პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოწევა სიბრმავეს იწვევს
მოწევა სიბრმავეს იწვევს

ამე­რი­კელ­მა ექი­მებ­მა გა­ა­ფარ­თო­ვეს და­ა­ვა­დე­ბა­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მელ­საც მო­წე­ვა იწ­ვევს. მას­ში შე­ვი­და სიბრმა­ვე, მე­ო­რე ტი­პის დი­ა­ბე­ტი, მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის და ღვიძ­ლის კიბო, რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტი და იმ­პო­ტენ­ცია.

ამის შე­სა­ხებ აშშ-ის მთა­ვა­რი სა­ნი­ტა­რუ­ლი ექი­მის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის, ბო­რის ლუშ­ნი­ა­კის მოხ­სე­ნე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

"ახლა მწე­ვე­ლებს ფილ­ტვის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის უფრო მეტი საფრ­თხე ემუქ­რე­ბათ, ვიდ­რე 1964 წელს, როცა მთა­ვა­რი სა­ნი­ტა­რუ­ლი ექი­მის პირ­ვე­ლი მოხ­სე­ნე­ბა გა­მოქ­ვეყ­ნდა. მარ­თა­ლია ადა­მი­ა­ნე­ბი ახლა უფრო ნაკ­ლებ სი­გა­რეტს ეწე­ვი­ან",- ნათ­ქვა­მია ლუშ­ნი­ა­კის დო­კუ­მენ­ტში.

ბოლო კვლე­ვის თა­ნახ­მად, მო­წე­ვას ასე­ვე შე­უძ­ლია სიბრმა­ვე, დი­ა­ბე­ტი, მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის და ღვიძ­ლის კიბო გა­მო­იწ­ვი­ოს.

გარ­და ამი­სა, აქ­ტი­ურ მწე­ვე­ლებს ტუ­ბერ­კუ­ლი­ო­ზი, იმ­პო­ტენ­ცია, რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტი და იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის დაქ­ვე­ი­თე­ბა ემუქ­რე­ბათ. პა­სი­ურ მწე­ვე­ლებ­ში ინ­სულ­ტის რის­კი იზ­რდე­ბა, აღ­ნიშ­ნუ­ლია მოხ­სე­ნე­ბა­ში.

ლუშ­ნი­ა­კი აღ­ნიშ­ნავს, რომ 2014 წელს მო­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან, და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი მოკ­ვდე­ბა. ყო­ველ დღე 3200-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ პირ­ველ სი­გა­რეტს ეწე­ვა.

თუ არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა 5,6 მლნ ბავ­შვი და მო­ზარ­დი ზრდას­რულ ასაკ­ში მო­წე­ვის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით მოკ­ვდე­ბა, დას­ძენს ლუშ­ნი­ა­კი.

დღე­ის­თვის აშშ-ში მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 18% ეწე­ვა, მა­შინ, როცა 1964 წელს, რო­დე­საც პირ­ვე­ლად ანა­ლო­გი­უ­რი მოხ­სე­ნე­ბა გა­კეთ­და, მწე­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 42%-ს აღ­წევ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Интерфакс-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

მოწევა სიბრმავეს იწვევს

მოწევა სიბრმავეს იწვევს

ამერიკელმა ექიმებმა გააფართოვეს დაავადებათა ჩამონათვალი, რომელსაც მოწევა იწვევს. მასში შევიდა სიბრმავე, მეორე ტიპის დიაბეტი, მსხვილი ნაწლავის და ღვიძლის კიბო, რევმატოიდული ართრიტი და იმპოტენცია.

ამის შესახებ აშშ-ის მთავარი სანიტარული ექიმის მოვალეობის შემსრულებლის, ბორის ლუშნიაკის მოხსენებაშია ნათქვამი.

"ახლა მწეველებს ფილტვის კიბოს განვითარების უფრო მეტი საფრთხე ემუქრებათ, ვიდრე 1964 წელს, როცა მთავარი სანიტარული ექიმის პირველი მოხსენება გამოქვეყნდა. მართალია ადამიანები ახლა უფრო ნაკლებ სიგარეტს ეწევიან",- ნათქვამია ლუშნიაკის დოკუმენტში.

ბოლო კვლევის თანახმად, მოწევას ასევე შეუძლია სიბრმავე, დიაბეტი, მსხვილი ნაწლავის და ღვიძლის კიბო გამოიწვიოს.

გარდა ამისა, აქტიურ მწეველებს ტუბერკულიოზი, იმპოტენცია, რევმატოიდული ართრიტი და იმუნური სისტემის დაქვეითება ემუქრებათ. პასიურ მწეველებში ინსულტის რისკი იზრდება, აღნიშნულია მოხსენებაში.

ლუშნიაკი აღნიშნავს, რომ 2014 წელს მოწევასთან დაკავშირებული დაავადებებისგან, დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი მოკვდება. ყოველ დღე 3200-ზე მეტი ადამიანი საკუთარ პირველ სიგარეტს ეწევა.

თუ არაფერი შეიცვლება 5,6 მლნ ბავშვი და მოზარდი ზრდასრულ ასაკში მოწევისგან გამოწვეული დაავადებებით მოკვდება, დასძენს ლუშნიაკი.

დღეისთვის აშშ-ში მოსახლეობის დაახლოებით 18% ეწევა, მაშინ, როცა 1964 წელს, როდესაც პირველად ანალოგიური მოხსენება გაკეთდა, მწეველთა რაოდენობა 42%-ს აღწევდა.

მომზადებულია Интерфакс-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს