მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეთას საახალწლო საჩუქარი
ქეთას საახალწლო საჩუქარი

მარ­თა­ლია, ქეთა ორ­ბე­ლა­ძე ჯერ პა­ტა­რაა, მაგ­რამ უკვე პო­პუ­ლა­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბი გახ­ლავთ. სე­რი­ალ­ში - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ის პრან­ჭია ტა­სუ­ნას როლს ას­რუ­ლებს. ქე­თამ გაგ­ვიმ­ხი­ლა, რომ ტა­სოს მსგავ­სად, დე­დი­კოს ტან­საც­მელს, მა­ღალ­ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მე­ლებს იც­ვამს და უფრო მე­ტიც - თურ­მე, "მაღ­ლე­ბი" თა­ვა­დაც აქვს: ჩემს კლა­სელს კარ­ნა­ვა­ლი-და­ბა­დე­ბის დღე ჰქონ­და და იქ მეც­ვაო.

მა­კი­ა­ჟი

- გაპ­რან­ჭვა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. პო­მა­დაც მიყ­ვარს, მაგ­რამ ჩემი რე­ჟი­სო­რი მე­უბ­ნე­ბა, - არ შე­იძ­ლე­ბა, უფ­რო­სი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საა, ტუჩს გა­გი­ღი­ზი­ა­ნებ­სო. მე ჩემი პო­მა­დე­ბი მაქვს და სულ სარ­კის წინ ვდგა­ვარ.

- დე­დი­კომ გი­ყი­და?

- ჰო. დედა არ მიშ­ლის პო­მა­დის წას­მას.

- კოს­მე­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა რო­დის და­ი­წყე?

- "პა­ტა­რა­ო­ბა­შიც" რაღა­ცებს ვის­ვამ­დი.

- ახლა რამ­დე­ნი წლის ხარ?

- 7-ის. პო­მა­დას ძი­რი­თა­დად, მა­შინ ვის­ვამ, როცა ჩემი და­ბა­დე­ბის დღეა ან რამე კონ­ცერ­ტი მაქვს.

ვარ­ცხნი­ლო­ბა

- სა­ლონ­ში სი­ა­რუ­ლი მომ­წონს.

- ზოგ ბავ­შვს თმის შეჭ­რა არ უყ­ვარს და ტი­რის...

- მე არ ვტი­რი, მაგ­რამ თმის შეჭ­რა არც მე მიყ­ვარს.

- ადრე უფრო მოკ­ლე ვარ­ცხნი­ლო­ბა გქონ­და.

- ახლა თმას ვიზ­რდი. აღარ მინ­და, რომ მოკ­ლე თმა მქონ­დეს.

- ძა­ლი­ან გრძე­ლი თმა გქო­ნია?

- პა­ტა­რა­ო­ბა­ში მქონ­და, მაგ­რამ მერე გა­და­ღე­ბის­თვის დამ­ჭირ­და და შე­ვი­ჭე­რი.

- სა­ლონ­ში რა­ტომ მი­დი­ხარ ხოლ­მე?

- ხან­და­ხან თმას ვიხ­ვევ (ზე­ი­მის­თვის), ფე­ნით "ვი­ვარ­ცხნი"... ჰოდა, ვი­ნა­ი­დან ამის გა­კე­თე­ბა სახ­ლში არ შე­მიძ­ლია, სა­ლონ­ში მივ­დი­ვარ. ჩემი სტი­ლის­ტი მყავს, თა­მუ­ნა ჰქვია. მან და­ბა­დე­ბის დღე­ზე თმა ისე ლა­მა­ზად გა­მი­კე­თა, რომ ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი.

- თა­ვად თუ შე­გიძ­ლია რა­ი­მე ვარ­ცხნი­ლო­ბის გა­კე­თე­ბა. მა­გა­ლი­თად, ნაწ­ნა­ვე­ბის გა­კე­თე­ბა, გას­წო­რე­ბა?..

- კი, თმას ლა­მა­ზად ვიწ­ნავ და მერე "კო­სას" ვი­კე­თებ.

- ამ ვარ­ცხნი­ლო­ბის გა­კე­თე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად ის­წავ­ლე?

- არა, ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მას­წავ­ლა. ის დიდი გო­გოა - 12 წლი­საა.

სა­მო­სი

- მა­ღა­ზი­ებ­ში დე­დას­თან ერ­თად სი­ა­რუ­ლი მიყ­ვარს. ყვე­ლა­ზე მე­ტად, კა­ბე­ბი მომ­წონს.

- სა­მოსს და­მო­უ­კი­დებ­ლად არ­ჩევ თუ დე­დის გე­მოვ­ნე­ბით?

- ხან­და­ხან მე ვარ­ჩევ.

- შენი და დე­დი­კოს გე­მოვ­ნე­ბა ერ­თმა­ნეთს ხში­რად ემ­თხვე­ვა?

- არც ისე.

სამ­კა­უ­ლი

- სა­ყუ­რე­ე­ბი და საყ­ვა­რე­ლი კუ­ლო­ნე­ბი მაქვს: სათ­ვა­ლე-კუ­ლო­ნი, გო­გო­ნა-კუ­ლო­ნი. ზოგს ვყი­დუ­ლობ, ზოგს - მჩუქ­ნი­ან.

- ყუ­რე­ბი რო­დის გა­იხვრი­ტე?

- 4 წლის ვი­ყა­ვი, ყუ­რე­ბი რომ გა­მიხ­ვრი­ტეს. ჰოდა, ახლა, როცა და­ბა­დე­ბის დღის­თვის სა­ჩუ­ქარს ვერ მირ­ჩე­ვენ, სა­ყუ­რეს მჩუქ­ნი­ან. უკვე ყვე­ლამ იცის, რომ ეს აქ­სე­სუ­ა­რი ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

საქ­მე

- მი­ხა­რია, რომ "ჩემი ცო­ლის დაქა­ლე­ბის" ახალ ფილმში სა­კუ­თარ თავს ვნა­ხავ.

- სე­რი­ა­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი როლი გაქვს თუ ჩვე­ულ ამ­პლუ­ა­ში ხარ?

- არა, ფილმშიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვი - ტასო ვარ.

- უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი "ტა­სო­თი" ხში­რად მოგ­მარ­თა­ვენ?

- კი.

- ეს ხომ არ გწყინს?

- არა, პი­რი­ქით - მომ­წონს კი­დეც (იცი­ნის).

- ავ­ტოგ­რა­ფებს გთხო­ვენ?

- ადრე მთხოვ­დნენ, ახლა - აღარ.

- ალ­ბათ შენი ავ­ტოგ­რა­ფი უკვე ყვე­ლას აქვს.

- ყვე­ლას არ აქვს, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც, აღარ მთხო­ვენ.

- თუ სა­ი­დუმ­ლო არ არის, გვი­თხა­რი - ჰო­ნო­რარს რაში ხარ­ჯავ?

- ხან­და­ხან ტან­საც­მელ­ში, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად, სა­ო­ჯა­ხო რა­ღა­ცებ­ში ვხარ­ჯავ. მა­გა­ლი­თად, ჩემს სახ­ლში რა­ღა­ცებს ვა­კე­თებ, ჩემს ოთახს, კუ­თხეს ვა­წყობ და სა­თა­მა­შო­ებს, წიგ­ნებს ვყი­დუ­ლობ.

სწავ­ლა

- ხან­და­ხან გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ვმე­ცა­დი­ნე­ობ. სკო­ლა­ში მას­წავ­ლე­ბე­ლი მე­უბ­ნე­ბა: კარ­გი, ქეთა, გაკ­ვე­თი­ლე­ბი დამ­თავ­რდა და გა­და­ღე­ბა­ზე წა­დიო. მას­წავ­ლებ­ლე­ბი მი­გე­ბენ, რად­გან ჩემი სე­რი­ა­ლი მოს­წონთ.

- გაკ­ვე­თი­ლე­ბის გაც­დე­ნა ხში­რად გი­წევს?

- არა, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად.

- შენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად საყ­ვა­რე­ლი სას­წავ­ლო სა­გა­ნი რო­მე­ლია?

- ინ­გლი­სუ­რი. მიყ­ვარს ეს ენა, რა.

სიმ­ღე­რა

- ბავ­შვუ­რი სიმ­ღე­რე­ბი არ მომ­წონს.

- აბა, რო­გო­რი მოგ­წონს?

- რი­ჰა­ნას და კეტი პე­რის სიმ­ღე­რე­ბი მიყ­ვარს.

- არა­და, სე­რი­ალ­ში სწო­რე­დაც რომ ბავ­შვურ სიმ­ღე­რებს ღი­ღი­ნებ.

- კი, ასეთს მაძ­ლე­ვენ - იმ­ღე­რეო, მაგ­რამ მე არ მომ­წონს. ბავ­შვუ­რი სიმ­ღე­რე­ბი ად­რეც არ მიყ­ვარ­და.

- რი­ჰა­ნას და კეტი პე­რის სიმ­ღე­რე­ბის ში­ნა­არ­სი თუ გეს­მის?

- არა, არ მეს­მის, მაგ­რამ მათი ყვე­ლა სიმ­ღე­რა ვიცი.

- მომ­ღერ­ლო­ბას ხომ არ აპი­რებ?

- კი. ისე, ადე­ლიც მიყ­ვარს, ბი­ონ­სეც...

- ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი­დან ვინ მოგ­წონს?

- ჯგუ­ფი "გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა".

მე­გობ­რე­ბი

- ადრე ეზო­ში რომ ჩავ­დი­ო­დი, ბავ­შვე­ბი სულ ვთა­მა­შობ­დით. ჰოდა, იქ ერთი ლიზი იყო, ჩემი ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი. მას მა­მი­კოც იც­ნობს. ლი­ზის მამა და მა­მა­ჩე­მი ძმა­კა­ცე­ბი არი­ან... ახლა ახალ სახ­ლში გა­და­ვე­დით და ძველ მე­გობ­რებს ისე ხში­რად ვე­ღარ ვხვდე­ბი.

- ანუ ახალ ბი­ნა­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ ლი­ზის­თან მე­გობ­რო­ბა ვე­ღარ გა­ნაგ­რძე?

- რო­გორ არა! ლიზი ხან­და­ხან ჩემ­თან მო­დის, მისი ტყუ­პი ძმაც გვეს­ტუმ­რა. ისი­ნი "დი­დე­ბი" არი­ან... კლა­სე­ლებ­თა­ნაც ვმე­გობ­რობ, მათ შო­რის ერთ-ერთი კი ჩემი "სა­კუ­თა­რი" მე­გო­ბა­რია.

- ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გე­ყო­ლე­ბა...

- არა, არ მყავს.

- არც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გყავს?

- არა.

თოვ­ლის პაპა და ახა­ლი წელი

- ახა­ლი წლის დად­გო­მა ყო­ველ­თვის მი­ხა­რია.

- თოვ­ლის პა­პის არ­სე­ბო­ბის ხომ გჯე­რა?

- არა.

- რა­ტომ, შენ­თან არ მო­დის ხოლ­მე?

- კი, მო­დის. სა­ჩუქ­რებს მეც ვთხოვ, მაგ­რამ გუ­ლის სიღ­რმე­ში თოვ­ლის ბა­ბუ­ის არ­სე­ბო­ბის არ მჯე­რა.

- თუ მო­დის და სა­ჩუქ­რე­ბიც მო­აქვს, მისი არ­სე­ბო­ბის რა­ტომ არ გჯე­რა?

- (იცი­ნის) რა ვიცი, არ მჯე­რა.

- აბა, სა­ჩუქ­რე­ბი ვის მო­აქვს?

- მამა ყი­დუ­ლობს.

- წელს რა სთხო­ვე "თოვ­ლის ბა­ბუს"?

- აი­პო­დი და ფუმ­ფუ­ლა თო­ჯი­ნა.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ქეთას საახალწლო საჩუქარი

ქეთას საახალწლო საჩუქარი

მართალია, ქეთა ორბელაძე ჯერ პატარაა, მაგრამ უკვე პოპულარული მსახიობი გახლავთ. სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" ის პრანჭია ტასუნას როლს ასრულებს. ქეთამ გაგვიმხილა, რომ ტასოს მსგავსად, დედიკოს ტანსაცმელს, მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს იცვამს და უფრო მეტიც - თურმე, "მაღლები" თავადაც აქვს: ჩემს კლასელს კარნავალი-დაბადების დღე ჰქონდა და იქ მეცვაო.

მაკიაჟი

- გაპრანჭვა ძალიან მიყვარს. პომადაც მიყვარს, მაგრამ ჩემი რეჟისორი მეუბნება, - არ შეიძლება, უფროსი ადამიანებისთვისაა, ტუჩს გა­გიღიზიანებსო. მე ჩემი პომადები მაქვს და სულ სარკის წინ ვდგავარ.

- დედიკომ გიყიდა?

- ჰო. დედა არ მიშლის პომადის წასმას.

- კოსმეტიკის გამოყენება როდის დაიწყე?

- "პატარაობაშიც" რაღა­ცებს ვისვამდი.

- ახლა რამდენი წლის ხარ?

- 7-ის. პომადას ძირითადად, მაშინ ვისვამ, როცა ჩემი დაბადების დღეა ან რამე კონცერტი მაქვს.

ვარცხნილობა

- სალონში სიარული მომწონს.

- ზოგ ბავშვს თმის შეჭრა არ უყვარს და ტირის...

- მე არ ვტირი, მაგრამ თმის შეჭრა არც მე მიყვარს.

- ადრე უფრო მოკლე ვარცხნილობა გქონდა.

- ახლა თმას ვიზრდი. აღარ მინდა, რომ მოკლე თმა მქონდეს.

- ძალიან გრძელი თმა გქონია?

- პატარაობაში მქონდა, მაგრამ მერე გადაღებისთვის დამჭირდა და შევიჭერი.

- სალონში რატომ მიდიხარ ხოლმე?

- ხანდახან თმას ვიხვევ (ზეიმის­თვის), ფენით "ვივარცხნი"... ჰოდა, ვინაიდან ამის გაკეთება სახლში არ შემიძლია, სალონში მივდივარ. ჩემი სტილისტი მყავს, თამუნა ჰქვია. მან დაბადების დღეზე თმა ისე ლამაზად გამიკეთა, რომ ძალიან კმაყოფილი ვიყავი.

- თავად თუ შეგიძლია რაიმე ვარცხნილობის გაკეთება. მაგალითად, ნაწნავების გაკეთება, გასწორება?..

- კი, თმას ლამაზად ვიწნავ და მერე "კოსას" ვიკეთებ.

- ამ ვარცხნილობის გაკეთება დამოუკიდებლად ისწავლე?

- არა, ჩემმა მეგობარმა მასწავლა. ის დიდი გოგოა - 12 წლისაა.

სამოსი

- მაღაზიებში დედასთან ერთად სიარული მიყვარს. ყველაზე მეტად, კაბები მომწონს.

- სამოსს დამოუკიდებლად არჩევ თუ დედის გემოვნებით?

- ხანდახან მე ვარჩევ.

- შენი და დედიკოს გემოვნება ერთმანეთს ხშირად ემთხვევა?

- არც ისე.

სამკაული

- საყურეები და საყვარელი კულონები მაქვს: სათვალე-კულონი, გოგონა-კულონი. ზოგს ვყიდულობ, ზოგს - მჩუქნიან.

- ყურები როდის გაიხვრიტე?

- 4 წლის ვიყავი, ყურები რომ გამიხ­ვრიტეს. ჰოდა, ახლა, როცა დაბადების დღისთვის საჩუქარს ვერ მირჩევენ, საყურეს მჩუქნიან. უკვე ყველამ იცის, რომ ეს აქსესუარი ძალიან მიყვარს.

საქმე

- მიხარია, რომ "ჩემი ცოლის დაქა­ლების" ახალ ფილმში საკუთარ თავს ვნახავ.

- სერიალისგან განსხვავებული როლი გაქვს თუ ჩვეულ ამპლუაში ხარ?

- არა, ფილმშიც ჩვეულებრივი ბავშვი - ტასო ვარ.

- უცნობი ადამიანები "ტასოთი" ხშირად მოგმართავენ?

- კი.

- ეს ხომ არ გწყინს?

- არა, პირიქით - მომწონს კიდეც (იცინის).

- ავტოგრაფებს გთხოვენ?

- ადრე მთხოვდნენ, ახლა - აღარ.

- ალბათ შენი ავტოგრაფი უკვე ყველას აქვს.

- ყველას არ აქვს, მაგრამ რატომღაც, აღარ მთხოვენ.

- თუ საიდუმლო არ არის, გვითხარი - ჰონორარს რაში ხარჯავ?

- ხანდახან ტანსაცმელში, მაგრამ ძირითადად, საოჯახო რაღაცებში ვხარჯავ. მაგალითად, ჩემს სახლში რაღაცებს ვაკეთებ, ჩემს ოთახს, კუთხეს ვაწყობ და სათამაშოებს, წიგნებს ვყიდულობ.

სწავლა

- ხანდახან გადასაღებ მოედანზე ვმეცადინეობ. სკოლაში მასწავლებელი მეუბნება: კარგი, ქეთა, გაკვეთილები დამთავრდა და გადაღებაზე წადიო. მასწავლებლები მიგებენ, რადგან ჩემი სერიალი მოსწონთ.

- გაკვეთილების გაცდენა ხშირად გიწევს?

- არა, ძალიან იშვიათად.

- შენთვის განსაკუთრებულად საყვარელი სასწავლო საგანი რომელია?

- ინგლისური. მიყვარს ეს ენა, რა.

სიმღერა

- ბავშვური სიმღერები არ მომწონს.

- აბა, როგორი მოგწონს?

- რიჰანას და კეტი პერის სიმღერები მიყვარს.

- არადა, სერიალში სწორედაც რომ ბავშვურ სიმღერებს ღიღინებ.

- კი, ასეთს მაძლევენ - იმღერეო, მაგრამ მე არ მომწონს. ბავშვური სიმღერები ადრეც არ მიყვარდა.

- რიჰანას და კეტი პერის სიმღერების შინაარსი თუ გესმის?

- არა, არ მესმის, მაგრამ მათი ყველა სიმღერა ვიცი.

- მომღერლობას ხომ არ აპირებ?

- კი. ისე, ადელიც მიყვარს, ბიონსეც...

- ქართველი შემსრულებლებიდან ვინ მოგწონს?

- ჯგუფი "გამოუვალი მდგომარეობა".

მეგობრები

- ადრე ეზოში რომ ჩავდიოდი, ბავშვები სულ ვთამაშობდით. ჰოდა, იქ ერთი ლიზი იყო, ჩემი ძალიან ახლობელი. მას მამიკოც იცნობს. ლიზის მამა და მამაჩემი ძმაკაცები არიან... ახლა ახალ სახლში გადავედით და ძველ მეგობრებს ისე ხშირად ვეღარ ვხვდები.

- ანუ ახალ ბინაში გადასვლის შემდეგ ლიზისთან მეგობრობა ვეღარ განაგრძე?

- როგორ არა! ლიზი ხანდახან ჩემთან მოდის, მისი ტყუპი ძმაც გვესტუმრა. ისინი "დიდები" არიან... კლასელებთანაც ვმეგობრობ, მათ შორის ერთ-ერთი კი ჩემი "საკუთარი" მეგობარია.

- ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლება...

- არა, არ მყავს.

- არც შეყვარებული გყავს?

- არა.

თოვლის პაპა და ახალი წელი

- ახალი წლის დადგომა ყოველთვის მიხარია.

- თოვლის პაპის არსებობის ხომ გჯერა?

- არა.

- რატომ, შენთან არ მოდის ხოლმე?

- კი, მოდის. საჩუქრებს მეც ვთხოვ, მაგრამ გულის სიღრმეში თოვლის ბაბუის არსებობის არ მჯერა.

- თუ მოდის და საჩუქრებიც მოაქვს, მისი არსებობის რატომ არ გჯერა?

- (იცინის) რა ვიცი, არ მჯერა.

- აბა, საჩუქრები ვის მოაქვს?

- მამა ყიდულობს.

- წელს რა სთხოვე "თოვლის ბაბუს"?

- აიპოდი და ფუმფულა თოჯინა.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება