პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოპრა უინფრი თხოვდება
ოპრა უინფრი თხოვდება

ამე­რი­კე­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ოპრა უინფრი თხოვ­დე­ბა. ტე­ლე­ვარ­სკვლა­ვი 20 წელ­ზე მე­ტია, სა­პა­ტარ­ძლოა. ახლა კი მის­მა საქმრომ, სტედ­მენ გრე­ჰემ­მა საქ­მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა გა­და­წყვი­ტა.

ოპრა ჯერ კი­დევ 1992 წელს და­ი­ნიშ­ნა. და­ნიშ­ვნამ­დე კი წყვი­ლი 6 წელი ხვდე­ბო­და ერ­თმა­ნეთს. რა­ტომ არ შედ­გა 20 წლის მან­ძილ­ზე ქორ­წი­ლი, უც­ნო­ბია. რო­გორც გა­მო­ცე­მა National Enquirer-ი წერს, წყვილ­მა ურ­თი­ერ­თო­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ფორ­მე­ბა ნელ­სონ მან­დე­ლას და­საფ­ლა­ვე­ბის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, რო­მელ­საც ოპრა და სტედ­მე­ნი კარ­გად იც­ნობ­დნენ.

ოპ­რას ახლო მე­გო­ბარ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს უამ­ბო, რომ "ოპრა მან­დე­ლას­თან სუ­ლი­ე­რად ახ­ლოს იყო, ყო­ველ­თვის მხარს უჭერ­და იმას, რის­თვი­სას მან­დე­ლა იბ­რძო­და. რო­დე­საც ნელ­სო­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, იგი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი იყო. მაგ­რამ და­ნა­კარ­გმა ოპრა და სტედ­მე­ნი კი­დევ უფრო და­ახ­ლო­ვა. გრე­ჰე­მი საყ­ვა­რელ ქალს, რო­გორც შე­ეძ­ლო ტკი­ვი­ლის გა­და­ტა­ნა­ში ეხ­მა­რე­ბო­და და მიხ­ვდა, რომ მას­თან რო­გორც ოფი­ცი­ა­ლურ მე­უღ­ლეს­თან მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გა­ტა­რე­ბა უნდა. მათ არა­ერ­თხელ აღი­ა­რეს, რომ მო­ნა­თე­სა­ვე სუ­ლე­ბი არი­ან. ახლა კი გრე­ჰემ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ოპ­რას გვერ­დით და­საფ­ლა­ვე­ბას ისურ­ვებ­და და ეს მხო­ლოდ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ქორ­წი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი",- ამ­ბობს ტე­ლე­წამ­ყვა­ნის მე­გო­ბა­რი.

სტედ­მე­ნის მე­გობ­რე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ იგი ოპ­რას ხელს ხელ­მე­ო­რედ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სთხოვს, შე­საძ­ლე­ბე­ლია მის და­ბა­დე­ბის დღე­ზეც კი. ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ამ თვე­ში 60 წლის გახ­დე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია National Enquirer-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

ოპრა უინფრი თხოვდება

ოპრა უინფრი თხოვდება

ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი თხოვდება. ტელევარსკვლავი 20 წელზე მეტია, საპატარძლოა. ახლა კი მისმა საქმრომ, სტედმენ გრეჰემმა საქმის ბოლომდე მიყვანა გადაწყვიტა.

ოპრა ჯერ კიდევ 1992 წელს დაინიშნა. დანიშვნამდე კი წყვილი 6 წელი ხვდებოდა ერთმანეთს. რატომ არ შედგა 20 წლის მანძილზე ქორწილი, უცნობია. როგორც გამოცემა National Enquirer-ი წერს, წყვილმა ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმება ნელსონ მანდელას დასაფლავების შემდეგ გადაწყვიტა, რომელსაც ოპრა და სტედმენი კარგად იცნობდნენ.

ოპრას ახლო მეგობარმა ჟურნალისტებს უამბო, რომ "ოპრა მანდელასთან სულიერად ახლოს იყო, ყოველთვის მხარს უჭერდა იმას, რისთვისას მანდელა იბრძოდა. როდესაც ნელსონი გარდაიცვალა, იგი განადგურებული იყო. მაგრამ დანაკარგმა ოპრა და სტედმენი კიდევ უფრო დაახლოვა. გრეჰემი საყვარელ ქალს, როგორც შეეძლო ტკივილის გადატანაში ეხმარებოდა და მიხვდა, რომ მასთან როგორც ოფიციალურ მეუღლესთან მთელი ცხოვრების გატარება უნდა. მათ არაერთხელ აღიარეს, რომ მონათესავე სულები არიან. ახლა კი გრეჰემმა განაცხადა, რომ ოპრას გვერდით დასაფლავებას ისურვებდა და ეს მხოლოდ ოფიციალური ქორწინების შემთხვევაშია შესაძლებელი",- ამბობს ტელეწამყვანის მეგობარი.

სტედმენის მეგობრები ირწმუნებიან, რომ იგი ოპრას ხელს ხელმეორედ უახლოეს მომავალში სთხოვს, შესაძლებელია მის დაბადების დღეზეც კი. ტელეწამყვანი ამ თვეში 60 წლის გახდება.

მომზადებულია National Enquirer-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება