საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის პირად ცხოვრებაში სიახლეა. გავრცელდა ხმები, რომ იუსტიციის მინისტრი თხოვდება. ამის შესახებ აქტიურად წერენ სოციალურ ქსელებში. ასახელებენ წულუკიანის რჩეულსაც, რომელიც მინისტრის უწყებაში მუშაობს და მასზე 9 წლით უმცროსია.
იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამჟამად იტალიაში იმყოფება.
თეა წულუკიანი პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობდა მედიასთან, თუმცა, როცა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა, აღიარა, რომ აპირებდა დაოჯახებას, მაგრამ გეგმები მისმა პოლიტიკურმა აქტივობამ გადაავადა. იმავე ინტერვიუში მინისტრმა ღიად განაცხადა, რომ მისი რჩეული ქართველი მამაკაცი იყო, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობდა.
ასევე დაგაინტერესებთ: "ბიჭებს თვალების "პრაწუნი" არ დაუწყო" - ვინ და როგორ დაარიგა თეა წულუკიანი (ვიდეო)