საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტის შენობის წინ 20 ტონა ნაკელი დაყარეს
პარლამენტის შენობის წინ 20 ტონა ნაკელი დაყარეს

პა­რიზ­ში ბურ­ბო­ნის სა­სახ­ლის წინ, სა­დაც საფ­რან­გე­თის პარ­ლა­მენ­ტის ქვე­და პა­ლა­ტა - ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლეა იკ­რი­ბე­ბა, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად ერთ-ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან რამ­დე­ნი­მე ტონა ნა­კე­ლი ჩა­მოტვირ­თა. მძღო­ლი უმალ­ვე და­ა­პა­ტიმ­რეს, მაგ­რამ აქ­ცია ინ­ტერ­ნეტ­სა და პრე­სა­ში აი­ტა­ცეს.

სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბილს წარ­წე­რა ჰქონ­და, რომ­ლის წყა­ლო­ბით გა­სა­გე­ბი გახ­და, რომ ეს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია იყო. ავ­ტო­მო­ბილს ეწე­რა: "ოლან­დი და მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბი უნდა წა­ვიდ­ნენ! გა­უ­მარ­ჯოს მე­ექ­ვსე რეს­პუბ­ლი­კას!" ნა­კელ­მა სა­სახ­ლის წინ გზის პა­ტა­რა მო­ნაკ­ვე­თი და­ფა­რა, რაც Twitter-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი­დან ჩანს. პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს იგი ნაკ­ლე­ბად შე­უშ­ლის ხელს, რად­გან ისი­ნი შე­ნო­ბა­ში სხვა მხრი­დან შე­დი­ან.

ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­მაც სა­სახ­ლეს­თან არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო ტვირ­თი მი­ი­ტა­ნა, აღ­მო­სავ­ლეთ საფ­რან­გეთ­ში, ენეს დე­პარ­ტა­მენ­ტშია და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. გა­ზეთ Le Figaro-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იგი იქ მდე­ბა­რე სა­ცხე­ნოს­ნო ცენ­ტრს ეკუთ­ვნის. ნა­კე­ლი 20 ტონა იყო.

ინ­ტერ­ნეტ­ში ამ­ბო­ბენ, რომ პარ­ლა­მენ­ტი ბოლო რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში უკვე მე­ო­რედ ფერ­მას ემ­სგავ­სე­ბა. ახ­ლა­ხან, ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მო­მი­ტინ­გე­ებ­მა სა­სახ­ლის წინ რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ქა­თა­მი გა­უშ­ვეს, რომ­ლებ­მაც მთე­ლი მო­ე­და­ნი დასკლინ­ტეს, ერთ-ერთ იუ­მო­რის­ტუ­ლი სუ­რა­თის წარ­წე­რა­ზე, სა­დაც ქათ­მე­ბი და ნა­კე­ლია გა­მო­სა­ხუ­ლი, იკი­თხე­ბა: "გახ­სე­ნით პა­რიზ­ში ფერ­მა პირ­და­პირ ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის წინ".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Le Figaro-ის მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ ვი­დეო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

პარლამენტის შენობის წინ 20 ტონა ნაკელი დაყარეს

პარლამენტის შენობის წინ 20 ტონა ნაკელი დაყარეს

პარიზში ბურბონის სასახლის წინ, სადაც საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატა - ეროვნული ასამბლეა იკრიბება, პროტესტის ნიშნად ერთ-ერთმა მოქალაქემ სატვირთო ავტომობილიდან რამდენიმე ტონა ნაკელი ჩამოტვირთა. მძღოლი უმალვე დააპატიმრეს, მაგრამ აქცია ინტერნეტსა და პრესაში აიტაცეს.

სატვირთო ავტომობილს წარწერა ჰქონდა, რომლის წყალობით გასაგები გახდა, რომ ეს საპროტესტო აქცია იყო. ავტომობილს ეწერა: "ოლანდი და მისი მოკავშირეები უნდა წავიდნენ! გაუმარჯოს მეექვსე რესპუბლიკას!" ნაკელმა სასახლის წინ გზის პატარა მონაკვეთი დაფარა, რაც Twitter-ში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს. პარლამენტის წევრებს იგი ნაკლებად შეუშლის ხელს, რადგან ისინი შენობაში სხვა მხრიდან შედიან.

ავტომობილი, რომელმაც სასახლესთან არასასიამოვნო ტვირთი მიიტანა, აღმოსავლეთ საფრანგეთში, ენეს დეპარტამენტშია დარეგისტრირებული. გაზეთ Le Figaro-ის ინფორმაციით, იგი იქ მდებარე საცხენოსნო ცენტრს ეკუთვნის. ნაკელი 20 ტონა იყო.

ინტერნეტში ამბობენ, რომ პარლამენტი ბოლო რამდენიმე კვირაში უკვე მეორედ ფერმას ემსგავსება. ახლახან, ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ მომიტინგეებმა სასახლის წინ რამდენიმე ასეული ქათამი გაუშვეს, რომლებმაც მთელი მოედანი დასკლინტეს, ერთ-ერთ იუმორისტული სურათის წარწერაზე, სადაც ქათმები და ნაკელია გამოსახული, იკითხება: "გახსენით პარიზში ფერმა პირდაპირ ეროვნული ასამბლეის წინ".

მომზადებულია Le Figaro-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა