სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ხურციამ 10 კილო დაიკლო
ლევან ხურციამ 10 კილო დაიკლო

რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ლე­ვან ხურ­ცია რამ­დე­ნი­მე თვეა, "იმედ­ზე" ყო­ველ ორ­შა­ბათს გა­და­ცე­მა "ემერ­ჯენსს" უძღვე­ბა. თე­ატ­რში "სტუ­მარ-მას­პინ­ძლის" მო­რი­გი წარ­მოდ­გე­ნის შემ­დეგ შევ­ხვდით, სპექ­ტაკლში ის ზვი­ა­და­უ­რის როლს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. საგ­რი­მი­ო­რო­ში მა­გი­და­ზე პი­ტერ ბრუ­კის წიგ­ნი დევს სა­ხე­ლად "ცა­რი­ე­ლი სივ­რცე". მისი კი­თხვა ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი აქვს და ამ­ბობს, რომ წიგნ­ში მსა­ხი­ო­ბის­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ნი­უ­ან­სებ­ზეა აქ­ცენ­ტი გა­კე­თე­ბუ­ლი. ეს რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ფე­სი­ულ ლი­ტე­რა­ტუ­რას, იმავდრო­უ­ლად, ბოლო პე­რი­ოდ­ში მსა­ხი­ო­ბი ის­ტო­რი­უ­ლი თე­მე­ბით არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და სი­ა­მოვ­ნე­ბით შე­ას­რუ­ლებ­და რა­ი­მე როლს ამა­ვე ჟან­რის ფილმში...

- "ემერ­ჯენ­სის" ახა­ლი სე­ზო­ნი ახ­ლა­ხან, 20 იან­ვარს და­ი­წყო. ამ გა­და­ცე­მას აქვს კი­დევ რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს. წამ­ყვა­ნო­ბას იმი­ტომ დავ­თან­ხმდი, რომ ეს გა­და­ცე­მა არ ჰგავს შოუს. ერთი პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი შო­უ­ებ­ში და ამ ეტაპ­ზე ვცდი­ლობ, მათ თავი ავა­რი­დო. გა­და­ცე­მა თე­მა­ტუ­რად ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო ყო­ველ­თვის მი­ზი­დავ­და, სკო­ლის პე­რი­ოდ­ში ვა­პი­რებ­დი, ჩემი ცხოვ­რე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო ხა­ზით გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო ჩვენს ოჯახ­ში ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო. ჩემი და მიკ­რო­ბი­ო­ლო­გია, ის ახლა ლონ­დონ­ში ცხოვ­რობს და თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა. თან, იმ ადა­მი­ა­ნებ­თან მუ­შა­ო­ბაც მსი­ა­მოვ­ნებს, რომ­ლე­ბიც გა­და­ცე­მას ამ­ზა­დე­ბენ. ერთი სი­ტყვით, მომ­წონს ის საქ­მე, რო­მელ­საც ახლა ამ გა­და­ცე­მა­ში ვა­კე­თებ.

- რა­ტომ აღარ გინ­და შო­უ­ე­ბის წაყ­ვა­ნა?

- ასე "აღარ მინ­და" არაა. უბ­რა­ლოდ, მინ­და, რა­საც წა­ვიყ­ვან, ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იყოს. თან ერ­თფე­როვ­ნე­ბას გა­ვურ­ბი­ვარ და არც მე მინ­და, ასე­თი გავ­ხდე. მსურს, უფრო მეტი დრო და­ვუთ­მო თე­ატრს, ასე­ვე კი­ნოს.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად არ გვაქვს კი­ნოს გა­და­ღე­ბის ფუ­ფუ­ნე­ბა...

- სამ­წუ­ხა­როდ, ასეა, მაგ­რამ რა­საც იღე­ბენ, კას­ტინ­გის, ანუ შერ­ჩე­ვის სის­ტე­მაც ცოტა გა­უ­გე­ბა­რია ჩემ­თვის. მიხ­ვალ ერთხელ, გა­და­გი­ღე­ბენ ორ ფო­ტოს, გათ­ქმე­ვი­ნე­ბენ რა­ღა­ცას, გაყ­ვი­რე­ბენ და დამ­თავ­რდა. იმ დროს შე­იძ­ლე­ბა, არც ფო­ტო­ზე არ გა­მოხ­ვი­დე კარ­გად და ვერც ვე­რა­ფე­რი გა­ა­კე­თო. ერთ მა­გა­ლითს გე­ტყვით, გა­და­ცე­მა "სუ­პერ­სტა­რის" გახ­მო­ვა­ნე­ბის დროს ერთი მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობ­და, ფილმზე და­მი­ძა­ხეს, ზუს­ტად სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ კვი­რა გავ­დი­ო­დი კას­ტინგს, შემ­დეგ როლ­ზე და­მამ­ტკი­ცეს და მომ­ცეს ერთი წელი იმი­სათ­ვის, რომ ახა­ლი რო­ლი­სა და ფილ­მის­თვის მოვმზა­დე­ბუ­ლი­ყა­ვიო. სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი რამ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ჩემ­ზე ბევ­რჯერ უთ­ქვამთ, ცოტა მძი­მე­აო, მე ასე არ მი­ვიჩ­ნევ. თუ რა­ღა­ცა­ზე ობი­ექ­ტუ­რი პრე­ტენ­ზია გიჩ­ნდე­ბა, მა­შინ გა­მო­დის, რომ მძი­მე ხარ.

ერთ-ერთ კას­ტინგზე ვი­ყა­ვი მი­სუ­ლი. არ ვიცი, ვინ იყო პერ­სო­ნა­ჟი, არც გმი­რის ხა­სი­ათ­ზე მი­თხრეს რამე, რა­ღა­ცა რეკ­ლა­მას ვი­ღებთ და ახლა გვინ­და, რომ გა­და­ი­ხარ­ხა­როო. ვკი­თხუ­ლობ, ეს რო­გორ, რო­გორც ლე­ვა­ნი გა­და­ი­ხარ­ხა­რებს, თუ რო­გორც პერ­სო­ნა­ჟი, რო­მე­ლიც არ ვიცი, ვინ არის. პა­სუ­ხი ვერ მი­ვი­ღე. გა­და­ი­ხარ­ხა­რე! აი, ასე­თია რეკ­ლა­მის კას­ტინ­გი. მე ვერ გა­და­ვი­ხარ­ხა­რე, ავ­დე­ქი და წა­მო­ვე­დი. გა­და­ე­ცით მას, ვინც რეკ­ლა­მის კას­ტინგს აკე­თებს, რომ არ გა­და­ვი­ხარ­ხა­რებ, რად­გან ეს ასე არ ხდე­ბა-მეთ­ქი. ეს ერთი გი­თხა­რით, თო­რემ ასე­თი შემ­თხვე­ვა მი­ლი­ო­ნია. ეს ვი­ღა­ცას აღი­ზი­ა­ნებს, ვი­ღა­ცას - არა, მე კი ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბა და ცხოვ­რე­ბა მაქვს. ამ­ბი­ცი­უ­რი არ ვარ, მაგ­რამ ერთი რა­მის ამ­ბი­ცია მაქვს: მინ­და, ყვე­ლა­ფე­რი იყოს პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე, სა­დაც ბო­ლომ­დე და­ვი­ხარ­ჯე­ბი. კონ­კრე­ტუ­ლად არა­ვის ვგუ­ლის­ხმობ, მაგ­რამ როცა არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი გხვდე­ბა, შენი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი თეთ­რი ყვა­ვი­ვით მო­ჩანს. ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა: ფილ­მის გა­და­ღე­ბა მინ­და და მერე რა, რომ ოპე­რა­ტო­რი ვარ, ან მერე რა, რომ ექი­მი ვარ. აბა, მე რა­ღა­ტომ ვის­წავ­ლე წლე­ბი, რა­ტომ ვი­მუ­შა­ვე მე­ტყვე­ლე­ბა­ზე, სცე­ნა­ზე მიხვრა-მოხვრა­ზე. რო­გორ გა­მომ­დის, ეს სხვა თე­მაა, მაგ­რამ თე­ო­რი­უ­ლად ხომ ვიცი?! იმან თე­ო­რი­აც არ იცის, მაგ­რამ მი­აჩ­ნია, რომ არც არის სა­ჭი­რო. ამი­ტომ არის, რომ ვფიქ­რობ, უფრო მეტი ენერ­გია ჩავ­დო რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში. ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­რო­ში ამა­ზე ძვირ­ფა­სი სა­ჩუ­ქა­რი, რო­მე­ლიც, პირ­ველ რიგ­ში, უფ­ლის­გან მაქვს და შემ­დეგ - რო­ბერტ სტუ­რუ­ას­გან, ჯერ­ჯე­რო­ბით არ მქო­ნია.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

ლევან ხურციამ 10 კილო დაიკლო

ლევან ხურციამ 10 კილო დაიკლო

რუსთაველის თეატრის მსახიობი ლევან ხურცია რამდენიმე თვეა, ''იმედზე'' ყოველ ორშაბათს გადაცემა ''ემერჯენსს'' უძღვება. თეატრში ''სტუმარ-მასპინძლის'' მორიგი წარმოდგენის შემდეგ შევხვდით, სპექტაკლში ის ზვიადაურის როლს განასახიერებს. საგრიმიოროში მაგიდაზე პიტერ ბრუკის წიგნი დევს სახელად ''ცარიელი სივრცე''. მისი კითხვა ახალი დაწყებული აქვს და ამბობს, რომ წიგნში მსახიობისთვის ძალიან საინტერესო ნიუანსებზეა აქცენტი გაკეთებული. ეს რაც შეეხება პროფესიულ ლიტერატურას, იმავდროულად, ბოლო პერიოდში მსახიობი ისტორიული თემებით არის დაინტერესებული და სიამოვნებით შეასრულებდა რაიმე როლს ამავე ჟანრის ფილმში...

- ''ემერჯენსის'' ახალი სეზონი ახლახან, 20 იანვარს დაიწყო. ამ გადაცემას აქვს კიდევ რამდენიმე პროექტი, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა განხორციელდეს. წამყვანობას იმიტომ დავთანხმდი, რომ ეს გადაცემა არ ჰგავს შოუს. ერთი პერიოდი ძალიან ვიყავი ჩართული შოუებში და ამ ეტაპზე ვცდილობ, მათ თავი ავარიდო. გადაცემა თემატურად ძალიან საინტერესოა. სამედიცინო სფერო ყოველთვის მიზიდავდა, სკოლის პერიოდში ვაპირებდი, ჩემი ცხოვრება სამედიცინო ხაზით გამეგრძელებინა. სამედიცინო სფერო ჩვენს ოჯახში ძალიან აქტუალური იყო. ჩემი და მიკრობიოლოგია, ის ახლა ლონდონში ცხოვრობს და თავის საქმიანობას ეწევა. თან, იმ ადამიანებთან მუშაობაც მსიამოვნებს, რომლებიც გადაცემას ამზადებენ. ერთი სიტყვით, მომწონს ის საქმე, რომელსაც ახლა ამ გადაცემაში ვაკეთებ.

- რატომ აღარ გინდა შოუების წაყვანა?

- ასე ''აღარ მინდა'' არაა. უბრალოდ, მინდა, რასაც წავიყვან, ჩემთვის საინტერესო იყოს. თან ერთფეროვნებას გავურბივარ და არც მე მინდა, ასეთი გავხდე. მსურს, უფრო მეტი დრო დავუთმო თეატრს, ასევე კინოს.

- საქართველოში ხშირად არ გვაქვს კინოს გადაღების ფუფუნება...

- სამწუხაროდ, ასეა, მაგრამ რასაც იღებენ, კასტინგის, ანუ შერჩევის სისტემაც ცოტა გაუგებარია ჩემთვის. მიხვალ ერთხელ, გადაგიღებენ ორ ფოტოს, გათქმევინებენ რაღაცას, გაყვირებენ და დამთავრდა. იმ დროს შეიძლება, არც ფოტოზე არ გამოხვიდე კარგად და ვერც ვერაფერი გააკეთო. ერთ მაგალითს გეტყვით, გადაცემა ''სუპერსტარის'' გახმოვანების დროს ერთი მსახიობი ამბობდა, ფილმზე დამიძახეს, ზუსტად სამი თვის განმავლობაში ყოველ კვირა გავდიოდი კასტინგს, შემდეგ როლზე დამამტკიცეს და მომცეს ერთი წელი იმისათვის, რომ ახალი როლისა და ფილმისთვის მოვმზადებულიყავიო. საქართველოში ასეთი რამ წარმოუდგენელია. ჩემზე ბევრჯერ უთქვამთ, ცოტა მძიმეაო, მე ასე არ მივიჩნევ. თუ რაღაცაზე ობიექტური პრეტენზია გიჩნდება, მაშინ გამოდის, რომ მძიმე ხარ.

ერთ-ერთ კასტინგზე ვიყავი მისული. არ ვიცი, ვინ იყო პერსონაჟი, არც გმირის ხასიათზე მითხრეს რამე, რაღაცა რეკლამას ვიღებთ და ახლა გვინდა, რომ გადაიხარხაროო. ვკითხულობ, ეს როგორ, როგორც ლევანი გადაიხარხარებს, თუ როგორც პერსონაჟი, რომელიც არ ვიცი, ვინ არის. პასუხი ვერ მივიღე. გადაიხარხარე! აი, ასეთია რეკლამის კასტინგი. მე ვერ გადავიხარხარე, ავდექი და წამოვედი. გადაეცით მას, ვინც რეკლამის კასტინგს აკეთებს, რომ არ გადავიხარხარებ, რადგან ეს ასე არ ხდება-მეთქი. ეს ერთი გითხარით, თორემ ასეთი შემთხვევა მილიონია. ეს ვიღაცას აღიზიანებს, ვიღაცას - არა, მე კი ჩემი შეხედულება და ცხოვრება მაქვს. ამბიციური არ ვარ, მაგრამ ერთი რამის ამბიცია მაქვს: მინდა, ყველაფერი იყოს პროფესიულ დონეზე, სადაც ბოლომდე დავიხარჯები. კონკრეტულად არავის ვგულისხმობ, მაგრამ როცა არაპროფესიონალიზმი გხვდება, შენი პროფესიონალიზმი თეთრი ყვავივით მოჩანს. ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება: ფილმის გადაღება მინდა და მერე რა, რომ ოპერატორი ვარ, ან მერე რა, რომ ექიმი ვარ. აბა, მე რაღატომ ვისწავლე წლები, რატომ ვიმუშავე მეტყველებაზე, სცენაზე მიხვრა-მოხვრაზე. როგორ გამომდის, ეს სხვა თემაა, მაგრამ თეორიულად ხომ ვიცი?! იმან თეორიაც არ იცის, მაგრამ მიაჩნია, რომ არც არის საჭირო. ამიტომ არის, რომ ვფიქრობ, უფრო მეტი ენერგია ჩავდო რუსთაველის თეატრში. ხელოვნების სფეროში ამაზე ძვირფასი საჩუქარი, რომელიც, პირველ რიგში, უფლისგან მაქვს და შემდეგ - რობერტ სტურუასგან, ჯერჯერობით არ მქონია.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება