სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვები სათამაშოდ ასულან და უცებ მეცხრე სართულზე 13 წლის ბიჭი უფუნქციო ლიფტის შახტში ჩავარდა" - ავჭალაში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები
"ბავშვები სათამაშოდ ასულან და უცებ მეცხრე სართულზე 13 წლის ბიჭი უფუნქციო ლიფტის შახტში ჩავარდა" - ავჭალაში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ლი­ბა­ნის ქუ­ჩა­ზე, ე.წ ტი­ტა­ნი­კის სა­ხე­ლით ცნო­ბილ კორ­პუს­ში ლიფ­ტის შახ­ტში 13 წლის ბიჭი ჩა­ვარ­და. რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, ეს მძი­მე ფაქ­ტი 11 აპ­რილს სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში მოხ­და. ბავ­შვი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

  • ექი­მე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ მისი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, მის სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი იმ­დე­ნად მძი­მე აღ­მოჩ­ნდა, რომ ბავ­შვის გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა. ნი­კო­ლოზ კო­კო­შაშ­ვი­ლი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

„ე.წ ტი­ტა­ნი­კის“ კორ­პუსს ეძა­ხი­ან ამ კორ­პუსს, ცხრა სარ­თუ­ლი­ა­ნი ავა­რი­უ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სია. რო­გორც ცნო­ბი­ლია, წლე­ბის წინ შე­ნო­ბის სა­ძირ­კვე­ლი გრუნ­ტის წყლე­ბით და­ზი­ან­და, რის შე­დე­გა­დაც ნა­გე­ბო­ბის ერთი ნა­წი­ლი შუ­ა­ზე გა­და­ტყდა და სა­დარ­ბა­ზო ჩა­მო­ინ­გრა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას ალ­ბათ ახ­სოვს, კორ­პუ­სის მო­ბი­ნად­რე­ე­ბი წლე­ბის მან­ძილ­ზე რო­გორ ითხოვ­დნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან დახ­მა­რე­ბას. ამ კორ­პუ­სის ნა­წი­ლი დაც­ლი­ლია, მაგ­რამ ერთ სა­დარ­ბა­ზო­ში ამ ავა­რი­ულ სახ­ლში სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად ადა­მი­ა­ნე­ბი ისევ აგ­რძე­ლე­ბენ ცხოვ­რე­ბას. მო­სახ­ლე­ო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ყუ­რა­დღე­ბას წლე­ბია ითხოვს, მე­დი­ა­ში ამა­ზე იწე­რე­ბო­და სტა­ტი­ე­ბი. ჯერ კი­დევ 2015 წელს და­ი­წე­რა ამა­ზე სტა­ტი­ე­ბი. იქ მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი მა­შინ ამ­ბობ­დნენ, რომ ამ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის წინ 119-ე სა­ჯა­რო სკო­ლაა და გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ ბავ­შვე­ბი ავა­რი­ულ შე­ნო­ბა­ში ხში­რად შე­დი­ან სა­თა­მა­შო­დო.

სწო­რედ მსგავ­სი ტრა­გე­დი­ის ეში­ნო­დათ. გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვი იქვე ახ­ლოს, სხვა კორ­პუს­ში ცხოვ­რობს, იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს ბავ­შვე­ბი იქ სა­თა­მა­შოდ ასუ­ლან და უცებ მე­ცხრე სარ­თულ­ზე 13 წლის ბიჭი უფუნ­ქციო ლიფ­ტის შახ­ტა­ში ჩა­ვარ­და.

შახ­ტა ღია იყო, ამას შე­ეს­წრო მისი მე­გობ­რე­ბი და ბავ­შვებ­მა ატე­ხეს გან­გა­ში, ამის შემ­დეგ ბავ­შვი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით გა­და­იყ­ვა­ნეს იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში, სის­ხლის გა­დას­ხმე­ბიც სჭირ­დე­ბო­და. დღეს მთე­ლი დღე რიგი იდგა და ხალ­ხმა გა­ი­ღო სის­ხლი, ყვე­ლა ლო­ცუ­ლობ­და რომ ბავ­შვი გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, მაგ­რამ ცოტა ხნის წინ გა­ვი­გეთ ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი, რომ ნი­კო­ლო­ზი გარ­დაც­ვლი­ლა....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

"ბავშვები სათამაშოდ ასულან და უცებ მეცხრე სართულზე 13 წლის ბიჭი უფუნქციო ლიფტის შახტში ჩავარდა" - ავჭალაში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

"ბავშვები სათამაშოდ ასულან და უცებ მეცხრე სართულზე 13 წლის ბიჭი უფუნქციო ლიფტის შახტში ჩავარდა" - ავჭალაში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

ავჭალის დასახლებაში, ლიბანის ქუჩაზე, ე.წ ტიტანიკის სახელით ცნობილ კორპუსში ლიფტის შახტში 13 წლის ბიჭი ჩავარდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ეს მძიმე ფაქტი 11 აპრილს საღამოს საათებში მოხდა. ბავშვი დაზიანებებით იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

  • ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ სამწუხაროდ, მის სხეულზე დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ბავშვის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ნიკოლოზ კოკოშაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.

„ე.წ ტიტანიკის“ კორპუსს ეძახიან ამ კორპუსს, ცხრა სართულიანი ავარიული საცხოვრებელი კორპუსია. როგორც ცნობილია, წლების წინ შენობის საძირკველი გრუნტის წყლებით დაზიანდა, რის შედეგადაც ნაგებობის ერთი ნაწილი შუაზე გადატყდა და სადარბაზო ჩამოინგრა.

საზოგადოებას ალბათ ახსოვს, კორპუსის მობინადრეები წლების მანძილზე როგორ ითხოვდნენ ხელისუფლებისგან დახმარებას. ამ კორპუსის ნაწილი დაცლილია, მაგრამ ერთ სადარბაზოში ამ ავარიულ სახლში სიცოცხლის რისკის ფასად ადამიანები ისევ აგრძელებენ ცხოვრებას. მოსახლეობა ხელისუფლებისგან ყურადღებას წლებია ითხოვს, მედიაში ამაზე იწერებოდა სტატიები. ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწერა ამაზე სტატიები. იქ მაცხოვრებლები მაშინ ამბობდნენ, რომ ამ საცხოვრებელი კორპუსის წინ 119-ე საჯარო სკოლაა და გაკვეთილების შემდეგ ბავშვები ავარიულ შენობაში ხშირად შედიან სათამაშოდო.

სწორედ მსგავსი ტრაგედიის ეშინოდათ. გარდაცვლილი ბავშვი იქვე ახლოს, სხვა კორპუსში ცხოვრობს, იმ საბედისწერო დღეს ბავშვები იქ სათამაშოდ ასულან და უცებ მეცხრე სართულზე 13 წლის ბიჭი უფუნქციო ლიფტის შახტაში ჩავარდა.

შახტა ღია იყო, ამას შეესწრო მისი მეგობრები და ბავშვებმა ატეხეს განგაში, ამის შემდეგ ბავშვი დაზიანებებით გადაიყვანეს იაშვილის კლინიკაში, სისხლის გადასხმებიც სჭირდებოდა. დღეს მთელი დღე რიგი იდგა და ხალხმა გაიღო სისხლი, ყველა ლოცულობდა რომ ბავშვი გადარჩენილიყო, მაგრამ ცოტა ხნის წინ გავიგეთ ეს საშინელი ამბავი, რომ ნიკოლოზი გარდაცვლილა....წაიკითხეთ სრულად