პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:10-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 11:27-დან მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ. ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი რძე და რძის ნაწარმით, თაფლით. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოსტსაახალწლო დიეტა
პოსტსაახალწლო დიეტა

შობა-ახა­ლი წლის უხვი და ნოყი­ე­რი სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რის მავ­ნებ­ლო­ბა, რო­გორც წესი, დღე­სას­წა­უ­ლე­ბის ჩამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ იჩენს ხოლ­მე თავს. სირ­თუ­ლე­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით მათ ექ­მნე­ბათ, ვი­საც ჭარ­ბი წონა ან საკ­ვე­ბის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის პრობ­ლე­მა აწუ­ხებს. რო­გორ გა­ვუმკლავ­დეთ სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ებ­ში ორ­გა­ნიზ­მის­თვის მი­ყე­ნე­ბულ ზი­ანს, თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით მკი­თხველ­თა შე­კი­თხვებს დი­ე­ტო­ლო­გი, ელე­ნე გი­ორ­გა­ძე პა­სუ­ხობს.

გა­მოგ­ზავ­ნი­ლი კი­თხვე­ბი:

ნანა:

გა­მარ­ჯო­ბათ. მაქვს პრობ­ლე­მა კვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა რა სა­ხის და რა­ო­დე­ნო­ბის საკ­ვებს მი­ვი­ღებ. მა­შინ­ვე მე­ბე­რე­ბა მუ­ცე­ლი. რო­გორ მო­ვიქ­ცე?

-ქალ­ბა­ტონ ნა­ნას ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვურ­ჩი­ოთ, რომ მი­მარ­თოს გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლოგს, იმი­ტომ რომ ეს კუჭ-ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მე­ბია და სა­ვა­რა­უ­დოდ ფერ­მენ­ტე­ბის შერ­ჩე­ვა მო­უ­წევთ. გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი გა­უ­კე­თებს გარ­კვე­ულ გა­მოკ­ვლე­ვებს, რის შემ­დე­გაც შე­ურ­ჩევს ფერ­მენტს და ამის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვარ­დე­ბა.

თა­თია:

ახა­ლი წლის დღე­ებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გაძ­ლი­ე­რე­ბულ კვე­ბა­ზე ნამ­დვი­ლად არ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ტკბი­ლე­უ­ლი მი­ვირ­თვი უფრო მეტი ვიდ­რე ზო­გა­დად მი­ვირ­თმევ. რა ცვლი­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვიო ბევ­რი ტკბი­ლე­უ­ლის მი­ღე­ბამ და რო­მე­ლი საკ­ვე­ბით ჩა­ვა­ნაც­ვლოთ, რომ ორ­გა­ნიზ­მი გა­ნიტ­ვირ­თოს?

-ბევ­რი ტკბი­ლე­უ­ლის მი­ღე­ბამ ცვლი­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს და ეს პირ­ველ რიგ­ში წო­ნა­ში მო­მა­ტე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს. ოღონდ ეს იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ არ წვავ­და იმ კა­ლო­რაჟს, რა­საც იღებ­და. თუ არ და­დი­ო­და კლუ­ბებ­ში ან არ ცეკ­ვავ­და სახ­ლში, რა თქმა უნდა შე­იძ­ლე­ბა წო­ნა­ში იყოს მო­მა­ტე­ბუ­ლი. მე­ო­რე რაც შე­იძ­ლე­ბა დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ტკბი­ლე­უ­ლის მი­ღე­ბამ გა­მო­იწ­ვი­ოს არის ის, რომ თუ რისკ ჯგუფ­ში ზის შაქ­რი­ან დი­ა­ბეტ­ზე და აქვს ინ­სუ­ლინ- რე­ზის­ტენ­ტო­ბა კარ­გი არ იქ­ნე­ბა. მაგ­რამ არ­სე­ბობს ხილი, ხაჭო, კე­ფი­რი, მა­წო­ნი, მო­ხარ­შუ­ლი ხორ­ცი და ერთი კვი­რა შე­უძ­ლია ეს საკ­ვე­ბი მი­ი­ღოს. ანუ მხო­ლოდ ბოსტნე­ულ­ზე, ხილ­ზე და მო­ხარ­შულ საკ­ვებ­ზე უნდა იყოს და ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მთლი­ა­ნად გა­მო­რი­ცხოს ცო­მე­უ­ლი და ტკბი­ლე­უ­ლო­ბა.

ლალი:

წყალს იშ­ვი­ა­თად ვსვამ. მაგ­რამ ხში­რად მი­ვირ­თმევ ყა­ვას, (რო­გორც ხსნადს, ასე­ვე თურ­ქულს) რა რა­ო­დე­ნო­ბის სი­თხის მი­ღე­ბაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნიზ­მის­თვის და რა სა­ხის სი­თხე მი­ვი­ღოთ?

-აუ­ცი­ლე­ბე­ლია დღის რა­ცი­ონ­ში იყოს წყა­ლი. თუ ადა­მი­ა­ნი იღებს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ჩაის და ყა­ვას, მა­შინ საკ­მა­რი­სია დღე­ში ლიტ­რა ნა­ხე­ვა­რი წყა­ლი, თუ არა მა­შინ 2 ლიტ­რამ­დე სუფ­თა წყა­ლი უნდა მი­ი­ღოს. ოღონდ ეს წყა­ლი ერ­თდრო­უ­ლად არ უნდა იყოს მი­ღე­ბუ­ლი, ეს უნდა იყოს გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. წყა­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

ნატა:

უკვე სამი წე­ლია მუდ­მი­ვად ვი­ნარ­ჩუ­ნებ 52 კი­ლოგ­რამს, ძა­ლი­ან მინ­და გავ­ხდე 49-კგ-მდე. ვერც ვარ­ჯი­შით, ვერც კვე­ბის რა­ცი­ო­ნის შემ­ცი­რე­ბით ვერ მო­ვა­ხერ­ხე დაკ­ლე­ბა. რა უნდა იყოს ამის მი­ზე­ზი და რას მირ­ჩევთ თქვენ?

-არ აქვს ზედ­მე­ტი ცხი­მი და ეს არის იმის მი­ზე­ზი, რომ ვერ იკ­ლებს. კუნთს და ძვალს ვერ და­კარ­გავს, აქვს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ადეკ­ვა­ტუ­რი წონა, უბ­რა­ლოდ არ მოს­წონს თა­ვი­სი კონ­ფი­გუ­რა­ცია. მას არ აქვს ცხი­მის არა­ნა­ი­რი მა­რა­გი და ამი­ტომ არ შე­უძ­ლია რომ და­იკ­ლოს. თუმ­ცა ესე ძა­ლი­ან რთუ­ლია ლა­პა­რა­კი იმი­ტომ რომ მე ვერ ვხე­დავ ამ ადა­მი­ანს და არ ვიცი მისი ზუს­ტი მო­ნა­ცე­მე­ბი. არ ვიცი რა სი­მაღ­ლე აქვს, მხო­ლოდ წო­ნის ცოდ­ნით კი ვე­რა­ფერს და­ვად­გენთ. შე­იძ­ლე­ბა 1.70- მეტ­რია და მა­შინ 53 კი­ლოგ­რა­მი პი­რი­ქით წო­ნის დე­ფი­ცი­ტია, თუმ­ცა თუ 1.47- მეტ­რია მა­შინ რა თქმა უნდა არის ზედ­მე­ტი წონა და შე­იძ­ლე­ბა რომ და­იკ­ლოს.

ნია:

ვი­ყა­ვი 105 კილო. ახ­ლა­ხანს გა­ვი­კე­თე ოპე­რა­ცია, რომ­ლის შემ­დე­გაც 97 კი­ლოგ­რა­მამ­დე გავ­ხდი. (ოპე­რა­ცია ფიბ­რო­მი­სა და თი­ა­ქა­რის). ახლა მინ­და წო­ნა­ში და­ვიკ­ლო. რო­გორ ფიქ­რობთ, ვი­ნა­ი­დან ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა ნა­წი­ლობ­რივ მო­მიგ­ვარ­და, წო­ნა­ში დაკ­ლე­ბის მხრივ შე­საძ­ლე­ბე­ლია პრობ­ლე­მა შე­მექ­მნას?

-წო­ნა­ში დაკ­ლე­ბა­ში პრობ­ლე­მა არ შე­ექ­მნე­ბა, მაგ­რამ მე არ ვურ­ჩევ ამ პა­ცი­ენტს, რომ ექ­მი­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის გა­რე­შე და­იკ­ლოს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ერთხელ მა­ინც გა­ი­ა­როს კონ­სულ­ტა­ცია და გა­ი­კე­თოს გარ­კვე­უ­ლი ანა­ლი­ზე­ბი. თვით­ნე­ბურ სწორ კვე­ბა­ზე და თვით­ნე­ბურ გან­სა­კუთ­რე­ბულ პროგ­რა­მა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც მა­შინ თვი­თონ უნდა აი­ღოს. ქონ­და გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, ოპე­რა­ცი­აც და­ჭირ­და, გა­და­სა­რე­ვია რომ და­ი­წყო კლე­ბა, თუმ­ცა აუ­ცი­ლე­ბე­ლია ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცია.

მაკა:

გთხოვთ გა­მო­აქ­ვეყ­ნოთ კა­ლო­რა­ჟის ნუს­ხა რომ­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია დი­ე­ტის და­სა­ცა­ვად.

ბევ­რჯერ მაქვს ნათ­ქვა­მი, რომ სი­ტყვა დი­ე­ტა სწორ კვე­ბას ნიშ­ნავს. სწო­რი კვე­ბის დროს კი სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებს სჭირ­დე­ბათ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კა­ლო­რა­ჟი. თუ ქალ­ბა­ტო­ნი მაკა ბევ­რს არ მოძ­რა­ობს და ძი­რი­თა­დად ზის, მა­შინ მისი კა­ლო­რა­ჟი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში 2200 კილო კა­ლო­რი­აა.

ლალი:

პირ­ვე­ლი მკი­თხვე­ლის მსგავ­სად, მეც მა­წუ­ხებს მუც­ლის შე­ბე­რი­ლო­ბა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მო­ვაგ­ვა­რო ეს პრობ­ლე­მა? ("მე­ზიმ­ფორ­ტეს" ნუ მირ­ჩევთ).

-მუც­ლის შე­ბე­რი­ლო­ბა­ზე მე არც არა­ფერს არ გირ­ჩევთ, რო­გორც პირ­ველ კი­თხვას ვუ­პა­სუ­ხე ამ შემ­თხვე­ვა­შიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლოგ­თან მის­ვლა.

მარი:

სა­ა­ხალ­წლო სუფ­რას­თან ყვე­ლას გვა­ვი­წყდე­ბა ზო­მი­ე­რე­ბა და გემ­რი­ე­ლად მო­ვულ­ხენთ ხოლ­მე. შე­დე­გად დიდ ზი­ანს ვა­ყე­ნებთ ჩვენს ორ­გა­ნიზმს. მა­ინ­ტე­რე­სებს, ნა­ა­ხალ­წლევს დი­ე­ტით თუ შე­იძ­ლე­ბა ამის და­ბა­ლან­სე­ბა და რა უნდა გა­მოვ­რი­ცხოთ რა­ცი­ო­ნი­დან?

-სწო­რი კვე­ბით რა თქმა უნდა ამის და­ბა­ლან­სე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. აუ­ცი­ლე­ბე­ლია რომ გა­მო­ი­რი­ცხოს ტკი­ლე­უ­ლო­ბა და უნდა ჩარ­თოს ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა ან ვარ­ჯი­ში ან ფე­ხით სი­ა­რუ­ლი. ამ დროს უნდა მი­ი­ღოს ყვე­ლა­ფე­რი მო­ხარ­შუ­ლი, ასე­ვე ხილი და ბოსტნე­უ­ლი. ამ შემ­თხვე­ვა­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი სრუ­ლად საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა, რომ და­ა­ბა­ლან­სოს წონა.

ნინი:

ზოგს თუ ზედ­მე­ტი წონა აწუ­ხებს, მე პი­რი­ქით - სი­გამ­ხდრე. უმა­დო­ბას არ ვუ­ჩი­ვი, მაგ­რამ მა­ინც არ ვსუქ­დე­ბი. რა­ი­მე და­ა­ვა­დე­ბის ბრა­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს ეს და ვის მივ­მარ­თო?

-თუ ვერ სუქ­დე­ბა კი­თხვის ავ­ტორ­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თოს ენ­დოკ­რი­ნო­ლოგს, მაგ­რამ პირ­ველ რიგ­ში გე­ნე­ტი­კას უნდა გა­და­ხე­დოს. თუ გე­ნე­ტი­კუ­რია სი­გამ­ხდრე და არ აქვს ჩი­ვი­ლე­ბი ესე იგი ჯან­მრთე­ლია. მაგ­რამ თუ სი­გამ­ხდრე არ არის გე­ნე­ტი­კუ­რი, მა­შინ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ი­ა­როს კონ­სულ­ტა­ცია ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­თან. ეს შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­ულ ჰორ­მო­ნა­ლურ დარ­ღვე­ვებ­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ადა­მი­ა­ნე­ბი ვი­საც აქვს ზედ­მე­ტი წონა და ასე­ვე დე­ფი­ცი­ტი ამ­ბო­ბენ, რომ ჭა­მენ ყვე­ლა­ფერს. თუმ­ცა აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­ა­კონ­ტრო­ლონ კა­ლო­რა­ჟი.

ნანა:

ნერ­ვი­უ­ლო­ბის დროს სა­შინ­ლად მეზ­რდე­ბა მადა. არა­ფე­რი არ მაკ­მა­ყო­ფი­ლებს, რის გა­მოც თავს ვერ ვა­კონ­ტრო­ლებ და პა­რა­ლე­ლუ­რად ვი­მა­ტებ წო­ნა­ში. რა შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­მოქ­მე­დო ასეთ შემ­თხვე­ვა­ში?

-როცა ნერ­ვი­უ­ლო­ბის დროს ადა­მი­ანს გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი მადა აქვს, მა­შინ აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­ბალ­კა­ლო­რი­უ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი მი­ირ­თვას. ნერ­ვი­უ­ლობს და ჭა­მოს, ამას ვე­რა­ფერს მო­ვუ­ხერ­ხებთ, თუმ­ცა არ შე­ჭა­მოს მა­ღალ­კა­ლო­რი­უ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი. შე­ჭა­მოს მწვა­ნი­ლი, ხილი, ხაჭო ამ შემ­თხვე­ვა­ში არ მო­ი­მა­ტებს წო­ნა­ში.

ნანა:

დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ არ მომ­შივ­დეს, მაგ­რამ სა­ღა­მოს, ღა­მის სა­ა­თებ­ში ძა­ლი­ან ბევ­რს ვჭამ. ვჭამ მა­ში­ნაც როცა არ მშია. ეს უკვე ავად­მყო­ფო­ბაა. გთხოვთ რამე მირ­ჩი­ეთ. გა­სე­ირ­ნე­ბა­ზე ნუ­რა­ფერს მე­ტყვით, რად­გან ღა­მის სა­ა­თებ­ში ვმუ­შა­ობ კომ­პი­უ­ტერ­თნ და ფი­ზი­კუ­რად ვე­რა­ფერს გა­ვა­კე­თებ.

-რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ღა­მის სა­ა­თებ­ში მუ­შა­ობს კომ­პი­უ­ტერ­თან მა­შინ გვერ­დით აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ქონ­დეს ხილი და წყა­ლი, მეტი არა­ფე­რი. დი­ე­ტა ნიშ­ნავს სწორ კვე­ბას და რე­ჟიმს, ხოლო რე­ჟი­მი არის დღე­ში ოთხი ან ხუთ­ჯე­რა­დი კვე­ბა. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა დღე­ში ერთხელ ჭამა. ჩვენ­თან დღე­ში ერთხელ ჭა­მა­ში გუ­ლის­ხმო­ბენ, როცა სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შევ­ლენ დაჯ­დე­ბი­ან და სა­დილს შე­ჭა­მენ, თუმ­ცა კომ­პი­უ­ტერ­თან რომ არი­ან და თხილს და პე­ჩე­ნი­ებს მი­ირ­თმე­ვენ ამას ჭა­მას არ ეძა­ხი­ან. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი დღე­ში ერთხელ კი არ ჭა­მენ არა­მედ გა­მო­დის რომ მუდ­მი­ვად ჭა­მენ.

მა­რი­ა­მი:

ბავ­შვის კვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რას გვირ­ჩევთ? რო­გორ ვკვე­ბოთ ბავ­შვე­ბი, რომ მათ ორ­გა­ნიზ­მის­თვის სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი მი­ი­ღონ?

-ბავ­შვის სწორ კვე­ბას აქვს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა. რა თქმა უნდა არა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვე­ბი ბავ­შვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში არ შე­იძ­ლე­ბა, ბავ­შვის კვე­ბა უნდა იყოს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი. ბავ­შვო­ბი­დან უნდა მი­აჩ­ვი­ოთ რომ ოთხჯერ ან ხუთ­ჯერ დღე­ში მი­ირ­თვას საჭ­მე­ლი და უნდა შე­აყ­ვა­როთ წვნი­ა­ნი, ბოსტნე­უ­ლი და ხილი და მა­შინ ბავ­შვს არ ექ­ნე­ბა არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

პოსტსაახალწლო დიეტა

პოსტსაახალწლო დიეტა

შობა-ახალი წლის უხვი და ნოყიერი სადღესასწაულო სუფრის მავნებლობა, როგორც წესი, დღესასწაულების ჩამთავრების შემდეგ იჩენს ხოლმე თავს. სირთულეები განსაკუთრებით მათ ექმნებათ, ვისაც ჭარბი წონა ან საკვების მომნელებელი სისტემის პრობლემა აწუხებს. როგორ გავუმკლავდეთ სადღესასწაულო დღეებში ორგანიზმისთვის მიყენებულ ზიანს, თემასთან დაკავშირებით მკითხველთა შეკითხვებს დიეტოლოგი, ელენე გიორგაძე პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:

ნანა:

გამარჯობათ. მაქვს პრობლემა კვებასთან დაკავშირებით. არ აქვს მნიშვნელობა რა სახის და რაოდენობის საკვებს მივიღებ. მაშინვე მებერება მუცელი. როგორ მოვიქცე?

-ქალბატონ ნანას ჩვენ შეგვიძლია ვურჩიოთ, რომ მიმართოს გასტროენტეროლოგს, იმიტომ რომ ეს კუჭ-ნაწლავის პრობლემებია და სავარაუდოდ ფერმენტების შერჩევა მოუწევთ. გასტროენტეროლოგი გაუკეთებს გარკვეულ გამოკვლევებს, რის შემდეგაც შეურჩევს ფერმენტს და ამის შემდეგ ყველაფერი მოგვარდება.

თათია:

ახალი წლის დღეებში განსაკუთრებულად  გაძლიერებულ კვებაზე ნამდვილად არ ვყოფილვარ, მაგრამ ტკბილეული მივირთვი უფრო მეტი ვიდრე ზოგადად მივირთმევ. რა ცვლილებები შეიძლება გამოიწვიო ბევრი ტკბილეულის მიღებამ და რომელი საკვებით ჩავანაცვლოთ, რომ ორგანიზმი განიტვირთოს?

-ბევრი ტკბილეულის მიღებამ ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს და ეს პირველ რიგში წონაში მომატება შეიძლება იყოს. ოღონდ ეს იმ შემთხვევაში თუ არ წვავდა იმ კალორაჟს, რასაც იღებდა. თუ არ დადიოდა კლუბებში ან არ ცეკვავდა სახლში, რა თქმა უნდა შეიძლება წონაში იყოს მომატებული. მეორე რაც შეიძლება დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღებამ გამოიწვიოს არის ის, რომ თუ რისკ ჯგუფში ზის შაქრიან დიაბეტზე და აქვს ინსულინ- რეზისტენტობა კარგი არ იქნება. მაგრამ არსებობს ხილი, ხაჭო, კეფირი, მაწონი, მოხარშული ხორცი და ერთი კვირა შეუძლია ეს საკვები მიიღოს. ანუ მხოლოდ ბოსტნეულზე, ხილზე და მოხარშულ საკვებზე უნდა იყოს და ერთი კვირის განმავლობაში მთლიანად გამორიცხოს ცომეული და ტკბილეულობა.

ლალი:

წყალს იშვიათად ვსვამ. მაგრამ ხშირად მივირთმევ ყავას, (როგორც ხსნადს, ასევე თურქულს) რა რაოდენობის სითხის მიღებაა აუცილებელი ორგანიზმისთვის და რა სახის სითხე მივიღოთ?

-აუცილებელია დღის რაციონში იყოს წყალი. თუ ადამიანი იღებს დიდი რაოდენობით ჩაის და ყავას, მაშინ საკმარისია დღეში ლიტრა ნახევარი წყალი, თუ არა მაშინ 2 ლიტრამდე სუფთა წყალი უნდა მიიღოს. ოღონდ ეს წყალი ერთდროულად არ უნდა იყოს მიღებული, ეს უნდა იყოს განაწილებული მთელი დღის განმავლობაში. წყალი აუცილებელია.

ნატა:

უკვე სამი წელია მუდმივად ვინარჩუნებ 52  კილოგრამს, ძალიან მინდა გავხდე 49-კგ-მდე. ვერც ვარჯიშით, ვერც კვების რაციონის შემცირებით ვერ მოვახერხე დაკლება. რა უნდა იყოს ამის მიზეზი და რას მირჩევთ თქვენ?

-არ აქვს ზედმეტი ცხიმი და ეს არის იმის მიზეზი, რომ ვერ იკლებს. კუნთს და ძვალს ვერ დაკარგავს, აქვს აბსოლუტურად ადეკვატური წონა, უბრალოდ არ მოსწონს თავისი კონფიგურაცია. მას არ აქვს ცხიმის არანაირი მარაგი და ამიტომ არ შეუძლია რომ დაიკლოს. თუმცა ესე ძალიან რთულია ლაპარაკი იმიტომ რომ მე ვერ ვხედავ ამ ადამიანს და არ ვიცი მისი ზუსტი მონაცემები. არ ვიცი რა სიმაღლე აქვს, მხოლოდ წონის ცოდნით კი ვერაფერს დავადგენთ. შეიძლება 1.70- მეტრია და მაშინ 53 კილოგრამი პირიქით წონის დეფიციტია, თუმცა თუ 1.47- მეტრია მაშინ რა თქმა უნდა არის ზედმეტი წონა და შეიძლება რომ დაიკლოს.

ნია:

ვიყავი 105 კილო. ახლახანს გავიკეთე ოპერაცია, რომლის შემდეგაც 97 კილოგრამამდე გავხდი. (ოპერაცია ფიბრომისა და თიაქარის). ახლა მინდა წონაში დავიკლო. როგორ ფიქრობთ, ვინაიდან ჯანმრთელობის პრობლემა ნაწილობრივ მომიგვარდა, წონაში დაკლების მხრივ შესაძლებელია პრობლემა შემექმნას?

-წონაში დაკლებაში პრობლემა არ შეექმნება, მაგრამ მე არ ვურჩევ ამ პაციენტს, რომ ექმითან კონსულტაციის გარეშე დაიკლოს. აუცილებელია ერთხელ მაინც გაიაროს კონსულტაცია და გაიკეთოს გარკვეული ანალიზები. თვითნებურ სწორ კვებაზე და თვითნებურ განსაკუთრებულ პროგრამაზე პასუხისმგებლობაც მაშინ თვითონ უნდა აიღოს. ქონდა გარკვეული პრობლემები, ოპერაციაც დაჭირდა, გადასარევია რომ დაიწყო კლება, თუმცა აუცილებელია ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.

მაკა:

გთხოვთ გამოაქვეყნოთ კალორაჟის ნუსხა რომლიც აუცილებელია დიეტის დასაცავად.

ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ სიტყვა დიეტა სწორ კვებას ნიშნავს. სწორი კვების დროს კი სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს სჭირდებათ განსხვავებული კალორაჟი. თუ ქალბატონი მაკა ბევრს არ მოძრაობს და ძირითადად ზის, მაშინ მისი კალორაჟი დღე-ღამის განმავლობაში 2200 კილო კალორიაა.

ლალი:

პირველი მკითხველის მსგავსად, მეც მაწუხებს მუცლის შებერილობა. როგორ შეიძლება მოვაგვარო ეს პრობლემა? ("მეზიმფორტეს" ნუ მირჩევთ).

-მუცლის შებერილობაზე მე არც არაფერს არ გირჩევთ, როგორც პირველ კითხვას ვუპასუხე ამ შემთხვევაშიც აუცილებელია გასტროენტეროლოგთან მისვლა.

მარი:

საახალწლო სუფრასთან ყველას გვავიწყდება ზომიერება და გემრიელად მოვულხენთ ხოლმე. შედეგად დიდ ზიანს ვაყენებთ ჩვენს ორგანიზმს. მაინტერესებს, ნაახალწლევს დიეტით თუ შეიძლება ამის დაბალანსება და რა უნდა გამოვრიცხოთ რაციონიდან?

-სწორი კვებით რა თქმა უნდა ამის დაბალანსება შესაძლებელია. აუცილებელია რომ გამოირიცხოს ტკილეულობა და უნდა ჩართოს ფიზიკური დატვირთვა ან ვარჯიში ან ფეხით სიარული. ამ დროს უნდა მიიღოს ყველაფერი მოხარშული, ასევე ხილი და ბოსტნეული. ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი სრულად საკმარისი იქნება, რომ დააბალანსოს წონა.

ნინი:

ზოგს თუ ზედმეტი წონა აწუხებს, მე პირიქით - სიგამხდრე. უმადობას არ ვუჩივი, მაგრამ მაინც არ ვსუქდები. რაიმე დაავადების ბრალი შეიძლება იყოს ეს და ვის მივმართო?

-თუ ვერ სუქდება კითხვის ავტორმა აუცილებლად უნდა მიმართოს ენდოკრინოლოგს, მაგრამ პირველ რიგში გენეტიკას უნდა გადახედოს. თუ გენეტიკურია სიგამხდრე და არ აქვს ჩივილები ესე იგი ჯანმრთელია. მაგრამ თუ სიგამხდრე არ არის გენეტიკური, მაშინ აუცილებლად უნდა გაიაროს კონსულტაცია ენდოკრინოლოგთან. ეს შეიძლება გარკვეულ ჰორმონალურ დარღვევებთან იყოს დაკავშირებული. ადამიანები ვისაც აქვს ზედმეტი წონა და ასევე დეფიციტი ამბობენ, რომ ჭამენ ყველაფერს. თუმცა აუცილებელია გააკონტროლონ კალორაჟი.

ნანა:

ნერვიულობის დროს საშინლად მეზრდება მადა. არაფერი არ მაკმაყოფილებს, რის გამოც თავს ვერ ვაკონტროლებ და პარალელურად ვიმატებ წონაში. რა შეიძლება მოვიმოქმედო ასეთ შემთხვევაში?

-როცა ნერვიულობის დროს ადამიანს გაძლიერებული მადა აქვს, მაშინ აუცილებელია დაბალკალორიული პროდუქტები მიირთვას. ნერვიულობს და ჭამოს, ამას ვერაფერს მოვუხერხებთ, თუმცა არ შეჭამოს მაღალკალორიული პროდუქტები. შეჭამოს მწვანილი, ხილი, ხაჭო ამ შემთხვევაში არ მოიმატებს წონაში.

ნანა:

დღის განმავლობაში შეიძლება საერთოდ არ მომშივდეს, მაგრამ საღამოს, ღამის საათებში ძალიან ბევრს ვჭამ. ვჭამ მაშინაც როცა არ მშია. ეს უკვე ავადმყოფობაა. გთხოვთ რამე მირჩიეთ. გასეირნებაზე ნურაფერს მეტყვით, რადგან ღამის საათებში ვმუშაობ კომპიუტერთნ და ფიზიკურად ვერაფერს გავაკეთებ.

-როდესაც ადამიანი ღამის საათებში მუშაობს კომპიუტერთან მაშინ გვერდით აუცილებლად უნდა ქონდეს ხილი და წყალი, მეტი არაფერი. დიეტა ნიშნავს სწორ კვებას და რეჟიმს, ხოლო რეჟიმი არის დღეში ოთხი ან ხუთჯერადი კვება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დღეში ერთხელ ჭამა. ჩვენთან დღეში ერთხელ ჭამაში გულისხმობენ, როცა სამზარეულოში შევლენ დაჯდებიან და სადილს შეჭამენ, თუმცა კომპიუტერთან რომ არიან და თხილს და პეჩენიებს მიირთმევენ ამას ჭამას არ ეძახიან. ეს ადამიანები დღეში ერთხელ კი არ ჭამენ არამედ გამოდის რომ მუდმივად ჭამენ.

მარიამი:

ბავშვის კვებასთან დაკავშირებით რას გვირჩევთ? როგორ ვკვებოთ ბავშვები, რომ მათ ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებები მიიღონ?

-ბავშვის სწორ კვებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რა თქმა უნდა არანაირი შეზღუდვები ბავშვებთან მიმართებაში არ შეიძლება, ბავშვის კვება უნდა იყოს მრავალფეროვანი. ბავშვობიდან უნდა მიაჩვიოთ რომ ოთხჯერ ან ხუთჯერ დღეში მიირთვას საჭმელი და უნდა შეაყვაროთ წვნიანი, ბოსტნეული და ხილი და მაშინ ბავშვს არ ექნება არანაირი პრობლემა.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას