მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოვუაროთ კანს ზამთარში
როგორ მოვუაროთ კანს ზამთარში

ზამ­თრის სე­ზონ­ზე კან­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი უფრო მე­ტად იჩენს თავსს სე­ზონ­ზე კან­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი უფრო მე­ტად იჩენს თავს - არა­სა­სურ­ვე­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა მას­ზე სხვაგ­ვა­რად ზე­მოქ­მე­დებს და გა­მოშ­რო­ბას იწ­ვევს, რა­საც თა­ვის მხრივ, სხვა გარ­თუ­ლე­ბე­ბი მოს­დევს, თუ სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბას არ მი­ვაქ­ცევთ. დერ­მა­ტო-ვე­ნე­რო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, თა­მარ ება­ნო­ი­ძე კა­ნის პრობ­ლე­მებ­ზე, მათ გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა და გარ­კვე­ულ რჩე­ვებ­საც გვაძ­ლევს.

ყინ­ვი­სა და მზის ზე­მოქ­მე­დე­ბა ზამ­თარ­ში

- კა­ნის და­ა­ვა­დე­ბებს სე­ზო­ნუ­რო­ბა ახა­სი­ა­თებს და ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ზამ­თარ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მწვავ­დე­ბა. ამის ერთ-ერთი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი, შე­საძ­ლოა კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი იყოს. კანი ხომ ორ­გა­ნიზ­მის გა­რე­გა­ნი სა­ფარ­ვე­ლია, რო­მე­ლიც მას გა­რე­მოს არა­ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბის­გან, მე­ქა­ნი­კუ­რი, ქი­მი­უ­რი თუ ფი­ზი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბი­სა­გან იცავს, მო­ნა­წი­ლე­ობს ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლა­ში, სით­ბო-რე­გუ­ლა­ცი­ის პრო­ცეს­ში და ა.შ. კან­მა თა­ვი­სი ფუნ­ქცია ნორ­მა­ლუ­რად რომ შე­ას­რუ­ლოს, სა­ჭი­როა, ის მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან და­ვიც­ვათ. ზოგს ჰგო­ნია, რომ კანს მოვ­ლა, მზის ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბის­გან დაც­ვა, მხო­ლოდ ზა­ფხულ­ში სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ასე არ არის. ხში­რად, ზამ­თრის კუ­რორ­ტებ­ზე არა­ნაკ­ლებ დამ­წვრო­ბას იღე­ბენ, ვიდ­რე ზა­ფხულ­ში, მით უმე­ტეს, რო­დე­საც 1-2 დღით მი­დი­ან და მთელ დღეს მზე­ზე ატა­რე­ბენ. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ამ დროს მზის სხი­ვე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბა უფრო ძლი­ე­რია, რად­გან მისი არეკვლა თოვ­ლი­და­ნაც ხდე­ბა და ულტრა­ი­ის­ფერ სხი­ვებს ორ­მა­გი ეფექ­ტი აქვს.

კა­ნის და­ტე­ნი­ა­ნე­ბა

- თუ ზა­ფხულ­ში ვურ­ჩევთ, რომ ნამ­ზე­უ­რი ან მშრა­ლი კანი და­ტე­ნი­ა­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იქო­ნი­ონ, კან­მა რომ თა­ვი­სი ფუნ­ქცია ნორ­მა­ლუ­რად შე­ას­რუ­ლოს, ზამ­თარ­ში კი­დევ უფრო მეტი ინ­ტენ­სი­ვო­ბით უნდა და­ვა­ტე­ნი­ა­ნოთ, რად­გან და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ასე­ვე ცუდ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს კან­ზე, მის ნორ­მა­ლურ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, ვი­საც კა­ნის სიმ­შრა­ლის­კენ აქვს მიდ­რე­კი­ლე­ბა. თუმ­ცა, ჩვე­უ­ლებ­რივ, ჯან­მრთე­ლი კა­ნის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი, ზამ­თარ­ში იმა­ზე მე­ტად ცხი­მი­ა­ნი სა­ცხი უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ, ვიდ­რე წე­ლი­წა­დის სხვა დრო­საა სა­ჭი­რო და ეს აუ­ცი­ლებ­ლად გა­რეთ გას­ვლამ­დე 15-20 წუ­თით ადრე უნდა მოხ­დეს, რათა კა­ნის­თვის სა­ცხთან შე­გუ­ე­ბა სით­ბო­ში მოხ­დეს. თუ სა­ცხს პირ­და­პირ გა­რეთ გას­ვლის წინ წა­ვის­ვამთ, სი­ცი­ვე­ში კანი ალაგ-ალაგ გა­წით­ლდე­ბა და აჭ­რელ­დე­ბა, შემ­დგომ აი­ქერცლე­ბა და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კა­ნის გამო დერ­მა­ტო­ლოგ­თან ვი­ზი­ტი გარ­და­უ­ვა­ლი გახ­დე­ბა. თუ ექიმს დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ვა­კი­თხავთ, სა­ხე­ზე გვექ­ნე­ბა კა­ნის ერთ-ერთი და­ა­ვა­დე­ბა - კლი­მა­ტუ­რი ფაქ­ტო­რით გა­მოწ­ვე­უ­ლი მშრა­ლი ეგ­ზე­მა - კა­ნის ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სი, პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი უარ­ყო­ფი­თი ტემ­პე­რა­ტუ­რის მიერ. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი თა­ვი­დან შე­იძ­ლე­ბა ავი­ცი­ლოთ, თუ კანს ნორ­მა­ლუ­რად მო­ვუვ­ლით.

და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მომშრალ კან­ზე ვი­თარ­დე­ბა

- ზოგ­ჯერ პა­ცი­ენტს ჰგო­ნია, რომ კა­ნის და­ტე­ნი­ა­ნე­ბას კოს­მე­ტი­კუ­რი ეფექ­ტის­თვის ვურ­ჩევთ, რაც არას­წო­რია. მშრალ კან­ზე ძა­ლი­ან ად­ვი­ლად ვი­თარ­დე­ბა სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბა და პრო­ვო­ცირ­დე­ბა ის, რო­მე­ლიც პა­ცი­ენტს ქრო­ნი­კუ­ლად აქვს. მა­გა­ლი­თად: ეგ­ზე­მა, ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტი, ნე­ი­რო­დერ­მი­ტი, ფსო­რი­ა­ზი და ა.შ. ეს ქრო­ნი­კუ­ლად მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბე­ბია და მათი მკურ­ნა­ლო­ბი­სას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს გა­რე­მოს არა­ხელ­საყ­რე­ლი ფაქ­ტო­რე­ბის გა­მო­რი­ცხვას, რო­გორც ერთ-ერთ გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბელ ფაქ­ტორს. თუ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტი ყუ­რა­დღე­ბით იქ­ნე­ბა, და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვა და მოვ­ლა ეცო­დი­ნე­ბა, მას ეს და­ა­ვა­დე­ბა, თა­ვი­სი გამ­წვა­ვე­ბე­ბით, შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად შე­ა­წუ­ხებს. მავ­ნე ფაქ­ტო­რად, სახ­ლში გა­მომშრა­ლი ჰა­ე­რიც შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს. ამი­ტომ შე­ნო­ბა­ში ნორ­მა­ლუ­რი ტე­ნი­ა­ნო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ოთა­ხი ხში­რად, რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­ვა­ნი­ა­ვოთ. ზედ­მე­ტად გა­და­ხუ­რე­ბუ­ლი ოთა­ხი, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­ძი­ნე­ბე­ლი, ასე­ვე ცუ­დად მოქ­მე­დებს კან­ზე. ეს ყო­ვე­ლი­ვე თა­ვი­დან რომ ავი­ცი­ლოთ, ზამ­თარ­ში უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი-კა­ნის აღ­მდგე­ნი კრე­მე­ბი.

კანი და ასა­კის მა­ტე­ბა

- ასაკ­ში კა­ნის სტრუქ­ტუ­რა იც­ვლე­ბა და ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სხვა­ნა­ი­რი მოვ­ლა სჭირ­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ზამ­თარ­ში. ეს შე­ე­ხე­ბა რო­გორც სა­ხის, ისე ხე­ლის კანს. კანი ერ­თი­ა­ნი წარ­მო­ნაქ­მნია და ერ­თი­ა­ნად უნდა მო­ვუ­ა­როთ. უბ­რა­ლოდ, ღია ად­გი­ლებს - სა­ხეს, ხე­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უნდა მივ­ხე­დოთ.

ბავ­შვის კა­ნის მოვ­ლა

- ზამ­თარ­ში გა­რეთ გა­ყ­ვა­ნი­სას, ბავ­შვს ლო­ყე­ბი უწით­ლდე­ბა. მარ­თა­ლია, ზოგს მოს­წონს დაბ­რა­წუ­ლი ლო­ყე­ბი, მაგ­რამ სი­ცი­ვე­ზე გა­წით­ლე­ბუ­ლი კანი გა­მოშ­რო­ბას და დას­კდო­მას იწყებს, ამი­ტომ ეს რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ, ყო­ვე­ლი გაყ­ვა­ნის წინ, 15-20 წუ­თით ადრე, სა­ხე­ზე სა­ბავ­შვო დამ­ცა­ვი სა­ცხი უნდა წა­ვუს­ვათ.

კა­ნის სა­ცხი

- ზამ­თრი­სათ­ვის გან­კუთ­ვნილ სა­ცხებ­ში, რომ­ლე­ბიც ცნო­ბი­ლი, სა­უ­კე­თე­სო ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მი­ე­რაა მო­წო­დე­ბუ­ლი, თა­ვის­თა­ვა­დაა წყლი­სა და ცხი­მის ბა­ლან­სი ისე გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, რო­გორც ამ დროს კა­ნის­თვი­საა სა­ჭი­რო. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას იმ კოს­მე­ტი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე, რომ­ლებ­საც ქალ­ბა­ტო­ნე­ბი მო­იხ­მა­რენ. ძლი­ერ და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი და მკვე­ბა­ვი კრე­მე­ბი ზამ­თრის უარ­ყო­ფით ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზეა გათ­ვლი­ლი. მა­ღალ­ცხი­მი­ან სა­ცხებს ზა­ფხულ­ში ვერ გა­მო­ვი­ყე­ნებთ. თვა­ლის ირ­გვლივ გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი ნა­ო­ჭე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­ცხე­ბი, ძი­რი­თა­დად, სა­ღა­მოს უნდა წა­ვის­ვათ, დღი­სით უნდა მო­ვიხ­მა­როთ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი სა­ცხი.

დღის და ღა­მის კრე­მი

- აუ­ცი­ლებ­ლად გან­სხვავ­დება ერ­თმა­ნე­თის­გან და არაფ­რით არ შე­იძ­ლე­ბა ღა­მის კრე­მის დღი­სით წას­მა, რად­გან ის არ შე­ი­ცავს მზის ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბის­გან დამ­ცავ ფილტრს, ამი­ტომ როცა გა­რეთ ასე­თი სა­ცხით გავ­დი­ვართ, ხში­რია ლა­ქე­ბის გა­ჩე­ნის სა­შიშ­რო­ე­ბა, მათ­თან ბრძო­ლა კი შემ­დგომ­ში რთუ­ლია. ყვე­ლა ხა­რის­ხი­ან პრო­დუქ­ცი­ას, რო­მე­ლიც ბა­ზარ­ზეა შე­მო­სუ­ლი, მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს, რომ მზის­გან დამ­ცავ ფილტრს შე­ი­ცავს. სა­ცხე­ბი გან­სხვა­ვე­ბა ცხი­მი­ა­ნო­ბი­თაც. ამ სა­ცხე­ბის შერ­ჩე­ვა კი კა­ნის ტი­პის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნდა მოხ­დეს.

თმი­სა და თა­ვის კა­ნის მოვ­ლა

- თმის მოვ­ლა, პირ­ველ რიგ­ში, თა­ვის კა­ნის მოვ­ლას გუ­ლის­ხმობს. ამი­ტომ, ზამ­თარ­ში, რო­გორც კი ტემ­პე­რა­ტუ­რა ეცე­მა, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ თავ­სა­ბუ­რა­ვი. სამ­ხრე­თის ხალ­ხის­თვის ეს ცოტა მი­უ­ღე­ბე­ლი "სამ­კა­უ­ლია", რა­ტომ­ღაც ასე ფიქ­რო­ბენ, არა და სი­ცი­ვე­ში ქუდი უბ­რა­ლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია. თა­ვის კა­ნის მიკ­რო­ცირ­კუ­ლა­ცია იც­ვლე­ბა, გა­რეთ გას­ვლის დროს სის­ხლძარ­ღვე­ბი ვიწ­როვ­დე­ბა, თბილ შე­ნო­ბა­ში შეს­ვლი­სას კი უცებ ფარ­თოვ­დე­ბა, რე­გუ­ლა­რუ­ლად ასეთ პი­რო­ბებ­ში ყოფ­ნა კი სის­ხლძარ­ღვე­ბის დის­ფუნ­ქცი­ას იწ­ვევს და იწყე­ბა თმის ცვე­ნა. ამი­ტომ, პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლის მი­ხედ­ვით, სამ­ხრე­თის ქვეყ­ნებ­ში უფრო მეტი მე­ლო­ტი მა­მა­კა­ცია. ახლა კარ­გი ტენ­დენ­ცია შე­მო­ვი­და ქუ­დე­ბის მოხ­მა­რე­ბის, ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნე­ბი და ვა­ჟე­ბი მშვე­ნივ­რად იყე­ნე­ბენ და ეს კარ­გია, ზამ­თარ­ში თა­ვის კანი და თმის ბოლ­ქვი და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა.

თა­ვის კა­ნის და­ა­ვა­დე­ბე­ბი თუ ქერტლი?

- ქერტლის შემ­თხვე­ვა­ში სა­ჭი­როა გა­მოკ­ვლე­ულ იქ­ნეს თა­ვის კანი და მოხ­დეს იმ და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მო­რი­ცხვა, რომ­ლე­ბიც თა­ვის კა­ნის აქერ­ცვლა­დო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ექიმ­მა დერ­მა­ტო­ლოგ­მა უნდა მო­ახ­დი­ნოს დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა - ეს მარ­თლაც კა­ნის სიმ­შრა­ლეა, თუ საქ­მე კა­ნის სხვა და­ა­ვა­დე­ბას­თან გვაქვს, რო­მე­ლიც ხში­რად მო­სახ­ლე­ო­ბა­ში რო­გორც ქერტლი, ისე აღიქ­მე­ბა. ასე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბია, მა­გა­ლი­თად, ფსო­რი­ა­ზი, თა­ვის კა­ნის სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა, სე­ბო­რეა - მშრა­ლი, ცხი­მო­ვა­ნი და ა.შ. ამის თვით­ნე­ბუ­რად მოვ­ლა არ შე­იძ­ლე­ბა, არც ქერტლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო შამ­პუ­ნე­ბის რეკ­ლა­მებ­ზე აყო­ლა გვარ­გებს. არ­სე­ბობს ნა­ხევ­რად სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ დერ­მა­ტო­ლო­გის რჩე­ვის შემ­დეგ, მივ­ხე­დოთ ან ვუმ­კურ­ნა­ლოთ თა­ვის კანს, რომ მბზი­ნა­ვი, ჯან­სა­ღი თმა გვქონ­დეს.

ხე­ლე­ბის მოვ­ლა

- რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, კანი ორ­გა­ნიზ­მის ერ­თი­ა­ნი სა­ფარ­ვე­ლია და ხე­ლის კან­საც ანა­ლო­გი­უ­რი მოვ­ლა სჭირ­დე­ბა. ყო­ველ­თვის გა­მო­ვი­ყე­ნოთ დამ­ცა­ვი სა­ცხი და აუ­ცი­ლებ­ლად - ხელ­თათ­მა­ნი! ზო­გი­ერ­თი და­ა­ვა­დე­ბის დროს, აუ­ცი­ლე­ბე­ლიც კია. არ­სე­ბობს სი­ცი­ვის ალერ­გი­აც, ასე­ვე, მიკ­რო­ცირ­კუ­ლა­ცი­ის დარ­ღვე­ვა - რე­ი­ნოს სინ­დრო­მი, რომ­ლის დროს ხელ­თათ­მა­ნი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რათა და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ძნე­ლი სამ­კურ­ნა­ლოა, არ გარ­თულ­დეს.

- რა სიმპტო­მე­ბი აქვს ამ და­ა­ვა­დე­ბას?

- ხელი მუდ­მი­ვად ცივი აქვთ, ზამ­თარ-ზა­ფხულ. თი­თე­ბი უწით­ლდე­ბათ, ულურ­ჯდე­ბათ, უშუპ­დე­ბათ, მას­ზე მო­ლურ­ჯო, მო­ი­ა­სამ­ნის­ფრო ლა­ქე­ბი ჩნდე­ბა, შემ­დგომ შე­იძ­ლე­ბა მათ ად­გი­ლას წყლუ­ლე­ბიც გაჩ­ნდეს და ა.შ. ამი­ტომ, ამ ყვე­ლაფ­რის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ხელ­თათ­მა­ნი და ქუდი მო­ვიხ­მა­როთ. გა­სა­გე­ბია, რომ ზოგს არ მოს­წონს, მაგ­რამ და­მი­ჯე­რეთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია. რე­ი­ნოს სინ­დრო­მის დროს, ხელი ცივი წყლი­თაც არ უნდა და­ი­ბა­ნონ, აუ­ცი­ლებ­ლად თბი­ლი წყლით. ხე­ლის კანი ერთხელ რომ დას­კდე­ბა, მერე უკვე მისი სტრუქ­ტუ­რა იც­ვლე­ბა.

და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ფრჩხი­ლე­ბი

- ფრჩხი­ლის ცვლი­ლე­ბა - მტვრე­ვა­დო­ბა, გა­თხე­ლე­ბუ­ლი ფრჩხი­ლი, ესეც უნდა და­ვად­გი­ნოთ, რა და­ა­ვა­დე­ბის­გან მო­დის. თუ გა­მო­ი­რი­ცხე­ბა ფსო­რი­ა­ზი, წი­თე­ლი ბრტყე­ლი ლი­ქე­ნი, ეგ­ზე­მა, სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა, სხვა­დას­ხვა სა­ხის ონიჰო­დის­ტრო­ფია და ა.შ. მა­შინ შე­იძ­ლე­ბა ჩავ­თვა­ლოთ, რომ ეს ის ცნო­ბი­ლი ავი­ტა­მი­ნო­ზია, რო­მელ­ზეც ხში­რად სა­უბ­რო­ბენ. მოკ­ლედ, ჯერ და­ა­ვა­დე­ბე­ბი უნდა გა­მოვ­რი­ცხოთ და მერე გან­ვი­ხი­ლოთ, ფრჩხი­ლის შეც­ვლა და და­ზი­ა­ნე­ბა, ფი­ზი­კუ­რი ან ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის­გან მოხ­და თუ სხვა რა­მის­გან.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

როგორ მოვუაროთ კანს ზამთარში

როგორ მოვუაროთ კანს ზამთარში

ზამთრის სეზონზე კანთან დაკავშირებული პრობლემები უფრო მეტად იჩენს თავსს სეზონზე კანთან დაკავშირებული პრობლემები უფრო მეტად იჩენს თავს - არასასურველი ტემპერატურა მასზე სხვაგვარად ზემოქმედებს და გამოშრობას იწვევს, რასაც თავის მხრივ, სხვა გართულებები მოსდევს, თუ სათანადო ყურადღებას არ მივაქცევთ. დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, თამარ ებანოიძე კანის პრობლემებზე, მათ გამომწვევ მიზეზებზე გვესაუბრება და გარკვეულ რჩევებსაც გვაძლევს.

ყინვისა და მზის ზემოქმედება ზამთარში

- კანის დაავადებებს სეზონურობა ახასიათებს და ზოგიერთი მათგანი ზამთარში განსაკუთრებულად მწვავდება. ამის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა კლიმატური პირობები იყოს. კანი ხომ ორგანიზმის გარეგანი საფარველია, რომელიც მას გარემოს არახელსაყრელი პირობებისგან, მექანიკური, ქიმიური თუ ფიზიკური ზემოქმედებისაგან იცავს, მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, სითბო-რეგულაციის პროცესში და ა.შ. კანმა თავისი ფუნქცია ნორმალურად რომ შეასრულოს, საჭიროა, ის მავნე ზემოქმედებისგან დავიცვათ. ზოგს ჰგონია, რომ კანს მოვლა, მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვა, მხოლოდ ზაფხულში სჭირდება, მაგრამ ასე არ არის. ხშირად, ზამთრის კურორტებზე არანაკლებ დამწვრობას იღებენ, ვიდრე ზაფხულში, მით უმეტეს, როდესაც 1-2 დღით მიდიან და მთელ დღეს მზეზე ატარებენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ დროს მზის სხივების ზემოქმედება უფრო ძლიერია, რადგან მისი არეკვლა თოვლიდანაც ხდება და ულტრაიისფერ სხივებს ორმაგი ეფექტი აქვს.

კანის დატენიანება

- თუ ზაფხულში ვურჩევთ, რომ ნამზეური ან მშრალი კანი დატენიანებულ მდგომარეობაში იქონიონ, კანმა რომ თავისი ფუნქცია ნორმალურად შეასრულოს, ზამთარში კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით უნდა დავატენიანოთ, რადგან დაბალი ტემპერატურა ასევე ცუდ ზეგავლენას ახდენს კანზე, მის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვისაც კანის სიმშრალისკენ აქვს მიდრეკილება. თუმცა, ჩვეულებრივ, ჯანმრთელი კანის მქონე ადამიანების შემთხვევაშიც კი, ზამთარში იმაზე მეტად ცხიმიანი საცხი უნდა გამოვიყენოთ, ვიდრე წელიწადის სხვა დროსაა საჭირო და ეს აუცილებლად გარეთ გასვლამდე 15-20 წუთით ადრე უნდა მოხდეს, რათა კანისთვის საცხთან შეგუება სითბოში მოხდეს. თუ საცხს პირდაპირ გარეთ გასვლის წინ წავისვამთ, სიცივეში კანი ალაგ-ალაგ გაწითლდება და აჭრელდება, შემდგომ აიქერცლება და დაზიანებული კანის გამო დერმატოლოგთან ვიზიტი გარდაუვალი გახდება. თუ ექიმს დაგვიანებით მივაკითხავთ, სახეზე გვექნება კანის ერთ-ერთი დაავადება - კლიმატური ფაქტორით გამოწვეული მშრალი ეგზემა - კანის ანთებითი პროცესი, პროვოცირებული უარყოფითი ტემპერატურის მიერ. ეს ყველაფერი კი თავიდან შეიძლება ავიცილოთ, თუ კანს ნორმალურად მოვუვლით.

დაავადებები, რომლებიც გამომშრალ კანზე ვითარდება

- ზოგჯერ პაციენტს ჰგონია, რომ კანის დატენიანებას კოსმეტიკური ეფექტისთვის ვურჩევთ, რაც არასწორია. მშრალ კანზე ძალიან ადვილად ვითარდება სხვადასხვა დაავადება და პროვოცირდება ის, რომელიც პაციენტს ქრონიკულად აქვს. მაგალითად: ეგზემა, ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმიტი, ფსორიაზი და ა.შ. ეს ქრონიკულად მიმდინარე დაავადებებია და მათი მკურნალობისას დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს არახელსაყრელი ფაქტორების გამორიცხვას, როგორც ერთ-ერთ გამაღიზიანებელ ფაქტორს. თუ ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტი ყურადღებით იქნება, დაავადების მართვა და მოვლა ეცოდინება, მას ეს დაავადება, თავისი გამწვავებებით, შედარებით ნაკლებად შეაწუხებს. მავნე ფაქტორად, სახლში გამომშრალი ჰაერიც შეიძლება ჩაითვალოს. ამიტომ შენობაში ნორმალური ტენიანობის შესანარჩუნებლად ოთახი ხშირად, რეგულარულად გავანიავოთ. ზედმეტად გადახურებული ოთახი, განსაკუთრებით, საძინებელი, ასევე ცუდად მოქმედებს კანზე. ეს ყოველივე თავიდან რომ ავიცილოთ, ზამთარში უნდა გამოვიყენოთ დამატენიანებელი-კანის აღმდგენი კრემები.

კანი და ასაკის მატება

- ასაკში კანის სტრუქტურა იცვლება და ამის გათვალისწინებით, სხვანაირი მოვლა სჭირდება, განსაკუთრებით ზამთარში. ეს შეეხება როგორც სახის, ისე ხელის კანს. კანი ერთიანი წარმონაქმნია და ერთიანად უნდა მოვუაროთ. უბრალოდ, ღია ადგილებს - სახეს, ხელებს განსაკუთრებულად უნდა მივხედოთ.

ბავშვის კანის მოვლა

- ზამთარში გარეთ გა­ყ­ვანისას, ბავშვს ლოყები უწითლდება. მართალია, ზოგს მოსწონს დაბრაწული ლოყები, მაგრამ სიცივეზე გაწითლებული კანი გამოშრობას და დასკდომას იწყებს, ამიტომ ეს რომ თავიდან ავიცილოთ, ყოველი გაყვანის წინ, 15-20 წუთით ადრე, სახეზე საბავშვო დამცავი საცხი უნდა წავუსვათ.

კანის საცხი

- ზამთრისათვის განკუთვნილ საცხებში, რომლებიც ცნობილი, საუკეთესო ფარმაცევტული კომპანიების მიერაა მოწოდებული, თავისთავადაა წყლისა და ცხიმის ბალანსი ისე გადანაწილებული, როგორც ამ დროს კანისთვისაა საჭირო. იგივე შეიძლება ითქვას იმ კოსმეტიკურ საშუალებებზე, რომლებსაც ქალბატონები მოიხმარენ. ძლიერ დამატენიანებელი და მკვებავი კრემები ზამთრის უარყოფით ტემპერატურაზეა გათვლილი. მაღალცხიმიან საცხებს ზაფხულში ვერ გამოვიყენებთ. თვალის ირგვლივ გამოსაყენებელი ნაოჭების საწინააღმდეგო საცხები, ძირითადად, საღამოს უნდა წავისვათ, დღისით უნდა მოვიხმაროთ ჩვეულებრივი დამატენიანებელი საცხი.

დღის და ღამის კრემი

- აუცილებლად განსხვავ­დება ერთმანეთისგან და არაფრით არ შეიძლება ღამის კრემის დღისით წასმა, რადგან ის არ შეიცავს მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავ ფილტრს, ამიტომ როცა გარეთ ასეთი საცხით გავდივართ, ხშირია ლაქების გაჩენის საშიშროება, მათთან ბრძოლა კი შემდგომში რთულია. ყველა ხარისხიან პროდუქციას, რომელიც ბაზარზეა შემოსული, მითითებული აქვს, რომ მზისგან დამცავ ფილტრს შეიცავს. საცხები განსხვავება ცხიმიანობითაც. ამ საცხების შერჩევა კი კანის ტიპის გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

თმისა და თავის კანის მოვლა

- თმის მოვლა, პირველ რიგში, თავის კანის მოვლას გულისხმობს. ამიტომ, ზამთარში, როგორც კი ტემპერატურა ეცემა, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ თავსაბურავი. სამხრეთის ხალხისთვის ეს ცოტა მიუღებელი "სამკაულია", რატომღაც ასე ფიქრობენ, არა და სიცივეში ქუდი უბრალოდ აუცილებელია. თავის კანის მიკროცირკულაცია იცვლება, გარეთ გასვლის დროს სისხლძარღვები ვიწროვდება, თბილ შენობაში შესვლისას კი უცებ ფართოვდება, რეგულარულად ასეთ პირობებში ყოფნა კი სისხლძარღვების დისფუნქციას იწვევს და იწყება თმის ცვენა. ამიტომ, პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, სამხრეთის ქვეყნებში უფრო მეტი მელოტი მამაკაცია. ახლა კარგი ტენდენცია შემოვიდა ქუდების მოხმარების, ახალგაზრდა გოგონები და ვაჟები მშვენივრად იყენებენ და ეს კარგია, ზამთარში თავის კანი და თმის ბოლქვი დაცული იქნება.

თავის კანის დაავადებები თუ ქერტლი?

- ქერტლის შემთხვევაში საჭიროა გამოკვლეულ იქნეს თავის კანი და მოხდეს იმ დაავადებების გამორიცხვა, რომლებიც თავის კანის აქერცვლადობით მიმდინარეობს. ექიმმა დერმატოლოგმა უნდა მოახდინოს დიფერენცირება - ეს მართლაც კანის სიმშრალეა, თუ საქმე კანის სხვა დაავადებასთან გვაქვს, რომელიც ხშირად მოსახლეობაში როგორც ქერტლი, ისე აღიქმება. ასეთი დაავადებებია, მაგალითად, ფსორიაზი, თავის კანის სოკოვანი დაავადება, სებორეა - მშრალი, ცხიმოვანი და ა.შ. ამის თვითნებურად მოვლა არ შეიძლება, არც ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნების რეკლამებზე აყოლა გვარგებს. არსებობს ნახევრად სამკურნალო საშუალებები, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ დერმატოლოგის რჩევის შემდეგ, მივხედოთ ან ვუმკურნალოთ თავის კანს, რომ მბზინავი, ჯანსაღი თმა გვქონდეს.

ხელების მოვლა

- როგორც აღვნიშნეთ, კანი ორგანიზმის ერთიანი საფარველია და ხელის კანსაც ანალოგიური მოვლა სჭირდება. ყოველთვის გამოვიყენოთ დამცავი საცხი და აუცილებლად - ხელთათმანი! ზოგიერთი დაავადების დროს, აუცილებელიც კია. არსებობს სიცივის ალერგიაც, ასევე, მიკროცირკულაციის დარღვევა - რეინოს სინდრომი, რომლის დროს ხელთათმანი აუცილებელია, რათა დაავადება, რომელიც ძალიან ძნელი სამკურნალოა, არ გართულდეს.

- რა სიმპტომები აქვს ამ დაავადებას?

- ხელი მუდმივად ცივი აქვთ, ზამთარ-ზაფხულ. თითები უწითლდებათ, ულურჯდებათ, უშუპდებათ, მასზე მოლურჯო, მოიასამნისფრო ლაქები ჩნდება, შემდგომ შეიძლება მათ ადგილას წყლულებიც გაჩნდეს და ა.შ. ამიტომ, ამ ყველაფრის თავიდან ასარიდებლად, აუცილებელია ხელთათმანი და ქუდი მოვიხმაროთ. გასაგებია, რომ ზოგს არ მოსწონს, მაგრამ დამიჯერეთ, აუცილებელია. რეინოს სინდრომის დროს, ხელი ცივი წყლითაც არ უნდა დაიბანონ, აუცილებლად თბილი წყლით. ხელის კანი ერთხელ რომ დასკდება, მერე უკვე მისი სტრუქტურა იცვლება.

დაზიანებული ფრჩხილები

- ფრჩხილის ცვლილება - მტვრევადობა, გათხელებული ფრჩხილი, ესეც უნდა დავადგინოთ, რა დაავადებისგან მოდის. თუ გამოირიცხება ფსორიაზი, წითელი ბრტყელი ლიქენი, ეგზემა, სოკოვანი დაავადება, სხვადასხვა სახის ონიჰოდისტროფია და ა.შ. მაშინ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს ის ცნობილი ავიტამინოზია, რომელზეც ხშირად საუბრობენ. მოკლედ, ჯერ დაავადებები უნდა გამოვრიცხოთ და მერე განვიხილოთ, ფრჩხილის შეცვლა და დაზიანება, ფიზიკური ან ქიმიური საშუალებებისგან მოხდა თუ სხვა რამისგან.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია