მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილების საშობაო ტრადიციები
ცნობილების საშობაო ტრადიციები

ქრის­ტეს­შო­ბა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რე­ლი­გი­უ­რი დღე­სას­წა­უ­ლია, რო­მელ­საც თით­ქმის მთელ მსოფ­ლი­ო­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ: კა­თო­ლი­კე­ე­ბი 25 დე­კემ­ბერს, ხოლო მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია 7 იან­ვარს. 7 იან­ვარსვე სრულ­დე­ბა მარ­ხვა, რო­მელ­საც მორ­წმუ­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბა 40 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ინა­ხავს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ ხვდე­ბი­ან შო­ბის დღე­სას­წა­ულს პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რა ტრა­დი­ცი­ე­ბი აქვთ მათ და რა მო­ლო­დი­ნით შეხ­ვდნენ 2014 წელს.

ირი­ნა იმერ­ლიშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი:

- პირ­ველ რიგ­ში, მინ­და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს მი­ვუ­ლო­ცო შობა-ახა­ლი წელი. წარ­მა­ტე­ბებს, სი­ხა­რულს, სიყ­ვა­რულს, სი­უხ­ვე­სა და ღვთის წყა­ლო­ბას გი­სურ­ვებთ!.. ახა­ლი წლის დად­გო­მა ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მი­ხა­რია. დღემ­დე ისე­თი­ვე სი­ხა­რუ­ლით ველი შობა-ახალ წელს, რო­გორც - ბავ­შვო­ბა­ში. ჩემ­თვის ეს დღე­სას­წა­უ­ლი სი­ახ­ლე­ებ­თან ასო­ცირ­დე­ბა. მჯე­რა, რომ 2013 წელს თუ რა­ი­მე ცუდი იყო, ძველ წელ­ში დარ­ჩე­ბა... ნაძ­ვის ხეს ყო­ველ­თვის თა­ვად ვრთავ და ტრა­დი­ცი­უ­ლად, ყო­ველ წელს ერთ ახალ სა­თა­მა­შოს მა­ინც ვყი­დუ­ლობ.

- ახალ 2014 წელს სად შეხ­ვდით?

- დამ­დეგს ყო­ველ­თვის შინ, ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად ვე­გე­ბე­ბი, მაგ­რამ 12 სა­ა­თის შემ­დეგ შე­საძ­ლოა, რო­მე­ლი­მე ახ­ლო­ბელს ვეს­ტუმ­რო. 31 დე­კემ­ბერს, ღა­მით, სუფ­რას ყო­ველ­თვის თა­ვად ვშლი. ამ დღე­სას­წა­უ­ლის­თვის აუ­ცი­ლებ­ლად ვა­ცხობ ვაშ­ლის ნამ­ცხვარს, რო­მელ­საც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სა­ხე­ლი "ვაშ­ლის ნამ­ცხვა­რი, მარ­შრუ­ტით ბა­კუ­რი­ა­ნი-თბი­ლი­სი" ჰქვია. რო­დე­საც ამ ნამ­ცხვრის რე­ცეპ­ტი ჩა­მა­წე­რი­ნეს, გა­მე­ცი­ნა, მაგ­რამ რო­დე­საც თა­ვად მო­ვამ­ზა­დე, მივ­ხვდი, თუ რა­ტომ და­არ­ქვეს ასე­თი სა­ხე­ლი. ის ვი­ზუ­ა­ლუ­რად მარ­თლაც, თოვ­ლის გო­რაკს ჰგავს. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია.

- მარ­ხვას თუ იცავთ ხოლ­მე?

- სამ­წუ­ხა­როდ, წელს მარ­ხვის შე­ნახ­ვა ვერ შევ­ძე­ლი, იმ მი­ზე­ზის გამო, რომ თბი­ლის­სა და ქუ­თა­ისს შო­რის სი­ა­რუ­ლი ხში­რად მი­წევ­და და ასეთ დროს საკ­ვე­ბის შერ­ჩე­ვა ძა­ლი­ან რთუ­ლია.

- შო­ბის დღე­სას­წა­ულს სად შეხ­ვდით?

- რო­გორც ყო­ველ­თვის, ტა­ძარ­ში, ან­თე­ბუ­ლი სან­თლე­ბით ხელ­ში. მას შემ­დეგ, რაც ჩვენ­მა პატ­რი­არ­ქმა გვირ­ჩია, რომ შო­ბის ღა­მეს სა­კუ­თარ სახ­ლში, ფან­ჯრებ­თან ან­თე­ბუ­ლი სან­თლე­ბით შევ­ხვდეთ, მეც მუ­დამ ასე ვიქ­ცე­ვი, მერე კი ტა­ძარ­ში მივ­დი­ვარ.

- შო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე რა­ი­ო­ნებ­ში ღორს კლა­ვენ...

- დიახ, ვიცი, რომ სოფ­ლებ­ში ამ დღე­სას­წა­უ­ლის­თვის გრან­დი­ო­ზუ­ლად ემ­ზა­დე­ბი­ან. მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ზრდი­ან ღო­რებს, შო­ბას რომ დაკ­ლან. ბავ­შვო­ბის მერე ამ რი­ტუ­ალს არ დავ­სწრე­ბი­ვარ.

- ბავ­შვო­ბა­ში სა­ა­ხალ­წლო არ­და­დე­გე­ბი თუ გიყ­ვარ­დათ?

- არ­და­დე­გებ­ზე უფრო მე­ტად, ახა­ლი წლის დად­გო­მა მი­ხა­რო­და. ყო­ველ­თვის გუ­ლის ფან­ცქა­ლით ვე­ლო­დე­ბო­დი ამ დღეს და თუ თოვ­ლიც მო­ვი­დო­და, უბედ­ნი­ე­რე­სი ვი­ყა­ვი.

- და­ბო­ლოს, რას ელით 2014 წლის­გან?

- ვი­მე­დოვ­ნებ, რომ 2014 წლის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ნაკ­ლე­ბი უმუ­შე­ვა­რი და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა. იმე­დი მაქვს, რომ ამ წელს ეკო­ნო­მი­კუ­რი წინსვლა გვექ­ნე­ბა. მინ­და, ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბი ძა­ლი­ან მალე, ფეხ­ზე წა­მო­ვა­ყე­ნოთ და რაც მთა­ვა­რია, ქუ­ჩა­ში ბევრ მო­ღი­მარ და ბედ­ნი­ერ ადა­მი­ანს ვხე­დავ­დე.

ვინ ამა­რა­გებს ნინო და­რა­სე­ლის ოჯახს სა­შო­ბაო ღვე­ზე­ლე­ბით

ნინო და­რა­სე­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

- შობა ჩემ­თვის ულა­მა­ზე­სი და ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი დღე­სას­წა­უ­ლია. ამი­ტომ ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, ეს დღე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აღ­ვნიშ­ნო. შო­ბას ყო­ველ­თვის ოჯახ­თან ერ­თად ვზე­ი­მობ.

- სა­შო­ბაო ღვე­ზე­ლებს თუ აცხობ?

- პი­რა­დად მე, სა­შო­ბაო ღვე­ზე­ლე­ბის გა­მო­ცხო­ბა არ ვიცი. გვყავს ნა­თე­სა­ვი გუ­რუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც ტრა­დი­ცი­უ­ლად, ყო­ველ წელს სა­შო­ბაო ღვე­ზე­ლებს მოგ­ვარ­თმევს ხოლ­მე. იმე­დია, ამ ტრა­დი­ცი­ას წელ­საც არ და­არ­ღვევს (იღი­მის). სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან გემ­რი­ელს ამ­ზა­დებს.

- მორ­წმუ­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლამ­დე მარ­ხვას ინა­ხავს. შენ თუ და­ი­ცა­ვი მარ­ხვა?

- სამ­წუ­ხა­როდ, წელს მარ­ხვა­ზე არ ვყო­ფილ­ვარ. ისე კი, სა­შო­ბაო მარ­ხვის შე­ნახ­ვას ვა­ხერ­ხებ ხოლ­მე... შო­ბის ღა­მეს ფან­ჯრებ­თან სან­თლებს ვან­თებ, მერე კი მთელ დღეს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან, მე­გობ­რებ­თან და ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად ვა­ტა­რებ. აუ­ცი­ლებ­ლად მივ­დი­ვარ ეკ­ლე­სი­ა­ში, ოღონდ იმ დროს, როცა იქ ძა­ლი­ან ბევ­რი ხალ­ხი არ არის.

- ეს დღე­სას­წა­უ­ლი ოდეს­მე, სო­ფელ­ში თუ გა­გი­ტა­რე­ბია?

- სამ­წუ­ხა­როდ თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ, შო­ბას სო­ფელ­ში არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ. სამ­წუ­ხა­როდ იმი­ტომ, რომ სო­ფელ­ში ნე­ბის­მი­ე­რი დღე­სას­წა­უ­ლი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და სა­ინ­ტე­რე­სოა; სა­ბედ­ნი­ე­როდ იმი­ტომ, რომ ამ დღე­სას­წა­ულ­ზე რა­ი­ო­ნებ­ში ღო­რის დაკ­ვლა იცი­ან, მე კი მი­მაჩ­ნია, ცხო­ვე­ლის დაკ­ვლა და მსხვერ­პლთშე­წირ­ვა არას­წო­რი საქ­ცი­ე­ლია.

- და­ბო­ლოს, რა­ი­მეს თქმა ხომ არ გსურს?

- ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ ახალ წელს დიდი სი­ხა­რუ­ლი­თა და უკე­თე­სი მო­მავ­ლის იმე­დით ვე­გე­ბე­ბით. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მყავს მე­უღ­ლე, შვი­ლე­ბი და ვგრძნობ მათ დიდ სიყ­ვა­რულს. ვი­სურ­ვებ­დი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას სიმ­შვი­დე­ში გვე­ცხოვ­როს.

"ღო­რის ხორცს არ მი­ვირ­თმევ"

ხა­ტია შა­მუ­გია, პარ­ფი­უ­მე­რი­უ­ლი კომ­პა­ნი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი:

- ოჯახ­ში შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის­თვის უფრო მე­ტად ვემ­ზა­დე­ბით, ვიდ­რე ახა­ლი წლის­თვის. სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი არა­ნორ­მა­ლუ­რი სა­მუ­შაო დღის რე­ჟი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დიდ მარ­ხვას ვერ ვი­ცავ, მაგ­რამ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ოთხშა­ბათ­სა და პა­რას­კევს ვმარ­ხუ­ლობ.

- სა­შო­ბაო ღვე­ზე­ლებს თუ აცხობ? ღო­რის დაკ­ვლის ტრა­დი­ცია თუ მოგ­წონს?

- სამ­წუ­ხა­როდ, მა­ინ­ცდა­მა­ინც კარ­გი დი­ა­სახ­ლი­სი არ ვარ, ამი­ტომ სა­შო­ბაო ღვე­ზე­ლებს დედა აცხობს ხოლ­მე. რაც შე­ე­ხე­ბა სა­შო­ბა­ოდ ღო­რის დაკ­ვლის ტრა­დი­ცი­ას - სი­მარ­თლე გი­თხრა, ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცო­დი. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ღო­რის ხორცს არ მი­ვირ­თმევ.

- შო­ბის ღა­მეს ტა­ძარ­ში შეხ­ვდე­ბი თუ სახ­ლში?

- გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ თბი­ლის­ში ერთ-ერთი ტაძ­რის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს ვცხოვ­რობ, ეკ­ლე­სი­ა­ში შეს­ვლას და სან­თლის დან­თე­ბას ხში­რად ვა­ხერ­ხებ. შო­ბას და აღ­დგო­მას ტა­ძარ­ში ვხვდე­ბი, სან­თელს ვან­თებ და შინ ვბრუნ­დე­ბი.

- შო­ბის ღა­მეს ფან­ჯრებ­თან სან­თელს ან­თებ?

- ფან­ჯრებ­თან სან­თელს შო­ბა­საც და ახალ წელ­საც ვან­თებ. ახალ წელს ჩემს სახ­ლში მეკვლე თა­ვად ვი­ყა­ვი, 12 სა­ა­თის შემ­დეგ კი სახ­ლი­დან წა­მოს­ვლა მო­მიხ­და - ერთ-ერთი კონ­ცერ­ტის წამ­ყვა­ნი ვი­ყა­ვი.

- რას ელო­დე­ბი ახა­ლი 2014 წლის­გან?

- გა­სუ­ლი წელი გვე­ლის იყო. თა­ვა­დაც გვე­ლის წელ­ში ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი და ვფიქ­რობ, 2013 ჩემ­თვის ძა­ლი­ან კარ­გი ამი­ტო­მაც იყო. 2014 წელი კი მო­გეხ­სე­ნე­ბა, ცხე­ნის წე­ლია და გა­მო­დის, რომ წელს დე­და­ჩემ­სა და ჩემს შვილს გა­უ­მარ­თლებთ. იმე­დი მაქვს, ცხე­ნის წელი ჩემ­თვი­საც ბედ­ნი­ე­რე­ბის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა. მინ­და, თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის ყვე­ლა მკი­თხველს მი­ვუ­ლო­ცო ახა­ლი წელი და თი­თო­ე­ულს ჯან­მრთე­ლო­ბა, ბედ­ნი­ე­რე­ბა, ღვთის წყა­ლო­ბა ვუ­სურ­ვო!

"ჩემი სი­დედ­რი ფან­ტას­ტი­კუ­რი მზა­რე­უ­ლია"

ზაზა გა­ბუ­ნია, ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" თავ­მჯდო­მა­რე:

- პირ­ველ რიგ­ში, ახალ 2014 წელს და დამ­დეგ შო­ბის დღე­სას­წა­ულს ვუ­ლო­ცავ მთელ სა­ქარ­თვე­ლოს! ღვთის წყა­ლო­ბა, სი­კე­თე და ჯან­მრთე­ლო­ბა ჰქო­ნო­დეს თი­თო­ე­ულ ოჯახს.

- ბა­ტო­ნო ზაზა, შო­ბის დღე­სას­წა­ულის­თვის რო­გორ ემ­ზა­დე­ბით?

- ეს დღე, ქრის­ტეს აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულ­თან ერ­თად, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დღე­სას­წა­უ­ლია რო­გორც ში­ნა­არ­სობ­რი­ვად, ასე­ვე სამ­ზა­დი­სის თვალ­საზ­რი­სით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო პე­რი­ო­დის ემო­ცი­უ­რი გან­წყო­ბა უკვე გავ­ლი­ლია, შო­ბის დღე­სას­წა­ულს ბუ­ნებ­რი­ვია, დიდი მო­ლო­დი­ნით და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ში­ნა­გა­ნი გან­წყო­ბით ვე­ლო­დე­ბი, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ამ დღეს სამ­ყა­როს მხსნე­ლი­სა და მა­ცხოვ­რის, იესო ქრის­ტეს და­ბა­დე­ბას ვზე­ი­მობთ.

- შო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე თქვე­ნი მე­უღ­ლე სა­შო­ბაო ღვე­ზე­ლე­ბით თუ გა­ნე­ბივ­რებთ?

- ჩემი მე­უღ­ლე - ნუცა შავ­ლა­ძე ძა­ლი­ან კარ­გი მზა­რე­უ­ლია. ამის ერთ-ერთი მი­ზე­ზი არის ის, რომ ჩემს სი­დედრს კუ­ლი­ნა­რია სა­ხე­ლოვ­ნე­ბო დო­ნე­ზე აქვს აყ­ვა­ნი­ლი. ის ფან­ტას­ტი­კუ­რი მზა­რე­უ­ლია. გუ­რუ­ლი ღვე­ზე­ლე­ბის გა­მო­ცხო­ბა ნუ­ცამ სწო­რედ მის­გან ის­წავ­ლა და ოჯა­ხის წევ­რებს ამით გვა­ნე­ბივ­რებს კი­დეც.

- მორ­წმუ­ნე­ე­ბი 40 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ინა­ხა­ვენ მარ­ხვას...

- მეც ვმარ­ხუ­ლობ და ეს გა­რე­მო­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბულ ხიბლს მა­ტებს 7 იან­ვარს. ძალ­ზე სა­სი­ა­მოვ­ნოა, მარ­ხვის გახ­სნი­ლე­ბის დღე... სხვა­თა შო­რის, შო­ბის სო­ფელ­ში აღ­ნიშ­ვნას სულ სხვა ეშხი აქვს. იქ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ღო­რებს სა­გულ­და­გუ­ლოდ ზრდი­ან და შო­ბის დად­გო­მამ­დე კლა­ვენ, რო­მელ­ზეც ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან და არის ერთი ჟრი­ა­მუ­ლი. აქვე გე­ტყვით: შო­ბას ღო­რის დაკ­ვლის ტრა­დი­ცია ეს­თე­ტი­კუ­რად ლა­მა­ზი და მიმ­ზიდ­ვე­ლი სა­ნა­ხა­ო­ბა ნამ­დვი­ლად არ არის.

- სად აპი­რებთ შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის აღ­ნიშ­ვნას?

- შო­ბის დღე­სას­წა­ულს სხვა­დას­ხვა ტა­ძარ­ში ვხვდე­ბით ხოლ­მე. უფრო ხში­რად, სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში, სა­დაც მისი უწ­მინ­დე­სო­ბა ამ დღეს საღვთო ლი­ტურ­გი­ას აღავ­ლენს ხოლ­მე. წელს დიდი სურ­ვი­ლი გვაქვს, რომ ამ ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულს ქრის­ტეს შო­ბის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში შევ­ხვდეთ.

- ოჯა­ხის წევ­რე­ბი ფან­ჯრებ­თან სან­თლებს თუ ან­თებთ?

- ეს ის სა­შო­ბაო ტრა­დი­ცი­აა, რო­მელ­საც უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ და­უ­დო სა­ფუძ­ვე­ლი. ამი­ტომ შო­ბის ღა­მეს ჩვენს ოჯახ­შიც ინ­თე­ბა სან­თლე­ბი. ეს ტრა­დი­ცია ძა­ლი­ან მოგ­ვწონს.

სოფო ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

ცნობილების საშობაო ტრადიციები

ცნობილების საშობაო ტრადიციები

ქრისტესშობა ქრისტიანული რელიგიური დღესასწაულია, რომელსაც თითქმის მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ: კათოლიკეები 25 დეკემბერს, ხოლო მართლმადიდებელი ეკლესია 7 იანვარს. 7 იანვარსვე სრულდება მარხვა, რომელსაც მორწმუნე საზოგადოება 40 დღის განმავლობაში ინახავს. საინტერესოა, როგორ ხვდებიან შობის დღესასწაულს პოლიტიკოსები და შოუბიზნესის წარმომადგენლები, რა ტრადიციები აქვთ მათ და რა მოლოდინით შეხვდნენ 2014 წელს.

ირინა იმერლიშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი:

- პირველ რიგში, მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო შობა-ახალი წელი. წარმატებებს, სიხარულს, სიყვარულს, სიუხვესა და ღვთის წყალობას გისურვებთ!.. ახალი წლის დადგომა ყოველთვის განსაკუთრებულად მიხარია. დღემდე ისეთივე სიხარულით ველი შობა-ახალ წელს, როგორც - ბავშვობაში. ჩემთვის ეს დღესასწაული სიახლეებთან ასოცირდება. მჯერა, რომ 2013 წელს თუ რაიმე ცუდი იყო, ძველ წელში დარჩება... ნაძვის ხეს ყოველთვის თავად ვრთავ და ტრადიციულად, ყოველ წელს ერთ ახალ სათამაშოს მაინც ვყიდულობ.

- ახალ 2014 წელს სად შეხვდით?

- დამდეგს ყოველთვის შინ, ოჯახის წევრებთან ერთად ვეგებები, მაგრამ 12 საათის შემდეგ შესაძლოა, რომელიმე ახლობელს ვესტუმრო. 31 დეკემბერს, ღამით, სუფრას ყოველთვის თავად ვშლი. ამ დღესასწაულისთვის აუცილებლად ვაცხობ ვაშლის ნამცხვარს, რომელსაც ძალიან საინტერესო სახელი "ვაშლის ნამცხვარი, მარშრუტით ბა­კურიანი-თბილისი" ჰქვია. როდესაც ამ ნამცხვრის რეცეპტი ჩამაწერინეს, გამეცინა, მაგრამ როდესაც თავად მოვამზადე, მივხვდი, თუ რატომ დაარქვეს ასეთი სახელი. ის ვიზუალურად მართლაც, თოვლის გორაკს ჰგავს. სხვათა შორის, ძალიან გემრიელია.

- მარხვას თუ იცავთ ხოლმე?

- სამწუხაროდ, წელს მარხვის შენახვა ვერ შევძელი, იმ მიზეზის გამო, რომ თბილისსა და ქუთაისს შორის სიარული ხშირად მიწევდა და ასეთ დროს საკვების შერჩევა ძალიან რთულია.

- შობის დღესასწაულს სად შეხვდით?

- როგორც ყოველთვის, ტაძარში, ანთებული სანთლებით ხელში. მას შემდეგ, რაც ჩვენმა პატრიარქმა გვირჩია, რომ შობის ღამეს საკუთარ სახლში, ფანჯრებთან ანთებული სანთლებით შევხვდეთ, მეც მუდამ ასე ვიქცევი, მერე კი ტაძარში მივდივარ.

- შობის დღესასწაულზე რაიონებში ღორს კლავენ...

- დიახ, ვიცი, რომ სოფლებში ამ დღესასწაულისთვის გრანდიოზულად ემზადებიან. მთელი წლის განმავლობაში ზრდიან ღორებს, შობას რომ დაკლან. ბავშვობის მერე ამ რიტუალს არ დავსწრებივარ.

- ბავშვობაში საახალწლო არდადეგები თუ გიყვარდათ?

- არდადეგებზე უფრო მეტად, ახალი წლის დადგომა მიხაროდა. ყოველთვის გულის ფანცქალით ველოდებოდი ამ დღეს და თუ თოვლიც მოვიდოდა, უბედნიერესი ვიყავი.

- დაბოლოს, რას ელით 2014 წლისგან?

- ვიმედოვნებ, რომ 2014 წლისთვის საქართველოში ნაკლები უმუშევარი და გაჭირვებული ადამიანი იქნება. იმედი მაქვს, რომ ამ წელს ეკონომიკური წინსვლა გვექნება. მინდა, ქართული სოფლები ძალიან მალე, ფეხზე წამოვაყენოთ და რაც მთავარია, ქუჩაში ბევრ მოღიმარ და ბედნიერ ადამიანს ვხედავდე.

ვინ ამარაგებს ნინო დარასელის ოჯახს საშობაო ღვეზელებით

ნინო დარასელი, ჟურნალისტი:

- შობა ჩემთვის ულამაზესი და ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, ეს დღე განსაკუთრებულად აღვნიშნო. შობას ყოველთვის ოჯახთან ერთად ვზეიმობ.

- საშობაო ღვეზელებს თუ აცხობ?

- პირადად მე, საშობაო ღვეზელების გამოცხობა არ ვიცი. გვყავს ნათესავი გურული ქალბატონი, რომელიც ტრადიციულად, ყოველ წელს საშობაო ღვეზელებს მოგვართმევს ხოლმე. იმედია, ამ ტრადიციას წელსაც არ დაარღვევს (იღიმის). სხვათა შორის, ძალიან გემრიელს ამზადებს.

- მორწმუნე საზოგადოების ნაწილი შობის დღესასწაულამდე მარხვას ინახავს. შენ თუ დაიცავი მარხვა?

- სამწუხაროდ, წელს მარხვაზე არ ვყოფილვარ. ისე კი, საშობაო მარხვის შენახვას ვახერხებ ხოლმე... შობის ღამეს ფანჯრებთან სანთლებს ვანთებ, მერე კი მთელ დღეს საყვარელ ადამიანებთან, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ვატარებ. აუცილებლად მივდივარ ეკლესიაში, ოღონდ იმ დროს, როცა იქ ძალიან ბევრი ხალხი არ არის.

- ეს დღესასწაული ოდესმე, სოფელში თუ გაგიტარებია?

- სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, შობას სოფელში არასოდეს ვყოფილვარ. სამწუხაროდ იმიტომ, რომ სოფელში ნებისმიერი დღესასწაული ძალიან ლამაზი და საინტერესოა; საბედნიეროდ იმიტომ, რომ ამ დღესასწაულზე რაიონებში ღორის დაკვლა იციან, მე კი მიმაჩნია, ცხოველის დაკვლა და მსხვერ­პლთშეწირვა არასწორი საქციელია.

- დაბოლოს, რაიმეს თქმა ხომ არ გსურს?

- ადამიანები ყოველ ახალ წელს დიდი სიხარულითა და უკეთესი მომავლის იმედით ვეგებებით. ბედნიერი ვარ, რომ მყავს მეუღლე, შვილები და ვგრძნობ მათ დიდ სიყვარულს. ვისურვებდი, საქართველოს მოსახლეობას სიმშვიდეში გვეცხოვროს.

"ღორის ხორცს არ მივირთმევ"

ხატია შამუგია, პარფიუმერიული კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი:

- ოჯახში შობის დღესასწაულისთვის უფრო მეტად ვემზადებით, ვიდრე ახალი წლისთვის. სამწუხაროდ, ჩემი არანორმალური სამუშაო დღის რეჟიმიდან გამომდინარე, დიდ მარხვას ვერ ვიცავ, მაგრამ მთელი წლის განმავლობაში, ოთხშაბათსა და პარასკევს ვმარხულობ.

- საშობაო ღვეზელებს თუ აცხობ? ღორის დაკვლის ტრადიცია თუ მოგწონს?

- სამწუხაროდ, მაინცდამაინც კარგი დიასახლისი არ ვარ, ამიტომ საშობაო ღვეზელებს დედა აცხობს ხოლმე. რაც შეეხება საშობაოდ ღორის დაკვლის ტრადიციას - სიმართლე გითხრა, ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. ალბათ იმიტომ, რომ ღორის ხორცს არ მივირთმევ.

- შობის ღამეს ტაძარში შეხვდები თუ სახლში?

- გამომდინარე იქიდან, რომ თბილისში ერთ-ერთი ტაძრის მოპირდაპირე მხარეს ვცხოვრობ, ეკლესიაში შესვლას და სანთლის დანთებას ხშირად ვახერხებ. შობას და აღდგომას ტაძარში ვხვდები, სანთელს ვანთებ და შინ ვბრუნდები.

- შობის ღამეს ფანჯრებთან სანთელს ანთებ?

- ფანჯრებთან სანთელს შობასაც და ახალ წელსაც ვანთებ. ახალ წელს ჩემს სახლში მეკვლე თავად ვიყავი, 12 საათის შემდეგ კი სახლიდან წამოსვლა მომიხდა - ერთ-ერთი კონცერტის წამყვანი ვიყავი.

- რას ელოდები ახალი 2014 წლისგან?

- გასული წელი გველის იყო. თავადაც გველის წელში ვარ დაბადებული და ვფიქრობ, 2013 ჩემთვის ძალიან კარგი ამიტომაც იყო. 2014 წელი კი მოგეხსენება, ცხენის წელია და გამოდის, რომ წელს დედაჩემსა და ჩემს შვილს გაუმართლებთ. იმედი მაქვს, ცხენის წელი ჩემთვისაც ბედნიერების მომტანი იქნება. მინდა, თქვენი ჟურნალის ყველა მკითხველს მივულოცო ახალი წელი და თითოეულს ჯანმრთელობა, ბედნიერება, ღვთის წყალობა ვუსურვო!

"ჩემი სიდედრი ფანტასტიკური მზარეულია"

ზაზა გაბუნია, ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე:

- პირველ რიგში, ახალ 2014 წელს და დამდეგ შობის დღესასწაულს ვულოცავ მთელ საქართველოს! ღვთის წყალობა, სიკეთე და ჯანმრთელობა ჰქონოდეს თითოეულ ოჯახს.

- ბატონო ზაზა, შობის დღესას­წა­ულისთვის როგორ ემზადებით?

- ეს დღე, ქრისტეს აღდგომის დღესასწაულთან ერთად, უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია როგორც შინაარსობრივად, ასევე სამზადისის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ წინასაახალწლო პერიოდის ემოციური განწყობა უკვე გავლილია, შობის დღესასწაულს ბუნებრივია, დიდი მოლოდინით და განსხვავებული შინაგანი განწყობით ველოდები, იქიდან გამომდინარე, რომ ამ დღეს სამყაროს მხსნელისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს დაბადებას ვზეიმობთ.

- შობის დღესასწაულზე თქვენი მეუღლე საშობაო ღვეზელებით თუ განებივრებთ?

- ჩემი მეუღლე - ნუცა შავლაძე ძალიან კარგი მზარეულია. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ჩემს სიდედრს კულინარია სახელოვნებო დონეზე აქვს აყვანილი. ის ფანტასტიკური მზარეულია. გურული ღვეზელების გამოცხობა ნუცამ სწორედ მისგან ისწავლა და ოჯახის წევრებს ამით გვანებივრებს კიდეც.

- მორწმუნეები 40 დღის განმავლობაში ინახავენ მარხვას...

- მეც ვმარხულობ და ეს გარემოება განსაკუთრებულ ხიბლს მატებს 7 იანვარს. ძალზე სასიამოვნოა, მარხვის გახსნილების დღე... სხვათა შორის, შობის სოფელში აღნიშვნას სულ სხვა ეშხი აქვს. იქ მთელი წლის განმავლობაში ღორებს საგულდაგულოდ ზრდიან და შობის დადგომამდე კლავენ, რომელზეც ოჯახის ახლობლები, ნათესავები იკრიბებიან და არის ერთი ჟრიამული. აქვე გეტყვით: შობას ღორის დაკვლის ტრადიცია ესთეტიკურად ლამაზი და მიმზიდველი სანახაობა ნამდვილად არ არის.

- სად აპირებთ შობის დღესასწაულის აღნიშვნას?

- შობის დღესასწაულს სხვადასხვა ტაძარში ვხვდებით ხოლმე. უფრო ხშირად, სამების საკათედრო ტაძარში, სადაც მისი უწმინდესობა ამ დღეს საღვთო ლიტურგიას აღავლენს ხოლმე. წელს დიდი სურვილი გვაქვს, რომ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს ქრისტეს შობის სახელობის ტაძარში შევხვდეთ.

- ოჯახის წევრები ფანჯრებთან სანთლებს თუ ანთებთ?

- ეს ის საშობაო ტრადიციაა, რომელსაც უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაუდო საფუძველი. ამიტომ შობის ღამეს ჩვენს ოჯახშიც ინთება სანთლები. ეს ტრადიცია ძალიან მოგვწონს.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია