მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ "დასჯის" ევროპა უკრაინას
როგორ "დასჯის" ევროპა უკრაინას

უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ნი­კო­ლაი აზა­როვს და­ვო­სის მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე შე­საძ­ლოა, ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­დონ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იგი სი­ტყვით ვე­ღარ გა­მო­ვა მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის პლე­ნა­რულ სე­სი­ა­ზე - "უკ­რა­ი­ნის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი. ევ­რო­პა­სა და რუ­სეთ­თან მჭიდ­რო კავ­შირ­ში რო­გო­რი იქ­ნე­ბა უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი მო­მა­ვა­ლი".

მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის პრეს­სამ­სა­ხურ­ში ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჯერ არ ადას­ტუ­რე­ბენ.

აზა­რო­ვი ფო­რუმ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად შვე­ი­ცა­რი­ა­ში უკვე ჩა­ვი­და. ვი­ზი­ტის პროგ­რა­მის თა­ნახ­მად, უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რას გა­მარ­თავს, მათ შო­რის და­გეგ­მი­ლია მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ რო­ბერტ ასე­ვე­დოს­თან.

და­გეგ­მი­ლია ნი­კო­ლაი აზა­რო­ვის შეხ­ვედ­რა შვე­ი­ცა­რი­ის კონ­ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტ დი­დიე ბურკჰალ­ტერ­თა­ნაც.

თუმ­ცა, გა­ი­მარ­თე­ბა თუ არა ვი­ზი­ტის პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი, ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია.

რი­გით 44-ე მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მი და­ვოს­ში გუ­შინ გა­იხ­სნა. ფო­რუ­მის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა უკ­რა­ი­ნა­ში და­ღუ­პულ­თა ხსოვ­ნას წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლით პა­ტი­ვი მი­ა­გეს.

გარ­და ამი­სა, ევ­რო­კავ­ში­რი უკ­რა­ი­ნას­თან ოფი­ცი­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბას გა­წყვეტს, თუ და­დას­ტურ­დე­ბა, რომ მი­ლი­ცია დე­მონ­სტრან­ტებს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ეს­რო­და. ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ია­ცეკ პრო­ტა­სე­ვიჩ­მა გა­ნა­ცხა­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას "ბი­ბი­სის" უკ­რა­ი­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი შო­კის­მომ­გვრე­ლია.

"თუ და­დას­ტურ­და, რომ მი­ლი­ცი­ამ დე­მონ­სტრან­ტებს ცე­ცხლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გა­უხ­სნა, უკ­რა­ი­ნა­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი კარ­დი­ნა­ლუ­რად შე­იც­ვლე­ბა. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ ვერ გვექ­ნე­ბა უკ­რა­ი­ნას­თან ისე­თი­ვე ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­გორც ადრე", - გა­ნა­ცხა­და პრო­ტა­სე­ვიჩ­მა.

ამას­თან, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის თქმით, უკ­რა­ი­ნას­თან დი­ა­ლო­გი საფრ­თხის ქვე­შაა.

"ქუ­ჩებ­ში დაღ­ვრი­ლი სის­ხლი ყვე­ლა­ფერს ცვლის", - აღ­ნიშ­ნა ია­ცეკ პრო­ტა­სე­ვიჩ­მა.

უკ­რა­ი­ნა­ში, ძა­ლო­ვა­ნებ­სა და დე­მონ­სტრან­ტებს შო­რის მომ­ხდა­რი შე­ტა­კე­ბის შე­დე­გად ხუთი ადა­მი­ა­ნია და­ღუ­პუ­ლი. უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოთხ მათ­განს ჭრი­ლო­ბე­ბი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით აქვთ მი­ყე­ნე­ბუ­ლი თა­ვის, გულ-მკერ­დი­სა და კის­რის არე­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე: ევ­რო­კავ­ში­რი მზა­დაა უკ­რა­ი­ნე­ლი ოლი­გარ­ქე­ბის სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი შე­ა­მოწ­მოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

როგორ "დასჯის" ევროპა უკრაინას

როგორ "დასჯის" ევროპა უკრაინას

უკრაინის პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი აზაროვს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შესაძლოა, ბოიკოტი გამოუცხადონ. გავრცელებული ინფორმაციით, იგი სიტყვით ვეღარ გამოვა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე - "უკრაინის პერსპექტივები. ევროპასა და რუსეთთან მჭიდრო კავშირში როგორი იქნება უკრაინის პოლიტიკური და ეკონომიკური მომავალი".

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრესსამსახურში ამ ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებენ.

აზაროვი ფორუმში მონაწილეობის მისაღებად შვეიცარიაში უკვე ჩავიდა. ვიზიტის პროგრამის თანახმად, უკრაინის პრემიერ-მინისტრი რამდენიმე შეხვედრას გამართავს, მათ შორის დაგეგმილია მოლაპარაკებები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ რობერტ ასევედოსთან.

დაგეგმილია ნიკოლაი აზაროვის შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტ დიდიე ბურკჰალტერთანაც.

თუმცა, გაიმართება თუ არა ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებული შეხვედრები, ამ ეტაპზე უცნობია.

რიგით 44-ე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში გუშინ გაიხსნა. ფორუმის მონაწილეებმა უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

გარდა ამისა, ევროკავშირი უკრაინასთან ოფიციალურ ურთიერთობას გაწყვეტს, თუ დადასტურდება, რომ მილიცია დემონსტრანტებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროდა. ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა იაცეკ პროტასევიჩმა განაცხადა. ინფორმაციას "ბიბისის" უკრაინული სამსახური ავრცელებს.

მისივე განცხადებით, უკრაინაში განვითარებული მოვლენები შოკისმომგვრელია.

"თუ დადასტურდა, რომ მილიციამ დემონსტრანტებს ცეცხლი ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნა, უკრაინასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კარდინალურად შეიცვლება. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვერ გვექნება უკრაინასთან ისეთივე ურთიერთობა, როგორც ადრე", - განაცხადა პროტასევიჩმა.

ამასთან, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, უკრაინასთან დიალოგი საფრთხის ქვეშაა.

"ქუჩებში დაღვრილი სისხლი ყველაფერს ცვლის", - აღნიშნა იაცეკ პროტასევიჩმა.

უკრაინაში, ძალოვანებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად ხუთი ადამიანია დაღუპული. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოთხ მათგანს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული თავის, გულ-მკერდისა და კისრის არეში.

იხილეთ ასევე: ევროკავშირი მზადაა უკრაინელი ოლიგარქების საბანკო ანგარიშები შეამოწმოს

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა