სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილები და მათი საჩუქრები
ცნობილები და მათი საჩუქრები

სა­ა­ხალ­წლოდ და სა­შო­ბა­ოდ სა­ჩუქ­რე­ბი არა მხო­ლოდ ბავ­შვებს ახა­რებთ, არა­მედ ზრდას­რულ ადა­მი­ა­ნებ­საც. ზო­გი­ერ­თი ოჯახ­ში ან სა­მე­გობ­რო წრე­ში ტრა­დი­ცი­აა დღე­სას­წა­ულ­ზე ერ­თმა­ნე­თის­თვის სა­ა­ხალ­წლო სი­ურპრი­ზე­ბის მო­წყო­ბა. სა­ჩუქ­რე­ბის თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს და­ვუ­კავ­შირ­დით. ზო­გი­ერ­თმა მათ­გან­მა სა­კუ­თა­რი სა­ა­ხალ­წლო სურ­ვი­ლე­ბიც გაგ­ვიმ­ხი­ლა...

ეკო ფან­გა­ნი:

- ახა­ლი წლის ღა­მეს ოჯა­ხის წევ­რე­ბი ყო­ველ­თვის ვუ­კე­თებთ ერ­თმა­ნეთს სა­ჩუქ­რებს, ზოგ­ჯერ მე­გობ­რე­ბიც. ყვე­ლა სა­მე­გობ­როს აქვს სა­ერ­თო და ჩვენც, თუ რამე ისეთს წა­ვა­წყდე­ბით, რომ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს ერ­თნა­ი­რი სუ­ვე­ნი­რი გვქონ­დეს, ასეთ ნივ­თებს ვი­ძენთ.

წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო დღე­ებ­ში გი­ჟუ­რი რე­ჟი­მი მქონ­და. სა­ა­ხალ­წლო გა­და­ცე­მე­ბის­თვის ნომ­რე­ბი ჩავ­წე­რეთ, გა­და­ღე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და... ახალ წლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე გა­დავ­წყვი­ტე, ცოტა და­მეს­ვე­ნა და მოვმზა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი ამ დღის­თვის. თან 31 დე­კემ­ბრის ღა­მეს ვმუ­შა­ობ­დი და რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას სა­ა­ხალ­წლო-სა­დღე­სას­წა­უ­ლო კონ­ცერ­ტე­ბი მიმ­ყავ­და.

ბავ­შვო­ბა­ში სა­ა­ხალ­წლოდ ბევრ სა­ჩუ­ქარს ვი­ღებ­დი: ეს იყო სა­თა­მა­შო­ე­ბი, ფეხ­საც­მე­ლი, ტან­საც­მე­ლი. ეს იმ ასა­კამ­დე ხდე­ბო­და, როცა ვი­ცო­დი, რომ თოვ­ლის ბა­ბუა არ არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ მა­ინც სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­ღებ­დი ამ სა­ჩუქ­რებს (იღი­მის). კარ­თან მე­წყო სახ­ლის თბი­ლი ჩუს­ტე­ბი, რო­მელ­შიც მშობ­ლე­ბი მე და ჩემს ძმას სა­ჩუქ­რებს გვი­წყობ­დნენ.

ჯაბა კი­ლა­ძე:

- (იცი­ნის) ჩემი ბავ­შვო­ბა 90-იან წლებს და­ემ­თხვა. ტყვი­ებ­ში გაზ­რდი­ლი თა­ო­ბა ვართ, რა თოვ­ლის ბა­ბუა, რის სა­ჩუქ­რე­ბი, "ღა­და­ობ"? ვერც გან­სა­კუთ­რე­ბულ სა­ჩუ­ქარს გა­ვიხ­სე­ნებ რა­მეს, თუმ­ცა ეს დღე­სას­წა­უ­ლი მიყ­ვარს. ახა­ლი წე­ლია და ყვე­ლა­ფე­რი გი­ხა­რია. მე­გობ­რე­ბი ვუ­კე­თებთ ხოლ­მე სა­ჩუ­ქარს ერ­თმა­ნეთს, ზოგ­ჯერ - ოჯა­ხის წევ­რე­ბიც, ხან რო­გორ და ხან რო­გორ. შვილს ვჩუქ­ნი სა­ჩუ­ქარს, ზოგ­ჯერ თა­ვად მიმ­ყავს და არ­ჩევს ხოლ­მე რა­მეს, ან მე ვურ­ჩევ. სა­ერ­თოდ, მეტ-ნაკ­ლე­ბად და­გეგ­მი­ლი მაქვს ხოლ­მე, ეს დღე­ე­ბი სად და რო­გორ უნდა გა­ვა­ტა­რო და წელ­საც, ახალ წლის ღა­მეს ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში წამ­ყვა­ნი ვი­ყა­ვი.

ბაია დვა­ლიშ­ვი­ლი:

- ახა­ლი წლის დი­დად მოყ­ვა­რუ­ლი და მომ­ლო­დი­ნე არ ვარ. არ მაქვს რამე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტრა­დი­ცია და არც ჩემს ოჯახს გა­აჩ­ნდა. დე­და­ჩემს 30 და 31 დე­კემ­ბერ­საც სპექ­ტაკ­ლე­ბი ჰქონ­და და მეც ხან გა­და­ღე­ბე­ბი, ჩა­წე­რა, სპექ­ტაკ­ლი მაქვს ხოლ­მე, ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არ ვემ­ზა­დე­ბი. მირ­ჩევ­ნია, ახა­ლი წლის დღე­ე­ბი მალე გა­ვი­დეს. მე პი­რა­დად დღე­სას­წა­უ­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს აღ­დგო­მა, რო­მე­ლიც ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ახა­ლი წელი ჩემ­თვის რი­გი­თი დღეა, რო­გორც სხვა ახა­ლი თვე იწყე­ბა, ისე­ვე დგე­ბა ჩემ­თვის პირ­ვე­ლი იან­ვა­რი. ძველ წელს მი­აქვს ბევ­რი ცუ­დიც და კარ­გიც, ახალს კი, არ ვიცი, რა მო­აქვს და ამი­ტომ ცოტა მე­ში­ნია და არ ვფიქ­რობ ხოლ­მე ამ თე­მა­ზე. თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ახალ წელს ბავ­შვს არა­ფერს ვაკ­ლებ. მის­თვის სა­ჩუქ­რე­ბი თოვ­ლის ბა­ბუ­ას მო­აქვს. ხან რა უნდა, ხან - რა და ვცდი­ლობ, მისი სურ­ვი­ლე­ბი ავას­რუ­ლო. არ ვი­ცო­დი, ბავ­შვე­ბი "შუა დღეს" თუ უყუ­რებ­დნენ, ამან ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა, მაგ­რამ ახ­ლა­ხან ერთ-ერთ ეთერ­ში ვი­ხუმ­რე, რა არის ეს, თოვ­ლის ბა­ბუ­ას სა­ჩუქ­რე­ბი მო­აქვს და აღარ დად­გა ის მო­მენ­ტი, რომ ის სა­ჩუქ­რე­ბი, რომ­ლებ­საც შვილს დიდი სიყ­ვა­რუ­ლით ვუ­კე­თებთ, მშობ­ლებს დაგ­ვი­ფას­დეს და თოვ­ლის ბა­ბუ­ას არ მი­ე­წე­რე­ბო­დეს-მეთ­ქი. ამის გამო მშობ­ლებ­მა ქო­ქო­ლა და­მა­ყა­რეს. რო­გორც ჩანს, ოც­ნე­ბა წა­ვარ­თვი პა­ტა­რებს და მარ­თლე­ბიც იყ­ვნენ, მაგ­რამ არ მე­გო­ნა, გა­და­ცე­მის მა­ყუ­რე­ბელს შო­რის ბავ­შვე­ბიც თუ იქ­ნე­ბოდ­ნენ (იღი­მის).

- თქვენ თუ იღებ­დით ბავ­შვო­ბა­ში სა­ჩუქ­რებს?

- არა, არა, დედ-მამა ასე­თი სენ­ტი­მენ­ტე­ბით გან­მსჭვა­ლუ­ლი არ იყ­ვნენ და არც ეცა­ლათ ამის­თვის. მახ­სოვს, სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხეს რო­გორ ვრთავ­დი და ისიც, რომ მქონ­და ერთი დიდი თოვ­ლის ბა­ბუა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ფი­გუ­რა, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის ბუ­ტა­ფო­რია იყო. ეს თოვ­ლის ბა­ბუა ლა­მის 30 წლამ­დე მქონ­და და ბო­ლოს, გა­მო­ვემ­შვი­დო­ბე - ძა­ლი­ან "სა­დღე­სას­წა­უ­ლოდ" დავ­წვი (იცი­ნის).

ეკა ნი­ჟა­რა­ძე:

- სა­ა­ხალ­წლოდ სა­ჩუქ­რებს ყო­ველ­თვის ვყი­დუ­ლობ. ოჯახ­ში იმ­დე­ნი წევ­რი მყავს, რომ ძი­რი­თა­დად მათ­თვის ვი­ძენ რა­მეს და მე­გობ­რე­ბის­თვის ვე­ღარ "ვქა­ჩავ". მი­ახ­ლო­ე­ბით ვიცი, ვის რა უნდა, რა მო­ე­წო­ნე­ბა და სა­ჩუქ­რებს იმის მი­ხედ­ვით ვარ­ჩევ. როცა ჩემი შვი­ლე­ბი პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ, თოვ­ლის ბა­ბუ­ას ძა­ლი­ან გრძელ სიას ახ­ვედ­რებ­დნენ და გული მის­კდე­ბო­და. ბავ­შვე­ბის სურ­ვი­ლე­ბი ხომ მო­გეხ­სე­ნე­ბათ?! ჩა­მო­ნათ­ვალს შო­რის იყო: თხი­ლა­მუ­რე­ბი, ვე­ლო­სი­პე­დი, კომ­პი­უ­ტე­რი და ასე შემ­დეგ. ერთი მან­ქა­ნა არ უთხო­ვი­ათ, თო­რემ მარ­თლაც ძა­ლი­ან ბევ­რი რამ იყო. ახლა რომ გა­ი­ზარ­დნენ, წყნა­რად არი­ან (იღი­მის). ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის სა­ჩუქ­რე­ბის შე­ძე­ნას ადრე ვი­წყებ, პრო­დუქ­ტებ­საც ახალ წლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ვყი­დუ­ლობ.

- დღეს ვინ არის თქვე­ნი თოვ­ლის ბა­ბუა?

- ჩემი შვი­ლე­ბი არი­ან (იღი­მის). ჩვენ ერ­თმა­ნეთს ვჩუქ­ნით სა­ჩუქ­რებს. წინა წლებ­ში არ მახ­სოვს, მაგ­რამ შარ­შან მა­ჩუ­ქეს მიკ­რო­ტალ­ღო­ვა­ნი ღუ­მე­ლი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბო­და და გა­მი­ხარ­და.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

ცნობილები და მათი საჩუქრები

ცნობილები და მათი საჩუქრები

საახალწლოდ და საშობაოდ საჩუქრები არა მხოლოდ ბავშვებს ახარებთ, არამედ ზრდასრულ ადამიანებსაც. ზოგიერთი ოჯახში ან სამეგობრო წრეში ტრადიციაა დღესასწაულზე ერთმანეთისთვის საახალწლო სიურპრიზების მოწყობა. საჩუქრების თემასთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანს დავუკავშირდით. ზოგიერთმა მათგანმა საკუთარი საახალწლო სურვილებიც გაგვიმხილა...

ეკო ფანგანი:

- ახალი წლის ღამეს ოჯახის წევრები ყოველთვის ვუკეთებთ ერთმანეთს საჩუქრებს, ზოგჯერ მეგობრებიც. ყველა სამეგობროს აქვს საერთო და ჩვენც, თუ რამე ისეთს წავაწყდებით, რომ რამდენიმე ადამიანს ერთნაირი სუვენირი გვქონდეს, ასეთ ნივთებს ვიძენთ.

წინასაახალწლო დღეებში გიჟური რეჟიმი მქონდა. საახალწლო გადაცემებისთვის ნომრები ჩავწერეთ, გადაღებები მიმდინარეობდა... ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე გადავწყვიტე, ცოტა დამესვენა და მოვმზადებულიყავი ამ დღისთვის. თან 31 დეკემბრის ღამეს ვმუშაობდი და რამდენიმე ადგილას საახალწლო-სადღესასწაულო კონცერტები მიმყავდა.

ბავშვობაში საახალწლოდ ბევრ საჩუქარს ვიღებდი: ეს იყო სათამაშოები, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი. ეს იმ ასაკამდე ხდებოდა, როცა ვიცოდი, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობდა, მაგრამ მაინც სიამოვნებით ვიღებდი ამ საჩუქრებს (იღიმის). კართან მეწყო სახლის თბილი ჩუსტები, რომელშიც მშობლები მე და ჩემს ძმას საჩუქრებს გვიწყობდნენ.

ჯაბა კილაძე:

- (იცინის) ჩემი ბავშვობა 90-იან წლებს დაემთხვა. ტყვიებში გაზრდილი თაობა ვართ, რა თოვლის ბაბუა, რის საჩუქრები, "ღადაობ"? ვერც განსაკუთრებულ საჩუქარს გავიხსენებ რამეს, თუმცა ეს დღესასწაული მიყვარს. ახალი წელია და ყველაფერი გიხარია. მეგობრები ვუკეთებთ ხოლმე საჩუქარს ერთმანეთს, ზოგჯერ - ოჯახის წევრებიც, ხან როგორ და ხან როგორ. შვილს ვჩუქნი საჩუქარს, ზოგჯერ თავად მიმყავს და არჩევს ხოლმე რამეს, ან მე ვურჩევ. საერთოდ, მეტ-ნაკლებად დაგეგმილი მაქვს ხოლმე, ეს დღეები სად და როგორ უნდა გავატარო და წელსაც, ახალ წლის ღამეს ერთ-ერთ რესტორანში წამყვანი ვიყავი.

ბაია დვალიშვილი:

- ახალი წლის დიდად მოყვარული და მომლოდინე არ ვარ. არ მაქვს რამე განსაკუთრებული ტრადიცია და არც ჩემს ოჯახს გააჩნდა. დედაჩემს 30 და 31 დეკემბერსაც სპექტაკლები ჰქონდა და მეც ხან გადაღებები, ჩაწერა, სპექტაკლი მაქვს ხოლმე, ამიტომ განსაკუთრებულად არ ვემზადები. მირჩევნია, ახალი წლის დღეები მალე გავიდეს. მე პირადად დღესასწაულებს შორის ყველაზე მეტად მიყვარს აღდგომა, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი წელი ჩემთვის რიგითი დღეა, როგორც სხვა ახალი თვე იწყება, ისევე დგება ჩემთვის პირველი იანვარი. ძველ წელს მიაქვს ბევრი ცუდიც და კარგიც, ახალს კი, არ ვიცი, რა მოაქვს და ამიტომ ცოტა მეშინია და არ ვფიქრობ ხოლმე ამ თემაზე. თუმცა, რასაკვირველია, ახალ წელს ბავშვს არაფერს ვაკლებ. მისთვის საჩუქრები თოვლის ბაბუას მოაქვს. ხან რა უნდა, ხან - რა და ვცდილობ, მისი სურვილები ავასრულო. არ ვიცოდი, ბავშვები "შუა დღეს" თუ უყურებდნენ, ამან ძალიან გამახარა, მაგრამ ახლახან ერთ-ერთ ეთერში ვიხუმრე, რა არის ეს, თოვლის ბაბუას საჩუქრები მოაქვს და აღარ დადგა ის მომენტი, რომ ის საჩუქრები, რომლებსაც შვილს დიდი სიყვარულით ვუკეთებთ, მშობლებს დაგვიფასდეს და თოვლის ბაბუას არ მიეწერებოდეს-მეთქი. ამის გამო მშობლებმა ქოქოლა დამაყარეს. როგორც ჩანს, ოცნება წავართვი პატარებს და მართლებიც იყვნენ, მაგრამ არ მეგონა, გადაცემის მაყურებელს შორის ბავშვებიც თუ იქნებოდნენ (იღიმის).

- თქვენ თუ იღებდით ბავშვობაში საჩუქრებს?

- არა, არა, დედ-მამა ასეთი სენტიმენტებით განმსჭვალული არ იყვნენ და არც ეცალათ ამისთვის. მახსოვს, საახალწლო ნაძვის ხეს როგორ ვრთავდი და ისიც, რომ მქონდა ერთი დიდი თოვლის ბაბუა, რომელიც ძალიან ცნობილი ფიგურა, მარჯანიშვილის თეატრის ბუტაფორია იყო. ეს თოვლის ბაბუა ლამის 30 წლამდე მქონდა და ბოლოს, გამოვემშვიდობე - ძალიან "სადღესასწაულოდ" დავწვი (იცინის).

ეკა ნიჟარაძე:

- საახალწლოდ საჩუქრებს ყოველთვის ვყიდულობ. ოჯახში იმდენი წევრი მყავს, რომ ძირითადად მათთვის ვიძენ რამეს და მეგობრებისთვის ვეღარ "ვქაჩავ". მიახლოებით ვიცი, ვის რა უნდა, რა მოეწონება და საჩუქრებს იმის მიხედვით ვარჩევ. როცა ჩემი შვილები პატარები იყვნენ, თოვლის ბაბუას ძალიან გრძელ სიას ახვედრებდნენ და გული მისკდებოდა. ბავშვების სურვილები ხომ მოგეხსენებათ?! ჩამონათვალს შორის იყო: თხილამურები, ველოსიპედი, კომპიუტერი და ასე შემდეგ. ერთი მანქანა არ უთხოვიათ, თორემ მართლაც ძალიან ბევრი რამ იყო. ახლა რომ გაიზარდნენ, წყნარად არიან (იღიმის). ოჯახის წევრებისთვის საჩუქრების შეძენას ადრე ვიწყებ, პროდუქტებსაც ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ვყიდულობ.

- დღეს ვინ არის თქვენი თოვლის ბაბუა?

- ჩემი შვილები არიან (იღიმის). ჩვენ ერთმანეთს ვჩუქნით საჩუქრებს. წინა წლებში არ მახსოვს, მაგრამ შარშან მაჩუქეს მიკროტალღოვანი ღუმელი, რომელიც ძალიან მჭირდებოდა და გამიხარდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება