მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კალაშნიკოვი ამერიკას "იპყრობს"
კალაშნიკოვი ამერიკას "იპყრობს"

რუ­სულ­მა კონ­ცერნ­მა "კა­ლაშ­ნი­კო­ვი" (ადრე გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "იჟ­მა­ში") ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან და კა­ნა­დას­თან, ამ ქვეყ­ნებ­ში ყო­ველ­წლი­უ­რად 200,000-მდე ერ­თე­უ­ლი ია­რა­ღის მი­წო­დე­ბა­ზე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მა. გან­ცხა­დე­ბა ამის შე­სა­ხებ კონ­ცერ­ნის პრეს-სამ­სა­ხურ­მა გა­ავ­რცე­ლა.

კონ­ტრაქ­ტი სა­ხელ­მწი­ფო კორ­პო­რა­ცია "როს­ტექსს", Russian Weapon Company-ს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­მა­ვალ კონ­ცერნ "კა­ლაშ­ნი­კოვ­სა" და სა­ხელ­მწი­ფო წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის 2014 წლის 14 იან­ვარს ლას-ვე­გას­ში გა­მარ­თულ შე­ი­ა­რა­ღე­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გა­მო­ფე­ნა­ზე Shot Show 2014 გა­ფორმ­და. მის სა­ფუძ­ველ­ზე Russian Weapon Company-მ აშშ-სა და კა­ნა­და­ში 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ექ­სპორ­ტი­რე­ბის ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა მი­ი­ღო.

ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლით მთელს მსოფ­ლი­ო­ში არინ გან­თქმულ­ნი. აშშ-ში კა­ლაშ­ნი­კო­ვის ავ­ტო­მა­ტე­ბი დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. საბ­რძო­ლო მო­დი­ფი­კა­ცი­ებ­თან ერ­თად, ამე­რი­კე­ლე­ბის მო­წო­ნე­ბას იმ­სა­ხუ­რებს კა­ლაშ­ნი­კო­ვის ბა­ზა­ზე შექ­მნი­ლი სპორ­ტუ­ლი ია­რა­ღი და სა­ფან­ტის კა­რა­ბი­ნე­ბი.

გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მთელს მსოფ­ლი­ო­ში კა­ლაშ­ნი­კო­ვის მარ­კის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის პო­პუ­ლა­რო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს. ამავდრო­უ­ლად სა­გუ­ლის­ხმოა, რომ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით, რომ­ლის წარ­მო­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბა­მაც 100 000 000 ერ­თე­ულს უკვე დიდი ხა­ნია გა­და­ა­ჭარ­ბა, არა მხო­ლოდ ქვეყ­ნე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი, არა­მედ სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბიც იხიბ­ლე­ბი­ან.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ topwar.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

კალაშნიკოვი ამერიკას "იპყრობს"

კალაშნიკოვი ამერიკას "იპყრობს"

რუსულმა კონცერნმა "კალაშნიკოვი" (ადრე გაერთიანება "იჟმაში") ამერიკის შეერთებულ შტატებთან და კანადასთან, ამ ქვეყნებში ყოველწლიურად 200,000-მდე ერთეული იარაღის მიწოდებაზე ხელშეკრულება გააფორმა. განცხადება ამის შესახებ კონცერნის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.

კონტრაქტი სახელმწიფო კორპორაცია "როსტექსს", Russian Weapon Company-ს შემადგენლობაში შემავალ კონცერნ "კალაშნიკოვსა" და სახელმწიფო წარმომადგენლებს შორის 2014 წლის 14 იანვარს ლას-ვეგასში გამართულ შეიარაღებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოფენაზე Shot Show 2014 გაფორმდა. მის საფუძველზე Russian Weapon Company-მ აშშ-სა და კანადაში 5 წლის განმავლობაში ცეცხლსასროლი იარაღის ექსპორტირების ექსკლუზიური უფლება მიიღო.

ამერიკის მოქალაქეები ცეცხლსასროლი იარაღისადმი სიყვარულით მთელს მსოფლიოში არინ განთქმულნი. აშშ-ში კალაშნიკოვის ავტომატები დიდი პოპულარობით სარგებლობს. საბრძოლო მოდიფიკაციებთან ერთად, ამერიკელების მოწონებას იმსახურებს კალაშნიკოვის ბაზაზე შექმნილი სპორტული იარაღი და საფანტის კარაბინები.

გაფორმებული ხელშეკრულება, უპირველეს ყოვლისა, მთელს მსოფლიოში კალაშნიკოვის მარკის ცეცხლსასროლი იარაღის პოპულარობაზე მეტყველებს. ამავდროულად საგულისხმოა, რომ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ცეცხლსასროლი იარაღით, რომლის წარმოების მოცულობამაც 100 000 000 ერთეულს უკვე დიდი ხანია გადააჭარბა, არა მხოლოდ ქვეყნების შეიარაღებული ძალები, არამედ სამოქალაქო პირებიც იხიბლებიან.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე