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტომანქანები მხოლოდ ჯაჭვებით გადაადგილდებიან, სხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებისთვის კი მოძრაობა თავისუფალია", - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მათივე განმარტებით, ამ ეტაპზე მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის თავისუფალია რიკოთზე.

"რაც შეეხება გომბორის უღელტეხილს, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენი სახის ტრანსპორტისთვის კი დაშვებულია მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით", - განმარტავენ უწყებაში.

ამასთან, საავტომობილო გზების დეპარტამეტნის ცნობით, კიდევ ერთი შეზღუდვა მოქმედებს მესტიის მიმართულებით ლახამულა - კალას მონაკვეთზე.

"ამ მიმართულებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება, დანარჩენი სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის კი მოძრაობა თავისუფალია", - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

იხილეთ ამინდის ვრცელი პროგნოზი dari.ge-ზე

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია