2014 წლის 9 იანვარს ხაშურის რაიონის სოფელ ქემფერში 1930 წლის 15 დეკემბერს დაბადებული რიმა ლომიძე-ლაბაძე დაიკარგა. მოხუცი სახლიდან 8 იანვარს გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. როგორც ქალბატონის შვილიშვილი, ირმა ლაბაძე ამბობს, მოსახლეობამ რიმა ლომიძე 10 იანვარს ქალაქ ხაშურში ნახა და მას შემდეგ მოხუცის კვალს ვეღარ მიაგნეს. მოხუცს ოჯახი და პოლიცია ეძებს.
მოხუცებულს აღენიშნება გაფანტული სკლეროზის ნიშნები.
სახლიდან გასვლისას რიმა ლომიძე-ლაბაძეს ეცვა შინდისფერი ველვეტის ქურთუკი და შავი კაბა. თუკი ვინმეს შეგინიშნავთ მაღალი, სუსტი, წელში მოხრილი ქალბატონი ხელჯოხით, გთხოვთ დარეკოთ მითითებულ ნომრებზე:
577 95 49 68
599 56 12 01
591 97 42 70
2966157 (თბილისი)
244257 (ხაშური) ან დარეკეთ პოლიციაში 112