პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინას მეორედ მოსვლა...
ბიძინას მეორედ მოსვლა...

ის ისევ მო­დის, თუმ­ცა სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მო­ქა­ლა­ქის სტა­ტუ­სით და ახა­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით ბრუნ­დე­ბა. ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ახლა უკვე სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­მტკი­ცე­ბას გეგ­მავს – ივა­ნიშ­ვი­ლი ახა­ლი ამო­ცა­ნის შე­სას­რუ­ლებ­ლად 20 წლი­ა­ნი ციკ­ლის ათ­ვლას იწყებს...

ორ­გა­ნი­ზა­ცია, რი­თაც ივა­ნიშ­ვი­ლი ახა­ლი ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბას გეგ­მავს, სა­ჯა­რო რე­ესტრში გუ­შინ და­რე­გის­ტრირ­და. ლი­დე­რის სტა­ტუ­სის მსგავ­სად მოძ­რა­ო­ბის სა­ხელ­წო­დე­ბაც "მო­ქა­ლა­ქეა". ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიზ­ნე­ბი­სა და ამო­ცა­ნე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია 28 იან­ვრამ­დე გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია და მათ­ზე უკვე და­გეგ­მილ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე თა­ვად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ისა­უბ­რებს, თუმ­ცა მა­ნამ­დე Ambebi.ge ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წეს­დე­ბას სა­ჯა­რო რე­ესტრის ვებ-გვერ­დზე გა­ეც­ნო. წეს­დე­ბის მი­ხედ­ვით, ორ­გა­ნი­ზა­ცია ხელს ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ულ, ეკო­ნო­მი­კურ, სო­ცი­ა­ლურ, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და კულ­ტუ­რულ გან­ვი­თა­რე­ბას შე­უ­წყობს.

"ამას­თან ორ­გა­ნი­ზა­ცია "მო­ქა­ლა­ქე" იზ­რუ­ნებს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი მე­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. იღ­ვა­წებს ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის გან­მტკი­ცე­ბის­თვის. ხელს შე­უ­წყობს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბის პრინ­ცი­პე­ბის დამ­კვიდ­რე­ბას. შე­ი­მუ­შა­ვებს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნად აღ­დგე­ნის კონ­ცეფ­ცი­ას. გა­მოკ­ვეთს სა­ქარ­თვე­ლოს როლს და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს მიმ­დი­ნა­რე გლო­ბა­ლურ და რე­გი­ო­ნა­ლურ პრო­ცე­სებ­ში და გან­სა­ზღვრავს მათ გავ­ლე­ნას სა­ქარ­თვე­ლო­სა და რე­გი­ონ­ზე", - ნათ­ქვა­მია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წეს­დე­ბა­ში.

"მო­ქა­ლა­ქის" წეს­დე­ბა რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძეს და­ნარ­ჩე­ნი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის კონ­ცეფ­ცი­ებს აგო­ნებს. პო­ლი­ტო­ლო­გი ამ­ბობს, რომ მიზ­ნე­ბით და ამო­ცა­ნე­ბით ის აქამ­დე ცნო­ბი­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბე­ბის მსგავ­სია. ორი რამ, რაც საყ­ვა­რე­ლი­ძის აზ­რით, ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას სხვე­ბის­გან გა­ნას­ხვა­ვებს და რი­თაც "მო­ქა­ლა­ქე" უკვე და­ნარ­ჩენ მოძ­რა­ო­ბებ­ზე ძლი­ე­რია, თა­ვად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ფაქ­ტო­რი და ფი­ნან­სე­ბია.

"წეს­დე­ბა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­თა უზარ­მა­ზარ არ­მი­ას თით­ქმის ერ­თნა­ი­რი აქვს. ზოგს მეტი სი­ფარ­თო­ვის, ზოგს ნაკ­ლე­ბი, ასე რომ წეს­დე­ბით მსჯე­ლო­ბა ძნე­ლია. ამ შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლას­თვის და ჩემ­თვი­სას ძი­რი­თა­დი მა­ნიშ­ნე­ბე­ლი იმი­სა, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, მისი პი­როვ­ნე­ბა და სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, რაც ქარ­თულ ენ­ჯე­ო­ებს აქვთ – ფი­ნან­სე­ბი, "მო­ქა­ლა­ქის" წი­ნა­შე არ იდ­გე­ბა და მხო­ლოდ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი, პრო­ფე­სი­უ­ლი მხა­რე იქ­ნე­ბა მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი. აი, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ეს, ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი მხა­რე, ამის თქმა წი­ნას­წარ ძნე­ლია და აღ­ნიშ­ნულს მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­არ­კვევს სა­ზო­გა­დო­ე­ბა", - გა­ნუ­ცხა­და Ambebi.ge-ს რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

და­პი­რე­ბე­ბი ეც­ნო­ბა სოსო ცინ­ცა­ძე­საც, თუმ­ცა მის შეს­რუ­ლე­ბას პო­ლი­ტო­ლო­გი ფრთხი­ლი ოპ­ტი­მიზ­მით უყუ­რებს. ცინ­ცა­ძეს წარ­მო­უდ­გენ­ლად ეჩ­ვე­ნე­ბა, ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ მთავ­რო­ბის თუნ­დაც კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი კრი­ტი­კა, თუმ­ცა არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ცდე­ბო­დეს - პო­ლი­ტო­ლო­გი იმა­საც გან­მარ­ტავს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დია, ვი­ნა­ი­დან და­ამ­ტკი­ცა, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლიც შე­უძ­ლია...

"უკა­ნას­კნე­ლი 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვცხოვ­რობთ სულ და­პი­რე­ბე­ბის რე­ჟიმ­ში, და­წყე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი და­პი­რე­ბი­დან, რო­მე­ლიც შე­ვარ­დნა­ძის პე­რი­ოდს უკავ­შირ­დე­ბა და შე­ე­ხე­ბო­და იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლო აყ­ვავ­დე­ბო­და. მე­ო­რე და­პი­რე­ბა იყო, რომ აფხა­ზეთ­თან ომს ღირ­სე­უ­ლად და­ვამ­თავ­რებ­დით, ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბა­საც აღ­ვად­გენ­დით და აფხა­ზე­ბიც ჩვენ­ზე ლოც­ვას და­ი­წყებ­დნენ, თუმ­ცა ეს რითი დამ­თავ­რდა ყვე­ლამ ვნა­ხეთ, ამი­ტომ მე ამ შემ­თხვე­ვა­შიც ურ­წმუ­ნო თო­მას პო­ზი­ცი­ა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­დე. კი, ერ­თის მხრივ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ძა­ლი­ან ბევ­რი სი­ურპრი­ზის მომსწრე გაგ­ვხა­და და შე­უძ­ლე­ბე­ლი გა­ა­კე­თა, თუნ­დაც არ­ჩევ­ნებ­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის და­მარ­ცხე­ბით, მაგ­რამ მე­ო­რეს მხრივ აქ სხვა სი­ტუ­ა­ცი­აა - ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა რო­გორ უნდა და­ი­წყოს თუნ­დაც კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი კრი­ტი­კა მის მი­ერ­ვე შერ­ჩე­უ­ლი მთავ­რო­ბის. ამას და­ვი­ჯე­რებ­დი სხვა მთავ­რო­ბა რომ ყო­ფი­ლი­ყო და მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის ყვე­ლა წევ­რი მისი ხელ­დას­მუ­ლი არ იყოს. მთავ­რო­ბის სე­ლექ­ცია თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მან მო­ახ­დი­ნა და ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, მი­ნის­ტრებ­თან, რომ­ლებ­ზეც გუ­შინ იძახ­და, რომ ძა­ლი­ან კარ­გე­ბი და თა­ვი­ან­თი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან, დღეს პრე­ტენ­ზი­ე­ბი ჰქონ­დეს. ძნე­ლია წი­ნას­წარ შე­ფა­სე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა, სა­ნამ არ მო­ვის­მენთ ივა­ნიშ­ვი­ლის პირ­ველ კო­მენ­ტარს მთავ­რო­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე - თუ მან იმის მტკი­ცე­ბა და­უ­წყო ხალ­ხს, რომ ლარი გამ­ყარ­და, ცხოვ­რე­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და, ფა­სე­ბი და­ე­ცა, პრო­დუქ­ცია მეტი შე­მო­დის და ტე­რი­ტო­რი­ებს ვიბ­რუ­ნებთ, მა­შინ სხვა ამ­ბავ­თან გვექ­ნე­ბა საქ­მე... დღეს შე­ფა­სე­ბა ძნე­ლია. დღეს ჩემი პო­ზი­ცია ასე­თია – ფრთხი­ლი ოპ­ტი­მიზ­მი, არა­ვი­თა­რი ეი­ფო­რია", - გა­ნუ­მარ­ტა სოსო ცინ­ცა­ძემ Ambebi.ge-ს.

იმა­ში, რა­საც პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რე­ბენ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს ეჭვი არ ეპა­რე­ბა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს არც ახა­ლი ამო­ცა­ნის ამოხ­სნა გა­უ­ჭირ­დე­ბა. პრე­მი­ე­რი გან­მარ­ტავს, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე მი­სი­აა და მი­იჩ­ნევს, რომ მის შეს­რუ­ლე­ბას სა­უ­კე­თე­სო ხელ­მძღვა­ნე­ლი ჰყავს.

"რა თქმა უნდა, მი­ვე­სალ­მე­ბი ორ­გა­ნი­ზა­ცია "მო­ქა­ლა­ქის" ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, რად­გან სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე მი­სი­აა. სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას გან­ვი­თა­რე­ბა ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა და მი­მაჩ­ნია, რომ ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც მო­ახ­დენს ძა­ლი­ან დიდ ძვრებს და ბევრ სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბას. ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა არ არის საკ­მა­რი­სი, სა­ჭი­როა თან­ხვედ­რი პრო­ცე­სი", - მი­იჩ­ნევს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი.

ახა­ლი მო­თა­მა­შის გა­მო­ჩე­ნას უკვე გა­მოც­დი­ლი ენ­ჯე­ო­ე­ბიც მხო­ლოდ მი­ე­სალ­მე­ბი­ან. "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა – სა­ქარ­თვე­ლოს" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ეკა გი­გა­უ­რი ფიქ­რობს, რომ ძლი­ე­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორს უფრო გა­ნამ­ტკი­ცებს. ახალ მო­თა­მა­შეს წარ­მა­ტე­ბას უსურ­ვებს კახა კო­ჟო­რი­ძეც, თუმ­ცა ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე "მო­ქა­ლა­ქის" და­არ­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ფა­სე­ბის გა­კე­თე­ბას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის შემ­დეგ არ­ჩევს.

"ვფიქ­რობ, რომ უკვე არ­სე­ბუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ნამ­დვი­ლად არა­ნა­ი­რი ცვლი­ლე­ბა არ იქ­ნე­ბა, ზო­გა­დად გა­რე­მო, რა თქმა უნდა, შე­იც­ვლე­ბა თუკი ძლი­ე­რი მო­თა­მა­შე გა­მოჩ­ნდე­ბა და ეს არის, პი­რი­ქით, კარ­გი, რად­გან ჩვენ გვე­ყო­ლე­ბა კონ­კუ­რენ­ტი ან თა­ნა­მო­აზ­რე", - აცხა­დებს ეკა გი­გა­უ­რი.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მის მიერ ერთი დღის წინ და­არ­სე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიზ­ნე­ბი­სა და ამო­ცა­ნე­ბის შე­სა­ხებ 28 იან­ვარს და­გეგ­მილ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ისა­უბ­რებს. მისი გა­მარ­თვის ად­გი­ლი და დრო ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუმ­ცა ცნო­ბი­ლია, რომ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას ქარ­თუ­ლის გარ­და, სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც და­ეს­წრე­ბი­ან. ისე რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა ტი­პის ინ­ფორ­მა­ცია, 28-მდე გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია წევრთა ვი­ნა­ო­ბაც. ერ­თა­დერ­თი კად­რი, რო­მე­ლიც ასე­ვე სა­ჯა­რო რე­ესტრის ამო­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით გახ­და ცნო­ბი­ლი "მო­ქა­ლა­ქის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, "ჯი­პას" კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი გი­ორ­გი სა­ბა­ნა­ძეა...

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი პო­ლი­ტი­კო­სის რან­გში სა­ზო­გა­დო­ე­ბას ნო­ემ­ბრის ბო­ლოს და­ემ­შვი­დო­ბა. ივა­ნიშ­ვილ­მა ჯერ კი­დევ მა­შინ და­ა­ნონ­სა, რომ ახა­ლი - მო­ქა­ლა­ქის სტა­ტუ­სით ბრძო­ლის მო­რიგ რა­უნდს და­ი­წყებ­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბა შემ­დე­გი სი­ტყვე­ბით და­ამ­შვი­და: "მე არ­სად მივ­დი­ვარ, მე მოვ­დი­ვარ"... ის და­პი­რე­ბის და გეგ­მის მი­ხედ­ვით მოქ­მე­დე­ბას გა­ნაგ­რძობს - ორი თვის შემ­დეგ ისევ მო­დის...

ლელა ბაღ­და­ვა­ძე, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

ბიძინას მეორედ მოსვლა...

ბიძინას მეორედ მოსვლა...

ის ისევ მოდის, თუმცა სამოქალაქო სექტორში. ბიძინა ივანიშვილი მოქალაქის სტატუსით და ახალი საქმიანობით ბრუნდება. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ახლა უკვე სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცებას გეგმავს – ივანიშვილი ახალი ამოცანის შესასრულებლად 20 წლიანი ციკლის ათვლას იწყებს...

ორგანიზაცია, რითაც ივანიშვილი ახალი ამოცანის შესრულებას გეგმავს, საჯარო რეესტრში გუშინ დარეგისტრირდა. ლიდერის სტატუსის მსგავსად მოძრაობის სახელწოდებაც "მოქალაქეა". ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესახებ დეტალური ინფორმაცია 28 იანვრამდე გასაიდუმლოებულია და მათზე უკვე დაგეგმილ პრესკონფერენციაზე თავად ბიძინა ივანიშვილი ისაუბრებს, თუმცა მანამდე Ambebi.ge ორგანიზაციის წესდებას საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე გაეცნო. წესდების მიხედვით, ორგანიზაცია ხელს ქვეყნის დემოკრატიულ, ეკონომიკურ, სოციალურ, საგანმანათლებლო და კულტურულ განვითარებას შეუწყობს.

"ამასთან ორგანიზაცია "მოქალაქე" იზრუნებს დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი მედიის განვითარებისთვის. იღვაწებს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განმტკიცებისთვის. ხელს შეუწყობს საქართველოში სამართლის უზენაესობის პრინციპების დამკვიდრებას. შეიმუშავებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის კონცეფციას. გამოკვეთს საქართველოს როლს და შესაძლებლობებს მიმდინარე გლობალურ და რეგიონალურ პროცესებში და განსაზღვრავს მათ გავლენას საქართველოსა და რეგიონზე", - ნათქვამია ორგანიზაციის წესდებაში.

"მოქალაქის" წესდება რამაზ საყვარელიძეს დანარჩენი არასამთავრობო ორგანიზაციების კონცეფციებს აგონებს. პოლიტოლოგი ამბობს, რომ მიზნებით და ამოცანებით ის აქამდე ცნობილი სამოქალაქო მოძრაობების მსგავსია. ორი რამ, რაც საყვარელიძის აზრით, ყოფილი პრემიერის ორგანიზაციას სხვებისგან განასხვავებს და რითაც "მოქალაქე" უკვე დანარჩენ მოძრაობებზე ძლიერია, თავად ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი და ფინანსებია.

"წესდება არასამთავრობო ორგანიზაციათა უზარმაზარ არმიას თითქმის ერთნაირი აქვს. ზოგს მეტი სიფართოვის, ზოგს ნაკლები, ასე რომ წესდებით მსჯელობა ძნელია. ამ შემთხვევაში ყველასთვის და ჩემთვისას ძირითადი მანიშნებელი იმისა, როგორი იქნება ეს ორგანიზაცია არის ბიძინა ივანიშვილი, მისი პიროვნება და სავარაუდოა, რომ ის მთავარი პრობლემა, რაც ქართულ ენჯეოებს აქვთ – ფინანსები, "მოქალაქის" წინაშე არ იდგება და მხოლოდ ინტელექტუალური, პროფესიული მხარე იქნება მოსაგვარებელი. აი, როგორი იქნება ეს, ორგანიზაციული მხარე, ამის თქმა წინასწარ ძნელია და აღნიშნულს მოგვიანებით გაარკვევს საზოგადოება", - განუცხადა Ambebi.ge-ს რამაზ საყვარელიძემ.

დაპირებები ეცნობა სოსო ცინცაძესაც, თუმცა მის შესრულებას პოლიტოლოგი ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებს. ცინცაძეს წარმოუდგენლად ეჩვენება, ივანიშვილის მიერ მთავრობის თუნდაც კონსტრუქციული კრიტიკა, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ცდებოდეს - პოლიტოლოგი იმასაც განმარტავს, რომ ივანიშვილი არაპროგნოზირებადია, ვინაიდან დაამტკიცა, რომ შეუძლებელიც შეუძლია...

"უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ვცხოვრობთ სულ დაპირებების რეჟიმში, დაწყებული პირველი დაპირებიდან, რომელიც შევარდნაძის პერიოდს უკავშირდება და შეეხებოდა იმას, რომ საქართველო აყვავდებოდა. მეორე დაპირება იყო, რომ აფხაზეთთან ომს ღირსეულად დავამთავრებდით, ტერიტორიულ მთლიანობასაც აღვადგენდით და აფხაზებიც ჩვენზე ლოცვას დაიწყებდნენ, თუმცა ეს რითი დამთავრდა ყველამ ვნახეთ, ამიტომ მე ამ შემთხვევაშიც ურწმუნო თომას პოზიციაში შეიძლება გამოვიდე. კი, ერთის მხრივ ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრი სიურპრიზის მომსწრე გაგვხადა და შეუძლებელი გააკეთა, თუნდაც არჩევნებში სააკაშვილის დამარცხებით, მაგრამ მეორეს მხრივ აქ სხვა სიტუაციაა - ვერ წარმომიდგენია, ბიძინა ივანიშვილმა როგორ უნდა დაიწყოს თუნდაც კონსტრუქციული კრიტიკა მის მიერვე შერჩეული მთავრობის. ამას დავიჯერებდი სხვა მთავრობა რომ ყოფილიყო და მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრი მისი ხელდასმული არ იყოს. მთავრობის სელექცია თავიდან ბოლომდე მან მოახდინა და ვერ წარმომიდგენია, მინისტრებთან, რომლებზეც გუშინ იძახდა, რომ ძალიან კარგები და თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან, დღეს პრეტენზიები ჰქონდეს. ძნელია წინასწარ შეფასებების გაკეთება, სანამ არ მოვისმენთ ივანიშვილის პირველ კომენტარს მთავრობის ეფექტურობაზე - თუ მან იმის მტკიცება დაუწყო ხალხს, რომ ლარი გამყარდა, ცხოვრება გაუმჯობესდა, ფასები დაეცა, პროდუქცია მეტი შემოდის და ტერიტორიებს ვიბრუნებთ, მაშინ სხვა ამბავთან გვექნება საქმე... დღეს შეფასება ძნელია. დღეს ჩემი პოზიცია ასეთია – ფრთხილი ოპტიმიზმი, არავითარი ეიფორია", - განუმარტა სოსო ცინცაძემ Ambebi.ge-ს.

იმაში, რასაც პოლიტოლოგები ეჭვის თვალით უყურებენ, დარწმუნებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ ბიძინა ივანიშვილს არც ახალი ამოცანის ამოხსნა გაუჭირდება. პრემიერი განმარტავს, რომ სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მისიაა და მიიჩნევს, რომ მის შესრულებას საუკეთესო ხელმძღვანელი ჰყავს.

"რა თქმა უნდა, მივესალმები ორგანიზაცია "მოქალაქის" ჩამოყალიბებას, რადგან სამოქალაქო სექტორის გაძლიერება ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მისიაა. სამოქალაქო საზოგადოებას განვითარება ნამდვილად სჭირდება და მიმაჩნია, რომ ბატონი ბიძინა ამ მიმართულებითაც მოახდენს ძალიან დიდ ძვრებს და ბევრ სასიკეთო ცვლილებას. ჩვენი საზოგადოების განვითარება აუცილებელია, მხოლოდ ხელისუფლების ცვლილება არ არის საკმარისი, საჭიროა თანხვედრი პროცესი", - მიიჩნევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ახალი მოთამაშის გამოჩენას უკვე გამოცდილი ენჯეოებიც მხოლოდ მიესალმებიან. "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ფიქრობს, რომ ძლიერი ორგანიზაციის ჩამოყალიბება სამოქალაქო სექტორს უფრო განამტკიცებს. ახალ მოთამაშეს წარმატებას უსურვებს კახა კოჟორიძეც, თუმცა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე "მოქალაქის" დაარსებასთან დაკავშირებით შეფასების გაკეთებას ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციის შემდეგ არჩევს.

"ვფიქრობ, რომ უკვე არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში ნამდვილად არანაირი ცვლილება არ იქნება, ზოგადად გარემო, რა თქმა უნდა, შეიცვლება თუკი ძლიერი მოთამაშე გამოჩნდება და ეს არის, პირიქით, კარგი, რადგან ჩვენ გვეყოლება კონკურენტი ან თანამოაზრე", - აცხადებს ეკა გიგაური.

ბიძინა ივანიშვილი მის მიერ ერთი დღის წინ დაარსებული ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესახებ 28 იანვარს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს. მისი გამართვის ადგილი და დრო ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ პრესკონფერენციას ქართულის გარდა, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. ისე როგორც ორგანიზაციასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ინფორმაცია, 28-მდე გასაიდუმლოებულია წევრთა ვინაობაც. ერთადერთი კადრი, რომელიც ასევე საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით გახდა ცნობილი "მოქალაქის" აღმასრულებელი დირექტორი, "ჯიპას" კურსდამთავრებული გიორგი საბანაძეა...

ყოფილი პრემიერ-მინისტრი პოლიტიკოსის რანგში საზოგადოებას ნოემბრის ბოლოს დაემშვიდობა. ივანიშვილმა ჯერ კიდევ მაშინ დაანონსა, რომ ახალი - მოქალაქის სტატუსით ბრძოლის მორიგ რაუნდს დაიწყებდა და საზოგადოება შემდეგი სიტყვებით დაამშვიდა: "მე არსად მივდივარ, მე მოვდივარ"... ის დაპირების და გეგმის მიხედვით მოქმედებას განაგრძობს - ორი თვის შემდეგ ისევ მოდის...

ლელა ბაღდავაძე, Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა