პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
რა დავაშავეთ არამწეველებმა?!
რა დავაშავეთ არამწეველებმა?!

ძა­ლი­ან მში­ო­და და ამი­ტომ შე­ვე­დი კა­ფე­ში, თო­რემ რო­გორც წესი, ვე­რი­დე­ბი ისეთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში შეს­ვლას, სა­დაც ნე­ბა­დარ­თუ­ლია მო­წე­ვა და არა­ვინ დარ­დობს, შენ სუ­ლის ხუთ­ვა გე­წყე­ბა თუ თა­ვის ტკი­ვი­ლი ნი­კო­ტი­ნის მძაფრ სუნ­ზე...

თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლი ვნა­ხე თუ არა, ჩა­მოვ­ჯე­ქი და რად­გან ოცი­ო­დე წუთი მქონ­და, თა­ვად მო­ვი­ტა­ნე ყა­ვაც და ნამ­ცხვა­რიც მა­გი­დას­თან.

ჩემ წინ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი იჯდა ორ პა­ტა­რა გო­გო­ნას­თან ერ­თად, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი შე­უს­ვე­ნებ­ლად ახ­ვე­ლებ­და.

- გა­ცი­ვე­ბუ­ლია?! - ვი­კი­თხე თა­ნაგ­რძნო­ბით.

- არა, რო­გორც ჩანს, სი­გა­რე­ტის კვამ­ლზე აქვს რე­აქ­ცია, - და­ბოღ­მილ­მა მო­ათ­ვა­ლი­ე­რა ახალ­გაზ­რდე­ბით სავ­სე სივ­რცე, სა­დაც სა­მი­დან ორი მა­ინც ეწე­ო­და და ბავ­შვებს ჭა­მის დას­რუ­ლე­ბა არ აცა­ლა, - წა­ვი­დეთ, მამი და სხვა კაფე მოვ­ძებ­ნოთ, სა­დაც არ ეწე­ვი­ან...

ისი­ნი წა­ვიდ­ნენ და მე იმა­ზე და­ვი­წყე ფიქ­რი, არ­სე­ბობს თუ არა ქა­ლაქ­ში კაფე, სა­დაც მო­წე­ვა აკ­რძა­ლუ­ლია და რა­ტომ­ღაც ვერ გა­ვიხ­სე­ნე. სამ­წუ­ხა­როდ, იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­შიც კი ეწე­ვი­ან, სა­დაც გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი წარ­წე­რე­ბია გა­კე­თე­ბუ­ლი: "ჩვენ­თან არ ეწე­ვი­ან!"

ვი­ცო­დი, რა პა­სუხ­საც მი­ვი­ღებ­დი, მაგ­რამ მა­ინც ვუ­საყ­ვე­დუ­რე კა­ფეს მე­პატ­რო­ნეს:

- უამ­რა­ვი ბავ­შვი შე­მო­დის აქ და რა­ტომ არ არის აკ­რძა­ლუ­ლი მო­წე­ვა?

- მო­წე­ვა რომ ავ­კრძა­ლო, კლი­ენ­ტე­ბის ნა­ხე­ვა­რი გა­მექ­ცე­ვა და რით ვი­არ­სე­ბო მერე?

...დიდი ხა­ნია ვიბ­რძვი, რომ ჩემი ქა­ლა­ქის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორტზე გა­კეთ­დეს წარ­წე­რა, რომ მძღო­ლი მწე­ვე­ლია და თუ უსაშ­ვე­ლო არ მჭირს, აღარ ავალ სა­ლონ­ში, სა­დაც ორი­ო­დე წუთ­ში მე­წყე­ბა ას­თმუ­რი ხუთ­ვა და იმის ნაც­ვლად, ვინ­მემ მო­მი­ბო­დი­შოს, უკ­მა­ყო­ფი­ლოდ ბუ­ზღუ­ნე­ბენ მწე­ვე­ლე­ბი და გან­სა­კუთ­რე­ბით მძღო­ლი ცხა­რობს: - თუ ავად­მყო­ფია, ვერ და­ე­ტე­ვა სახ­ლში? რამ­დე­ნი სი­გა­რე­ტი მო­მინ­დე­ბა, იმ­დენ­ჯერ რომ გა­ვა­ჩე­რო მან­ქა­ნა და ძირს ჩა­ვი­დე, მგზავ­რი მე მო­მიც­დის?!

ამას წი­ნათ ვერ მო­ვით­მი­ნე და ენა შე­ვუბ­რუ­ნე მა­მის ტოლს:

- თქვენ სი­გა­რე­ტის მო­წე­ვით ფილ­ტვებს ილ­პობთ და ავად­მყო­ფი მე ვარ?!

იმის ნაც­ვლად, ჩემი მხა­რე და­ე­ჭი­რათ, მომ­დგნენ, მაგ­რამ რას მომ­დგნენ?! ქა­ლიც და კა­ციც, ახალ­გაზ­რდაც და ასა­კო­ვა­ნიც: ელა­პა­რა­კე ახლა ამას... კაცს თა­ვი­სი გას­ჭირ­ვე­ბია, უფილტრო სი­გა­რეტს ეწე­ვა დარ­დის­გან ტვი­ნა­რე­უ­ლი და ესეც არ შე­არ­გო იქ­ნე­ბა!... თუ ვერ იტან სი­გა­რე­ტის სუნს, დე­ი­ჭი­რე ტაქ­სი და წაი, სა­ცხა მი­დი­ხარ...

რა­ტომ უნდა და­ვი­ჭი­რო ტაქ­სი და რა­ტომ უნდა მას­წავ­ლო, რო­გორ და რა­ნა­ი­რად ვიმ­გზავ­რო?! - სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი იმი­სია, რომ ჩემს სურ­ვილ­საც უნდა გა­უ­წი­ოს ვინ­მემ ან­გა­რი­ში და ცხვირ­ში არ შე­მო­მა­ბო­ლოს...

თუმ­ცა, პრო­ტეს­ტის ხმა­მაღ­ლა გა­მო­ხატ­ვას აზრი არა აქვს, რად­გან ისი­ნი ბევ­რნი არი­ან, მე კი რა­ტომ­ღაც - ერთი...

ინ­ტერ­ნე­ტი­დან ამოვ­ბეჭ­დე და ჩემს სა­მუ­შაო კა­ბი­ნეტ­ში გა­ვა­კა­რი არამ­წე­ვე­ლის ჯან­სა­ღი და მწე­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის გა­შა­ვე­ბუ­ლი ფილ­ტვე­ბის ფოტო, რომ თუ ყვე­ლა არა, ერთი-ორი ადა­მი­ა­ნი მა­ინც და­მე­ფიქ­რე­ბი­ნა, რა ზი­ანს აყე­ნებს ჯერ თა­ვის თავს და მერე - სხვებს, როცა იძუ­ლე­ბულს ხდის, მისი გა­მო­ნა­ბოლ­ქვი ისუნ­თქოს. შენც არ მო­მიკ­ვდე - შე­მომ­ხე­და­ვენ და რად­გან არ ვე­წე­ვი, შე­თან­ხმე­ბუ­ლე­ბი­ვით მე­კი­თხე­ბი­ან, ავად ხომ არა ვარ. მარ­თლა აღარ ვიცი, რა ვქნა და ვის მივ­მარ­თო, რომ ქვეყ­ნის მას­შტა­ბით და­ი­წყოს მუ­შა­ო­ბა იმის­თვის, რომ პირ­ველ რიგ­ში არამ­წე­ვე­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი იქ­ნას და­ცუ­ლი და მერე იფიქ­რონ მწე­ვე­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც არც ცდი­ლო­ბენ ჩემ­ნა­ი­რებს ან­გა­რი­ში გა­უ­წი­ონ. მე კი არც ავად­მყო­ფი ვარ და არც თეთ­რი ყვა­ვი. ვარ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც არ უნდა დიდი ქა­ლა­ქე­ბის ისე­დაც და­ბინ­ძუ­რე­ბულ ატ­მოს­ფე­რო­ში, და­მა­ტე­ბით სხვი­სი გა­მოშ­ვე­ბუ­ლი კვამ­ლი ყლა­პოს და მხო­ლოდ იმი­ტომ მო­ით­მი­ნოს, რომ იმ ვი­ღა­ცას სი­გა­რე­ტი ნერ­ვე­ბის და­წყნა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა...

სხვა­თა შო­რის, ევ­რო­პას­თან ასო­ცი­რე­ბა რომ გვი­ხა­რია და თავს ვიკ­ლავთ - ძი­რძვე­ლი ევ­რო­პე­ლე­ბი ვარ­თო, ჭეშ­მა­რი­ტად ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილ ად­გი­ლებ­შია მო­წე­ვა ნე­ბა­დარ­თუ­ლი და და­ნა­შა­უ­ლად ით­ვლე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში სი­გა­რე­ტის გა­ბო­ლე­ბა და იქ­ნებ არც კი გვი­ღირს ქარ­თვე­ლებს ჩვე­ნი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმ კა­რის შე­ღე­ბა, სა­დაც ჩვენს ჭკუ­ა­ზე არა­ვინ გვა­პარ­პა­შებს და კა­ნო­ნე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მას გვა­ი­ძუ­ლე­ბენ?

ინგა ჯა­ყე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რა დავაშავეთ არამწეველებმა?!

რა დავაშავეთ არამწეველებმა?!

ძალიან მშიოდა და ამიტომ შევედი კაფეში, თორემ როგორც წესი, ვერიდები ისეთ დაწესებულებებში შესვლას, სადაც ნებადართულია მოწევა და არავინ დარდობს, შენ სულის ხუთვა გეწყება თუ თავის ტკივილი ნიკოტინის მძაფრ სუნზე...

თავისუფალი ადგილი ვნახე თუ არა, ჩამოვჯექი და რადგან ოციოდე წუთი მქონდა, თავად მოვიტანე ყავაც და ნამცხვარიც მაგიდასთან.

ჩემ წინ ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა ორ პატარა გოგონასთან ერთად, რომელთაგან ერთ-ერთი შეუსვენებლად ახველებდა.

- გაცივებულია?! - ვიკითხე თანაგრძნობით.

- არა, როგორც ჩანს, სიგარეტის კვამლზე აქვს რეაქცია, - დაბოღმილმა მოათვალიერა ახალგაზრდებით სავსე სივრცე, სადაც სამიდან ორი მაინც ეწეოდა და ბავშვებს ჭამის დასრულება არ აცალა, - წავიდეთ, მამი და სხვა კაფე მოვძებნოთ, სადაც არ ეწევიან...

ისინი წავიდნენ და მე იმაზე დავიწყე ფიქრი, არსებობს თუ არა ქალაქში კაფე, სადაც მოწევა აკრძალულია და რატომღაც ვერ გავიხსენე. სამწუხაროდ, იმ დაწესებულებებშიც კი ეწევიან, სადაც გამაფრთხილებელი წარწერებია გაკეთებული: "ჩვენთან არ ეწევიან!"

ვიცოდი, რა პასუხსაც მივიღებდი, მაგრამ მაინც ვუსაყვედურე კაფეს მეპატრონეს:

- უამრავი ბავშვი შემოდის აქ და რატომ არ არის აკრძალული მოწევა?

- მოწევა რომ ავკრძალო, კლიენტების ნახევარი გამექცევა და რით ვიარსებო მერე?

...დიდი ხანია ვიბრძვი, რომ ჩემი ქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გაკეთდეს წარწერა, რომ მძღოლი მწეველია და თუ უსაშველო არ მჭირს, აღარ ავალ სალონში, სადაც ორიოდე წუთში მეწყება ასთმური ხუთვა და იმის ნაცვლად, ვინმემ მომიბოდიშოს, უკმაყოფილოდ ბუზღუნებენ მწეველები და განსაკუთრებით მძღოლი ცხარობს: - თუ ავადმყოფია, ვერ დაეტევა სახლში? რამდენი სიგარეტი მომინდება, იმდენჯერ რომ გავაჩერო მანქანა და ძირს ჩავიდე, მგზავრი მე მომიცდის?!

ამას წინათ ვერ მოვითმინე და ენა შევუბრუნე მამის ტოლს:

- თქვენ სიგარეტის მოწევით ფილტვებს ილპობთ და ავადმყოფი მე ვარ?!

იმის ნაცვლად, ჩემი მხარე დაეჭირათ, მომდგნენ, მაგრამ რას მომდგნენ?! ქალიც და კაციც, ახალგაზრდაც და ასაკოვანიც: ელაპარაკე ახლა ამას... კაცს თავისი გასჭირვებია, უფილტრო სიგარეტს ეწევა დარდისგან ტვინარეული და ესეც არ შეარგო იქნება!... თუ ვერ იტან სიგარეტის სუნს, დეიჭირე ტაქსი და წაი, საცხა მიდიხარ...

რატომ უნდა დავიჭირო ტაქსი და რატომ უნდა მასწავლო, როგორ და რანაირად ვიმგზავრო?! - საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმისია, რომ ჩემს სურვილსაც უნდა გაუწიოს ვინმემ ანგარიში და ცხვირში არ შემომაბოლოს...

თუმცა, პროტესტის ხმამაღლა გამოხატვას აზრი არა აქვს, რადგან ისინი ბევრნი არიან, მე კი რატომღაც - ერთი...

ინტერნეტიდან ამოვბეჭდე და ჩემს სამუშაო კაბინეტში გავაკარი არამწეველის ჯანსაღი და მწეველი ადამიანის გაშავებული ფილტვების ფოტო, რომ თუ ყველა არა, ერთი-ორი ადამიანი მაინც დამეფიქრებინა, რა ზიანს აყენებს ჯერ თავის თავს და მერე - სხვებს, როცა იძულებულს ხდის, მისი გამონაბოლქვი ისუნთქოს. შენც არ მომიკვდე - შემომხედავენ და რადგან არ ვეწევი, შეთანხმებულებივით მეკითხებიან, ავად ხომ არა ვარ. მართლა აღარ ვიცი, რა ვქნა და ვის მივმართო, რომ ქვეყნის მასშტაბით დაიწყოს მუშაობა იმისთვის, რომ პირველ რიგში არამწეველების ინტერესები იქნას დაცული და მერე იფიქრონ მწეველებზე, რომლებიც არც ცდილობენ ჩემნაირებს ანგარიში გაუწიონ. მე კი არც ავადმყოფი ვარ და არც თეთრი ყვავი. ვარ ადამიანი, რომელსაც არ უნდა დიდი ქალაქების ისედაც დაბინძურებულ ატმოსფეროში, დამატებით სხვისი გამოშვებული კვამლი ყლაპოს და მხოლოდ იმიტომ მოითმინოს, რომ იმ ვიღაცას სიგარეტი ნერვების დაწყნარებაში ეხმარება...

სხვათა შორის, ევროპასთან ასოცირება რომ გვიხარია და თავს ვიკლავთ - ძირძველი ევროპელები ვართო, ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნებში მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებშია მოწევა ნებადართული და დანაშაულად ითვლება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიგარეტის გაბოლება და იქნებ არც კი გვიღირს ქართველებს ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე, იმ კარის შეღება, სადაც ჩვენს ჭკუაზე არავინ გვაპარპაშებს და კანონების პატივისცემას გვაიძულებენ?

ინგა ჯაყელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია