ალბათ დამეთანხმებით, ადამიანის ბუნება ისეა მოწყობილი რომ ნებისმიერი ჩვენგანი განიცდის პერიოდულად სიახლის და ცვლილებების მოთხოვნილებას, თუმცაღა პირად ურთიერთობაში ცვალებადობისკენ მიდრეკილება გარკვეული სახასიათო შტრიხი უფროა ვიდრე უვნებელი ექსპერიმენტის ჩატარება საკუთარ ცხოვრებაზე. ასტროლოგების აზრით, ზოდიაქოს თითოეული ნიშანი კონკრეტული და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური თავისებურებების მფლობელია. მათ შორის რაღაც თქმა უნდა ერთგულების და ზოგადად გრძელვადიანი, სერიოზული ურთიერთობების მიმართ დამოკიდებულებაც შედის. როგორც აღმოჩნდა არსებობენ ქალები, რომელთა ფსიქოლოგიაშიც გარკვეულ ასაკამდე მაინც არ დევს მამაკაცთან ურთიერთობისას თავად ამ ურთიერთობის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების მოთხოვნილება ან მათ, უბრალოდ მალე ბეზრდებათ ერთი და იგივე, ამიტომ ისინი ცვლილებებს არამხოლოდ შოპინგთერაპიით ან ესთეტიკ-ცენტრებში თავის განებივრებით, არამედ ახალი პარტნიორის ძიებითაც ახორციელებენ და ეს სრულიადაც არ მიაჩნიათ დანაშაულად.. მოდით გავეცნოთ რომელი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები შეიყვანეს ასტროლოგებმა ყველაზე არასაიმედოთა კატეგორიაში
ტყუპები - ჰაერის სტიქიის ყველაზე თავქარიანი წარმომადგენელია. გაორებული ბუნების გამო, ძალიან ხშირად თავადვე უჭირს გაერკვეს რა უნდა საერთოდ ამ ცხოვრებაში. მით უმეტეს უჭირს იმის გარკვევა თუ ვის გვერდით უნდა ყოფნა და რატომ. ამასთან ერთად ცეცხლივით ეშინია ხანგრძლივი ურთიერთობების. მიზეზი ამისა არის ის, რომ ტყუპი უზომოდ ცნობისმოყვარე და ცვალებადი ნიშანია. მისთვის დეპრესიის ტოლფასია ინფორმაციული ვაკუუმი და ერთფეროვნება, შესაბამისად რუტინა რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაზე იდეალურ ქორწინებას და ზოგადად ოჯახურ ცხოვრებას აუცილებლად მოსდევს თან, ამ ქალს უბიძგებს ხსნა ახალ პარტნიორში ეძებოს. თუმცაღა იგი ჩადენილ "შეცდომებსაც" იშვიათად ნანობს. ტყუპის ბუნება ზოგადად, არ არის მიდრეკილი ხანგრძლივი თვითგვემისა და სინანულისკენ. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს ასევე იშვიათად ახასიათებთ პარტნიორის მიმართ ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობა, რაც კიდევ ერთი მიზეზია მათი არასტაბილურობისა.